English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თენგიზ ვერულავა კახა შენგელია გიორგი მახარაშვილი
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები

10.36172/EKONOMISTI.2021.XVIII.01.Tengiz.Verulava.Kakha.Shengelia.Giorgi.Makharashvili

ანოტაცია. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, რომელიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, განაპირობა საზოგადოებისა და ეკონომიკის მრავალი გამოწვევა. ნაშრომში განხილულია პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა  თვით ადმინისტრირებადი, ონლაინ  კითხვარის გამოყენებით. რესპოდენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს, რადგან იგი უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ხარვეზებიდან დასახელდა შეზღუდული კომუნიკაცია, ტექნიკური წვდომის სირთულეები, ინტერნეტთან წვდომის დაბალი ხარისხი და გაუმართაობა, გართულებული სოციალური ურთიერთობები. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინ რეჟიმში ჩართვა.

საკვანძო სიტყვები: დისტანციური განათლება, დისტანციური სწავლება, ონლაინ განათლება, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, ხარისხი.

შესავალი

2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19). 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ (WHO, 2020), ხოლო 11 მარტს პანდემია გამოაცხადა (Cucinotta და Vanelli, 2020). საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 2020 წლის 21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 31 მარტიდან კი შემოღებულ იქნა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანმრთელობის სფეროში მრავალი პრობლემისა და გამოწვევის გარდა, COVID-19 პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე უდიდესი გავლენა მოახდინა (Cao et al., 2020). იგი შეეხო სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო პროცესებს (Brooks et al., 2020). შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად, საჭირო გახდა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რასაც საფუძვლად უდევს სოციალური დისტანციის კონცეფცია. სოციალური დისტანცია საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავალ სივრცეებში ყოფნა, ზრდის ფიზიკურ სივრცეს ადამიანებს შორის ავადმყოფობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პანდემიით დაზარალებული ქვეყნების უმრავლესობამ მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა კოროვირუსის გავრცელების შენელება. აღნიშნული მიღწეულ იქნა ისეთი რადიკალური ზომების განხორციელებით, როგორებიცაა საზოგადოებრივი ღონისძიებების და შეკრებების აკრძალვა, სახლში დარჩენა, საშინაო და საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები, უნივერსიტეტები) დროებითი დახურვა. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა განიხილება როგორც ვირუსის გავრცელების შემცირების ეფექტურ საშუალებად, თუმცა, მან განაპირობა მრავალი გამოწვევა, როგორც სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, დამსაქმებლებისთვის და, შესაბამისად, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის.

დისტანციურ სწავლაზე გადასვლამ მთლიანად შეცვალა სასწავლო დაწესულებებში სწავლების ნორმალური პრაქტიკა, დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები. დისტანციური სწავლების დროს წარმოიშობა კითხვები: იძლევა თუ არა ის იგივე ცოდნას, რაც აუდიტორიებში სწავლისას, რამდენად ეხმარება იგი სტუდენტებს ცოდნის მიღებაში? როგორ დავეხმაროთ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან საიმედო წვდომის და/ან არიან აუცილებელი ტექნოლოგიის გარეშე, მონაწილეობა მიიღონ დისტანციურ სწავლებაში? 

მთელი რიგი ნაშრომები უკვე გამოქვეყნდა COVID-19 პანდემიის კრიზისის სხვადასხვა ასპექტზე - განსაკუთრებით მის გავლენაზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე და გარემოზე (Aristovnik et al., 2020; Händel et al., 2020; Zimmermann et al., 2020). თუმცა, დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, საინტერესოა COVID-19 პანდემიის დროს საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესწავლა, რათა აღნიშნული პროცესი გახდეს უფრო ეფექტური. ჩვენი კვლევის მიზანია COVID-19 პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. კვლევის ამოცანებია სტუდენტების და პედაგოგების კმაყოფილების დონის და დამოკიდებულების შეფასება უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების მიმართ COVID-19 პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სოციოდემოგრაფიული ფაქტორების მიხედვით.

ლიტერატურული მიმოხილვა

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევების შედეგად გაჩნდა სწავლების ახალი მეთოდი - ელექტრონული ანუ დისტანციური სწავლება. დისტანციური სწავლება არის განათლების ფორმა, სადაც ხდება მასწავლებლების ფიზიკური განცალკევება სტუდენტებისაგან სწავლების პროცესში. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლება არ არის ახალი ფენომენი და უკვე მერამდენე წელია დანერგილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწავლების პროდუქტიულობის გაზრდაში (Berawi, 2020). ინტერნეტის საშუალებით, სტუდენტებს შეუძლიათ ადვილად მოიპოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, მოუსმინონ პროფესორს პირდაპირ, ან ასინქრონულად. ასევე, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროფესორს და გადაჭრან პრობლემები დისტანციურად. დისტანციური სწავლება შეიძლება გამოყენებულ იქნას დაშორებულ ადგილებში, მაგალითად, სოფლად მცხოვრებთათვის.

გამოყოფენ ონლაინ სწავლების ასინქრონულ, სინქრონულ და შერეულ მოდელებს. სინქრონული ონლაინ სწავლების დროს სასწავლო პროცესი  მიმდინარეობს ონლაინ, რაც იმას ნიშნავს რომ პედაგოგი და სტუდენტი ერთსა და იმავე დროს უნდა იყვნენ ონლაინ, თუმცა, შესაძლოა იმყოფებოდნენ უნივერსიტეტისგან განსხვავებულ სხვადასხვა ადგილზე, სასწავლო პროცესი არის დროში გაწერილი და გამოიყენება ვიდეო და აუდიო კონფერენცია, ელექტრონული დაფა, ვებინარი.  ასინქრონული ონლაინ  სწავლება არ მოითხოვს მასწავლებლის და მოსწავლის ერთდროულად ონლაინ ყოფნას და არ არის მკაცრად დროში გაწერილი. ასეთი სწავლების პროცესი აერთიანებს ციფრულ საშუალებებზე დაფუძნებულ ონლაინ კურსებს და ფორუმებს, ბლოგებს, იმეილს, სოციალური ქსელებს (ბაქრაძე, 2020). ასევე, არსებობს შერეული სწავლების მეთოდი, რომელიც აერთიანებს სინქრონული და ასინქრონული სწავლების კომპონენტებს.

ჩვეულებრივი სწავლებიდან დისტანციურ სწავლებაზე უეცარმა და სწრაფმა გადასვლამ დიდი გავლენა მოახდინა სტუდენტების დამოკიდებულებაზე სწავლების პროცესზე. შეიცვალა სტუდენტების პრაქტიკა აკადემიური მუშაობასთან დაკავშირებით (მაგ. გადასვლა ონლაინ ლექციებზე, დახურული ბიბლიოთეკები, შეფასების ახალი მეთოდები და ა.შ.), სტუდენტების სოციალური ცხოვრება (დაიხურა საერთო საცხოვრებლები, შეწყდა მეგობრებთან, უნივერსიტეტის კოლეგებთან, ნათესავებთან შეხვედრები, გაუქმდა წვეულებები და მოგზაურობები), ისევე როგორც მათი ფინანსური მდგომარეობა (სამუშაოს დაკარგვა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის, განათლებისა და კარიერის მომავლის შესახებ გაურკვევლობა) და ფსიქიკური ჯანმრთელობა (შიშები, იმედგაცრუებები, შფოთვა, მოწყენილობა და ა.შ.) [Kamarianos et al., 2020; Gonzalez et al., 2020; Elmer et al., 2020; Perz et al., 2020].

მრავალი გამოწვევის გარდა, COVID-19 პანდემიამ ასევე მოიტანა პოზიტიური ცვლილებები. ლექტორები და სტუდენტები იძულებულნი გახდნენ შეესწავლათ დისტანციური სწავლების ახალი მეთოდები, რომლებიც მანამდე არ იყო გამოყენებული. ელექტრონულმა სწავლებამ განათლების პროცესი გახადა უფრო სტუდენტზე ორიენტირებული, შემოქმედებითი და მოქნილი [Markus, 2020]. ელექტრონული სწავლება ქმნის შედარებით თავისუფალ გარემოს. იქმნება ადამიანებთან კომუნიკაციის ნებისმიერ დროს დამყარების მეტი შესაძლებლობა. მცირდება სტრესი, რადგან ლექციების მსვლელობა ფიზიკურ ჩართულობას არ მოითხოვს. პედაგოგების და სტუდენტების ერთ სივრცეში ყოფნა ხელს უწყობს ფამილარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ონლაინ საწავლება პედაგოგებთან მუდმივ ჩართულობას გულისხმობს და შესაბამისად ამცირებს დისტანციურობას.

ელექტრონული სწავლება ხელს უწყობს განათლების ხარჯების შემცირებას, რადგან დროში და სივრცეში გადაადგილებისათვის მეტად ოპტიმალური და ხელმისაწვდომია [Chen, 2011]. კვლევები ადასტურებენ, რომ დისტანციური სასწავლო პლატფორმები საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სხვადასხვა სასწავლო  რესურსები დროისა და ადგილის შეზღუდვის გარეშე [Rienties et al., 2016]. ონლაინ სწავლება განსაკუთრებით ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომია სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. ასევე იგი ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია სასწავლო ადგილის ქირაობასთან და სწავლებისთვის საჭირო ინვენტართნ (მერხები, სკამები). დისტანციური სწავლების ერთ-ერთი უპირატესობაა სასწავლო მასალის მარტივი წვდომა ნებისმიერ ადგილას ინტერნეტში შეერთების შემდეგ და საცხოვრებელი ბინის ქირაობის და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება [Molotsi, 2020]. თვითმართვადი ელექტრონული სწავლება საშუალებას აძლევს სტუდენტს დამოუკიდებლად წარმართოს თავისი საქმიანობა [Al-Rahmi et al., 2018].

მიუხედავად ელექტრონული სწავლების  პოზიტიური მხარეებისა, კვლევები ხაზს უსვამენ დისტანციური სწავლების წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის პრობლემა, ტექნოლოგიური სირთულეები, პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტ სერვისების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა [Friedman & Tackle, 2020]. საქართველოში ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ინფრასტრუქტურული დონე საშუალოზე დაბალია. ლექციების დროს კავშირი შეიძლება გაწყდეს და სტუდენტებს თავიდან უწევთ შესვლა სესიის გასაგრძელებლად. ტექნოლოგიური განუვითარებლობა აფერხებს სრულფასოვნად და ადეკვატურად ჩართვას ონლაინ სწავლების პროცესში [Adresi, 2020]. ტექნოლოგიისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში უთანასწორობა განსაკუთრებით თვალშისაცემია ღარიბი სტუდენტებისათვის. პანდემიამ შეიძლება კიდევ უფრო გააფართოვებს სტუდენტებს შორის განსხვავება, რაც უარყოფითად აისახება მათ განათლებაზე [Fawaz & Samaha, 2021].

ონლაინ სწავლების მეთოდი განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა მსგავსი დარგები, სადაც სახეზეა პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შეზღუდული შესაძლებლობა. მედიცინის სტუდენტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გარემოში პაციენტებთან ურთიერთობით შეძენილ სწავლას და სრულად ვერ ჩანაცვლდება დისტანციური სწავლებით. გარკვეულწილად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ვირტუალური პაციენტების (VP) და რეალური კლინიკური სცენარების სიმულაციის გამოყენებით.

საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცე, აუდიტორიები სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას ჰქონდეთ პირდაპირი, უშუალო კომუნიკაცია ერთმანეთთან. იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა იძლევა ინტერაქციისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას. საგანმანათლებლო პროცესის ონლაინ ფორმატში გადანაცვლებამ ნეგატიური გავლენა იქონია სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და გამოიწვია ისეთი პრობლემები, როგორიცაა სტრესი, სოციალური იზოლაცია და დეპრესია [Laffier, 2019]. სოციალური იზოლაცია და აქტივობების მკვეთრი შემცირება აქვეითებს ახალგაზრდების მოტივაციას, იწვევს არაპროდუქტიულობის განცდას. კვლევებით დადგინდა მჭიდრო კავშირი ონლაინ სწავლებით კმაყოფილებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის (დეპრესიაა, შფოთვას და სტრესი). რაც უფრო დაბალია ონლაინ სწავლებით კმაყოფილების დონე, მით მაღალია დეპრესიის, შფოთვის და სტრესის მაჩვენებელი სტუდენტებში [Fawaz & Samaha, 2021].

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები და პედაგოგები. აღნიშნული სამი უნივერსიტეტი შეირჩა, რათა წარმოდგენილი ყოფილიყო როგორც კერძო ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები.

კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იყო რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა წინასწარ სტრუქტურირებული ონლაინ  კითხვარი, რომელიც აეწყო Google Forms-ის ელექტრონული პლათფორმის მეშვეობით. იგი შემუშავდა არსებულ  უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით და ადაპტირებული იყო საქართველოს რეალობისთვის. კვლევის დაწყებამდე მოხდა კითხვარის წინასწარი პილოტირება ონლაინ რეჟიმში, პილოტირების შემდეგ კითხვარში საჭიროებისამებრ, შეტანილ იქნა მცირედი კორექტირება.

კითხვარი მოიცავდა სოციალურ-დემოგრაფიულ მონაცემებს და დახურულ კითხვებს, სადაც რესპონდენტებს შეეძლოთ ჩამოეყალიბებინათ მოსაზრებები როგორც შინაარსობრივ ისე ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. კითხვარის შევსების საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთს შეადგენდა. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის ივნისი- ოქტომბრის პერიოდში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 417 სტუდენტმა. კვლევისთვის გამოყენებული იქნა არა-ალბათობრივი შერჩევის ტექნიკა. კვლევაში მონაწილეთა წილი განსხვავდება საფეხურების მიხედვით. კერძოდ, ბაკალავრები (n=336, 80.6%), მაგისტრანტები (n=77, 18.5%) და დოქტორანტები (n=4, 1%). სტუდენტთა შორის გამოკითხვაში მონაწილეობდა სამივე უნივერსიტეტის 26 (6.2%) უცხოელი სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 47 პედაგოგმა, მათ შორის მოწვეული პროფესორები (n=25, 54%), ასოცირებული პროფესორები (n=11, 23%), სრული პროფესორები (n=9, 19%), ასისტენტ პროფესორები (n=2, 4%). 

კვლევის დასრულების შემდეგ, მონაცემები გადატანილი და კოდირებული იქნა SPSS-ში, რომლის საშუალებითაც მოხდა მონაცემების ანალიზი. მონაცემების ანალიზისას გამოყენებული იყო როგორც ერთგანზომილებიანი ანალიზი სიხშირეების სახით, ასევე ორგანზომილებიანი ანალიზი კროსტაბულაციების სახით.

კვლევის დაწყებამდე კავკასიის უნივერსიტეტის კვლევისა და ეთიკის კომიტეტისგან მივიღეთ თანხმობა. კვლევაში ჩართვამდე, შერჩეულ პირებს გადაეცათ ინფორმირებული თანხმობის ფორმები. კვლევის მონაწილეებს შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ დაეტოვებინათ კვლევა ნებისმიერ დროს.

კითხვარს ერთვოდა ინსტრუქცია/აღწერილობა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე საკითხს იმის შესახებ, რომ გამოკითხვა იყო ანონიმური, რესპოდენტები არ უთითებდნენ იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას შექმნიდა. კითხვარის აღწერილობაში გაწერილი იყო კვლევის მიზნები.

კვლევის შედეგები

კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს დისტანციური სასწავლო პროცესი უნდა შეეფასებინათ 5 ბალიან სკალაზე,  სადაც 5 ნიშნავდა ძალიან კარგს და 1- ძალიან ცუდს.  ზოგადად, სტუდენტებმა დადებითად შეაფასეს დისტანციური სასწავლო პროცესი, მისმა  საშუალო შეფასებამ 3,2 შეადგინა. რაც შეეხება შეფასებების საშუალოების განაწილებას საფეხურების მიხედვით, გამოვლინდა, რომ სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კიდევ უფრო დადებითად აფასებენ პროცესის მიმდინარეობას, ვიდრე ბაკალავრები. საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესი შეფასდა საშუალოდ 2,8 ქულით, მაშინ როცა მაგისტრანტების შეფასებების საშულო 3.5-ია. დისტანციური სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს კვლევაში მონაწილე პედაგოგებმაც. მათ მიერ დისტანციური სასწავლო პროცესის საშუალო შეფასებამ 3 შეადგინა.

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა (n=288, 69%) უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. განსაკუთრებით ამ მეთოდით კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლად მაცხოვრებელი სტუდენტები (n=44, 77%) და ქალაქად მცხოვრები სტუდენტები (n=244, 67.7%), სტუდენტები, რომლებიც დასაქმებული არ არიან (n=288, 69%) და რომლებიც სწავლის პარალელურად სრულ განაკვეთზე დასაქმებული არიან (n=84, 65%). სტუდენტების პასუხები ამ შეკითხვაზე არ განსხვადება  სტუდენტების სქესის მიხედვით, მამრი (n=62, 68%) და მდედრი (n=226, 69%) სტუდენტები მსგავსად აფასებენ სწავლების მეთოდებს და უპირატესობას ანიჭებენ დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს.  მკვეთრად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა ქართულენოვან და არაქართულენოვან სტუდენტებს შორის დისტანციური სწავლების მეთოდის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ყველა არაქართულად მოსაუბრე სტუდენტი (100%) უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. რაც შეეხება სხვაობას უნივერსიტეტების მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტს სტუდენტები, ზოგადათ  უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს ონლაინ სწავლებასთან შედარებით.

გამოკითხულ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა (n=38, 81%) უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. ქალი პედაგოგები, კიდევ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს (n=25, 83.3%%), კაც პედაგოგებთან შედარებით (n= 13, 76.5%). პედაგოგთა უმრავლესობა  ეთანხმება (n=18, 38.3%) ან მეტნაკლებად ეთანხმება (n=10, 21.3%) მოსაზრებას, რომ მათ მეტი ძალისხმევის ჩადება ესაჭიროებათ ონლაინ მეთოდით სწვალებისას. 

სტუდენტების უმრავლესობა სრულიად არ იზიარებს (n=200, 48%) ან მეტნაკლებად არ იზიარებს (n=103, 24.7%) მოსაზრებას, რომ ონლაინ დისტანციური სწავლების რეჟიმში გადასვლისას, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ  მათი პასუხების მიხედვით, ლექციებზე დასწრების სიხშირზე გაიზარდა.

პედაგოგების უმრავლესობა სრულიად არ იზიარებს (n=17, 36.2%) ან მეტნაკლებად არ იზიარებს (n=19, 40.4%) მოსაზრებას, რომ ონლაინ დისტანციური სწავლების რეჟიმში გადასვლისას, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა.

ცხრილი 1: სწავლების რომელ მეთოდს მიანიჭებდით უპირატესობას?

 

დისტანციური სწავლება

ჩვეულებრივი, საუდიტორიო სწავლება

დისტანციური და საუდიტორიო სწავლების სინთეზი

 

ჯამი

 

სტუდენტი n=417

პედაგოგი n=47

სტუდენტი n=417

პედაგოგი n=47

სტუდენტი n=417

პედაგოგი n=47

სტუდენტი n=417

პედაგოგი n=47

სქესი

ქალი

კაცი

 

40 (12.3%)

10 (11%)

 

1 (3.3%)

1 (5.9%)

 60 (18.4%)

19 (20.9%)

 4(13%)

 3(18%)

226 (69%)

62 (68%)

 

25 (83%)

13 (77%)

 

 

326 (78%)

91 (21.8%)

 

 

30 (64%)

17 (36%)

 

საცხოვრებელი ადგილი

ქალაქი

სოფელი

 

43 (12%)

7 (12%)

 

 3 (7%)

 0 (0%)

73 (20%)

6 (11%)

 

5 (11%)

2 (33.3%)

 

 

244 (68%)

44 (77%)

 

 

36 (82%)

2 (66.6%)

 

 

360 (86%)

57 (14%)

 

 

44 (94%)

3 (6.4%)

 

მთავარი საკომუნიკაციო ენა

ქართული

არაქართული

 

 

50 (13%)

0 (0%)

 

 

 2 (4%)

0 (0%)

 

 

79 (20%)

0 (0%)

 

 

7 (15%)

0 (0%)

 

 

262 (67%)

26 (100%)

 

 

38 (81%)

0 (0%)

 

 

 

391 (94%)

26 (6%)

 

47 (100%)

0 (0%)

 

ხართ თუ არა დასაქმებული სწავლის პარალელურად?

დიახ, ვარ, სრულ განაკვეთზე

 

დიახ, ვარ ნახევარ განაკვეთზე

 

არ ვარ დასაქმებული

 

 

 

 

 

 

32 (35%)

 

 

 

18 (46%)

 

 

 

0 (0%)

არ დაესვა ეს შეკითხვა

 

 

 

 

 

13 (10%)

 

 

 

10 (16%)

 

 

 

 

56 (25%)

 

არ დაესვა ეს შეკითხვა

 

 

 

 

 

 

84 (65%)

 

 

 

33 (54%)

 

 

 

171 (75%)

არ დაესვა ეს შეკითხვა

 

 

 

 

 

 

129 (30.9)

 

 

 

61 (14.6%)

 

 

 

227 (54%)

 

არ დაესვა ეს შეკითხვა

 

სულ

50 (12%)

9 (19.1%)

79 (19%)

7 (15%)

288 (69%)

38 (81%)

417 (100%)

47 (100%)

 

ცხრილი 2: როგორ აფასებთ საკუთარ  მზაობას პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის პერიოდში?

 

წინასწარ მომზადებული ვიყავი დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებაზე გადასვლისთვის

ზოგადად, მზად ვიყავი დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასასვლელად, მაგრამ ზოგი რაღაცის სწავლა მომიწია

ცუდად ვიყავი მომზადებული დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებაზე გადასვლისთვის, ბევრი რამის სწავლა დამჭირდა

არ ვიყავი მზად დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასასვლელად, ყველაფერის სწავლა ნულიდან მომიწია

ჯამი

სტუდენტი

 

 

 

 

 

ბაკალავრიატი

81 (24.1%)

176 (52.4%)

49 (14.6%)

30 (8.9%)

336 (80.6%)

მაგისტრატურა

34 (44.2%)

34 (44.2%)

5 (6.5%)

4 (5.2%)

77 (18.5%)

დოქტორანტურა

2 (50%)

1 (25%)

0 (0.0%)

1 (25%)

4 (1%))

ჯამი

117 (28.1%)

211 (50.6%)

54 (12.9%)

35 (8.4%)

417 (100%)

პედაგოგი

16 (34%)

23 (48.9%)

6 (12.8%)

2 (4.3%)

47 (100%)

 ცხრილი 3: დისტანციური სწავლების შეფასება 

 

სავსებით ვეთახნმები

მეტ-ნაკლებად ვეთანხმები

მეტ-ნაკლებად არ ვეთანხმები

სრულიად არ ვეთანხმები

 
 

დისტანციური სწავლების დროს მეტი ძალისხმევა მჭირდება ვიდრე აუდიტორიაში

 

 

 

 

 

სტუდენტი

18 (4.3%)

79 (18.9%)

229 (54.9%)

91 (21.8%)

 

პედაგოგი

18 (38.3%)

10 (21.3%)

6 (12.8%)

13 (27.7%)

 

დისტანციური სწავლების დროს, მეტად ვახერხებ ლექციებზე დასწრებას

 

 

 

 

 

სტუდენტი

171 (41%)

138 (33.1%)

64 (15.3%)

44 (10.6%)

 

დისტანციური სწავლების მეთოდით, ზოგადად სწავლების ხარისხი უმჯობესდება

 

 

 

 

 

სტუდენტი

25 (6%)

89 (21.3%)

103 (24.7)

200 (48%)

 

პედაგოგი

0 (0%)

11 (23.4%)

17 (36.2%)

19 (40.4%)

 

დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებისას, მეტი თავისუფალი დრო მაქვს

 

 

 

 

 

სტუდენტი

189 (45.3%)

154 (36.9%)

47 (11.3%)

27 (6.5%)

 

პედაგოგი

26 (55.3%)

12 (25.5%)

6 (12.8 %)

3 (6.4%)

 

დისტანციური მეთოდის გამოყენებამ, ახალი გამოსადეგი გამოცდილება და უნარები შემძინა

 

 

 

 

 

სტუდენტი

185 (44.4%)

147 (35.3%)

51 (12.2%)

34 (8.2%)

 

პედაგოგი

20 (42.6%)

21 (44.7%)

6 (12.8%)

1 (2.1%)

 

სახლში დისტანციური სწავლებისთვის კომფორტული პირობები მაქვს

 

 

 

 

 

სტუდენტი

183 (43.9%)

144 (34.5%)

69 (16.5%)

21 (5.0%)

 

პედაგოგი

27 (57.4%)

13 (27.7%)

5 (10.6%)

2 (4.3%)

 

ზოგადად მომწონს სახლიდან მუშაობა

 

 

 

 

 

სტუდენტი

114 (27.3%)

160 (38.4%)

73 (17.5%)

70 (16.8%)

 

პედაგოგი

9 (19.1%)

23 (48.9%)

7 (14.9%)

8 (17%)

 

უნივერსიტეტის მიერ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზების ხარისხი ძალიან კარგია

 

 

 

 

 

სტუდენტი

142 (34.1%)

192 (46%)

65 (15.6%)

18 (4.3%)

 

პედაგოგი

30 (63.8%)

14 (29.8%)

2 (4.3%)

1 (2.1%)

 

დისტანციური სწავლების დროს, მეტი დრო მეზოგება სწავლაზე

 

 

 

 

 

სტუდენტი

183 (43.9%)

116 (27.8%)

62 (14.9%)

56 (13.4%)

 

 ცხრილი 4: დისტანციური სწავლების დროს გამოყენებული ელექტრონულ რესურსები

ძირითადად დისტანციური სწავლების რა ელექტრონულ რესურსებს იყენებთ ამჟამად სასწავლო პროცესში?

სტუდენტი

პედაგოგი

 ვიყენებ ელექტრონული სწავლების სისტემის შესაძლებლობებს, რომელიც დაფუძნებულია MOODLE- ზე.

285 (68.3%)

30 (64%)

ვიყენებ სოციალურ ქსელებს (მაგ., Facebook, Twitter)

45 (10.8%)

7 (14.9%)

 ვიყენებ უნივერსიტეტის ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებს

73 (17.5%)

9 (19.2%)

ვიყენებ მესინჯერებს, როგორიცაა Viber, WhatsApp, Skype ან სხვები

57 (14%)

18 (38%)

 არ ვიყენებ ელექტრონულ რესურსებს

7 (1.7%)

1 (2.1%)

ვიყენებ სხვა ელექტრონულ რესურსებს

31 (7.4 %)

5 (10.6%)

 ცხრილი 5: დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის პრობლემები

 

ძალიან პრობლემურია

საკმაოდ პრობლემურია

არ არის დიდად პრობლემური

საერთოდ არ არის პრობლემური

გამართული ტექონოლოგიური აღჭურვილობა (კომპიუტერი, პლანშეტი)

 

 

 

 

სტუდენტი

13 (3.1%)

52 (12.5%)

186 (44.6%)

166 (39.8%)

პედაგოგი

0 (0%)

3 (6.4%)

16 (34%)

28 (59.6%)

წვდომა ინტერნეტზე

 

 

 

 

სტუდენტი

22 (5.3%)

40 (9.6%)

189 (45.3%)

166 (39.8%)

პედაგოგი

0 (0%)

4 (8.5%)

0 (0.0%)

43 (91.5%)

კომფორტული ადგილი სამუშაოდ

 

 

 

 

სტუდენტი

27 (6.5%)

61 (14.6%)

170 (40.8%)

159 (38.1%)

პედაგოგი 

3 (6.4%)

9 (19.1%)

0 (0.0%)

35 (74.5%)

კარგი კომუნიკაცია უნივერსიტეტის მხრიდან დისტანციურ რეჟიმზე ყოფნის დროს

 

 

 

 

სტუდენტი

25 (6.0%)

44 (10.6%)

166 (39.8%)

182 (43.6%)

პედაგოგი

0 (0.0%)

3 (6.4%)

0(0.0%)

44 (93.6%)

უნარების ან გამოცდილების ნაკლებობა დისტანციური სწავლების გამოყენებაში ჩემი მხრიდან

 

 

 

 

სტუდენტი

17 (4.1%)

36 (8.6%)

196 (47.0%)

168 (40.3%)

პედაგოგი

0 (0.0%)

4 (8.5%)

0 (0.0%)

43 (91.5%)

გამოყენებული ტექნიკის სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები

 

 

 

 

სტუდენტი

11 (2.6%)

52 (12.5%)

197 (47.2%)

157 (37.6%)

პედაგოგი

28 (59.6%)

17 (36.2%)

0 (0.0%)

2 (4.3%)

ელექტრონული სწავლების სისტემის არასაკმარისი მეთოდოლოგიური ან ტექნიკური შესაძლებლობები

 

 

 

 

სტუდენტი

17 (4.1%)

61 (14.6%)

204 (48.9%)

135 (32.4%)

პედაგოგი

0 (0.0%)

9 (19.1%)

0 (0.0%)

38 (80.9%)

 დისტანციური სწავლების დადებითი მხარეები

სტუდენტები დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზის უპირატესობასთან ერთად მიუთითებენ ისინი ონლაინ სწავლების მეთოდის დადებით მხარეებსაც. ზოგადად,  სტუდენტების უმრავლესობა ეთანხმება (n=183, 43.9%) და მეტნაკლებად ეთანხმება (n=116, 27.8%) დებულებას, რომ ონლაინ სწავლებისას, მეტი დრო ეზოგება სწავლაზე. ამასთან, სტუდენტების მეტი ნაწილი ეთანხმება (n=189, 45.3%) და მეტნაკლებად ეთანხმება (n=154, 36.9%) მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში, მეტი თავისუფალი დრო აქვთ. სტუდენტების უმრავლესობა სრულიად ეთანხმება (n=171, 41%) ან მეტნაკლებად ეთანხმება (n=138, 33.1%) მოსაზრებას, რომ ისინი მეტად ახერხებენ ლექციებზე დასწრებას დისტანციური სწავლების პირობებში. დამატებით, გამოკითხულ სტუდენტთა მეტი წილი ეთანხმება (n=185, 44.4%) ან მეტნაკლებად ეთანხმება (n=147, 35.3%), რომ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ მათ ახალი, გამოსადეგი უნარები და გამოცდილება შესძინა. ამასთან, გამოკითხულ სტუდენტთა მეტი წილი ეთანხმება (n=142, 34%) ან მეტ-ნაკლებად ეთანხმება (n=192, 46%) დებულებას, რომ  უნივერსიტეტის მიერ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზების ხარისხი, ძალიან კარგია.

გამოკითხულ პედაგოგთა მეტი ნაწილი სრულიად ეთანხმება (n=26, 55.3%) ან მეტნაკლებად ეთანხმება (n=12, 25.5%) მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მეტი თავისუფალი დრო რჩება. ასევე, პედაგოგთა უმეტესობა (n=32, 68%) აღიარებს, რომ ზოგადად მოსწონს სახლიდან მუშაობა და ამისთვის სახლში კომფორტული პირობები აქვს (n=40, 85%).

მზაობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასასვლელად

გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობის (n=211, 50.6%) აზრით, ისინი ზოგადად მზად იყვნენ დისტანციურ რეჟიმზე გადასავლელად, თუმცა, ზოგი რაღაცის სწავლა მოუწიათ. რაც შეეხება წინარე გამოცდილებას, სტუდენტების მხოლოდ 8.4%-ს (n=35) პანდემიამდე არ ჰქონია ონლაინ მეთოდით ლექციებსა ან სემინარებზე დასწრების გამოცდილება და ყველაფერის სწავლა ნულიდან მოუწია.

პედაგოგთა უმრავლესობა (n=39, 83%) სრულად ან  მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ დისტანციურ რეჟიმზე გადასასვლელად, რადგან მანამდეც ჩაუტარებიათ ლექციები/პრაქტიკულები ონლაინ რეჟიმში.

სტუდენტების უმრავლესობა (n=285, 68.3%) ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის ძირითადად Moodle-ის პლატფორმას იყენებს. ეს მაჩვენებელი მსგავსია როგორც ბაკალავრებსა და მაგისტრანტებში, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის მოსწავლეებში. სტუდენტები ონლიან სწავლებისათვის ასევე იყენებენ WhatsApp, Skype-ის პლატფორმებს  (გამოკითხულთა 14%).           

პედაგოგთა მეტი ნაწილი (n=30, 64%) ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის ძირითადად Moodle-ის პლატფორმას იყენებს. თუმცა, ასევე იყენებენ WhatsApp, Skype-ის პლატფორმებს (n=18, 38%), უნივერსიტეტის ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებს (n=9, 19%).

დაბრკოლებები დისტანციურ სწავლების რეჟიმში გადასვლისას

გამოკითულ სტუდენტთა უმეტესობა აღნიშნავს რომ ინტერნეტთან წვდომა არ იყო დიდად პრობლემური (n=189, 45.3%), ან საერთოდ არ იყო პრობლემური (n=166, 39.8%) და შესაბამისად, დროულად ან მეტ-ნაკლებად დროულად ჰქონდა წვდომა ონლაინ ლექციებზე. იმ  რესპონდეტთა წილი კი ვისთვისაც ძალიან პრობლემური, ან საკმაოდ პრობლემური იყო წვდომა ონლაინ ლექციებზე მხოლოდ 15.6%-ს შეადგენდა (n=63). მსგავსი შედეგები იქნა მიღებული პედაგოგების გამოკითხვით. პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობის (n=43, 91.5%) აზრით, ინტერნეტთან წვდომა არ იყო დიდად პრობლემური, ან საერთოდ არ იყო პრობლემური.

დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლისას, ყველაზე პრობლემური სტუდენტებისათვის კომფორტული სამუშაო ადგილია (n=88, 21,1%). ყველაზე ნაკლებად პრობლემურად სტუდენტები ასახელებენ მათი მხრიდან უნარების ან გამოცდილების ნაკლებობას დისტანციური სწავლების გამოყენებაში (n=53, 12.7%).

პედაგოგების აზრით, ონლაინ სწავლებისას ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სტუდენტების მიერ გამოყენებული ტექნიკის სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები (n=28, 59.6%). ყველაზე ნაკლებად პრობლემურად კი პროფესორები თავისი მხრიდან უნარების ან გამოცდილების ნაკლებობას ასახელებენ დისტანციური სწავლების გამოყენებაში (n=4, 8.5%).

დისკუსია

კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციური სასწავლო პროცესს როგორც სტუდენტები, ასევე პედაგოგები დადებითად აფასებენ. ბევრი სტუდენტი კმაყოფილია დისტანციური სწავლებით იმის გამო, რომ მეტი თავისუფალი დრო რჩებათ, რადგან არ უწევთ დროს დაკარგვა გზაში, უნივერსიტეტში წასვლა-წამოსვლაზე და შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ ამა თუ იმ დისციპლინის სრულფასოვან შესწავლას ან დაკავდნენ მისთვის საინტერესო საქმიანობით. მცირდება მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს, რომლებიც რაიონიდან ესწრებოდნენ ლექციებს შესაძლებლობა მიეცათ დაზოგონ საცხოვრებელი ბინის ქირაობის ხარჯები. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად ახერხებენ ლექციებზე დასწრებას დისტანციური სწავლების პირობებში. მსგავსი შედეგები იქნა მიღებული სხვა კვლევებითაც [Pelikan et al., 2021; Kati et al., 2021].

დისტანციური სწავლების  მეთოდით განსაკუთრებით კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტები, რაც თანხვედრაში მოდის სხვა კვლევის შედეგებთან [Rahman, 2021]. რესპოდენტთა უმეტესობას მოსწონს სახლიდან მუშაობა და ამისთვის სახლში კომფორტული პირობები აქვს. დისტანციურად ლექციის ჩატარება უფრო მობილურია და სტუდენტს ან პედაგოგს ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ლექციაზე ჩაერთოს ნებისმიერი ლოკაციიდან [Şahin, 2021].

სტუდენტთა უმრავლესობის აზრით, დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებამ ახალი გამოსადეგი გამოცდილება და უნარები შესძინა მათ. დისტანციური სწავლება სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად გამოიმუშაოს მოქმედების უნარ-ჩვევები. სტუდენტი ეუფლება თვითგანათლების, თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის, დამოუკიდებლად სწავლის და მუშაობის უნარებს. აგრეთვე აქვს საშუალება გაეცნოს და პრაქტიკულად გამოიყენოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობები.

სტუდენტთა და პედაგოგთა უმრავლესობა მზად იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასავლელად, რადგან მანამდეც ჰქონდათ ლექციები ონლაინ რეჟიმში. თუმცა, კვლევები ადასტურებენ, რომ პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ონლაინსწავლების რეალური პრაქტიკა და გამოცდილება. სტუდენტები და პედაგოგები იძულებული გახდნენ დაუფლებოდნენ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს [Zoom; Teams; Skype..], აგრეთვე ვიდეო–კონფერენციების ჩაწერის, ეკრანის გაზიარების და სხვადასხვა ტექნიკურ უნარებს.

სტუდენტების და პედაგოგების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. მსგავსი შედეგები იქნა მიღებული სხვა კვლევებითაც [Aroshidze & Dzagania, 2021]. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმ გარემოებასთან, რომ სწავლების სინთეზური მეთოდი ყველაზე უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ასეთი არჩევანი საშუალებას აძლევს მათ, ვინც ამჯობინებს განათლების მიღებას დისტანციურად, აირჩიონ ონლაინ კურსი, ხოლო მათ, ვინც კარგად ითვისებს მასალას მხოლოდ უშუალო კომუნიკაციის საშუალებით - აირჩიონ აუდიტორიული სწავლება. ამ მხრივ, აუცილებელია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამები შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინ რეჟიმში შეუერთდეს. დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზის საკმაოდ რთული პრობლემაა და საჭიროებს შემდგომი კვლევების ჩატარებას.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უდავოდ ეფექტური აღმოჩნდა კოვიდ–პანდემიისაგან თავის დასაცავად, არსებობს ბევრი ხარვეზი. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს დისტანციური სწავლების შეზღუდული კომუნიკაციით, ტექნიკური სირთულეებით და არაკომფორტული გარემოთი. ყველაზე პრობლემური სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლებისათვის საჭირო კომფორტული სამუშაო ადგილია. პედაგოგების აზრით, ონლაინ სწავლებისას ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სტუდენტების მიერ გამოყენებული ტექნიკის სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები ან მისი საერთოდ არარსებობა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითულ სტუდენტთა გარკვეული ნაწილის (15.6%, n=63) ინტერნეტთან წვდომა იყო პრობლემური. იგი პირველ რიგში დაკავშირებულია საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (სოფლებში) ინტერნეტის დაბალ ხარისხთან და გაუმართაობასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ ჩართვას როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყოველივე ეს კი იწვევს სტუდენტის ცოდნის დაბალ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთა გარკველი ნაწილი დაბრუნდა რაიონებში, რომ დაეზოგათ ქირის გადასახადი, თუმცა, ამ დროს შეექმნათ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, შესაბამისად, ონლაინ სწავლება მათთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად.

კვლევები ადასტურებენ, რომ ზოგ შემთხვევებში დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის გამოცდილების არარსებობის გამო, საწყის ეტაპზე, ლექციის ტექნიკურ ორგანიზებაზე იხარჯებოდა ძალიან დიდი დრო (პლატფორმაზე შემოსვლა, მიკროფონის ჩართვა, კამერის გასწორება და ა.შ.), რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა ონლაინ ლექციის ხარისხზე [Roszak et al., 2021].

პედაგოგებისათვის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სტუდენტის ჩართულობის ფორმა (სტუდენტის უფლება „დაფაროს“ თავისი სახე). სტუდენტს უფლება აქვს არ ჩართოს ვიდეო–თვალი, ანუ „დაფაროს“ თავისი სახე, რაც გამორიცხავს ვიზუალურ კონტაქტს და არღვევს ცოდნის გადაცემის ბუნებრივ, მოსმენისა და ყურების სინთეზს. შესაბამისად პედაგოგს უძნელდება იმის გაგება, რამდენად აღიქვეს ახსნილი სალექციო მასალა სტუდენტებმა. ამასთან, გამორთული ვიდეო–თვალის შემთხვევაში, შესაძლებელია სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ვერ ახერხებდნენ მასალაზე კონცენტრაციას. სტუდენტები თვლიან, რომ კომპიუტერის ეკრანთან სწავლის პროცესი მოსაწყენია და ნაკლები მოტივაცია უჩნდებათ, რომ ლექციებში ჩაერთონ.

კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების და პედაგოგების უმრავლესობის აზრით, ონლაინ დისტანციური სწავლების რეჟიმი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტის ცოდნის შეფასების ტესტური მეთოდიკა. ზოგჯერ ცოდნის შესამოწმებლად იყენებენ დახურული ტიპის ტესტირებას, რომელსაც თან ახლავს „შპარგალკა“ – რამდენიმე სავარაუდო პასუხი. ეს მეთოდი მეხსიერებას უფრო ამოწმებს, ვიდრე ცოდნას და გამორიცხავს სტუდენტის აზროვნებას, მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას.

სხვა კვლევებშიც სტუდენტები ონლაინ გაკვეთილებს არ მიიჩნევენ ისეთივე ეფექტურად, როგორც ტრადიციულ უდიტორიულ სწავლებას [Abbasi et al., 2020; Mukhtar et al., 2020]. თუმცა, ონლაინ სწავლების მომხრეები თვლიან, რომ იგი ამცირებს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას და ხარჯებს აუდიტორიულ გაკვეთილებზე დასწრებისთვის. გარდა ამისა, ონლაინ სწავლის დროს შესაძლებელია ლექციების ჩაწერა და უფრო მეტი აქცენტი კეთდება დამოუკიდებელ სწავლაზე.

კვლევამ მოიცვა არაქართულენოვანი სტუდენტებიც, სადაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს  ამჯობინებს. აღნიშნული, შესაძლოა, აკადემიური კუთხის გარდა მათ სოციალიზაციასაც უკავშირდებოდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში არაქართულენოვანი სტუდენტები არ არიან საქართველოს მუდმივი მაცხოვრებლები და მათი სოციალიზაციის ერთადერთი წყარო უნივერსიტეტია. შესაბამისად, დისტანციური სწავლების რეჟიმის დროს ისინი კარგავენ სოციალიზაციის და ახალი მეგობრების შეძენის ადგილს. ჩვეულებრივ, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებების მომტანია, როგორც ბედნიერი წარსულის მოგონება. ამასთან, სტუდენტებს ტრადიციული სწავლის დროს უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ლექტორებთან, არამარტო აუდიტორიებში, არამედ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კაფეებში, სხვადასხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებებზე, სადაც ხდებოდა სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაზიარება.

სხვა კვლევებიც ადასტურებენ, რომ დისტანციური სწავლების დროს შეცვლილ გარემოში რთულდება სტუდენტების სოციალური ურთიერთობები და ინტერაქცია [Leal Filho et al., 2021].

სტუდენტებისა და პედაგოგების უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობა, რაც სჭირდება დისტანციურ სწავლებას (კომპიუტერი, პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი და სხვ.). მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება ინტერნეტ–რესურსებიდან აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი სასწავლო პლატფორმა და კომფორტული აქტივობა. სტუდენტები და პედაგოგები ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის ძირითადად Moodle-ის პლატფორმას იყენებენ. თუმცა, სტუდენტთა გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესში ერთვება მობილურის საშუალებით და მიმართავენ ისეთ პლატფორმებს როგორიცაა: WhatsApp, Skype და ა.შ. კვლევები ადასტურებენ, რომ  დისტანციური სწავლის დროს ხშირად მიმართავენ მობილურ ტელეფონებს სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით [Yilmaz, 2016]. მობილური მოწყობილობები მარტივი და კომფორტულია გამოსაყენებელია და ისინი სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ზოგ შემთხვევებში მობილურ ტელეფონების გამოყენება დაკავშირებულია კომპიუტერების არქონასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ მიცემული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, ანუ უხდებათ ხელით წერა, შემდეგ სურათის გადაღება და მეილზე ან ე.წ. მესენჯერში გადმოგზავნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი სტუდენტი ვერ ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიას სათანადო დონეზე.

დასკვნა

XXI საუკუნის ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური პროცესები დიდ ზეგავლენას ახდენს განათლების პროცესებზე. Covid-19-ის ეპიდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაზღვრა განათლების სფეროში ცოდნის უწყვეტად და ხარისხიანად მიღების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის აუცილებლობა. პანდემიისგან თავის დასაცავად შემოვიდა სწავლების ონლაინ რეჟიმი თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, რამაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა როგორც სტუდენტი, ასევე პედაგოგი. ონლაინ სწავლება ეხმარება სტუდენტებს შეიძინონ დამოუკიდებელი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ზრდის თვითორგანიზების უნარებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ეფექტური კომუნიკაციის და დამოუკიდებლად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს. თუმცა, დისტანციური სწავლების რეჟიმმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტუდენტის პიროვნულ განვითარებას. შესაბამისად, დისტანციური სწავლების დროს, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ფსიქოლოგების რეკომენდაციები. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინ რეჟიმში ჩართვა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. WHO: COVID 19 Public health emergency of international concern. https://www.who.int/publications/m/item/covid-19-pu blic-health-emergency-of-international-concern-(pheic)-globalresearch-and-innovation-forum
  2. Cucinotta D, Vanelli M (2020) WHO declares COVID-19 a pandemic. Acta Bio-Medica Atenei Parmensis 91(1):157–160. https://doi.org/10.23750/abm.v91i1.9397
  3. Cao, W.; Fang, Z.; Hou, G.; Han, M.; Xu, X.; Dong, J.; Zheng, J. The psychological impact of the COVID-19 epidemic on college students in China. Psychiatry Res. 2020, 287, 1–5.
  4. Brooks, S.K.; Webster, R.K.; Smith, L.E.; Woodland, L.; Wessely, S.; Greenberg, N.; Rubin, G.J. The psychological impact of quarantine and how to reduce it: Rapid review of the evidence. Lancet 2020, 395, 912–920.
  5. Aristovnik A, Keržič D, Ravšelj D, Tomaževič N, Umek L. Impacts of the COVID-19 Pandemic on Life of Higher Education Students: A Global Perspective. Sustainability. 2020; 12(20):8438.
  6. Händel, M.; Stephan, M.; Gläser-Zikuda, M.; Kopp, B.; Bedenlier, S.; Ziegler, A. Digital readiness and its effects on higher education student socio-emotional experiences in the context of COVID-19 pandemic. PsyArXiv Prepr. 2020.
  7. Zimmermann, M.; Bledsoe, C.; Papa, A. The Impact of the COVID-19 Pandemic on College Student Mental Health: A Longitudinal Examination of Risk and Protective Factors. PsyArXiv Prepr. 2020
  8. Berawi, M.A., 2020. Empowering Healthcare, Economic, and Social Resilience during Global Pandemic Covid-19. International Journal of Technology, Volume 11(3), pp. 436–439
  9. ლალი ბაქრაძე. ახალი საგანმანათლებლო რეალობა ტერმინები, გამოწვევები, რეკომენდაციები. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი. 2020 წელი
  10. Kamarianos, I.; Adamopoulou, A.; Lambropoulos, H.; Stamelos, G. Towards and understanding of university students’ response in times of pandemic crisis (COVID-19). Eur. J. Educ. Stud. 2020, 7, 20–40.
  11. Gonzalez, T.; de la Rubia, M.A.; Hincz, K.P.; Comas-Lopez, M.; Subirats, L.; Fort, S.; Sacha, G.M. Influence of COVID-19 confinement in students performance in higher education. PLoS ONE 2020, 15, e0239490.
  12. Elmer, T.; Mepham, K.; Stadtfeld, C. Students under lockdown: Comparisons of students’ social networks and mental health before and during the COVID-19 crisis in Switzerland. PLoS ONE202015, 1–22. 
  13. Perz, C.A.; Lang, B.A.; Harrington, R. Validation of the Fear of COVID-19 Scale in a US College Sample. Int. J. Ment. Health Addict. 2020.
  14. Markus, D. (2020). Is the online learning good in the midst of Covid-19 Pandemic? The case of EFL learners. Journal Sinestesia,10(1),1-10.Retrievedfromhttps://sinestesia.pustaka.my.id/journal/article/view/24
  15. Chen, J.-L., 2011. The Effects of Education Compatibility and Technological Expectancy on e-Learning Acceptance. Computers & Education, Volume 57(2), pp. 1501–1511
  16. Rienties, B., Giesbers, B., Lygo-Baker, S., Ma, H. W. S., & Rees, R. (2016). Why some teachers easily learn to use a new virtual learning environment: A technology acceptance perspective. Interactive Learning Environments, 24(3), 539-552. DOI: https://doi.org/10.1080/10494820.2014.881394
  17. Molotsi, A. R. (2020). The university staff experience of using a virtual learning environment as a platform for e-learning. Journal of Educational Technology & Online learning, 3(2), 133-151. https://doi.org/10.31681/jetol.690917
  18. Al-Rahmi, W.M., Alias, N.B., Othman, M.Z., Alzahrani, A.I., Alfarraj, O., Saged, A.A.G., Rahman, N.S.A., 2018. Use of E-Learning by University Students in Malaysian Higher Educational Institutions: A Case in Universiti Teknologi Malaysia. IEEE Access, Volume 6, pp. 14268–14276
  19. Friedman J. Tackle Challenges of Online Classes Due to COVID-19. (2020). Available online at: https://www.usnews.com/education/best-colleges/articles/how-to-overcome-challenges-of-online-classes-due-to-coronavirus
  20. Adresi, Y. (2020). Investigation of Students’ Attitudes Towards Applied Distance Education in the Covid-19 Pandemic Process in Higher Education Institutions: Example of Physiotherapy and Rehabilitation Department. Necmettin Erbakan University Faculty of Health Sciences Journal, 3(1), 1-6.
  21. Fawaz M, Samaha A. E‐learning: Depression, anxiety, and stress symptomatology among Lebanese university students during COVID‐19 quarantine. Nurs Forum. 2021;56:52–57
  22. Laffier J. On‐line learning: why is it a source of stress for some post‐ secondary students? In E‐Learn: World Conference on E‐Learning in Corporate, Government, Healthcare, and Higher Education. 2019; pp. 306–315. Association for the Advancement of Computing in Education (AACE).
  23. Fawaz M, Samaha A. E‐learning: Depression, anxiety, and stress symptomatology among Lebanese university students during COVID‐19 quarantine. Nurs Forum. 2021;56:52–57
  24. Pelikan ER, Korlat S, Reiter J, Holzer J, Mayerhofer M, Schober B, et al. (2021) Distance learning in higher education during COVID-19: The role of basic psychological needs and intrinsic motivation for persistence and procrastination–a multi-country study. PLoS ONE 16(10): e0257346.
  25. Kati´c, S.; Ferraro, F.V.; Ambra, F.I.; Iavarone, M.L. Distance Learning during the COVID-19 Pandemic. A Comparison between European Countries. Educ. Sci. 2021, 11, 595.
  26. Rahman A. Using Students’ Experience to Derive Effectiveness of COVID-19-Lockdown-Induced Emergency Online Learning at Undergraduate Level: Evidence from Assam, India. Higher Education for the Future. 2021;8(1):71-89.
  27. Şahin, M. (2021). Opinions of university students on effects of distance learning in Turkey during covid-19 pandemics. African Educational Research Journal, 9(2): 526-543.
  28. Aroshidze M, Dzagania I. Pros and Cons of Online Learning. International Scientifi c Conference “Online Learning Under the Conditions of Covid-19 and Educational System. Academy of Educational Sciences of Georgia. 2021.
  29. Roszak, M.; Sawik, B.; Sta ´ndo, J.; Baum, E. E-Learning as a Factor Optimizing the Amount of Work Time Devoted to Preparing an Exam for Medical Program Students during the COVID-19 Epidemic Situation. Healthcare 2021, 9, 1147
  30. Abbasi S, Ayoob T, Malik A, Memon SI. Perceptions of students regarding E‑learning during COVID‑19 at a private medical college. Pak J Med Sci 2020;36:S57‑61.
  31. Leal Filho, W., Wall, T., Rayman-Bacchus, L. et al. Impacts of COVID-19 and social isolation on academic staff and students at universities: a cross-sectional study. BMC Public Health 2021, 1213 (2021)
  32. Yilmaz O. E‑Learning: Students input for using mobile devices in science instructional settings. Edu Learn 2016;5:182‑92.