English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გურბანოვი ტარიელ მუსალიმ ოღლიმუსტაფაევი ასიფ მირლაზიმ ოღლი
საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შეფასება სახელმწიფოს ეკონომიკური როლის გასაუმჯობესებლად

რეზიუმე 

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ის პოზიცია, რომელიც ეხება აზერბაიჯანის ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, შეფასდა დადებითად  მრავალი საერთაშორისო კლასიფიკაციით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ფონზე. უნდა აღინიშნოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ბრძანებულებები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ დადგენილება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მიღებული დამატებითი ღონისძიებების და საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიციის შემდგომი განვითარების შესახებ“ (2016, ივლისი) და დადგენილება „ეროვნული ეკონომიკა და სტრატეგიული საგზაო რუკები ეკონომიკის 11 სექტორისთვის“ (2016, დეკემბერი).

სამიზნეები დადგენილია ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო და გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, დადებითად უნდა შეფასდეს ზომები ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ზემოაღნიშნული პროცესები, უდავოდ, გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას საერთაშორისო რანგში, განვითარების სხვადასხვა ინდიკატორზე.

გასატარებელ ღონისძიებებს შორის, სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ პროცესებში უნდა იყოს უფრო ეფექტური, განსაკუთრებით ფისკალური პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ აქ მთავარი ძალა მთავრობის ხარჯზე მოდის. ხარჯების ოპტიმიზაცია და გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესება გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის პოზიციონირებას სხვადასხვა რეიტინგებში, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში.

სტრატეგიული გზის რუკაში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო მოთხოვნები უკავშირდება მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებს და შესრულების ინდიკატორებს მთავრობის ხარჯვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად [2, გვ.46]. ეჭვგარეშეა, რომ "ოქროს წესის" განმარტება ნავთობის შემოსავლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ მხრივ სახელმწიფო ხარჯების ფაქტობრივ ოპტიმიზაციას ახდენს. აქ, როგორც სახელმწიფო ვალის მენეჯმენტმა, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებში დინამიკის მიღწევამ, ”აუცილებელი ფისკალური სტრუქტურა” დაასახელა, როგორც უპირველესი მიზანი. ეს საკითხები განიხილება, როგორც სტრატეგიული გზის რუკის მთავარ დებულებებად და მნიშვნელოვანია მთავრობის ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფა ბიუჯეტის უფრო აქტიური მენეჯმენტის კონტექსტში და მისი შედეგების მისადაგება საბიუჯეტო ორგანიზაციასთან [2, გვ. 55].