English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი.

დაიბადა 1956 წლის 26 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების სახით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიით და დიპლომით.