English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ციცი ცაცკრიალაშვილი
ქართული ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელი მცირე საოჯახო მარნების განვითარებაში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.Tsitsi.Tsatskrialashvili

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია დღეისათვის მეტად აქტუალური თემა ღვინის ტურიზმის განვითარება საქართველოში და ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელის შექმნა მცირე საოჯახო ტიპის მარნებისთვის.

მოგეხსენებათ, ღვინის ტურიზმი  ჩვენი ქვეყნისთვის  ახალი მიმართულებაა, ახალი დარგის განვითარებას კი უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორები ახლავს თან.

ღვინის ტურიზმის სრულფასოვან ობიექტად რომ ჩამოყალიბდეს მცირე საოჯახო მარანი, საჭიროა ადგილობრივი კვლევების ჩატარება კერძოდ: ღვინის ტურიზმში არსებული მომსახურებისა და პროდუქტების კომპლექსური კვლევები (მცირე საოჯახო მარნები, შატოს ტიპის სასტუმროები, დიდი ღვინის კომპანიები, ღვინის ქართველი და უცხოელი ტურისტების ფსიქოგრაფიულ-დემოგრაფიული პროფილი, ტურისტული კომპანიები ღვინის ტურების ჩატარების კუთხით, ღვინის მაღაზიები და ღვინის სარდაფები.) და საერთაშორისო კვლევების ანალიზი, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ სწორად მცირე მარნის განვითარება, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომხმარებელზე ორიენტირებული, გამართული მომსახურება და როგორ უნდა მივიღოთ ამ ბიზნესიდან სარგებელი? ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ღვინის ტურიზმის ბიზნესის საწყის ეტაპზე სწორად იქნას დასახული ამოცანები და ასევე სწორად შევასრულოთ ისინი, აუცილებელია დავადგინოთ თუ რა გამოწვევებს უნდა პასუხობდეს დღეს საქართველოში მარანი, რომელიც არა მხოლოდ აწარმოებს პროდუქტს, არამედ ამ სფეროში დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომსახურებასა და სერვისებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელი მცირე საოჯახო ტიპის მარნებისთვის, რომელიც იქნება ერთგვარი ბიზნეს გეგმა, სწორი მიმართულების მიმცემი ამ სფეროში მოღვაწე დამწყები მეწარმეებისთვის, ან მათთვის ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და სურს ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი ცოდნითა და გამოცდილებით მიიღონ სწორად გათვლილი, შემოსავლის მომტანი და ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი და მომსახურება.

საკვანძო სიტყვები: ღვინის ტურიზმი, მცირე საოჯახო მარნები, ბიზნეს მოდელი. 

შესავალი

საქართველო  ღვინის სამშობლოა, რომელიც ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციითა და კულტურით 8000 წელს ითვლის. ქართველი ხალხისთვის   ღვინო და ვაზი მარადიულ, სულიერ არსებად აღიქმება, რომელიც რელიგიის, სოციალურ-კულტურული ცხოვრების, სიწმინდისა და კეთილდღეობის  განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად ჩვენი მეღვინეობის დარგის  დიდი  ისტორიისა, საქართველო კვლავ რჩება მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებული ქვეყნების მიღმა, რაც განპირობებულია ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარების ნელი ტემპებით, ქვეყნის ნაკლები პოპულარიცაზიით, ადგილობრივი მოსახლეობის (განსაკუთრებით სოფლად) ინდიფერენტულობით, ინფრასტრუქტურის გაუმართაობით, ღვინის გიდების არასაკმარისი ცოდნითა და სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ღვინო და ტურიზმი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან მრავალი წლის განმავლობაში, ბოლო დროს მკვლევარებმა და ინდუსტრიის სპეციალისტებმა უფრო მეტად აღიარეს ღვინის ტურიზმის, როგორც შემოსავლის ძირითადი წყაროს მნიშვნელობა.“[1] ასევე წარმოადგენს მეღვინეობის დარგის აღორძინების და განვითარების ახალ, მნიშვნელოვან რესურს, რომელსაც შეუძლია ზემოთ თქმული პრობლემების მოგვარება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესება და  ქვეყნის ეკონომიკის მძლავრ იარაღად გადაქცევა.

ღვინის ტურიზმს მსოფლიო მკვლევარები თითქმის ერთანიარად განმარტავენ და აღიარებენ, რომ „ ღვინის ტურიზმი განისაზღვრა, როგორც ვენახების, ღვინის დიდი კომპანიების, მცირე მარნების, ღვინის ფესტივალებისა და ღვინის შოუების მონახულების ადგილი, სადაც ყურძნისა და ღვინის დაგემოვნება, მარნების დიზაინი და ატმოსფერო  ტურისტებისთვის არის მოტივაციის მიმნიჭებელი(Hall 1996, Macionis1996)[2]

გამომდინარე იქიდან, რომ  თემის მთავარი ობიექტი მცირე საოჯახო მარნები გახლავთ, შევეცადე შემესწავლა ის პრობლემები რაც დღესდღეისობით მცირე მარნების მფლობელებს  ქართულ თუ უცხოელ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ხვდებათ.

ორ წლიანი პანდემიის პირობებში მსოფლიოს ეკონომიკა ახლა იწყებს ნელ-ნელა აღდგენას, საქართველოც სხვა ქვეყნების მსგავსად ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს და შეეცადოს პანდემიამდე მიღებული შედეგებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს, თუმცა ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან: ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვა, მათაც ძლიერ უჭირთ დაუბრუნდნენ პანდემიამდე არსებულ სიტუაციას. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ტურიზმის დარგს ისე როგორც არასდროს დახმარება სჭირდება, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის მიზანმიმართული ერთობლივი მოქმედებები, რადგან მალე შეძლოს ქვეყანამ ფეხზე წამოდგომა, ასევე მნიშვნელოვანია დიდი შესვენების მიუხედავად  ეს პერიოდი ეფექტურად იქნას გამოყენებული, გადამზადდეს კადრები, ჩატარდეს კვლევები, უფრო მომზადებული ძალებითა და ცოდნით უმასპინძლონ ამ სფეროს წარმომადგენლებმა უცხოელ ტურისტებს.

ჩემს მიერ ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევებმა  შექმნა  სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელს მცირე საოჯახო მარნებისთვის.

განისაზღვრა სეგმენტი, სეგმენტში იგულისხმება: (მცირე მარნები, ღვინის დიდი კომპანიები,ტურისტული კომპანიები რომლებიც ღვინის ტურს ატარებენ, ღვინის მაღაზიები და შატოები, ღვინის ტურისტები)

შეირჩა სამიზნე ბაზრები: 10 საოჯახო მარანთან პირისპირ ინტერვიუ 

კვლევის ობიექტი: მცირე საოჯახო მარანი

რაოდენობა:10 პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ჩატარების პერიოდი: პანდემიის პერიოდი(2020 წლის ზაფხულიდან 2021 წლის შემოდგომა)

მიზანი: ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელის შექმნა მცირე საოჯახო მარნებისთვის

ამოცანები: სადოქტორო  კომპლექსური კვლევების ჩატარების  დროს მიღებული  შედეგების შეჯამებისა და  ანალიზის საფუძველზე    პირისპირ ინტერვიუ ამ ათ საოჯახო მცირე მარანთან, რათა ჩამოვაყალიბოთ ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელი.

პირისპირ ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა ათ მცირე საოჯახო მარანთან ის ძირითადი პრობლემები, რაც ხელს უშლის მცირე მარნებს განვითარებაში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ასევე გვინდოდა გამოგვევლინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარება მცირე მარნებისთვის და კონკრეტული რეგიონის მეღვინეობის დარგისთვის, ასევე ღვინის ტურისტების რა სეგმენტი სტუმრობს ამ ათივე მარანს.

კვლევის შედეგები   პირისპირ ინტერვიუს ჩატარების შემდგომ:

  1. რა უშლით ხელს მცირე მარნებს განვთარებაში? რა პრობლემებს აწყდებიან?

ათივე მარანმა დაგვისახელა ხუთი ძირითადი პრობლემა, რაც მცირე მარნებს უშლით განვითარებაში ხელს: 1. ფალსიფიცირებული ღვინო 2. ინფორმაციის სიმწირე/ცოდნის დეფიციტი (მცირე მარნებს ინფორმაციული წვდომა არ აქვთ ბევრ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამაზე,ასევე არ აქვთ სათანადო ცოდნა ღვინის სწორად დაყენებისა) 3. პანდემია (კოვიდ 19), 4. მოსახლეობის ეკონომიკური შეჭირვება/სიდუხჭირე, 5. ბაზრების არადივერსიფიკაცია(კვლავ მცირე მარნებს გააქვთ რუსეთში ღვინოები, რომლის ხარისხი ძალინ დაბალია მაგ:აშშ ბაზარზე შეტანილ ღვინოზე, რადგან აშშს ბაზარზე სტანდარტები მაღალია და ძნელად შეღწევად ბაზარს წარმოადგენს)

  1. რა ბენეფიტების მომტანია ღვინის ტურიზმის განვითარება მცირე საოჯახო მარნებისთვის და კონკრეტული რეგიონის მეღვინეობის დარგისთვის?

1. საკუთარი კეთილდღეობის მოწესრიგება/დოვლათი, 2. სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა, 3. კონკრეტული რეგიონისა და ღვინის ცნობადობის გაზრდა.

  1. ღვინის ტურისტების რა სეგმენტი სტუმრობს ამ ათივე მარანს?(ღვინის ტურისტების პროფილი)

პანდემიის პერიოდში განვითარდა შიდა ტურიზმი და ყველაზე ბევრი ქართველი ღვინის ტურისტი ეწვია ამ პერიოდში ათივე   მცირე მარანს. პირისპირ ინტერვიუს დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართველი ტურისტების 65% ტურისტული კომპანიების წინასწარ  შედგენილ ღვინის ტურით იმყოფებოდნენ. გენდერული სქესი თითქმის თანაბარია: ქალი( 45% ) მამაკაცები (55%)სტუმრობენ.

ღვინის  მოყვარულნი და ღვინით დაინტერესებული სეგმენტია, რომლებთათვისაც მნიშვნელოვანი იყო განსხვავებულის  აღმოჩენა, ენდემური ჯიშების ყურძნიდან დაწურული ღვინის დაგემოვნება და მცირე მარნის მფლობელისგან ამომწურავი პასუხის გაცემა(მაგ: რა მეთოდით დააყენა ღვინო/ვინიფიკაციის მეთოდი?, როგორ უვლის ვენახს?, რა ჯიშის ყურძენი აქვს ვენახში გაშენებული? რა სეგმენტის ტურისტებს მასპინძლობს?,უმეტესობა რომელი ქვეყნიდან სტუმრობენ?)

რაც შეეხება საერთაშორისო ღვინის ტურისტების პროფილს, განსხვავებული იყო ეროვნების მიხედვით ამ ათივე მარანში, კერძოდ ამ მარნებს 80%-ს ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობენ, შემდეგ მოყვება პოსტ-საბჭოთა  ქვეყნები 15% (რუსეთი, უკრაინა,ყაზახეთი) და აზია  5% (იაპონია,ჩინეთი)

ღვინის პროფესიონალები და ღვინით დაინტერესებული სეგმენტი, მათთვის მნიშვნელოვანი იყო გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებს, ტექნოლოგიას, ყურძნის ჯიშებსა და მარნის შექმნის ისტორიას. 

დასკვნა და სამეცნიერო სიახლე:

ჩატარებულმა კომპლექსურმა კველევებმა ჩამოაყალიბა ღვინის ტურიზმის მოდელი მცირე საჯახო მარნების, რომელიც ასე გამოიყურება:

მოდელმა აჩვენა, რომ მცირე მარნების ყველაზე დიდი  კონკურენტები აღმოჩნდნენ შატოები, ვინაიდან შატოს ტიპის სასტუმროებში ტურისტს შეუძლია როგორც განთავსება, ასევე ღვინის დაგემოვნება, ვენახების დათვალიერება, სხვა აქტივობებით დაკავება,რასაც უმრავლესობა ღვინის მცირე მარანი სთავაზობს, თუმცა გამოვლინდა მოდელის წყალობით ისიც, რომ შატოს ტიპის სასტუმროები(მაგალითისთვის ორ შატოს მოვიყვან რაზეც კვლევა მქონდა გაკეთებული, შუხმანისა და ახაშენის შატოებს) ევროპული ტრადიციებით არის შექმნილი. შატოს სული საფრანგეთიდან მოდის, მაშასადამე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შატოებში ტურისტებს სთავაზობენ უფრო მეტად ევროპული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს, ვიდრე ქვევრის ღვინის, რაც სამწუხაროა ვინაიდან ქვევრის ღვინო არის ჩვენი ნიშა, განსხვავებულობა რითაც საერთაშორისო ვიზიტორს დავაინტერესებთ. ასევე შატოებში ხშირია ფრანგული სამზარეულოს მენიუ,(ამ ორ მარანს ორივე მენიუს კერძები აქვს),მცირე მარნის ძირითადი კონცეფცია ქართული სულია,წინაპართა დანატოვრის გაგრძელება(ამ 10 საოჯახო მარნის მფლობელი  სწორედ წინაპართა ტრადიციებს აგრძელებს), პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში და ღვინის 5 ექსპერტის, რომლებიც 7 მცირე მარანში იმყოფებოდნენ, ასევე ერთხმად აღიარებენ, რომ ქართულ ტრადიციებს და ქართულ ღვინოს მცირე მარნებზე უკეთ ვერავინ წარმოაჩენს.

ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელმა ასევე დაგვანახა, რომ მცირე მარნების კონკურენტები არ არიან დიდი ღვინის კომპანიები, ვინაიდან დიდი ღვინის კომპანიები მოცულობაზე არიან ორიენტირებულნი და ზოგი მათგანის ქვევრის ღვინის ხარისხი არ შეესაბამება სტადარტებს. განსხვავებით მცირე მარნისგან, სადაც კახური ტრადიციული მეთოდით ხდება იმ ყველა ეტაპის პირნათლად შესრულება, რაც ხარისხიან ქვევრის ღვინოს შეეფერება. ასევე დიდ ღვინის კომპანიებს არ აქვთ განთავსების ობიექტები, მოთხოვნა არ არის ტურისტების მიერ, განსაკუთრებით თუ დიდი ღვინის კომპანია თბილისთან ახლოს მდებარეობს, ტურისტს სურს ქართული ტრადიციების გაცნობა, პირისპირ გაიცნოს ღვინის შემქმნელი, სურთ თავად მონაწილეობის მიღება, ეს იქნება საწნახელში ღვინის დაწურვა, თუ ვენახში ყურძნის დაკრეფვა. ამიტომაც უპირატესობას ანიჭებს მცირე მარანში დარჩენას.

ასევე ღვნის ტურიზმის ბიზნეს მოდელი გვანახებს, რომ მცირე მარნებს, დიდ ღვინის კომპანიებსა და შატოებს სხვადასხვა სეგმენტის ტურისტი სტუმრობს. მაგალითად: ჩემს მიერ ჩატარებული ღვინის ტურისტის ფსიქოგრაფიულ-დემოგრაფიული პროფილის კვლევით ირკვევა,რომ  მცირე საოჯახო მარნებში ტურისტების მოტივაციის ფაქტორი ხარისხიანი ღვინის დაგემოვნებაა, განსაკუთრებით ქვევრის) ღვინის დიდ კომპანიას და შატოს ღვინის ტურისტები ირჩევენ წარმოების პროცესის სანახავად.

ასევე მოდელი გვანახებს, რომ მცირე მარნებთან თანამშრომლობენ ტურისტული კომპანიები, რომელთა უმრავლესობა(70%) ღვინის ტურს ატარებს მცირე საოჯახო მარანში, ვინაიდან მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივებისგან ასევე საერთაშორისო ტურისტებისგან. შესაბამისად კვლევები ამ მიმართულებით საჭიროა.

ასევე მოდელი გულისხმობს ღვინის მაღაზიებსაც, ვინაიდან პირდაპირ კავშირში არიან მცირე საოჯახო მარნებთან, კერძოდ ღვინის მაღაზიები ეხმარებიან მცირე საოჯახო მარნებს ღვინის პროდუქტის  გაყიდვაში. მცირე მარნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პროდუქტის რეალიზებაში. რაც არ უნდა ხარიხიანი ღვინო ჩამოასხან მცირე მარნის მფლობელებმა თუ მომხმარებლამდე არ მივიდა პროდუქტი და არ გაიყიდა ვერც მოგებას ნახავენ, პირიქით ზარალში წავლენ და გაკოტრდებიან, რაც მთავარია ამხელა გაწეული შრომა წყალში ჩაეყრებათ. ამიტომაც აქტიური გაყიდვების განხორციელება მცირე მარნებისთვის სწორედ რომ ღვინის მარაზიებთან თანამშრომლობით იწყება.

ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელმა მცირე საოჯახო მარნებისთვის  დაგვანახა ისიც, რომ ღვინის ტურიზმის  განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის სამი მხარის ურთიერთთანამშრომობა: ღვინის გიდი,მარნის მეპატრონე, ვიზიტორი/ტურისტი. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს  ღვინის გიდისა და მარნის მეპატრონის კვალიფიციურობა.

ნაშრომის მთავარი მიზანიც სწორედ რომ ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება იყო მცირე საოჯახო მარნებისთვის, რაც კომპლექსურმა ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა მცირე მარნებთან როგორ არიან გადაჯაჭვური ღვინის ტურიზმში შემავალი მომსახურება და პროდუქტები. რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მომსახურებისა და პროდუქტების საფუძვლიანი ერთობლივი კვლევა, ეს მოდელი დაეხმარება პირველ რიგში მცირე საოჯახო მარნებს განავითარონ სწორად საკუთარი ბიზნესი, ნაკლები რისკებით წამოიწყონ საქმიანობა ამ სფეროში და გაითვალისწინონ მთელი რიგი პრობლემები, რაც ამ სფეროს უკავშირდება.

საბოოლოო ჯამში,რომ შევაჯამოთ ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელი მცირე საოჯახო მარნებისთვის ეს არის: ღვინის ტურისტების, შატოების, დიდი კომპანიების, ტურისტული კომპანიების, ღვინის მაღაზიების ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია, სადაც ყველა მხარე ერთობლივი თანამშრომლობით არის მოგებული. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Dodd, & Kolyesnikova, 2005
  2. Hall CM Sharples L Cambourne B Macionis N (eds) Wine Tourism Around the World: Development, management and markets Oxford: Elsevier Science 3 page