English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თენგიზ ვერულავა
ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის

რეზიუმე

ხანდაზმულები, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, განეკუთვნებიან ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს. საქართველოში პენსიონრები მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველი ქრონიკული ავადმყოფებისათვის დამატებით მოქმედებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. კვლევის მიზანია ხანდაზმულთათვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასება. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 700 პენსიონრის გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. რესპოდენტთა უმრავლესობა ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს(54%), რომელსაც იძენს ოჯახის ექიმთან მიმართვის გარეშე (57%) და ეწევა თვითმკურნალობას (37%), რისთვისაც თვეში ხარჯავს 51-75 ლარს(39%). მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ლარს, რაც პენსიონრის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ლარს, რაც პენსიონრის პერსონალური შემოსავლის 25%-ია. გამოკითხულთა საკმაო ნაწილმა მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები დაასახელა (26%). თითქმის მესამედმა (31%) სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. უმეტესობამ (64%) არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერთათვის. ხანდაზმულთა მიერ მედიკამენტების შეძენა ოჯახის ექიმის გარეშე, აჩვენებს მათ არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად. 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუმცა, რესპოდენტები უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას. დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველნი. მიზანშეწონილია, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ, სოციალურად დაუცველების გარდა, მოიცვას საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფებიც, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად, ძალზე მაღალია და შესაძლოა, მათი გაღატაკების მიზეზი გახდეს.

საკვანძო სიტყვები:  ხანდაზმულები, პერსონალური შემოსავლები, მედიკამენტებზე დანახარჯები, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

შესავალი

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყნებში, შეინიშნება მოსახლეობის დაბერება, ანუ მოსახლეობაში ხანდაზმული ასაკის პირების წილის ზრდა. 1989 წელს ხანდაზმულთა - 65 წლისა და უფროსი ასაკის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში შეადგენდა 8,8 პროცენტს, ხოლო 2014 წელს - 14,3 პროცენტს[სსეს, 2018]. გაეროს პროგნოზის თანახმად, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირების წილი მთლიან მოსახლეობაში მიაღწევს 18,9 პროცენტს 2030 წელს და ეს მაჩვენებელი 25,3 პროცენტამდე გაიზრდება 2050 წლისათვის[ბრუნი, ჭითანავა, 2018].

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება დასავლური ცხოვრების სტილი. ამ ცვლილებების შედეგად, წლიდან წლამდე იზრდება იმ ხანდაზმულთა წილი, რომლებიც ცხოვრობენ მარტო ან მხოლოდ მეუღლესთან ერთად. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 32.9% ცხოვრობს დამოუკიდებლად: ან მეუღლესთან ერთად(16,6%)ან მარტო (16,3%). იგივე ასაკის მოსახლეობის 35,6% მეუღლის გარეშე ცხოვრობს, კერძოდ, ეს კატეგორია ან არასდროს ყოფილა ქორწინებაში, ან,ხშირ შემთხვევაში ქვრივია და ცხოვრობს 65 წლამდე ასაკის ოჯახის წევრებთან -უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან ერთად. დარჩენილი 31,5% ძირითადად არიან ხანდაზმული წყვილები, რომლებიც ცხოვრობენ მათზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ერთად[ბრუნი, ჭითანავა, 2018]. კვლევები ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, მარტო ცხოვრება, ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაბალ თვითშეფასებას და შეზღუდული შესაძლებლობებისა და დეპრესიის მაღალ დონეს ხანდაზმულ ქრონიკულ ავადმყოფებში [Fortinet al. 2010; Do & Malhotra 2012; Dong at al. 2010].

ხანდაზმულებში მედიკამენტების მოხმარების ზრდა იწვევს ჯანდაცვის ხარჯების ზრდას [Morganat al. 2004; Thomas at al. 2001; Alpert, 2015]. ხანდაზმულები, განსაკუთრებით მარტოხელები, არიან სოციალური იზოლირების მაღალი რისკის ქვეშ [Iliffe, 1992]. ამასთან, საქართველოს, როგორც დაბალშემოსავლიან ქვეყანას, არ გააჩნია სათანადო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, როგორიცაა ხანდაზმულთა პენსია. აღნიშნული განაპირობებს ხანდაზმულთა სიღარიბეს [Verulavaet al. 2016].

კვლევების მიხედვით, ხანდაზმული მოსახლეობის 84,2 პროცენტისთვის პენსია შემოსავლის ძირითად წყაროა[ბრუნი, ჭითანავა, 2018]. მათ უფრო ხშირად აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ქრონიკული  და ისეთი დაავადებები, რომლებიც იწვევენ შესაძლებლობების შეზღუდვას, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას [McDonaldat al. 2008]. დაბერების შედეგად სუსტდება იმუნური სისტემა, ქვეითდება ორგანიზმის თვითაღდგენის უნარი და იზრდება სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხე. ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად იზრდება მათ ჯანდაცვაზე  გასაწევი ხარჯები [Verulavaat al. 2018].

2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. საპენსიო ასაკის პირები სარგებლობენ პროგრამით გათვალისწინებული სრული მომსახურებით[Verulava at al. 2017a]. პროგრამით გათვალისწინებულია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული გეგმიური და გადაუდებელი სერვისები [Verulava at al. 2017b]).

საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა[გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018]. 2015-2017 წლებში იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი,რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ, 43.1%-დან 22.3%-მდე შემცირდა.

2015 წლის კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევის[UNICEF, 2016] თანახმად, პენსიონერთა ორი მესამედისთვის (65 პროცენტი) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო ხარჯების დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს. დარჩენილი ერთი მესამედისთვის, სამედიცინო ხარჯები ძირითად შინამეურნეობის ბიუჯეტიდან ან მეგობრებისა და ნათესავებისაგან მიღებული დახმარებით იფარება. ექიმთან უკანასკნელი ვიზიტის დროს სამედიცინო კონსულტაციებზე ხანდაზმულების მიერ გაღებული თანხა(საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ დაფარული ხარჯების მიღმა) საშუალოდ 25ლარს შეადგენს.

2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება და აქვს შემდეგი ტიპის დაავადებები: გულსისხლძარღვთა, ფილტვის, დიაბეტი (ტიპი 2), ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები [სშჯსდს, 2017]. პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. თუმცა იგი ვრცელდება მხოლოდ იმ პენსიონრებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სასურველი იქნებოდა, პროგრამას მოეცვა არა მარტო სოციალურად დაუცველები, არამედ საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფები, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის სამკურნალო მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები არაიშვიათად ძალზე მაღალია და შესაძლოა, მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯები ფინანსურად კატასტროფულია, როდესაც იგი საფრთხეს უქმნის ოჯახს, შეინარჩუნოს ჩვეულებრივი ცხოვრების დონე [Berki, 1986] და როცა აღემატება მის გადამხდელუნარიანობას. ოჯახის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება ის ბარიერი, რომლითაც მის მიერ ჯიბიდან დანახარჯები განაპირობებს ფინანსურად კატასტროფულ ხარჯებს. მაგალითად, ხარჯები ფინანსურად კატასტროფულად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც  იგი  აღემატება ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 15%-ს [Wyszewianski, 1986]. სხვა კვლევების მიხედვით, ჯანდაცვის ხარჯები „კატასტროფულად“ მიიჩნევა, თუ იგი შინამეურნეობის ხარჯების 10 პროცენტზე მეტს ან შინამეურნეობის არასასურსართო ხარჯების 25 პროცენტზე მეტს შეადგენს[გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018]. ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შესაფასებლად სხვადასხვა მკვლევარები სხვადასახვა ზღვარს იყენებენ, რომელიც მერყეობს ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე [Xu, 2007].

საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის 2017 წლის კვლევის მიხედვით[გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018], ზოგიერთი შინამეურნეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია. აღნიშნულმა ხარჯებმა მთლიანი ხარჯის 10 პროცენტზე მეტი შეადგინა შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 34.2%-ისთვის – რაც 2015 წლის მაჩვენებელს (29.8%) აღემატება. გარდა ამისა, შინამეურნეობების 26.4%-ისთვის, ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის 25%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემს (25.1%) აღემატება. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მედიკამენტების ღირებულება სახელდება. შინამეურნეობების დაახლოებით 27.8%-მა (2015 წ. – 26.4%) აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა ხარჯების სხვადასხვა კვინტილში[გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018].

ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომლებშიც თავიანთი ასაკის გამო, უფრო ხშირია ავადობა და განეკუთვნებიან ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს [Verulava,2018]. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში, მოსახლეობის ამ ნაწილის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ფარავს.

საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის [Verulava, 2018]. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში პაციენტები მედიკამენტებზე საშუალოდ ორჯერ მეტს ხარჯავენ,  ვიდრე ევროპაში. კვლევები ადასტურებენ, რომ შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის[გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018], რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 16-17%-ის ფარგლებში მერყეობს[სშჯსდს, 2013].ამის მიზეზებია: არარაციონალური ფარმაკოთერაპია, გენერიკული მედიკამენტების ნაკლებად გამოყენება და დანიშვნა, რეცეპტურის მექანიზმების ნაკლოვანება ან არასაკმარისი გამოყენება, პაციენტთა მიერ თვითმკურნალობა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების არასაკმარისი ფინანსური ლიმიტი, აგრეთვე ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან აგრესიული მარკეტინგი[სშჯსდს, 2013].

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი უმეტესად საპენსიო ასაკისაა, ადვილი წარმოსადგენია ჯანდაცვის სერვისებზე და განსაკუთრებით მედიკამენტებზე მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები [Verulavaat al. 2015a; Verulavaat al. 2016b].

კვლევა მიზნად ისახავდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასებას.

მეთოდოლოგია

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრა  საპენსიო ასაკის მოსახლეობა. იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისში მცხოვრები საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ლიბერთი ბანკის ერთი კონკრეტული სერვის ცენტრის მომსახურებით. ბენეფიციართა შერჩევის მეთოდად გამოყენებულ იქნა მარტივი შერჩევის მეთოდი. შეირჩა 700 ბენეფიციარი.

კვლევაში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი,  სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. კვლევა ჩატარდა 2018 წლის თებერვალი-ივნისის პერიოდში. ბენეფიციართა ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 30-45 წთ.

შედეგები

გამოკითხული 700 ხანდაზმული რესპონდენტიდან 56,4% ქალი იყო (395) და 43,5 % (305) კაცი. გამოკითხულ ხანდაზმულთა ასაკი მერყეობდა 60 წლიდან 80 წლამდე, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 68 წელს (SD=5.2).რესპოდენტთა უმეტესი რაოდენობა 66-დან 70 წლის ასაკისაა (36,3%).

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, გამოკითხულთა შორის ქვრივები სჭარბობს (50%). რესპოდენტთა 16% ცხოვრობს დამოუკიდებლად: ან მეუღლესთან ერთად, ხოლო რესპოდენტთა 17% - მარტო. რესპოდენტთა 36% ცხოვრობს ერთ ან მეტ 60 წლამდე ასაკის ოჯახის წევრებთან - უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან ერთად, მეუღლის გარეშე. რესპოდენტთა 31% არიან ხანდაზმულები, რომლებიც ცხოვრობენ მათზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ერთად. გამოკითხულთა უმრავლესობის შინამეურნეობის თვიური შემოსავალი 500-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს (287 პირი,41%). იმის გათვალისწინებით, რომ რესპოდენტთა უმრავლესობისათვის (76%) შემოსავლის მთავარი წყარო პენსიაა, პერსონალური შემოსავალი შეადგენს 200 ლარზე ნაკლებს, ხოლო საშუალო შემოსავალი - 220 ლარს.

ცხრილი 1 რესპოდენტთა მონაცემები

მახასიათებლები

რესპოდენტთა რაოდენობა

(n=700)

%

სქესი

 

 

კაცი

305

43.5

ქალი

395

56.4

ასაკი

60-65

66-70

71-75

≥75

საშუალო ასაკი

 

122

254

195

129

68 ± 5.2

 

17.4

36.3

27.9

18.4

 

ქორწინებითი მდგომარეობა

ქორწინებაში მყოფი

განქორწინებული

ქვრივი

არასდროს ყოფილან ქორწინებაში

 

315

21

350

14

 

45

3

50

2

საცხოვრებელი პირობები

ცხოვრობს მარტო

ცხოვრობს მხოლოდ მეუღლესთან ერთად

ცხოვრობს ერთ ან მეტ 60 წლამდე ზრდასრულთან ერთად, მეუღლის გარეშე

ცხოვრობს ერთ ან მეტ 60 წლამდე ზრდასრულთან ერთად, მეუღლესთან ერთად

 

119

112

252

 

217

 

 

17

16

36

 

31

 

შემოსავლის ძირითადი წყარო

პენსია

სამუშაოდან მიღებული შემოსავალი

სხვა შემოსავლები (საკუთრებიდან ან დანაზოგიდან

მიღებული შემოსავალი, უცხოეთიდან ფულადი

გზავნილები და სხვა წყაროებიდან მიღებული)

 

532

91

77

 

76

13

11

პერსონალური შემოსავალი

200-ზე ნაკლები

200 - 500

500 – 1000

1000-ზე მეტი

საშუალო შემოსავალი

 

532

105

70

0

220 ± 15

 

76

15

10

0

შინამეურნეობის შემოსავლები (ლარი)

200-ზე ნაკლები

200 - 500

500 – 1000

1000-ზე მეტი

საშუალო შემოსავალი

 

38

126

287

203

780 ± 56

 

12

18

41

29

 

 

მედიკამენტების მომხმარებელია 60-75 წლის პენსიონერთა 78%  და 75 წელზე მეტი ასაკის 92%. რესპოდენტთა 20% (140) ერთდროულად იყენებს ხუთზე მეტ, ხოლო 34% (238) - სამ ან ხუთ მედიკამენტს. საშუალოდ, თითოეული პირის მიერ გამოყენებული მედიკამენტების რაოდენობა შეადგენდა 3.1 (SD = 2.3) (ცხრილი 2). ხანდაზმულები ყველაზე ხშირად იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებებს (66%).

კითხვაზე, ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში რა ქმედებებს განახორციელებენ, რესპოდენტთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ისინი მედიკამენტებს შეიძენენ აფთიაქში რეცეპტის გარეშე (57%), ასევე მაღალია იმ რესპოდენტთა წილი, რომლებიც  ეწევიან თვითმკურნალობას (37%). თუმცა, ექიმთან კონსულტაცია აღნიშნა რესპოდენტთა საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა (46%).

რესპოდენტთა მეტი წილი (39%) თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს. მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ± 13, რაც პენსიონრის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა 27% ჯიბიდან არაფერს იხდის მედიკამენტებზე, რადგან ისინი ჩართულნი არიან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს, ხოლო 16% - 76-100 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ± 11, რაც პენსიონრის პერსონალური შემოსავლის 25%-ია.

ცხრილი 2. რესპოდენტები და მედიკამენტები

მახასიათებლები

რესპოდენტთა რაოდენობა

(n=700)

%

მედიკამენტების გამოყენება ასაკის მიხედვით

60-75

≥75

არ იყენებს

 

445 (n=571)

119 (n=129)

136 (n=700)

 

78

92

19

ერთდროულად გამოყენებული მედიკამენტების რაოდენობა

1-2 მედიკამენტი

3-5 მედიკამენტი

≥ 5

მედიკამენტების საშუალო რაოდენობა გამოყენებული თითო პირის მიერ

 

 

322

238

140

3.1 ± 2.3

 

 

 

46

34

20

ფარმაკოლოგიური ჯგუფები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ *

გულსისხლძარღვთა სისტემა

ანალგეზიური/ანთების საწინააღმდეგო

ვიტამინები

ცენტრალური ნევრული სისტემის

ჰიპოგლიკემიური

სხვა

 

 

462

217

168

182

126

287

 

 

66

31

24

26

18

41

ქმედებები ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში*

ექიმთან კონსულტაცია

მედიკამენტების მიღება საოჯახო აფთიაქიდან

მედიკამენტების ყიდვა აფთიაქში რეცეპტის გარეშე

სხვა ადამიანების მოსაზრების გაზიარება

თვითმკურნალობა

 

322

189

399

77

259

 

46

27

57

11

37

მედიკამენტებზე დანახარჯები თვეში

50 ლარზე ნაკლები

51-75 ლარი

76-100 ლარი

100 ლარზე მეტი

საშუალო დანახარჯი

 

196

273

140

92

72 ± 13

 

28

39

20

13

მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები

0 ლარი

50 ლარზე ნაკლები

51-75 ლარი

76-100 ლარი

100 ლარზე მეტი

საშუალო ხარჯი

 

189

133

203

112

63

56 ± 11

 

27

19

29

16

9

  • მრავალი არჩევანის კითხვა 

გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ოჯახში არსებულ მთავარ პრობლემად დაბალი პენსია (28%) დაასახელა, შემდეგ მოდის მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები (26%). რესპოდენტთა თითქმის მესამედი (31%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო გამოკითხულთა 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. პენსიონერთა 54% შეძლო დანიშნული მედიკამენტის სრულად შეძენა.

ცხრილი 1

 

n

%

ოჯახის მთავარი პრობლემა

მედიკამენტზე ხარჯები საკმაოდ მაღალია

უმუშევრობა

დაბალი პენსია

საკვების ყიდვა

კომუნალური გადასახადები

არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები

 

 

26

16

28

23

5

2

ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა

სრულად ვერ შევიძინე,

საერთოდ ვერ შევიძინე.

სრულად შევიძინე

 

217

105

378

 

31

15

54

ხანდაზმულთა ინფორმირებულობა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ

მაქვს ინფორმაცია

არ მსმენია პროგრამის შესახებ

 

 

 

252

448

 

 

 

36

64

შესწავლილ იქნა პენსიონერთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. რესპოდენტთა პასუხებმა გვაჩვენა, რომ ამ მხრივ ხანდაზმულთა ინფორმირებულობის დონე დაბალია. გამოკითხულ პენსიონერთა უმეტესობამ (64%)არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უნაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებსთვის ხარჯებს გარკვეული კატეგორიის პენსიონრებს. აღნიშნულის შესახებ რესპოდენტთა მხოლოდ 36%-ს ჰქონდა ინფორმაცია.

დისკუსია

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა შორის ქვრივების სიჭარბე აჩვენებს ოჯახური კავშირების და ურთიერთობების ცვლილებებს ხანდაზმულობის ასაკში. ერთ-ერთიმეუღლის გარდაცვალების გამო. შედეგად, ხანდაზმულები მოკლებული არიან მეუღლეთა მხრიდან პრაქტიკულ და ემოციურ თანადგომას. მეუღლის გარდაცვალება ასევე ნიშნავს ორიდან ერთი პენსიის დაკარგვას, რაც შინამეურნეობის დონეზე აღარ იძლევა მასშტაბის ეკონომიის მიღწევის საშუალებას. შედეგად, დაქვრივება აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ხანდაზმულები სოციალური იზოლაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის საფრთხის წინაშე დგანან.

ჩატარებული კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხანდაზმულთათვის მედიკამენტები ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. მედიკამენტების მომხმარებელ ხანდაზმულთა რაოდენობა 78-92%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მცირედ აღემატება საერთაშორისო კვლევებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს [Chen at al. 2001].

კვლევით დადგინდა პოლიფარმაცია, ანუ პაციენტი იღებს იმაზე მეტ წამლებს, ვიდრე კლინიკურად ნაჩვენებია ავადმყოფის მდგომარეობისათვის. რესპოდენტთა 54% ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს (20% - ხუთზე მეტს, ხოლო 34% -3-5-ს).

რესპოდენტთა უმრავლესობა (57%)ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში ექიმის ნაცვლად მიმართავს აფთიაქს, სადაც ყიდულობს მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე. სხვა კვლევებით რეცეპტის გარეშე მედიკამენტების ყიდვა შეადგენს 37%-ს [Coelho at al. 2004]. ასევე, მაღალია იმ რესპოდენტთა წილი, რომელიც ეწევა თვითმკურნალობას. აღნიშნული აჩვენებს ხანდაზმულთა არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის დროს .ამ მხრივ, აფთიაქი და თვითმკურნალობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამედიცინო მომსახურების არაფორმალურ ქსელში. მიუხედავად ამისა, რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მედიკამენტების მიღების მთავარი წყარო ექიმია (46%).

რესპოდენტთა შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი 500-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს (41%), რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილ  ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიურ შემოსავალს (1110.7 ლარი) ჩამორჩება. პენსიონრები საშუალოდ საკუთარი შემოსავლის 33%-ს ხარჯავენ მედიკამენტებზე. მიუხედავად ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულთა უმრავლესობა (54%) ახერხებს, შეიძინოს მათთვის საჭირო მედიკამენტები. თუმცა, რესპოდენტები ოჯახის უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას (26%). მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხა 50 ლარს აღემატება, ხოლო საშუალო თვიური დანახარჯი საკუთარი პერსონალური შემოსავლის 25%-ია. რესპოდენტთა თითქმის მესამედი (31%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო გამოკითხულთა 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. ჩატარებული კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ სამკურნალო საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემად რჩება პენსიონერთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.

თუმცა, სამკურნალო საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა შედარებით გაუმჯობესდა. 2014 წელს ჩატარებულ კვლევასთან [Verulava,2014] შედარებით, გამოვლინდა, რომ თუ დღეისათვის რესპოდენტთა დიდი ნაწილისათვის მთავარი პრობლემაა დაბალი პენსია (28%), ხოლო შემდეგ - მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები (26%), 2014 წელს ჩატარებული კვლევის დროს მთავარ პრობლემად დასახელდა მედიკამენტების შეძენა (36%). იმ პენსიონერთა რაოდენობა, რომლებმაც სიძვირის გამო სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, 38%-დან 31%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პენსიონერთა რაოდენობა, რომლებმაც საერთოდ ვერ შეძლეს მისი შეძენა, 32.4%-დან 15%-მდე შემცირდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა.

დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ხანდაზმულთა უმეტესობამ არ იცის, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერთათვის.

დასკვნა

2017 წლის ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შემოღებამ დადებითი როლი ითამაშა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც  არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. კვლევამ აჩვენა, რომ მედიკამენტებზე საშუალო დანახარჯები ხანდაზმულთა საპენსიო შემოსავლების საკმაო ნაწილს შეადგენს.

სასურველი იქნებოდა, პროგრამას მოეცვა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფები, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის სამკურნალო მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები  შესაძლოა მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბრუნიბ, ჭითანავა მ. (2017). მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი.Source
  2. გაეროს ბავშვთა ფონდი (2018). მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოკლე მიმოხილვის ანგარიში.Link.
  3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო(სშჯსდს) 2013. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში. Link.
  4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N01-177/ო, 8 აგვისტო 2017 წელი (სშჯსდს, 2017). ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ.Link
  5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (სსეს). 2018. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით.
  6. Alpert PT.(2015). Issues Surrounding Polypharmacy. Home Health Care Management and Practice. 27(4):256-258. Sage Journals, Google Scholar.
  7. Berki SE.(1986). A Look at Catastrophic Medical Expenses and the Poor. Health Affairs.5(4):138-145.Medline, Link. Google Scholar.
  8. Chen YF, Dewey ME, Avery AJ. (2001). Analysis Group of The MRCCFA Study. The Medical Research Council CognitiveFunction and Ageing Study (MRC CFAS). Self-reported medication use for older people in England and Wales. J ClinPharm Ther.26(2):129-140. Medline, Google Scholar.
  9. Coelho, Filho JM, Marcopito LF, Castelo A. (2004). Medication use patterns among elderly people in urban area in NortheasternBrazil. Rev Saude Publica.38(4):557-564.
  10. Do YK, Malhotra C. (2012). The effect of coresidence with an adult child ondepressive symptoms among older widowed women in South Korea: aninstrumental variables estimation. J Gerontol Ser B Psychol Sci Soc Sci.67(3):384–391. Link,
  11. Dong X, Simon M, Fulmer T, Mendes LCF, Rajan B, Evans DA.(2010). Physical function decline and the risk of elder self-neglect in acommunity-dwelling population. The Gerontologist.50(3):316–326. Medline, Google Scholar.
  12. Fortin M, Hudon C, Haggerty J, Akker M, Almirall J. (2010). Prevalence estimates ofmultimorbidity: a comparative study of two sources. BMC Health Serv Res.10:111. Medline, Google Scholar.
  13. Iliffe S, Tai SS, Haines A, Gallivan S, Goldenberg E, Booroff A, Morgan P. (1992). Areelderly people living alone an at risk group? BMJ. 305(6860):1001–1004. Medline.
  14. Morgan SG, Agnew JD, Barer ML. (2004). Seniors’ prescription drug cost inflationand cost containment: evidence from British Columbia. Health Policy.68(3):299–307. Medline, Google Scholar.
  15. McDonald MV, Peterson LE, Dugan L.(2008). Finding success in medication management. Home Health Care Management and Practice.20(2):135-140. Sage Journals, Google Scholars.
  16. Thomas CP, Ritter G, Wallack SS. (2001). Growth in prescription drug spendingamong insured elders. Health Aff. 20(5):265–277. Link, Google Scholar.
  17. UNICEF (2016). The Welfare Monitoring Survey2015. Summary. Tbilisi, UNICEF.Link.
  18. Verulava T. (2014). Access to Medicines within the State Health Insurance Program for Pension Age Population in Georgia (country). HealthMED.8(9):1078-1082. Link, Google Scholar.
  19. Verulava T, Sibashvili N. (2015a). Accessebility to Psychiatric Services in Georgia. African Journal of Psychiatry (South Africa).;18 (3):1-5.Link, Google Scholar.
  20. Verulava T, GabuldaniM. (2015b). Accessibility of Urgent Neurosurgery Diseases by the State Universal Healthcare Program in Georgia (country). Gazi Medical Journal.26(2): 42-45.Link, Google Scholar.
  21. Verulava T, Adeishvili I, Maglakelidze, T. (2016). Home Care Services for Elderly People in Georgia. Home Health Care Management Practice.28 (3):170-177. DOI: 10.1177/1084822315627785.Sage Journals, Google Scholars.
  22. Verulava T, Jorbenadze R, Barkalaia T. (2017). Introduction of universal health program in Georgia: Problems and Perspectives. Georgian Medical News. 262 (1): 116-120. Medline, Google Scholars.
  23. Verulava T, Grdzelishvili A, Magaldadze M, Makharashvili A, Chibukhaia G, Jorbenadze R, Dangadze. B. (2018a). Social problems of Alzheimer's patients and their family members. Home Health Care Management & Practice. Sage Journals, Google Scholars.
  24. Verulava T. (2018b). Pension System in South Caucasus: Challenges and Reform Options. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences.;12 (1):168-174.Link, Google Scholars.
  25. Verulava T, Maglakelidze T. (2018c). Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences.;11(2): 143-150.Link, Google Scholar.
  26. Wyszewianski L. (1986). Financially catastrophic and high-cost cases: definitions, distinctions, and their implications for policy formulation. Inquiry.23(4):382-394. Medline, Google Scholar.
  27. Xu K, Evans DB, Carrin G, AguilarRivera AM, Musgrove P, Evans T.(2007). Protecting household from catastrophic health spending. Health Affairs.26(4):972-83.Medline, Link, Google Scholars.