English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პირველადი სპეციალობით ბიოლოგი (ბიოტექნოლოგია, ბიოქიმია). არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ დამფუძნებელი, დირექტორი. არის დისტანციური პროგრამის „გავამწვანოთ ბიზნესი“ ავტორი. დაიბადა 1975 წლის 11 თებერვალს. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით 08.00.07 „სექტორული ეკონომიკა, მენეჯმენტი“ მიმართულებით. არის პროფესიული სასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს „ბიომეურნეობების მენეჯმენტი“ თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი. აქვს მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ასევე ფერმერებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკური განვითარება, სექტორული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა.