English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური რეგრესი და მისი გამოვლინების მიზეზები საქართველოს ეკონომიკაში

რეზიუმე

სტატიაში განხილულია ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველად შემოტა­ნილი ცნებები “კონსოლიდირებული ეკონომიკა” და “ეკონომიკური რეგრესი”. გახსნილია ამ ცნებათა არსი, დადგენილია ეკონომიკური რეგრესის წყაროები, გა­ნსაზღვრულია მთავრობის, როგორც ეკონომიკის “მესაჭის” ფუნქციები და გან­საზღვრულია საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკური რეგრესის გამოვ­ლი­ნების მიზეზები.

საკვანძო სიტყვები: კონსოლიდირებული ეკონომიკა, ეკონომიკური რეგრესი, ეკონომიკური განვითარება.

შესავალი

საბაზრო ეკონომიკაში, ეკონომიკური განვითარების პროცესებთან ერთად, შესაძლებელია მიმდინარეობდეს საპირისპირო პროცესები, ანუ ადგილი ჰქონდეს რეგრესს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია არ გამოვლინდეს და ხელსაც კი უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ რეგრესული პროცესები საბოლოოდ მაინც გამოვლინდება და ღრმა კრიზისის მიზეზი გახდება. ამიტომ მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ პროცესებზე და შესაბამისი ზომები მიიღოს მათ აღსაკვეთად.

კონსოლიდირებული ეკონომიკა

ეკონომიკის განვითარე­ბის ისტორია გვი­ჩვენებს, რომ  ეკონომიკა დამო­კიდებული ხდება მასზე მოქ­მედ სულ უფრო მეტ ფაქტორზე. მაგალითად, თუ ტრადიციულ ეკონომიკაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბუნებრივი ფაქ­ტორები (გვალვა, წყალდი­დობა, ქარიშხალი და ა.შ.), თანამედ­როვე ეკონომიკა მეტად მგრძნობიარეა და ძლიერ რეაგირებს არა მხოლოდ ეკო­ნო­მი­კა­ზე უშუა­ლოდ მოქმედ (ტექნო­ლო­გია, კაპიტალი, შრო­მა, საკუთრების ფორმები, ინსტი­ტუ­ციები და ა.შ.), არა­მედ გარეშე ფაქტორების ცვლილებებზეც (სო­ცია­ლუ­რი სფერო, კულ­ტურა, განათლება, ხელ­ოვ­ნება, სპორტი, მთავრო­ბ­ის პოლი­ტიკა და ა.შ.). ამდენად, ეკონომიკური განვი­თარების ინტერესებიდან გამომ­დინარე, აუცი­ლებელი ხდება ამ ფაქ­ტორთა გარკვეული კონსოლიდაცია, რათა ეკო­ნო­მიკური სისტემა მუდმივად მიმართული იყოს ეკონო­მი­კური განვითარებისა და, ამის საფუძველზე, ეკო­ნო­მიკური ზრდისაკენ. ასეთ ეკონომიკურ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ კონსო­ლიდირებული ეკონომი­კური სისტემა ან, უბრალოდ, კონსო­ლი­დი­რებული ეკო­ნომიკა.

კონსოლიდირებული ეკონომიკა ისეთი ეკონომი­კაა, რო­მელზეც მოქმედ ფაქ­ტ­ო­რთა ერთობ­ლიობა ხელს უწყობს ეკონო­მიკურ განვითარებას, ანუ ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულ­ყოფილ მდგომარეობაში გადასვლას.

კონსოლიდირებული ეკონომიკა არის მრავალ­ფაქტორიან ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტი­რ­ებული, საბაზრო მექანიზმზე დაფუძნებული ეკო­ნო­მი­კა, რო­­­­მ­ლის კონსო­ლიდაციის მაღალ ხარისხს უზ­რუნ­ველყოფს სახელმწიფო. ასეთ ეკონომიკაში გან­სა­კუთრებით დიდია სა­ხელმწიფოს როლი, ვინაიდან ეკონომიკა იმდენად ფა­ქიზია ყველა მასზე მოქმედ ფა­ქტორთა მიმართ, რომ აუცილებელია არა მხო­ლოდ უშუალოდ ეკო­ნ­ო­მ­იკის რეგულირება, არამედ ისე­თი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორცი­ელება, რომელიც გა­­ზრდის ეკო­­ნომიკის კონსოლიდა­ციის ხარისხს. სა­ხელმწიფოს მიერ ეკო­ნომიკური და სხვა ფუ­ნ­ქციების ერთ­­მანეთისაგან დამოუკიდებლად გან­ხო­რციელება შე­­­იძ­ლე­ბა, ეკო­ნომიკისათვის ძლი­­­ერ დიდი ნე­გა­ტიური შედეგებით დასრულდეს.

კონსოლიდირებულია თუ არა ეკონომიკა, არ არის დამოკი­დებული სა­ბაზ­რო ეკო­ნომიკის განვი­თარების ხარისხზე. კონსოლიდირებული და არაკონ­სოლი­დი­რებ­უ­­­­­ლი შეიძლება იყოს როგორც განვითა­რებული, ისე განვითარე­ბადი ქვეყნის ეკონო­მიკა. იგი ძირითადად დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის “მესაჭის” ფუნქ­ციის განხორ­ციე­ლებაზე, თუ მასზე გარე დამოუ­კიდებელი უარყო­ფითი ფაქტ­ორის ძლიერ მოქმედებას არ აქვს ადგი­ლი. 

სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის მესაჭის ფუნქ­ციის განხორ­ციელება სრუ­ლიადაც არ გამორიცხავს ეკონომიკის ლიბერალი­ზაციას, პირიქით, იგი სწო­რედ ლიბერალური ეკონომიკის მოთ­ხოვნებს უნდა ეყრდნობოდეს.

ეკონომიკური რეგრესი

რასაკვირველია, ისეთი იდეალური მდგომა­რე­ო­ბ­ის მიღწევა, როდესაც ყველა ფაქტორი მიმართული იქნება ეკონომიკური განვითარე­ბისაკენ, პრაქტი­კუ­­ლად შეუძლე­ბელია. ამდენად, ეკ­ო­­ნომიკაში ერთდ­როუ­ლად ადგილი აქვს მასზე მოქმედ ფაქტორთა როგორც დადებით, ისე უარყო­ფ­ით გავლენას. მაშინ, როდესაც ჭარბობს პირველი, საქმე გვაქვს ეკო­ნომიკურ განვითარე­ბას­თან, ხო­ლო საწინააღმდე­გო შემთხვევაში ეკონომიკა თვისებრივი თვალსაზრისით გა­ნიც­დის უკუსვლას, ანუ მასში ვი­თარდება განვი­თარების საწინააღმდე­გო პრო­ცესები, რასაც ეკო­ნომიკური რეგრესი შეი­ძლება ვუწოდოთ. ასეთი ეკო­ნომიკა არ არ­ის კონ­ს­ოლი­დირებული, რა­დგან ეკო­ნომიკაში მასზე მოქ­მედ ფაქტორთა ჯა­მური მოქმე­დება იწვევს ეკონომიკის თვისებრივად უფრო დაბალ მდგომა­რეობაში გადა­ს­ვლას.

ეკონომიკური რეგრესი არის ეკონომიკის ახალ, თვისებრივად უფრო დაბალ მდგომარეობაში გად­ასვლა.

ყოველი ქმედება კონსოლიდირებული ეკონო­მი­კის მოთხოვნათა წინააღმ­დეგ,  უარყოფით პროცესებს იწ­ვევს ეკონომიკაში, იგი შეიძლება საბაზრო ეკო­ნომიკისათვის დამახასიათებელ ჩავარდნებ­თა­ნაც იყოს დაკავშირებული.

იბადება კითხვა ჴ ერთი და იგივე მოვლენაა თუ არა ეკონომიკური რეგ­რესი და ეკონომიკური კრი­ზი­­სი? ეკონომიკური კრიზისი სისტემის ელემენ­ტებს შო­რის მეტად გამწვავებული წინა­აღმდეგო­ბე­ბის გადაწყვეტის საშუალებაა. იგი ეკონომიკური რე­გ­რესის შე­დეგად წარმოიშობა, რომელსაც ეკონო­მიკური განვი­თარება მოჰყვება. ე.ი. კრი­­­ზისი ავადმ­ყოფი (რეგრესული) ეკონომიკის განკურ­ნების (თუმცა ხშირად დიდი მსხვერპლის ხარჯზე) პროცესია. ეკ­ონომიკური რეგრესის დროს კი წინააღმდეგობები ხში­რად აშკარად თავს არ იჩენს, პი­რი­ქით, შესა­ძლებელია, დადებით მოვლენადაც კი მოგვეჩვენოს, ვინაიდან შეიძ­ლება მას მოჰყვეს ეკონომიკური ზრდა. ეს გან­პი­­რო­ბებულია იმით, რომ (რო­გორც ეკონო­მიკური განვი­თარებისა და ეკონომიკური ზრდის შემთხვე­ვა­ში) შეიძლება ეკონომიკური რეგრესი და ეკონომი­კური დაქვეითება გარკვეულ პე­რიოდში დრო­ში ერთ­მა­ნეთს არ ემთხვეოდეს. თუმცა, თუ ეკონო­მიკ­ური რეგ­რესი აღმოფხვრილი არ იქნება, იგი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაიზრ­დე­ბა კრიზისში, რას­აც ეკონომიკური სისტემის შეცვლაც კი შეიძლება მოჰ­ყვეს. ეკონომიკური კრიზისი ეკონომიკური რეგრესის აშკარა გამოხატულებაა, რომლის წიაღში იბადება ეკონომიკური განვითა­რების წანამძღვრები, რაც დრო­­ებით კიდევ უფრო აძლიერებს კრიზისს, მაგრამ, საბოლოოდ, ეკონო­მიკური განვითარების პროცესებს ეკონომიკა გამო­ჰყავს კრიზისიდან და იწყება ეკო­ნო­მიკური აღმავ­ლ­ო­ბა. მაშასადამე, ეკონომიკურ კრიზისს  განა­პი­რო­ბებს ეკო­ნო­მიკური რეგრესი, მაგრამ ეკო­ნომიკური რეგრესი შესაძლებელია არ გადაი­ზარ­დოს ეკონომი­კურ კრი­ზისში, თუ დროულად იქნება გატარებული შესაბამისი ღონისძი­ებები.

ეკონომიკურ სისტემაში ეკონომიკურ განვითა­რებას შეაქვს პროგრესული, ხო­ლო ეკონომიკურ რეგრესს უარყოფითი ცვლი­ლებები. ისტორიული თვალსაზ­რისით ეკონომიკური განვითარების ტენ­დენცია მუდმივია, რეგრესი _ დროე­ბითი. რეგრესის ხარისხი და მისი ხანგრძლივობა და­მოკიდებულია რეგრესის სახეობაზე, მის გამომ­წვევ ფაქტორებზე, სახელმწიფო წყობაზე, ეკონომი­კის სახელმ­წიფო რეგულირების ეფექტიანობაზე.

ეკონომიკურ რეგრესსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დამოკიდებულების განხილვისას შესაძლებე­ლია ადგილი ჰქონ­დეს შემდეგ შემთხვევებს:

ეკონომიკურ რეგრესს მოჰყვება ეკონომიკუ­რი ზრდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ქვეყანაში კრი­ზისული მოვლენების დიდი ხნით გაგრძელებაა (რა­საც ხელს უწყობს გარე და შიგა ომები, სოციალუ­რი დაძაბულობა, მთავრობის უუნარობა და ა.შ.), რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ყველა სადავის აღე­ბა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, დაძლიოს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგო­ბები და მიაღწიოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს. თუმცა, ამავდროულად, ძლიერდება ეკო­ნო­მიკური რეგრესი და, საბოლოოდ, ხდება ისევ სა­ბაზრო სისტემაზე გადასვლა ევოლუციური ან რევო­ლუციური გზით. გამოც­დილება აჩვენებს, რომ ეკო­ნო­მიკური რეგრესი გარკვეული დროის განმავ­ლო­ბა­ში, სიტუა­ციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მი­ზ­ან­­შეწონილად მოგვეჩვენოს. მაგრამ, თუ რეგ­რესის გა­მომწვევი მიზეზები აღმოფხვრილი არ იქნა, ეკო­ნო­მიკური ზრდა შენელდება და, საბოლოოდ, კრი­­ზი­სით დასრულდება.  

ეკონომიკურმა რეგრესმა მაშინვე გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და საბო­ლოოდ ეკონომიკური დაქვეითება. მაგალითად, პო­ლ­­ი­ტიკური და კრიმინოგენური სიტუაციის მძაფრ გა­უარესებას მოჰყვება ინვეს­ტიცი­ე­ბ­ისა და, მაშასა­დამე, ზრდის ტემპების შემცირება და შესაბამისი ღონის­ძიე­ბების გატარების გარეშე, საბოლოოდ, ეკონო­მიკური კრიზისი.

ეკონომიკური რეგრესი გარკვეული დროის გან­მავლობაში არავითარ გავლენას არ ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე (ან აშკარად არ ჩანს), მაგრამ თან­დათან მზადდება პირობები, ჯერ ზრდის ტემ­პების შესამცირებლად, ხოლო შემდეგ ეკონომიკური დაქვეი­თებისა და კრიზისისათვის. მაგალითად, სა­გარეო და საშინაო ვალების ზრდა და მათი არა­და­ნი­შნულებ­ი­სამებრ გამოყენება, სა­ბო­ლოოდ განაპი­რობებს ინვესტიციების შეკვეცას და სხვა უარყო­ფით მოვ­ლენებს. ასევე შესაძლებელია მთავრობის არაეკონომიკურ ჩარე­ვებს ბიზნეს­ში, მაშინვე არ მოჰყვეს შესამ­ჩ­ნევი უარყოფითი შედეგები, მაგრამ თანდათან იგი გახდება მრავალი ნეგატიური პროც­ესის საფუძველი (რესურსების არარა­ციო­ნა­ლური გა­ნა­წილება, კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვ.) და ეკო­ნომიკური განვითარების შემაფერხებელი.

ეკონომიკური რეგრესის წყაროები

შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ეკონო­მი­კური რეგრესი გამოწვეულია ინოვაციების განხორ­ციელების წყვეტადობით ეკონომიკაში, რაზეც საუ­ბარია შუმპეტერთან და რაზეც მიუთითებს საშუა­ლოვადიანი (ვან გოლდერენის, კლი­მენტ ჟუგლიარის, სეიმონ კუზნეცის, ჯოზეფ კიტჩინის) და გრძელვა­დიანი  (ნიკალაი კონდრატიევის) ციკლების არსე­ბობა. ეს ციკლები არავითარ კავშირ­ში არ არის ეკო­ნომიკურ რეგრესთან. იგი დაკავშირებულია ეკო­ნომიკური გან­ვი­თარების წყვეტად ხასიათთან. ბუ­ნებრივია, ინოვაციებს ამა თუ იმ  დარგში არ აქვს მუდმივი ხასიათი. ინოვაციები დროთა განმავლობაში ძველდება და დგება ეკონომიკური ზრდის შენე­ლების პერიოდი. ეკონომიკა მეწარმეების, მეცნიე­რებისა და მთავრობის ერთობლივი ქმედებით ამაზე პასუხობს კვლავ ახალი ინოვაციებით და იწყება ახალი ციკლი. ჩვენი აზრით, ასეთი ციკ­ლების არსებობა უდავოა, მაგრამ მათი მუდმივი პერიო­დულობით განმეორებადობის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს. ინოვაციური ეკონო­მიკის პირობებში ასეთი ციკლების ხანგრ­ძლივობა თანდათან მცირდება. საშუალო­ვა­დიანი და გრძელ­ვადიანი ციკლების დროს ადგილი აქვს არა ეკონომიკის უკუსვლას, არამედ ინოვაციების მოძ­ველებას, ამის საფუძველზე ზრდის ტემპების შე­ნელებას და  სწორედ შენელების დროს ეყრება სა­ფუძ­ველი დადე­ბით თვისებრივ ცვლილებებს _  ეკო­ნომიკურ განვითარებას, რომელიც შედეგს იძ­ლევა ციკლის მომდევნო ნახევარში და კვლავ იწყება ზრდის ტემპების მატება.

ეკონომიკურ რეგრესს, თუ ის დროულად არ აღმოიფხვრა, დროთა გან­მავ­ლობაში მოჰყვება რე­ცესია, დაქვეითება და შემდეგ კრიზისი.

მაშასადამე, ეკონომიკურ რეგრესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც  არ­სე­ბობს ეკონომიკური რეგრესის წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი, დაკავ­ში­რებული როგორც ეკონომიკასა და საზოგადოებაში მიმდი­ნარე პროცესებსა და საბაზრო ჩავარდნებთან,  ისე მთავრობის მიერ დაშვებულ უნებლიე თუ ნებსით შეცდომებთან. არსებობს ეკონომიკური რეგრესის სხვადასხვა წყარო, ესენია:

მძიმე სოციალური პირობები _ როდესაც მთავრ­ო­ბ­­­ას არ შესწევს უნარი, მოსახლეობისათვის შექმ­ნას ცხოვრების შესაბამისი პირობები, დაამყაროს წესრიგი, შექმნას მყარი ეკონომიკური ზრდის წანამძღვრები. ამ მდგომარეო­ბიდან გამოს­ვლა შეიძ­ლება დამთავრდეს მთავრობაში ახალი ძალების მოსვ­ლით, რომელიც ხელში აიღებს სახელმწიფოს მართვის ყველა სადავეს და სწრაფად მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს. ეს შეიძლება განხორ­ციელდეს საბაზრო ეკონომიკის უმკაცრესი შეზ­ღუდვის პირობებში ან ფორმა­ლურად, ბაზრის შეუ­ც­ვლელად.

პირველი ვარიანტი განხორციელდა საბჭოთა კა­ვშირში, რომელსაც თავ­დაპირველად მოჰყვა სწრა­ფი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეკონომიკაში ჩაიდო უარყოფითი მუხტი, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვა კვლავ საბაზრო ურთიერ­თობებზე გადასვლა. მიგ­ვაჩნია, ეს გადასვლა დროულად რომ განხორ­ციე­ლე­ბულიყო, საბჭოთა კავშირში მოვლენები სხვაგ­ვარად განვითარდებოდა.

იყო თუ არა საბჭოთა კავშირის დროს ბაზარი? თქმა იმისა, რომ სოციალიზმის დროს საერთოდ არ არსებობდა ბაზარი, არასწორია. იქ, სადაც არსე­ბ­ობს საქონელგაცვლა, გარკვეული ფორმით არსე­ბობს ბაზარიც. მაგრამ ის საბჭოთა კავშირში არსებობდა უკიდურესად შეზღუდული ფორმით. ამ შემთხვევაში ბაზრის ბევრ ფუნქციას ითავსებდა სა­ხელმწიფო, მაგრამ იგი, თუმცა დიდი შეზღუდვების პირობებში, მაინც ეყრდნობა ბაზრის მოთხოვნებს. დიდი დაბრკო­ლებე­ბ­ით, მაგრამ მაინც, სახსრები მიედინებოდა იმ სფერო­ებში, რომელზეც მოთხოვნა მეტი იყო. ფასებს სახელმწიფო ადგენდა, მაგრამ იგი, გარკვეულწილად, მაინც ეყრდნობოდა მოთ­ხოვნა-მიწოდების კანონს. კერძო საკუთრება აკრძა­ლული იყო, მაგრამ ის მაინც არსებობდა პირადი საკუთრების სახით და ჩრდილოვან ეკონომიკაში. მართალია, საწარმოები საერთო საკუთ­რებაში იმ­ყო­ფებოდა, მაგრამ მმართველი ჯგუფი მას ექცეოდა, როგორც კერძო საკუთრებას, რის შედეგადაც ისინი ღებულობდნენ არაკანონიერ, მაგრამ თა­ვიანთი “სამე­წარმეო” საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. მაშა­სადამე, საწარ­მოებში არსებობდა დასაქმებულ საქმო­სანთა ფენა, რომლებიც გარკვეულ­წი­ლად წარმო­ადგენენ ბიზნესმენთა თვისებების მატარებ­ლებს [პაპავა ვლ., 2002]. პრინციპში, მათი საქმიანობა დაკავში­რე­ბული იყო დად­ებით თვისებრივ ძვრებ­თან ეკო­ნომიკაში, გარკვეულ პროგრეს­თან (ტექნოლოგიების სრულყოფა, ბიუ­რო­კრატიის ბატონობის შესუსტება, წინაპირობების შექმნა საბაზრო ეკონო­მი­კაზე გა­დასასვლელად, არა­ფორმალური ინსტიტუციების სრულყოფა და ა.შ.). ბაზრის არსებობაზე მიუთითებს ასევე საკოლმეურნეო საკუთრებისა და თავი­სუფალი საკოლმეურნეო ბაზრის არსებობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1927 წლამდე საბჭოთა კავშირში არსებობდა კერძო საკუთრება (ახალი ეკ­ონომიკური პოლიტიკის შესაბამისად) და შემდეგ­აც, 1956 წლამდე, ფუნქციონირებდა “სარე­წაო კოოპე­რაციის” სრულიად გან­ს­­ხვა­ვებული მიმართულებების სამეწარმეო სექტორი (კვების მრეწვე­ლობა თუ ლითონგადამამუშავებელი მრეწვე­ლობა, საიუ­ვე­ლი­რო საქმე თუ ქიმიური მრეწ­ველობა), სა­ხე­ლ­ოსნოები და საწარმოები (არტე­ლები), რო­მ­ლებიც მნიშვნე­ლო­ვან როლს თამაშო­ბდნენ საბ­ჭოთა კავშირის ეკონო­მიკაში. სამეწარმეო სექტ­ორ­ში ფუნქციო­ნირებდა სა­კონს­ტრუქტორო ბი­ურ­ო­ე­­ბი, ექსპერიმენ­ტული ლაბო­რა­­ტორიები, სამეც­ნიერო-კვლევითი ინ­სტიტუტები, არა­სახელმწიფო­­ებრივი საპენ­სიო სის­ტემა, არტე­ლ­ები გასცემდნენ სესხებს და ა.შ.•* მა­შინდელი საბ­ჭოთა მთავ­რობა, როგორც ჩანს, ხვდე­ბოდა ეკონო­მი­კური რეგრესის უარყოფით შე­დეგებს და ხელს უწ­ყობდა კერძო საკუთრების განვითა­რებას და სამე­წა­რ­მეო საქმიანობის გაძლიერებას. 1956 წელს ეს სამე­წარმეო სექტორი რომ არ განად­გურებულიყო და გაძლიერებულიყო, საბჭოთა კავშირში მძლავრ ეკო­ნომიკურ აღმავლობას ექნე­ბოდა ადგილი.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ეკო­ნომიკა იყო უკიდურესად შეზღუდული საბაზრო ეკო­ნომიკა, რის გამოც მას ეწოდა არასაბაზრო _ მბრძა­ნებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა.

რა იყო მბრძანებლურ-ადმინისტრაცი­ული ეკო­ნომიკური სისტემის ძირი­თადი ნაკლოვანებები, რო­მ­­ე­ლიც ხელს უშლიდა ეკონომიკის შემ­დგომ განვი­თა­რე­ბას? ამ კითხვაზე პასუხი მო­ცემუ­ლია ამ პრობ­ლე­მების შემსწავლელ ცნო­ბილ წარმომადგენელთა ნაშ­რო­მებ­ში [Корнаи Я., 1990; Мизес Е. Л., 1993;  Хайек Ф. 1991], რო­­მ­ლის ძირითა­დი არსი შემდეგში მდგო­მარეობს:

რადგან სახელმწიფოს ეკონო­მი­კური ფუნქ­ცია ცვლის საბაზრო მექა­ნიზმს, ერთიანი ცენტრი იძულ­ებულია, გადაამუშა­ოს უზარმაზარი მოცულო­ბის ინ­ფორ­მა­ცია, რათა შემდეგ გასცეს ბრძანება თითო­ეული ეკონომიკური აგენ­ტი­სადმი. მაგ­რამ, ერთ ორ­გა­­ნი­ზა­ციას, როგორი უნი­კა­ლური შესა­ძლებ­ლობე­ბ­იც არ უნდა ჰქონ­დეს მას, დანაკარგების გა­რეშე ამ­ის გაკეთება არ შეუ­ძლია, ვი­ნაიდან გარემო, რო­­მე­ლშიც ფუნქ­ცი­ონი­რებს ეკონომიკა, მუდმივ ცვლი­ლ­ებებს განიც­დის, რის გა­მოც გა­მუდმებით იცვლება მასზე მოქმედი ფაქტო­რე­ბი. ბუნებ­რივია, ამის გამო გეგ­მები ვერ სრულდება და იწყება ქაოსი _ შეზ­ღუ­დუ­ლი ეკონომიკური რე­სუ­რ­სები მეტად არარაციო­ნა­ლ­ურად გამოიყენება. საბაზრო ეკონო­მი­კა კი, ფას­ების მე­ქა­ნიზმის მეშვეობით, ამ პრობ­ლემას თითქმის ავტო­მა­ტურად აგვარებს.

საგეგმო ეკონომიკის დროს ასევე დიდია ტრანსაქცი­ური დანა­ხარ­ჯები, რო­მელიც გაიწევა საგეგმო დავალებათა მისაღებად და მათი ცხოვ­რე­ბა­ში გასა­ტა­რებლად საჭირო უზარმაზარი ბიუროკ­რა­ტიული აპარატის შესანახად.

კერძო საკუთრებისა და მეწარმეობის აკრ­ძა­ლვის გამო თითქმის მთლიანად იგ­ნორი­რებულია ადა­მიანთა შემოქმედე­ბითი უნარი, თუმცა ცალ­კე­უ­ლი პირები მა­ინც ახერხებენ თავი­ანთი შესაძლებ­ლობების გა­მოვ­ლენას, მაგრამ ეს ხდება ჩრდი­ლო­ვან ეკონომიკაში, რომლის წინა­აღმდეგ ბრძოლა ასევე დიდ დანახარჯებს მო­ით­ხოვს.

ეკონომიკური განვითარების ლოგიკას ასეთ პირობებ­ში ტოტა­ლიტა­რიზ­მ­თან, ანუ ისეთ სისტე­მასთან მივყავართ, სადაც ადამიანური საქმიანობის ყველა დარ­გი ხელისუფლე­ბას ემორჩილება, რაც ას­ე­­ვე და­კავ­შირებულია ტრანსაქცი­ური დანახარ­ჯე­ბის ზრდასთან. ასეთ პირო­ბებში, ხელ­ფასის დაბალი დო­ნ­­ის გამო, თან­დათან ჩნდება და ვითა­რ­­დე­ბა კო­რუფცია, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის გარ­კ­ვე­ულ წესად იქცევა და ტრადიციის ხასიათსაც კი იძენს. ყალი­ბდება ეგრეთ წოდე­ბუ­ლი “ბიურო­კ­რატი­ული”, ანუ “ადმინისტ­რა­ციული” ბაზარი, სადაც იყი­დება არა მხოლოდ მატერიალური ფასეულობები, არა­­მედ “ძალაუ­ფ­ლე­ბა” და “ხელ­ქვე­ი­თობა”, “წესები და მისი დარღვევე­ბი” და ა.შ. ასეთი ურ­­თიერ­თობების წლების გა­ნ­­მავლობაში განმე­ორე­ბის გამო საზო­გადოებაში ყალიბდება შესა­ბა­მი­სი წეს-ჩვეუ­ლე­ბები, იქმნება დაუწერელი სა­მარ­თალი, რო­მე­­ლიც უდი­დეს გავლენას ახდენს ადამიანთა ქცევებზე.

მეურნეობრიობის ასეთი სტილი მუდმივ დე­ფი­ციტს წარმოშობს როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებ­ლები­სათვის, რაც თავისთავად იწვევს წარმოების დიქ­ტატს მომხმა­რებ­ლებზე. ჩნდება რი­გები, “დახლ­ქვეშა პროდუქ­ცია” და ა.შ.

სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ცალკეულ საწარმოთა მკაც­რი რეგ­ლა­მენტაცია და, ამავე დროს, მათზე ზრუნვა. მართალია, ყო­ვე­ლი საწარმო განიც­დის რესურ­სე­ბის ნაკლებობას, მაგრამ მას შეუძლია იმუშა­ოს ზარალის პირობებშიც, იგი არასდროს გა­კო­ტრდება, ვინაიდან სახელმწი­ფო აუცილებ­ლად და­ე­ხმარება და იხსნის გასაჭირი­საგან. ასეთ პირო­ბე­ბში უარესდება პრო­დუქციის ხარისხი, მიუ­ხე­დავად ამ­ი­სა, რიგებით შეწუხებული ადამიანები  ყველა­ფერს ყიდულობენ.

მიწოდებაზე მოთხოვნის მუდმივი სიჭარბე იწვევს ფულადი მა­სის ზრდას და მის მრავალჯერად სიჭარბეს სასაქონლო მასასთან შე­და­რებით. ასეთი დისბა­ლან­სის შედეგად გამოწვე­ული ინფლაციური პრო­­ცესები ითრგუ­ნება ძალით, ფიქ­სი­რებული ფა­სების მეშვეობით. ად­გი­ლი აქვს ფარულ ინფ­ლა­ციას, რაც თავის გა­მო­ხატულებას პოულობს რიგებში, ტა­ლონებში, ბარათებსა თუ დეფიციტუ­რი სა­ქონ­ლის გა­ნა­წი­ლების სხვა ფორმებში.

ცენტრალიზებული საგეგმო ეკონომიკური წყო­ბილე­ბის დროს სახელმ­წი­ფო შედარებით უმნიშვ­ნელო მონაწილე­ობას იღებს საერთა­შო­რისო ეკო­ნომიკურ ურ­თიერ­თო­ბებში, რაც ეგრეთ წოდე­ბული უცხოური ვალუტის “შავი ბაზრის” წარ­მო­შო­ბას იწვევს. ასევე, გასაგებია, თუ რა დიდ დანაკარგებ­თან არის დაკავში­რე­ბუ­­­ლი ქვეყნის მსოფლიო ეკო­ნომი­კუ­რი პრო­ცესებისაგან მოწ­ყ­ვეტა.

ერთი მხრივ, ცალკეული ადამიანის ყოველ­მხრივი დამო­კიდე­ბუ­ლება ხე­ლი­­­სუფ­ლე­ბაზე და, მეო­რე მხრივ, სახელ­მწიფოს მათზე მზრუ­ნ­ველობა, ბად­ებს ინ­ფა­ნტილიზმს და უუნარო­ბას, ბრძანებისა და მზრუ­ნ­ველობისაკენ მაყუ­რებელ ადა­მი­ანთა ტიპს და ა.შ.

საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა სხვა გზით განხორციელდა გერმანიაში. ჰიტლე­რ­ის გამარ­ჯვებას ხელი შეუწყო მძიმე ეკონომიკურმა და სოც­იალურმა სიტუაციამ, 1928 წლის ეკონო­მიკ­ურ­მა კრი­ზისმა. კლასიკური საბაზრო ეკონომიკა უძლუ­რი იყო, გამოსულიყო მდგომარეო­ბი­დან ეკონომიკაში სა­ხელმწიფოს როლის გაძლიერების გარეშე. იტალი­ა­ში ამის მიზეზი გახდა მარცხი პირველ მსოფლიო ომ­ში, კოლონიების დაკარგვა და საერთაშორისო შეზ­ღუდვები; ეკონომიკური და სოციალური კრი­ზი­სი; მთა­ვრობის უუნარობა _  გა­მოეყვა­ნა ქვეყანა კრიზისიდან. იქ ეკონომიკა ვითარდე­ბ­ო­­­და კერძო საკუ­თ­რებისა და კერძო მეწარმეობის საფუძველზე, მაგ­რამ ყველაფერი ეს ექვემდება­რე­ბ­­ოდა მთავრობის მო­თ­ხოვნებს. მთავრობა აკონ­ტ­როლებდა ეკონომიკის ყვე­ლა სფეროს. იზღუდე­ბ­ო­და კერძო საკუთრებაც [Berend Tibor Ivan., 2005; Stanley G. A., 1995]. ფირმები იმდენად შეზ­ღ­უდულები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში, რომ ისინი არ მიეკუთვ­ნე­ბოდნენ არც კერძო, არც სახელმწი­ფო საკუთრებას.

საბაზრო ეკონომიკის ძალდატანებითი შეცვლა ან სხვა ეკონომიკური სისტემის ტრანსპლანტაცია. რუსეთში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მან შე­მოიერთა ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის იმპე­რი­ა­ში შედიოდნენ და ყველგან დამყარდა სოცია­ლისტური წყო­ბა, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გან­ხორციელდა საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზ­ღუ­დვა. ასეთივე მოვლენას ჰქონდა ადგილი ომის შემ­დგომ წლებში მსოფლიოს მრავალ სხვა ქვე­ყანაში.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. იგი შეიძ­ლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით:

ეკონომიკის სოციალიზაცია. შერეული ეკო­ნო­მიკის დროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში იზრ­დ­­ე­ბა და ზოგჯერ იგი გადადის ეკონომიკის სოცია­ლი­ზაციაში, რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ხე­ლ­ი­სუფლების კონცენტ­რაცია, რაც თავისთავად ზღუ­დავს ეკონომიკურ თავისუფლებას და მრავალი უარყოფითი მოვლენის წყაროა. საბოლოოდ, საქმე გვექნება ეკონომიკურ რეგრესთან, რასაც მოჰყვება ეკონომიკური კრიზი­სი. ამის მიზეზები შესაძლებე­ლია ვეძიოთ ეკონო­მი­კურ პარალოგიზმებ­ში (უნებ­ლიე მცდარი ლოგიკით შემც­დარ ღონისძიებებზე გასვლა) [პაპავა გ.,  2011], ხელისუფლება­ში მოსული ადა­მი­ნე­ბისა და, საერთოდ, საზოგა­დო­ე­ბის მენტალიტეტში, ინ­ტე­რეს­თა ჯგუფების ზეწო­ლ­აში, დემოკრა­ტი­ის სისუსტეებში [ბალცეროვიჩი ლ., 2005].

ეკონომიკური თავისუფლება არ უნდა ავურ­ი­ოთ პოლიტიკურ თავისუფ­ლე­ბა­ში, ვინაიდან შესა­ძ­ლე­ბე­ლია ქვეყანაში იყოს ავტოკრატული ხელის­უფლება, მაგრამ, ამავე დროს, არსებობდეს სრული ეკონო­მიკ­ური თავისუფლება (მაგა­ლი­თად, სინგაპუ­რი და ტაი­ვ­ანი, თავის დროზე სამხრეთ კორეა). გამო­ითქმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დემოკრატია უნდა უმადლოდეს კაპიტალიზმს (ანუ თავისუფლე­ბას ეკ­ო­ნ­ომიკაში) და არა პირიქით [ბალცეროვიჩი ლ., 2005; Фридман М., 2006; Шумпетер Й., 1949]. გარ­კ­ვე­ულ­­­წი­ლად ეს მართალია, ვინაი­დან კაპი­ტა­ლიზმმა მო­ი­ტანა დემოკრატია ჴ რადგანაც ეკო­ნომიკური თავი­სუფლების გარეშე დემოკრატია ვერ მიიღწევა, მა­გ­რამ დემოკრატიის გარეშეც ეკონომი­კური თავი­სუ­ფ­ლება, შესაძლებელია, არ არსებობდეს ან დიდ­ხანს ვერ იქნეს შენარ­ჩუნებული.

არასწორი საგადასახადო პოლიტიკა. გადასა­ხა­დე­ბ­ის არაოპტიმალური სიდიდე ამცირებს ინვეს­ტი­ციებს, აფერხებს ტექნოლოგიების სრულყოფას, ინ­ოვაციების განხორციელებას და, მაშასადამე, ეკო­ნომიკურ ზრდას ან ამცირებს შემოსავლებს ბიუ­­ჯეტში, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს თავისი ფუნქციების გან­ხორციელებაში, რასაც ასევე მოჰყ­ვება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემ­ცირე­ბა.

გარე სამყაროსგან იზოლაცია, მკაცრი პრო­ტექციო­ნისტული პოლიტიკის გატარება. ასეთ პო­ლიტიკას მოჰყვება ინვესტიციების შეზღუდვა, ტექ­ნოლო­გიე­ბ­ის განუვითარებლობა, ინოვაციების შემ­ცირება, კონკურენტუნარიანობის შემ­ცირება და ა.შ.

არასრულყოფილი ინსტიტუციები Aაფერხებს ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებას. წარმო­შობს მრავალ ნეგატიურ მოვლენას: ჩრდილოვან ეკ­ო­ნომიკას, ნეპოტიზმს, კორუფციას, ეტატიზმს და ა.შ.

მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტ­ი­­კ­ას განეკუთვნება ასე­ვე:Lარჩევნების დროს პოლიტიკო­სების მიერ შემოთავა­ზე­­­ბუ­ლი პოპულის­ტუ­რი დაპი­რებები; არასწორი ანტიმონოპოლისტური პოლიტი­კა; ბიზნესში მთავრობის არაეკონომი­კური ჩარევა; კერ­ძო საკუთრე­ბის ხელ­ყოფა; არასწორი აგრა­რული, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პო­ლიტიკა და სხვა.

გლობალიზაცია. როგორც უკვე აღინიშნა, თუ სამართლიანი გლობა­ლიზაცია არ განხორციელდა, მან შესაძლებელია, ძალიან დიდი უარყოფითი გავ­ლენა მოახდინოს ეკონომიკაზე: შეზღუდოს ეროვ­ნული წარმოება, შეანელოს ტექნოლოგიური პროგ­რესი, შეამციროს ადამიანისეული კაპიტალი, გაა­ნად­გუ­როს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. გარდა ამისა, გლობალური ხასიათის ნეგა­ტიური პრო­ცე­სები ასევე ნეგატიურად აისახება ეროვნულ ეკო­ნომიკაზე და სხვ.

საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნები. საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნების პრობლე­მე­ბი ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდაა განხილული. ჩვენ დავ­ძენთ მხოლოდ იმის შესახებ, რომ, თუ ეს პრობ­ლემები დროულად არ იქნა აღმოფხვრილი, ეკო­ნომიკაში რეგრესული პრობლემები წარმოიშობა. მა­გალი­თად, თუ სიღარიბისა და შემოსავლების განა­წილების უთანაბრობის პრობლემა დროულად არ იქნა გადაჭრილი, მას შესაძლებელია მოჰყვეს სო­ციალური და კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავება; ეკოლოგი­ური მოთხოვნების გაუთვა­ლისწინებლობას – ბუნებრივი რესურსების, ფიზი­კური და ადამიანი­სე­ული კაპიტალის გაუარესება, პროდუქციის გასაღე­ბის შემცირება და სხვ.

ეკონომიკის ქაოსური ხასიათი. იგი ეკონომი­კ­უ­რი რეგრესის ყველაზე უხილავი წყაროა, რომლის მთლიანად თავიდან აშორება შეუძლებელია. ქაო­სურობის შედეგად გამოწვეული რეგრესის გამოც­ნობა არათუ კრიზისამდე, არა­მედ კრიზისის დროს და კრიზისის შემდეგაც კი ძნელია (მაგალითად, ეკო­ნომიკურ თეორიაში ცნობილია დიდი ეკონო­მიკური დეპრესიის და სხვა კრი­ზისების არაერთი მი­ზეზი). ბაზარზე არსე­ბო­ბს უამრავი რაოდენობის ეკო­ნო­მი­კური აგენტი, რომელთა საქმიანობა მთავ­რობის მიერ დადგენილი “თა­მაშის წესების” ფარ­გ­ლებში მთლიანად თავისუფალია. მართალია, სა­ბა­ზრო ეკო­ნო­მიკას მართავს სხვადასხვა სახის კა­ნონი, რომელიც მას გარკვეული პერიოდის გან­მავ­ლობაში სტაბილურობას ანიჭებს, მაგრამ, თითო­ეული აგენტ­ის საქმია­ნობა და მათი აგრე­გირებული მოქმედება ყოველთვის არ შეესაბა­მება ეკონო­მი­კური სტაბილი­ზაციის მოთხოვნებს. ქაო­სურობის მრავალი  მაგალ­ი­თის მოყვა­ნაა შესაძ­ლე­­ბელი. მაგრამ, ამავე დროს, ბაზრის ქაოსურობა იძ­ლევა საბაზრო მექა­ნიზმის გა­მო­ყ­ენების შესაძლებლობას. მაშასადამე, სახელმწი­ფოს მიზანი უნდა იყოს არა ქაოსურობის აღმოფ­ხვრა, არამედ მისი უარ­ყოფითი მოქმედების გამოც­ნობა და თავი­დ­ან აცილება ან დამდგარი უარყო­ფი­თი შედეგების რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით დაძლევა.

ბუნებრივი პირობების ცვლი­ლება. არის თუ არა ბუნებრივი პირობების ცვლი­ლების შედეგად (გვალ­ვა, წყალდიდობები, მოუსავლიანობა, ნედლე­ულის მარაგების შემცირება და ა.შ.) გამოწვეული დაქვეი­თება ეკონომიკური რეგრე­სის წყარო? რასაკვირვე­ლია, გარკვეული ზომით არის, ვინაიდან ამ შემთხ­ვევაში, ადგილი აქვს რა ეკონომიკურ ვარდნას, ანუ რაო­დენობრივ ცვლილე­ბებს, იგი გადადის უარყო­ფით თვისებრივ ცვლილებებში. მაგალითად, იზრ­დება უმუშევრობა და სიღარიბე, რაც აქვეითებს ქვე­ყ­ნის ადამიანისეულ კაპიტალს და იწვევს სოცია­ლურ დაძაბულობას და ა. შ.

არასწორი საგარეო პოლიტიკა. პოლიტიკა, რო­მელ­იც მიმართულია მე­ზობელ სახელმწიფოებ­თან, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებთან კონფრონ­ტაციისაკენ.

გარდა ამისა, ეკონომიკური რეგრესის წყარო შეიძლება იყოს: ტექნო­ლოგიების, წარმოების მეთო­დებისა და ფორმების განუვითარებლობა; სოცია­ლუ­­რი და­ძა­ბულობა, კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბ­ვა; ინ­ფლაციის, უმუშევ­რობისა და სიღარიბის მაღა­ლი დო­­ნე; ვალუტის კურსის სწრაფი და დიდი ზო­მ­ით ცვლილება; საბაზრო ინფრასტრუქტურის განუვი­თა­­რებლობა და გაუმარ­თაობა; ფულის ემისია; ბიუ­ჯე­­ტის დეფიციტი; დიდი სახელმწიფო და საგარეო ვა­­ლი, ჭარბმოსახლეობა  და სხვ.

სახელმწიფო როგორც ეკონომიკის მესაჭე

ჩვენ აქ არ შევეხებით სახელმწიფოს ცნობილ ეკო­ნომიკურ ფუნქციებს. მივუთითებთ მხოლოდ იმა­ზე, თუ რა როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ ეკო­ნომიკური განვითარების დასაჩქარებლად და ეკონომიკური რეგრესის თავიდან ასაცილებლად ან მის სწრაფად აღმოსაფხვრელად, რის განსა­ხორც­იე­ლებლადაც მას არაეკონომიკური ფუნქციების გან­ხო­რციელებაც მოუწევს, ვინაიდან კონსოლიდი­­რე­ბ­უ­ლი ეკონომიკის, ანუ განვითარებაზე ორიენტი­რებ­უ­ლი ეკონომიკის ჩამოყალიბება არა მხოლოდ ეკო­ნო­მ­ი­კური ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. აქეთ უნდა იყოს მიპყრო­ბი­ლი სახელმწიფოს რო­გორც ეკონომიკური (და სოცია­ლური), ისე საში­ნაო და საგარეო პოლიტიკა. 

კონსოლიდირებული ეკონომიკის, ანუ განვითა­რ­ე­ბა­ზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის ჩა­მო­ყალიბება და შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია გამართული სამეურნეო სისტემის შექმნაზე, რომელიც ეფუძ­ნება საბაზრო მექანიზმს. ასეთი სამეურნეო სისტემის შესაქმ­ნელად სახელ­მ­წი­ფომ უნდა უზრუნველყოს: მეწარმეობის თავისუ­ფლე­ბა, კერძო საკუთრების დო­მი­ნირება და მისი ხელ­შეუხებლობა, ბიზნესის გადაქცევა შემოქმედე­ბი­თი სა­ქმიანობის სფეროდ, ჯანსაღი ფინანსების არ­სებ­ობა, მეცნიერების განვითარება, სახელმწიფო და კერ­ძო სექტორში არსებული სამეცნიერო-ტექნო­ლო­გიური პოტენცია­ლ­­­ის კოორდინირება. სახელმწი­ფოს მარეგულირე­ბ­ელი ინსტრუმენ­ტებიდან უპირა­ტესობა უნდა მიენი­ჭოს ინოვაციურ ინსტრუმენტებს, საჭირო­ების შემთხვევაში ეკონომიკის ინოვაციური რეგული­რება საშუალებას მოგვ­ცემს, ეკონომიკა გადაადგილ­დეს არა ფილიპსის მრუდზე, არამედ მოხერხდეს ინ­ფლა­ციისა და უმუშევრობის ერთდ­როუ­ლი შემ­ცი­რება, საშინაო პოლიტიკის განხორ­ციელე­ბი­სას სახ­ელ­მ­წიფოს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ზნე­ო­­ბრივი საზოგადოების ჩამოყალი­ბებისაკენ, კულტუ­რის, ხელოვნებისა და სპორ­ტის განვითარებისა და კრიმინოგენური სიტუაციის სულ უფრო გაუმჯო­ბე­სე­ბისაკენ, სასამართლო ხელისუფ­ლებისა და სამო­ქალაქო საზოგადოების გაძ­ლიერე­ბისაკენ. საგარეო სფეროში სახელმწიფომ თავიდან უნდა აიშოროს სამხედრო კონფლიქტები, განახორ­ციელოს სამშვიდ­ო­ბო პოლიტიკა, უზრუნ­ველ­ყოს გლობალიზაციის  და­დებითი შედეგების გამოყენება და უარყოფით შე­­დეგთა თავიდან აცილება.

სახელმწიფომ უნდა განახორციე­ლოს ეროვნუ­ლი წარმოების ხელშემ­წყ­ობი პოლი­ტი­კა, რის შედე­გა­დაც სამამულო პრო­დუქცია კონკურ­ენტ­უნა­რიანი გა­ხდება იაფ, მაგრამ და­ბალხარისხოვან იმპორტულ საქო­ნელ­თან შედარე­ბით. სახელმწიფოს სწორმა პო­ლი­ტიკამ უნდა უზრუნ­ველ­ყოს საბაზრო პრინციპ­ე­ბის დამკვიდრება პრაქტიკაში, აღმოფხვრას პატერნა­ლ­ი­­­ზ­მი, ეტა­ტიზმი, ნეპოტიზმი, კორუფ­ცია და ნებისმიერი სხვა უარყოფითი გამოვ­ლინება.

ეკონომიკაში რეგრესული პროცესების წარმო­შობის შესაფასებლად შე­საძლებელია გამოყენებულ იქნეს დეტერმინანთა სისტემა, რომელიც უნდა შეე­საბამებოდეს მის წარმომშობ წყაროებს. მაგალი­თად, ინსტიტუციური რეგრესის გამოსავლენად უნდა დად­გინდეს ნაკლოვანებები ინსტიტუციებში და ა.შ.

მაშასადამე, კონსოლიდირებული ეკონომიკის შესანარჩუ­ნებ­ლად აუცილე­ბელია მისი არა მხოლოდ უშუალო რეგულირება, არამედ გაძღოლა, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც მასზე მოქ­მედებს, ანუ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ეკო­ნო­მიკის “მესაჭის” როლი. ამისათვის იგი ყოველმ­ხრივ უნდა ცდილობდეს, თავიდან იქნეს აცილებული ეკო­ნო­მიკური რეგრესი შესაბა­მისი დეტერმინანტების თი­­თ­ქმის ყოველდღიური ანალიზის შედეგად, რო­მელ­­შიც ჩართული უნდა იყვნენ მეცნიერები და მაღალ­კვალიფიციური პერსონალი. მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ ეკო­ნომიკური რეგრესის თავიდან აცილებაზე ზრუნვა, ვინაიდან ეს ორი პროცესი ყოველთვის ურთიერთ­გამომ­რიცხავი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი შეფერ­ხებები იქნება.

ეკონომიკური რეგრესის გამოვლენის მიზეზები საქართველოს ეკონომიკაში

რეგრესული პროცესების კვლავწარმოების მაგალითად, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეიძლება გამოდგეს საქართველოც, სადაც ადგილი ჰქონდა ეკო­ნომიკური რეგ­რ­ე­სის როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებს [მაგ.: ასა­თი­ანი რ. 2014; ბერულავა გ., 2011; მესხია ი..., 1996; პაპავა გ.,  2011; სილაგაძე ა., 2013; ჩიქავა ლ., 2012; ჭითანავა ნ., 1999; წერეთელი გ., 2003; Abesadze R., 2011; Abesadze R…, 2009; Beridze T…, 2004; Burduli V., 2012; Papava V., 2005; Papava V., 2013;  Папава Г., 2009]: 

ობიექტური მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ:

საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ გატარე­ბული არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. შიგა არასწორი პოლიტიკის შედეგად საზოგადოება ორ ნაწილად გაიხლიჩა (რაც დღესაც კი გრძელ­დება). გარე არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ დავუპირისპირდით მსოფლიოს დიდ სახელმწიფოს. ორივე ამ შეცდომამ ქვეყანა მიიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ტერიტორიული მთლიანობის დარ­­ღვევამდე და კრიმინოგენური სიტუაციის უკი­დურესად დაძაბვამ­დე. ეკონომიკა ცალკეული კრიმი­ნალური დაჯგუფე­ბების ხელში აღმოჩნდა.

დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გატარება, რის გამოც მძიმე კრიმინოგენური სიტუ­აცია წლობით გაგრძელდა.

ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსუ­რობა და არასისტემურობა.

ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორციელება. მთელ პოსტ­კომუ­ნის­ტურ პე­რიოდს წითელ ზოლად გასდევს ეკონომი­კის სა­ხელმ­წიფო რეგულირებაზე თითქმის ხელის აღე­ბა ლიბერალური პოლიტიკის განხორციელების საბა­ბით, თუმცა, ლიბერალური პოლიტიკა არ ხორციელ­დებოდა, ვინაიდან უკანასკნელ პერიო­დამ­დე ბიზნესი განიცდიდა სახელმწიფოს მხრი­დან უხეშ არაეკო­ნომიკურ ჩარევებს. თავდაპირველად რეკეტი ვლინ­დე­ბოდა მის ყველა საფეხურზე, ბოლოს კი _ უმეტე­სად, ფუნქციონირების დროს. მართლაც ლიბერა­ლური პოლიტიკა რომ განხორ­ციელებულიყო, მაინც საჭირო იყო გარკვეული დოზით პროტექციონის­ტუ­რი პოლიტი­კის (რასაც მსოფლიოს ყველა სახელმწი­ფო მიმართავდა და მიმართავს საჭიროების შემთხვე­ვაში) გატარება, რათა არ მომხდარიყო საკუთარი ეროვნული წარმოების განადგუ­რება, რამაც ეკო­ნომიკის ცალკეული სფეროების განუვითარებ­ლო­ბამდე და არასრულ­ყოფილი საბაზ­რო ეკო­ნომიკის ჩამოყალი­ბებამდე მიგვიყვანა.

რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა. ტრანსფორ­მაციული პროცესები სა­ქართველოში იმდენად მძიმედ დაიწყო, რომ აუცი­ლებელი იყო შოკური თერაპიის განხორციე­ლება, მაგრამ ამისა­თვის საჭირო იყო წინასწარი მომზა­დება. ამ მხრივ პირველი და ყველაზე მნიშვნე­ლო­ვანი შეცდომა იყო საქართველოს დარჩენა სამანეთო ზონაში, რაც, ბუნებრივია, საკუ­თარი ფულად-საკ­რედიტო პოლიტიკის გა­ტა­რების საშუალებას არ იძ­ლე­ო­და. არადა, საქართველომ საბაზრო ეკონომი­კაზე­ გა­და­­სვლის სწორედ საკუ­თარი ფულად-საკრე­დიტო სისტემის მქონე ქვეყნის გზა _ “შო­­­­­­კუ­­რი თე­რაპიის” გზა აირჩია. “შო­­­­­­კუ­­რი თერაპიის” მეთო­დის რეალიზაცია სახელმწიფო ფულად-საკრე­დიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტების მიზან­მიმარ­თულ გამო­ყენებას მოით­ხოვს. ამგვარი ინსტიტუტების არარსე­­ბობის პირობებში “შო­­­­­­კუ­­რი თერაპიის” მეთო­დის სრულ­­ფასოვანი გამოყენება შეუძლებელია და ყოვ­ელ­­გვარი მცდე­ლო­ბა წარუმატებლობისთვისაა განწი­რული. ასეც მოხდა, შოკურმა თერაპიამ ჩვენ­თან კრა­ხი განიცადა. “შო­­­­­­კუ­­რი თერაპიის” 13 მოთ­ხოვ­ნიდან მხოლოდ 2 შეს­რულდა [პაპავა ვლ., 2002].

გარდამავალი ვალუტის _ კუპონის შემო­ღების შემდეგ არასწორი ფუ­ლად-საკრედიტო  (ხორციელდე­ბოდა სრულიად გაუმართლებელი ფუ­ლა­დი და საბი­უჯეტო ემისია, საზღვარგარეთის კრედიტების არადანიშნუ­ლებისამებრ გამო­ყენება) პო­ლი­ტიკის გატარება, რის შედეგადაც მოხდა კუპონის ძლიერი გაუფასურება - ჰიპერინფლაცია.

საქართველოს ეკონომიკაში 1995-1997 წლებში ეკონომიკური რეფორ­მების წარმატებით განხორ­ციელების შემდეგ რეფორმების კვლავ არასწორად წარმართვა, სახელმწიფოს მარეგული­რებელი ფუნქ­ციების არაეფექტიანობა. შედეგად გაიზარდა კო­რუფციის დონე, გაძლიერდა ბიზნესის რეკეტი, წარ­მოიშვა საფინანსო, საბიუჯეტო და ენერგეტი­კული კრიზისი, გამწვავდა კრიმი­ნო­გენური სიტუაცია და ა.შ.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარე­ბების არაეფექტიანად გამოყენება, რაც ასევე წითელ ზოლად გასდევს მთელ ტრანსფორმაციულ პე­რიოდს.

ეკონომიკის რეგულირების ფორმებისა და მეთოდების არასრულ­ყოფილი შესაბამისობა საბაზრო მოთხოვნებისადმი.

მცირე ბიზნესის განვითარებისადმი უყუ­რადღებობა. დღეისათვის საქართველოში არ არსე­ბობს მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ინფრა­სტრუქ­ტურა, რაც ხელს უშლის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას

წლების განმავლობაში სოფლის პრობლე­მების უგულებელყოფა, რის გამოც სოფლის ეკონომიკა, ფაქტობრივად, განადგურების პირას მივიდა.

ომი რუსეთთან. ვერ შევძელით რუსეთთან ომის თავიდან აცილება, რომელმაც საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. გარდა ტერი­ტო­რიების დაკარგვისა, მას მოჰყვა ეკონო­მიკური განვი­თარების შეფერხება, ინ­ვესტიციების შემცი­რება, წმი­ნ­და ეკონომიკური ზარალი.

პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდო­მები. 

საჯარო სამსახურებში მომუშავეთათვის არაოფიციალურად ასაკობრივი შეზღუდვის დაწე­სება. არასაპენსიო ასაკის მქონე პირთა სამ­სახუ­რი­დან გათავისუფლებას მოჰყვა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობის ხელოვ­ნური ზრდა.

კერძო საკუთრების (რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს) ხელშეუხებ­ლობის პრინციპის ხელყოფა.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქ­ტობრივად გაუქმება. შედეგად შემცირდა კონკურენ­ციის დონე, რაც საგანგაშოა საბაზრო ეკონო­მიკის შემდგომი განვითარებისათვის.

საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის ზრდა როგორც საზო­გადოების ცალკეულ ფენებს, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილსა და მთავ­რო­ბას შორის.

შემოსავლების უთანაბრობის ზრდა. რაც ასევე ზრდის სოციალურ დაძაბულობას.

დასკვნა

 ეკონომიკის განვითარე­ბის ისტორია გვი­ჩვენებს, რომ  ეკონომიკა და­მო­კი­დებული ხდება მასზე მოქ­მედ სულ უფრო მეტ ფაქტორზე. ამდენად, ეკო­ნომიკური განვი­თარების ინტერესებიდან გამომ­დინარე, მოითხოვება ამ ფაქ­ტორთა გარკვეული კონსოლიდაცია, რათა ეკო­ნო­მიკური სისტემა მუდმივად იყოს მიმართული ეკონო­მი­კური განვითარებისა და, ამის საფუძველზე, ეკო­ნო­მიკური ზრდისაკენ. ასეთ ეკონომიკურ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ “კონსო­ლიდირებული ეკონომი­კური სისტემა” ან უბრალოდ “კონსოლიდი­რებული ეკო­ნომიკა”.

კონსოლიდირებული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომი­კა, რო­მელზეც მოქმედ ფაქ­ტ­ო­რთა ერთობ­ლიობა ხელს უწყობს ეკონო­მიკურ განვითარებას ანუ ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულ­ყოფილ მდგომარეობაში გადასვლას.

ეკონომიკური რეგრესი არის ეკონომიკის ახალ, თვისებრივად უფრო დაბალ მდგომარეობაში გად­ასვლა.

ეკონომიკურ რეგრესსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დამოკიდებულების განხილვისას შესაძლებე­ლია ადგილი ჰქონ­დეს შემდეგ შემთხვევებს: ეკონო­მიკურ რეგრესს მოჰყვება ეკონომიკუ­რი ზრდა; ეკონომიკურმა რეგრესმა მაშინვე გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და საბო­ლოოდ ეკონო­მიკური დაქვეითება; ეკონომიკური რეგრესი გარკვეული დროის გან­მავლობაში არავითარ გავლენას არ ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე (ან აშკარად არ ჩანს), მაგრამ თანდათან მზადდება პირობები ჯერ ზრდის ტემ­პების შესამცირებლად, ხოლო შემდეგ ეკონომიკური დაქვეი­თებისა და კრიზისისათვის.

ეკონომიკურ რეგრესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს ეკო­ნომიკური რეგრესის წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი, დაკავშირებული რო­გორც ეკონომიკასა და საზოგადოებაში მიმდი­ნარე პროცესებსა და საბაზრო ჩავარდნებთან,  ისე მთავრობის მიერ დაშვებულ უნებლიე თუ ნებსით შეცდო­მებთან. არსებობს ეკონომიკური რეგრესის სხვადასხვა წყარო, ესენია: მძიმე სოციალური პირობები; საბაზრო ეკონომიკის ძალდატანებითი შეცვლა ან სხვა ეკონომიკური სისტემის ტრანსპლანტაცია; არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკის სოციალიზაცია; არასწორი საგადასახადო პოლიტიკა; გარე სამყაროსგან იზოლაცია, მკაცრი პრო­ტექციო­ნისტული პოლიტიკის გატარება; არასრულყოფილი ინსტიტუციები; გლობალიზაცია; საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნები; ეკონომიკის ქაოსური ხასიათი; არასწორი საგარეო პოლიტიკა; ბუნებრივი პირობების ცვლი­ლება.

მაშასადამე, კონსოლიდირებული ეკონომიკის შესანარჩუ­ნებ­ლად აუცი­ლებე­ლია მისი არა მხოლოდ უშუალო რეგულირება, არამედ გაძღოლა, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც მასზე მოქ­მედებს, ანუ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ეკო­ნო­მიკის “მესაჭის” როლი. ამისათვის იგი ყოველმ­ხრივ უნდა ცდილობდეს, თავიდან იქნეს აცილებული ეკო­ნო­მიკური რეგრესი შესა­ბამისი დეტერმინანტების თი­­თ­ქმის ყოველდღიური ანალიზის შედეგად, რო­მელ­­შიც ჩართული უნდა იყვნენ მეცნიერები და მაღალ­კვალიფიციური პერსონალი.

ეკონომიკაში რეგრესული პროცესების წარმო­შობის შესაფასებლად შე­საძ­ლებელია გამოყენებულ იქნეს დეტერმინანტთა სისტემა, რომელიც უნდა შეე­საბამებოდეს მის წარმომშობ წყაროებს. მაგალი­თად, ინსტიტუციური რეგ­რესის გამოსავლენად უნდა დად­გინდეს ნაკლოვანებები ინსტიტუციებში და ა.შ.

რეგრესული პროცესების კვლავწარმოების მაგალითად, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეიძლება გამოდგეს საქართველოც, სადაც ადგილი ჰქონდა ეკონო­მიკური რეგრესის როგორც ობიექრურ, ისე სუბიექტურ მიზეზებს: საწყის ეტაპ­ზე სახელმწიფოს მიერ გატარე­ბული არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა; დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გატარება, რის გამოც მძიმე კრიმინოგენური სიტუ­აცია წლობით გაგრძელდა; ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსუ­რობა და არასისტემურობა; ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორ­ციე­ლება; რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა;  გარდამავალი ვალუტის _ კუპონის შემო­ღების შემდეგ არასწორი ფულად-საკრედიტო პო­ლი­ტიკის გატარება; საქართველოს ეკონომიკაში 1995-1997 წლებში ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორ­ციელების შემდეგ რეფორმების კვლავ არასწორი წარმართვა, სახელმწიფოს მარეგული­რებელი ფუნქ­ციების არა­ეფექტიანობა; მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარე­ბების არაეფექტიანად გამოყენება; ეკონომიკის რეგულირების ფორმებისა და მეთოდების არასრულ­ყოფილი შესაბამისობა საბაზრო მოთხოვნებისადმი; მცირე ბიზნესის გან­ვითარებისადმი უყუ­რადღებობა; წლების განმავლობაში სოფლის პრობლე­მების უგულებელყოფა; ომი რუსეთთან; პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდო­მები; შემოსავლების უთანაბრობის ზრდა; ანტიმონოპოლიური კანონმდებ­ლობის ფაქ­ტობრივად გაუქმება; საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის ზრდა; საჯარო სამსახურებში მომუშავეთათვის არაოფიციალურად ასაკობრივი შეზღუდვის დაწე­სება და სხვ.

ლიტერატურა 

  1. ასათიანი რ., 2014., საით მიდის საქართველო? თბ., “სიახლე”.
  2. ბალცეროვიჩი ლ., 2005, თავისუფლება და განვითა­რება, თბ., სიახლე.
  3. ბერულავა გ., 2011, საქართველოში ბიზნესგარემოს ფორმირების კანონ­ზო­მიერებები და მისი სრულ­ყო­ფის პერსპექტივები. პაატა გუგუშვილის ეკონომი­კის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. 4, “თსუ პ. გუ­გუ­შვილის ეკონ­ომიკის ინს­ტიტუტის გამ­ომ­­ცემლობა”.
  4. მესხია ი., მურჯიკნელი მ., 1996, ეკონომიკური რეფ­ორმა საქართველოში. თბ., “თსუ გამომცემ­ლო­ბა”.
  5. პაპავა გ.,  2011, ეკონომიკის საბაზრო  ტექნოლოგია. თბილისი, “პაატა გუგუშ­ვი­ლის ეკონომიკის ინსტი­ტუ­ტის გამომცემლობა”.
  6. პაპავა ვლ., 2002, პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონო­მი­კა, თბ., “პდპ”.
  7. სილაგაძე ა., 2013, „პოსტსაბჭოური ეკონომიკის“ განვითარების ზოგადი ასპექ­ტები. კრებული: “პოსტ­­კომუნის­ტ­ური ქვეყნების ეკონომი­კების აქტუალური პრობ­ლე­მე­ბი თანამედროვე ეტაპზე”. თბ., “თსუ პაატა გუ­გუშვილის ეკონომიკის ინსტი­ტუ­ტის გამომ­ცემ­ლობა”.
  8. ჩიქავა ლ., 2012, დასაქმება და უმუშევრობა საქარ­თ­ველოში. თბილისი “უნი­ვერსალი”.
  9. ჭითანავა ნ., 1999, გარდამავალი პერიოდის სოცია­ლურ-ეკონომიკური პრობ­ლემები (ეკონომიკის სა­ხელ­მ­წიფო რეგულირება). ნაწილი II. თბილისი, სესპსკი.
  10. წერეთელი გ., 2003, პოსტკომუნისტური ქვეყნის  სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის შეფასების საკითხისათვის. კრებულში: „საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში“. ტ. III. თბილისი, „მეცნიერება“.
  11. Abesadze R., 2011, Some theoretical aspects of economic development.  Journal “The Caucasus & Globalization”, CA&CC Pressâ, SVEDEN, Volume 3, Issue 4.
  12. Abesadze R., Kakulia E., 2009, The problems of state regulation of small business in Georgia. Journal: “Central Asia and the Caucasus”. No 6(60).
  13. Berend Tibor Ivan., 2005, An Economic History of Twentieth-Century Europe. — Cambridge University Press. Payne, Stanley G. A., 1995, History of Fascism, 1914-1945. — Routledge,. — ISBN 1-857285-95-6
  14. Beridze T., Ismailov E., 2004, Central Caucasus and economy of Georgia. Baku, “Nurlan”,;
  15. Burduli V., 2012, Ways of development of branch and technological structure of economy in the country in the conditions of globalization. –  Tb., “Ekonomisti”,; N3.
  16. Papava V., 2005, Necroeconomics. Political Economy of Post-Communist Capitalism. New York, Universe.
  17. Papava V., 2013, Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. Nova Science Publisher.
  18. Папава Г., 2009, Методология познания качеств реа­лий смешанной рыночной экономики и паралогизмы, стокгольмь, C&ACC,.
  19. Stanley G. A., 1995, Human Capital,  Columbia University Press
  20. Корнаи Я., 1990,  Дефицит. М., «Экономика».
  21. Мизес Е. Л., 1993, Бюрократия. Запланированный хаос. Анти­капи­талистическая ментальность. М.: «Дело»..
  22. Фридман М., 2006, Капитализм и свобода. М.: Новое издательство.
  23. Шумпетер Й., 1949, Капитализм, социализм и демократия.
  24. Хайек Ф. 1991,  Погубная самонадеянность. М., «Экономика».