English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ დალტ მარტინი ბოკაჯო იუსტინა
საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის როლი და მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში

რეზიუმე 

ეს ნაშრომი მიზნად ისახავს გერმანიის საერთაშორისო როლის ევოლუციის ანალიზს ოცდამეერთე საუკუნეში და პასუხობს კითხვას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე. ნაშრომში გამოყენებული კვლევის მეთოდები მოიცავს აღწერილობითი და ფაქტობრივი ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და არჩეული პუბლიკაციების ანალიზს. ჩატარებული კვლევის შედეგების დასტურია გერმანიის მზარდი როლი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მისი როლი მეტწილად განპირობებულია ევროკავშირის სიმტკიცით და პოზიციით.

საკვანძო სიტყვები: გერმანია, გერმანია საერთაშორისო ასპარეზზე, გერმანიის პოზიცია ევროკავშირში, გერმანიის გლობალური როლი.