English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ვახტანგ ბურდული
ინოვაციების სახეების კლასიფიკაცია და მათი გავრცელების სექტორული პრობლემები

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Burduli

ვრცელი რეზიუმე

იმისათვის, რომ მოვახდინოთ საქართველოში ინოვაციების გავრცელების სექტორული და რეგიონული პრობლემების გამოკვლევა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ინოვაციების სახეების კლასიფიკაციის და მათი დამუშავებისა და გავრცელების ხერხების სისტემატიზაციის შესახებ თანამედროვე შეხედულებების შესწავლა, რაც ჩემს მიერ გაკეთებულია ნაშრომის პირველ დანაყოფში. მეორე დანაყოფში სისტემურად იკვლევა ინოვაციების გავრცელების დარგობრივი (სექტორული და ქვესექტორული) პრობლემები, ამასთან ისინი სისტემატიზებულია იმ ინოვაციების ჭრილში, რომელიც ვრცელდება მხოლოდ ცალკეული კონკრეტული დარგების ფარგლებში, და იმ ინოვაციების ჭრილში, რომელიც ვრცელდება მრავალ დარგში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ან უფრო ფართო გაგებით, ციფრული ეკონომიკის), მწვანე ეკონომიკის (მსოფლიოში დასანერგი ინოვაციების 40%-მდე), წრიული ეკონომიკის და კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების ტექნოლოგიების ხაზით.

თანამედროვე წარმოდგენებზე დაყრდნობით, პირველ დანაყოფში შედგენილია ინოვაციების კლასიფიკაცია მათი იდენტიფიკაციის რიგი კრიტერიუმების მიხედვით, აგრეთვე სისტემატიზებულია და დახასიათებული ინოვაციების შემუშავების და გავრცელების ხერხები.

ინოვაციების სახეები მოყვანილია და გაშუქებული შემდეგი კრიტერიუმების ჭრილში: მნიშვნელოვნობის მიხედვით (საბაზისო, გასაუმჯობესებელი და ფსევდო- ინოვაციები); ბაზრისა ან საწარმოსათვის სიახლის ხარისხის მიხედვით და თავისი წინამორბედის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით (მემკვიდრეობითობის მიხედვით); დამმუშავებლის (დამუშავების წყაროს) მიხედვით (საწარმოს ძალებით ან გარე წყაროს ძალებით); გამოყენების სფეროს ან სიახლის ტიპის მიხედვით (მატერიალურ-ტექნიკური ან ტექნოლოგიური; სოციალური ინოვაციები, საორგანიზაციო-მმათველობითი, სამართლებრივი და პედაგოგიური ინოვაციების ჩათვლით; ეკონომიკური; ეკოლოგიური; მწვანე ეკონომიკის სფეროში; წრიული ეკონომიკის სფეროში; მარკეტინგული; საინფორმაციო-საკომუნიკაციო ან ციფრული და სხვა); საგნის და მისი გამოყენების სფეროს მიხედვით (საპროდუქტო და საპროცესო); გავრცელებულობის ნიშნის (მასშტაბის) მიხედვით (ცალკეული და დიფუზიური ინოვაციები, რომელთა გავრცელება ხდება მრავალ დარგში); საწარმოს, ფირმის, ორგანიზაციის სისტემაში ადგილის მიხედვით (ინოვაციები საწარმოს შესასვლელზე; საწარმოს სისტემური სტრუქტურის ინოვაციები, ინოვაციები საწარმოს გასასვლელზე); სიახლის ფორმის მიხედვით; ი) ღირებულების ჯაჭვის ელემენტების მიხედვით; წარმოქმნის მიზეზის მიხედვით; მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხასიათის მიხედვით; ინოვაციის დანერგის შედეგად მიღებული ეფექტის სახეობის მიხედვით.   

შემდეგ სისტემატიზებულია ინოვაციების დამუშავების ხერხები. დამმუშავებლის კრიტერიუმის მიხედვით ინოვაცია შეიძლება შემუშავებული იყოს ან საწარმოს ძალებით ან გარე წყაროს ძალებით, ამასთან ყველაზე ხშირად, ინოვაციები, განსაკუთრებით საბაზისო და გასაუმჯობესებელი, მუშავდება გარე სპეციალიზირებული სუბიექტების მიერ, რომლებიც სისტემატიზებული და აღწერილია პირველი დანაყოფის შესაბამის პუნქტში (ინოვაციების დამუშავების ხერხები).

ვრცლად სისტემატიზებული და დახასიათებულია ინოვაციების გავრცელების ხერხები. ინოვაციების (საბაზისო, გასაუმჯობესებელი, პსევდო-) შიდა (საწარმოს ან ორგანიზაციის შიგნით) შემუშავების შემთხვევაშიც, მათი გავრცელების პირობები ხშირად მოითხოვენ საპატენტო ლიცენზიების, ტექნოლოგიური დოკუმენტაციის და ა. შ. შესყიდვას. თუმცა, რაც სავსებით ბუნებრივია, საშუალო და მცირე ორგანიზაციების უმეტესობაში (სპეციალიზებული ინოვაციური საწარმოების გამოკლებით) ინოვაციების გავრცელება ხდება საბაზისო (მათ შორის “კონტრაქტების გასაღების ჩაბარებით” ფორმაში) და სხვადასხვა სახით (მოწყობილობა, დოკუმენტაცია, ლიცენზიები, საკონსულტაციო მომსახურება და ა. შ.) გასაუმჯობესებელი და მოდიფიკაციური ინოვაციების შესყიდვის გზით, ხშირად იმ სპეციალისტების მოწვევით, რომლებიც ხელს უწყობენ მათ დანერგვას.

ბუნებრივია, რომ ინოვაციების წარმოებაში წინ წაწევის (გავრცელების) ძირითად გზას წარმოადგენს როგორც საბაზისო, ასევე გასაუმჯობესებელი, საპროდუქტო და საპროცესო ინოვაციების სესხება (ყველაზე ხშირად იმპორტი) მათი წინ წაწევის ყოველ სტადიაზე.

პირველი განაყოფის დასასრულს მოყვანილი და დახასიათებულია განვითარებულ ქვეყნებში არსებული წარმოებაში ინოვაციების წინ წაწევის (გავრცელების) ძიროთადი თანამედროვე მექანიზმები.

ინოვაციების კლასიფიკაციური მახასიათებლებისა და მათი დამუშავების და გავრცელების ხერხების განზოგადება და სისტემეტიზაცია არსებით პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მას აქვს პოტენციური უნარი, რომ მოგვცეს დეტალური წარმოდგენა ამა თუ იმ პროგრესული სიახლის მახასიათებლებზე, იძლევა ინავაციების თავისებურებების იდენტიფიკაციისა და ინოვაციური საქმიანობის წარმატებული მართვის შესაძლებლობას. კერძოდ, ეს საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის საწარმოებში ინოვაციების დანერგვის ადეკვატური მხარდაჭერის განსახორციელებლად.

მეორე დანაყოფში განხილულია ინოვაციების გავრცელების თანამედროვე სექტორული პრობლემები,პირველ დანაყოფში განხორციელებული ინოვაციების სახეების კლასიფიკაციის შედეგების მხედველობაში მიღებით.

როგორც ცნობილია, სამეურნეო დარგები (დარგები საქმიანობის სახეების ჭრილში ან დარგები მათში წარმოებული პროდუქციისა ან მომსახურების ჭრილში) ვითარდება მათში ინოვაციების (საბაზისო, გასაუმჯობესებელი, ფსევდოინოვაციების) დიფუზიის (გავრცელების) შედეგად, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, მათში ახალი ტექნოლოგიების დიფუზიის შედეგად. ამასთან ხდება არა მარტო ფიზიკური ტექნოლოგიების განახლება (მოდერნიზაცია), არამედ სოციალურ-ინსტიტუციური ტექნოლოგიების განახლებაც (სახელმწიფო მმართველობის ან ბიზნესტექნოლოგიების, ე. ი. საბაზრო და სხვა საწარმოო ტექნოლოგიების, ასევე, სტრუქტურულ-დარგობრივი განვითარების სახელმწიფო კოორდინაციის ტექნოლოგიების).

თუ ვიმსჯელებთ იმ ინოვაციების (საბაზისო, გასაუმჯობესებელი, ფსევდო-) რაოდენობის თვალსაზრისით, რომლებიც ამჟამად ბევრ დარგში ვრცელდება (გავრცელების კრიტერიუმის მიხედვით), მაშინ თანამედროვე ტექნოლოგიური წყობის საკვანძო ფაქტორის ინოვაციებია: ინოვაციები, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა დარგში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხაზით (ამჟამად უპირატესად ციფრული ტექნოლოგიები) _ ინოვაციების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%; ინოვაციები, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა დარგში მწვანე ეკონომიკის ხაზით _ ინოვაციების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40% (თუმცა, ინოვაციები მწვანე ეკონომიკის ხაზით ნაწილობრივ ემთხვევა ინოვაციების, რომლებიც აღირიცხება ცირკულარული ეკონომიკის და ეკოლოგიის ხაზით); ინოვაციები, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა დარგში ცირკულარული ეკონომიკის და ეკოლოგიის ხაზით; ჯანდაცვის სფეროში გავრცელებადი ბიოტექნოლოგიური ინოვაციები (მიკრობიოლოგია, მოლეკულარული და უჯრედის ბიოლოგია, ბიოქიმია, ებრიოლოგია, გენური ინჟინერია, ვირუსოლოგია და ა. შ.).

ამ დანაყოფში დიდი ყურდღება ექცევა ინოვაციებს, რომელიც ვრცელდება ციფრული (ან საინფორმაციო-საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების ხაზით.

სწორედ სწრაფმოქმედებამ და უნივერსალურობამ გახადა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ასეთი მოკითხული (პოპულარული) თანამედროვე მეცნიერებაში, წარმოებასა და ყოფაცხოვრებაში. კომპიუტერები, სმართფონები, სატელევიზიო ციფრული ელექტრონიკა და ა. შ. უნიკალური ფენომენია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძირფესვეულად შეცვალა პლანეტის ყველა მკვიდრის ცხოვრება. ამ უკვე არსებული ტექნოლოგიების სფეროში მათი მოდერნიზაცია ხდება ძირითადად გასაუმჯობესებელი და ფსევდი- ინოვაციების რეალიზაციის გზით.

შრომის ორგანიზაციის ახალი ფორმების გამოყენების შესაძლებლობებზე გადასვლა საწარმოთა მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით, რესურსების ეფექტიანი განაწილების, ელექტრონული ბუღალტერიის, დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, აგრეთვე წარმოების, გარემოს მონიტორინგისა და მენეჯერული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სისტემების გათვალისწინებით, ხარისხობრივი ნახტომის განხორციელებისა და არსებული ეკონომიკური პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს გადასვლა უკვე მიმდინარეობს, შესაბამისი საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების რეალიზაციის გზით. ამასთან, მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებებით იზრდება ახალი ინოვაციური დამუშავებების მოცულობა.

თანამედროვე მკლევარები და სპეციალისტები გამოყოფენ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ათ ძირითად მიმართულებას (ამ სფეროებში ხორციელდება როგორც საბაზისო, ასევე გასაუმჯობესებელი ინოვაციები, ზოგიერთი მათგანი საპროდუქტოა, მაგრამ უმეტესობა საპროცესოა, თუმცა მომსახურების სფეროში ბევრი მათგანი შეიძლება განისაზღვროს როგორც საპროდუქტო ინოვაცია): 1. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება (AI ანდ Mაცჰინე Lეარნინგ); 2. ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები (Bლოცკცჰაინ ანდ ჩრყპტოცურრენციეს); 3. დიდი მონაცემები (Bიგ Dატა); 4. ტელემედიცინა (თელემედიცინე); 5. დამატებული და ვირტუალური რეალობა (Aღ/Vღ); 6. ჩათ-ბოტები და ვირტუალური ასისტენტები (Bოტს ანდ Vირტუალ Aსსისტანტს); 7. მობილობა და კიბერუსაფრთხოება (Mობილე ანდ ჩყბერსეცურიტყ); 8. ნივთების ინტერნეტი (Iოთ ჴ Iნტერნეტ ოფ თჰინგს); 9. კომპიუტერული ხედვა (ჩომპუტერ Vისიონ); 10. ხელოვნური ნეირონული ქსელები (Aრტიფიციალ Nეურალ Nეტწორკს). ამ მიმართულებების უმეტესობის მიხედვით შესაბამისი ინოვაციები შეიძლება გავრცელდეს ეკონომიკის ყველა სექტორში.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ინოვაციებს, რომელიც ვრცელდება მწვანე ეკონომიკის ხაზით.

“მწვანე” ეკონომიკის განვითარების ყველა მიმართულება მოითხოვს ინოვაციების დანერგვას, როგორც სრულიად ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სახით (საბაზისო ინოვაციები), ასევე გასაუმჯობესებელი ინოვაციების დანერგვის სახით, მაგალითად, სამრეწველო მოწყობილობის ენერგოეფექტიანობის ამაღლების მიზნით. შეიძლება გამოვყოთ “მწვანე” ეკონომიკის განვითარების შემდეგი განზოგადებული საკვანძო მიმართულებები: 1. ეკოსისტემების ზოგადი მართვა _ “ნარჩენების მართვა, ბრძოლა წყლის და ჰაერის დაბინძურებასთან, მიწის (ნიადაგის) აღდგენა და რაციონალური გამოყენება, ტყეების აღდგენა და დარგვა; 2. განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა; 3. მშპ-ს  ენერგოტევადობის შემცირება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა (შენობა-ნაგებობების მშენებლობა და საბინაო-კომუნალური მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა); 4. ელექტროტრანსპორტის განვითარება; 5. ორგანული მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობაში; 6. ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება. 

მეორე დანაკოფში ასევე განიხილება ინოვაციები, რომლებიც ვრცელდება კომპოზიტური მასალების ხაზით. კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოება თავისთავად წარმოადგენს მრეწველობის დარგს. ინოვაციური ნაკეთობები კი მათგან გამოიყენება მრეწველობის, ენერგეტიკის და მშენებლობის სხვადასხვა დარგში.

ექსპერტული შეფასებების მიხედვით კომპოზიტებიდან პროდუქციის ძირითადი მომხმარებლებია მანქანათმშენებლობა (უპირველეს ყოვლისა სატრანსპორტო) _ დაახლოებით 28%, სამშენებლო ინდუსტრია (საბინაო-კომუნალური მეურნეობისათვის მილებისა და საცავების ჩათვლით) _ დაახლოებით 24%, ენერგეტიკა და ელექტრონიკა, ქარის ენერგეტიკის ჩათვლით _ დაახლოებით 23%, ნავთობ-აირის დარგი _ დაახლოებით 10%, სპორტი, მედიცინა, ფერადი მეტალურგია.

კომპოზიტური მასალები იყოფა სამ ჯგუფად: პოლიმერული კომპოზიტური მასალები; კომპოზიტური მასალები ლითონური მატრიცით; კომპოზიტური მასალები კერამიკის საფუძველზე. ნაშრომის მეორე დანაყოფში ჩამოთვლილია და დახასიათებულია ამ ინოვაციური მასალების სახეები, ასევე ჩამოთვლილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით აწარმოებენ ამ მასალებსა და მათგან ნაკეთობებს, დასახელებულია დარგები, რომლებშიც გამოიყენება ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური ნაკეთობები კომპოზიტური მასალებიდან.