ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობს აგრეთვე ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი (1978), საქართველოს მეცნიერება აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით „პოლიტიკური ეკონომია“ (1982 წ.), სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემია (1991 წ.). 1985 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ინტერესის სფეროში შედიან დემოგრაფია, მაკროეკონომიკა, საჯარო ფინანსები, ეკონომიკური ფსიქოლოგია. არის რამდენიმე ათეული სტატიის ავტორი, აგრეთვე ორი სახელმძღვანელოს („საქართველოს ეკონომიკა“, „ეკონომიკური ფსიქოლოგია“) თანაავტორი. |