English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ჯალაღონიაირმა გელანტია-ახვლედიანი
შიდა აუდიტის როლი კორუფციისა და თაღლითობის პრევენციისათვის საქართველოს საჯარო მმართველობაში

,,პატიოსნება, გამჭვირვალობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

ორგანიზაციული კულტურის ნაწილია

და აღიქმება უზენაეს ღირებულებად“ ანხელ გურია[1] 

რეზიუმე

გადასახადის გადამხდელი იურიდიული და ფიზიკური პირის, სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ინტერესის საგანი, სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვაა. ქვეყანაში არსებული კორუფცია და თაღლითობა, საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ განკარგვას ყოველთვის საფრთხეს უქმნის.

 კვლევებით დასტურდება, რომ მთელ მსოფლიოში,  თაღლითობისა და კორუფციის შედეგად ყოველწლიურად მილიონობით თანხა იკარგება. ამასთან, კორუფციისა და თაღლითობის შედარებით მაღალი რისკებით გამოირჩევა გარდამავალ ეტაპზე მყოფი სუსტი ეკონომიკის და ადმინისტრაციის ქვეყნები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ რიცხვშია საქართველოც. პროგრამული ბიუჯეტირების პირობებში, კორუფცია და თაღლითობა ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ და მდგრად განვითარებას.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა საქართველოს საჯარო მმართველობაში დღესაც გამოწვევად რჩება კარგი მმართველობის პრინციპების, ეფექტიანი ფინანსური მართვისა და კონტროლის სრულყოფილი მექანიზმების არარსებობა. ამ მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოცდილების შესწავლით, ანალიზით და ქვეყნის მთავრობის ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სტატიაში დასაბუთებულია შიდა აუდიტის როლი კორუფციისა და თაღლითობის პრევენციაში და შემოთავაზებულია მათი აღმოფხვრის ხელშემწყობი მექანიზმები.

საკვანძო სიტყვები: თაღლითობა,კორუფცია, შიდა აუდიტი, რისკი, კონტროლი, პატიოსნება, PIFC რეფორმა,COSO მოდელი.



[1] ანხელ გურია - გენერალური მდივანი OECD/ Organisation for Economic Co-operation and Development