English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ როზეტა ასათიანი
კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები

რეზიუმე

დიდმა დეპრესიამ, რომელმაც მილიონობით ადამიანს მოუტანა უმუშევრობა და სიღარიბე, მრავალ ქვეყანაში საზოგადოების პროგრესული მსოფლმხედველობითი ცვლილებები გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობას.

კეინზიანურ რევოლუციამდე კეთილდღეობის სახელმწიფო აღიქმებოდა როგორც მესამე გზა ორ უკიდურესობას შორის _ მკაცრად რეგულირებად იმდროინდელ სოციალიზმსა და უკონტროლო, არარეგულირებად Laissez- faire-ის ტიპის კაპიტალიზმს შორის.

ინგლისელი სოციოლოგი თომას მარშალი ნაშრომში - მოქალაქეობა და სოციალური კლასი კეთილდღეობის სახელმწიფოს მოიაზრებდა როგორც დემოკრატიის, კეთილდღეობისა და კაპიტალიზმის თავისებურ ნაზავს. მისი აზრით, ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს; აქედან გამომდინარე, ტერმინი – კეთილდღეობის სახელმწიფო უნდა გამოიყენებოდეს იმ ქვეყნების მიმართ, სადაც სოციალურ უფლებებს თან ახლავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები Laissez- faire.

კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის კვლევის ცენტრშია სახელმწიფო ხარჯებისა და ტრანსფერების განაწილებისა და გადანაწილების მექანიზმი. სახელმწიფო ხარჯები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: პირველი, სოციალური დახმარების გაწევა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის რჩენა; მეორე, ავადმყოფებისა და უმუშევრების შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევა; მესამე, სოციალურად დაუცველი ფენების არსებობისათვის აუცილებელი საქონლითა და მომსახურებით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას თავისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღატაკება და საზოგადოებრივი დოვლათი თითოეული პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. ამიტომაცაა, რომ `კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორია~ ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ხარჯებისა და ტრანსფერების განაწილებისა და გადანაწილების მექანიზმზე იმის შესახებ, თუ საბაზრო ეკონომიკაში როგორ შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს ეკონომიკაში სოციალური პრობლემების გადაჭრისა და კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.

კეთილდღეობის სახელმწიფოს კვლევის საფუძველზე ცივილიზებულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა კეთილდღეობის სახელმწიფოს შემდეგი მოდელები: კონტინენტალურ-ევროპული ანუ ქრისტიანულ-დემოკრატიული (გერმანია, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდი, შვეიცარია, საფრანგეთი), ანგლოსაქსონურ-ბრიტანული ანუ ნეოლიბერალური (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირლანდია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია), სკანდინავიურ-ნორდიკული ანუ სოციალურ- დემოკრატიული (შვედეთი, დანია, ისლანდია, ნორვეგიაფინეთი), ხმელთაშუაზღვისა ანუ სამხრეთევროპული (საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია) და კონსერვატიულ-კორპორატიული (იაპონია) მოდელები.

აღნიშნული მოდელებიდან განსაკუთრებული მომხიბვლელობა შეიძინა სკანდინავიურ-ნორდიკულმა მოდელმა. იგი აქტიური განხილვის საგანი გახდა XX საუკუნის 80-იანი წლებიდან.

ნორდიკული მოდელი გულისხმობს სოციალურ სფეროში აქტიურად ჩართულ სახელმწიფოს, განვითარებულ საზოგადოებრივ სექტორსა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე საზოგადოებას. ამიტომ ნორდიკული მოდელის `შარმი~ ხალხში უდიდეს კეთილგანწყობასა და სიმპათიას იმსახურებდა და იმსახურებს. ნორდიკული მოდელის მომხიბლელობა გამოიხატება ქონებრივი უთა- ნასწორობის შედარებით დაბალ დონეში, სოციალური მობილობის მაღალ ხარისხში, გენდერულ ბალანსში, აბსოლუტურ მატერიალურ კეთილდღეობაში და ა.შ.

ნორდიკული კეთილდღეობის თვალსაჩინო მაგალითი გასულ საუკუნეში იყო შვედეთი, ამჟამად ყურადღებას იმსახურებს კეთილდღეობის სახელმწიფოს გერმანული მოდელი. ეკონომიკურ ლიტერატურაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გერმანიის წარმატება, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის აქტიურად ფუნქციონირების შედეგია. თანამედროვე ევროპა სახელმწიფო სექტორის ინკლუზიური ზრდისა და კეთილდღეობის ამაღლების ტენდენციით ხასიათდება.

საკვანძო სიტყვები: კეთილდღეობის სახელმწიფო. კეთილდღეობის ეკონომიკა. სამოქალაქო საზოგადოება. კეინზიანური რევოლუცია. მესამე გზა. საზოგადოებრივი დოვლათი. გარე ეფექტები (ექსტერნალიები). ბუნებრივი მონოპოლიები. კონტინენტალურ-ევროპული მოდელი. ანგლოსაქსონურ-ბრიტანული მოდელი. ხმელთაშუაზღვის მოდელი. კონსერვატიულ-კორპორატიული მოდელი.

შესავალი

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს კეთილდღეობის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების კვლევა. ამასთან, საბაზრო ეკონომიკაში სოციალური ორიენტაციის გაძლიერებამ წინა პლანზე წამოსწია ეს პრობლემა. იგი მიკროეკონომიკური ინსტრუმენტარიუმის გამოყენების საფუძველზე მაკროეკონომიკურ, აგრეგირებულ დონეზე ახდენს ქვეყანაში კეთილდღეობის დონის შეფასებას.

თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიები, მოდელები თუ პროგრამები არსებითად განსხვავდება ადრინდელისაგან, რასაც, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარების განსხვავებული დონეები და საზოგადოების გან- სხვავებული მოთხოვნილებები განაპირობებს. როგორ, რა გზით შეიძლებოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩართვით, მისი მონაწილეობით საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება? ეს საკითხი არ არის ახალი და მასზე მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში, დროსა და სივრცეში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ტერმინი `სოციალური სახელმწიფო~ (სოზიალსტაატ), ჯერ კიდევ, 1850 წელს, გამოიყენა გერმანელმა თეორეტიკოსმა ლორენც ფ. შტეინმა. რაც შეეხება ინგლისურ ტერმინს _ `საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო~ – თავდაპირველად იგი გამოიყენა ინგლისელმაარქიეპისკოპოსმა უილიამ ტემპლმა ნაშრომში _ `ქრისტიანობა და სოციალური წესრიგი~ (1942).

კეთილდღეობის ეკონომიკა (welfare economics), როგორც კეთილდღეობის ეკონომიკური დოქტრინა, ეკონომიკური თეორიის კვლევის სპეციფიკური სფერო, შეისწავლის რესურსების ეფექტიანი განაწილებისა (ალოკაციური ეფექტიანობა) და საზოგადოების შემოსავლების ოპტიმალური გადანაწილების (პარეტოს ოპტიმუმი) საკითხებს.

კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის იტალიელ ეკონომისტს, მათემატიკოსსა და სოცილოგოს ვილფრედო პარეტოს (1848-1923), ლეონ ვალრასის მემკვიდრეს, ლოზანის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელს. მან განსაზღვრა სოციალური ოპტიმუმი (რომელიც `პარეტო-ოპტიმუმის~ სახელწოდებითაა ცნობილი), რომლის მიხედვით, საზოგადოების ერთი ნაწილის კეთილდღეობის ზრდამ არ უნდა შეამციროს მეორე ნაწილის კეთილდღეობის დონე. სარგებლიანობის ინდივიდუალიზმის კონცეფცია ანუ კარდინალური სარგებლიანობის კონცეფცია ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ინდივიდების კეთილდღეობას პარეტო-ოპტიმუმის ფარგლებში, მეორე მხრივ, გარკვეულ პარამეტრებში ინდივიდებს შორის საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებასა და არათანაბრად განაწილებული შემოსავლების გადანაწილებას.

კეთილდღეობის ეკონომიკას იხილავდა აგრეთვე ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი არტურ პიგუ (1877-1959). მან კეთილდღეობის საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები _ `სიმდიდრე და კეთილდღეობა~ (1912), `კეთილდღეობის ეკონომიკა~ (1921), ამასთან, შექმნა სრული დასაქმების მიღწევის მექანიზმი კეინზიანური სისტემის ჩარჩოებში,რომელიც `პიგუს ეფექტის~ სახელწოდებითაა ცნობილი[1].

თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტები ეყრდნობა ა. მარშალის `სოციალური მოქალაქეობრიობის კონცეფციას~, რომლის მიხედვით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემოსავლების მინიმალური დონე, ამასთან, სოციალური დოვლათი უნდა მიაწოდოსთითოეულ მოქალაქეს როგორც მისი პოლიტიკური უფლების განხორციელება და არა როგორც ქველმოქმედება.

30-იან წლების პირველ ნახევარში დიდი რეზონანსი ჰქონდა აშშ-ში დემოკრატ_პრეზიდენტის ფრანკლინ დ. რუზველტის მთავრობის მიერ `ახალი კურსის~ ჩარჩოებში გატარებულ სოციალური დაცვის ღონისძიებებს. ასევე, 1942 წელს დიდი რეზონანსი მოჰყვა უილიამ ბევერიჯის მოხსენებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც მან პირველმა წინა პლანზე წამოსწია კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორია სოციალური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.

***

კეთილდღეობის სახელმწიფოს უშუალო კავშირი აქვს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირებასთან და პროგრესული დაბეგვრის საფუძველზე ითვალისწინებს შემოსავლების გადანაწილებას მკვეთრი სოციალური უთანასწორობის დაძლევის მიზნით. იგი წინა პლანზე წამოწევს სახელმწიფოს ახალ როლს ეკონომიკაში, განაპირობებს საზოგადოებრივი სექტორის ეკო- ნომიკის სწრაფ განვითარებასა და მისი როლის ზრდას ისეთი ამოცანების გადაჭრაში, როგორიცაა საზოგადოებრივი დოვლათის წარმოება, საზოგადოების დაცვა უარყ- ოფითი გარე ეფექტებისგან, ბუნებრივი მონოპოლიების ჩართვა მაკროეკონომიკურ რეგულირებაში, საბაზრო ეკონომიკის თანმხლები უარყოფითი სოციალური შედე- გების კორექტირება, ანუ პარეტოს მიხედვით რესურსების გადანაწილების გზით გაუმჯობესების მიღწევა, როდესაც ერთი ინდივიდის (ან ინდივიდთა ჯგუფის) მდგომარეობა უმჯობესდება მეორე ინდივიდის (ან ინდივიდთა ჯგუფის) მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ოთხ ძირითად მოდელს გამოყოფენ. ეს მოდელებია: კონტინეტალურ-ევროპული ანუგერმანულიმოდელი, ანგლოსაქსო-ნურ_ბრიტანული მოდელი, სკანდინავიური ანუ ნორდიკული მოდელი და ხმელთაშუაზღვის ანუ სამხრეთევროპული მოდელი[2], თუმცა ამ მოდელების გარდა, ზოგიერთი ავტორი (მაგ., ესპინ-ანდერ- სონი) გამოყოფს კონსერვატი-ულ_კორპორატიულ მოდელსაც[3].

კონტინეტალურ-ევროპული მოდელი ქრისტიანულ-დემოკრატიული მოდელია, რომელიც გარდა გერმანიისა, არის ავსტრიაში, ბელგიაში, ნიდერლანდსა და შვეიცარიაში, ნაწილობრივ, საფრანგეთშიც. იგი პირველად 1950-იან წლებში შეიქმნა გერმანიაში. ამ მოდელისათვის დამახასიათებელია სოციალური მიზნებისათვის სახელმწიფო ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილის (თითქმის 50%) გადანაწილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სადაზღვევო ფონდების ფორმირება ძირითადად დამქირავებელთა ხარჯზე, სოციალური პარტნიორობის განვითარებული ინსტიტუტების არსებობა, მაღალი დასაქმების მიღწევისათვის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ცხოვრების ხარისხის მიღწევა, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების დაცვა და განვითარება, საბაზრო კონკურენციის სტიმულირება და ა.შ. 2015 წლის მონაცემებით, ცხოვრების ხარისხისა და `კომფორტულობის~ კრებსითი ინდექსის[4] მიხედვით 188 ქვეყანას შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა შვეიცარია (222,94), მეორე ადგილზე _ გერმანია (195,94), ხოლო 193,86 ინდექსით, მესამე ადგილზეა შვედეთი[5].

ანგლოსაქსონურ-ბრიტანული მოდელი ნეოლიბერალური მოდელია, რომელიც გარდა დიდი ბრიტანეთისა, არის აშშ-ში, ირლანდიაში, კანადაში, აგრეთვე ავსტრა- ლიასა და ახალ ზელანდიაში. იგი ითვალისწინებს სახელმწიფო ფინანსების არაუმეტეს 40%-ის გადანაწილებას სოციალური მიზნებისათვის. გერმანული მოდელისაგან განსხვავებით, ანგლოსაქსონური მოდელისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოს შედარებით პასიური როლი დასაქმების რეგულირებაში, მაღალი ხვედრითი წონა კი _ კერძო კომპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციე- ბისათვის სოციალური მომსახურების გაწევაში, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

სკანდინავიურ-ნორდიკული მოდელი სოციალ-დემოკრატიული მოდელია, რომელიც დამახასიათებელია შვედეთის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და ფინეთისათვის. ამ მოდელისთვის ნიშანდობლივია აქტიური სოციალური პოლიტიკა, ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნის, მიღწევა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის განვითარებ- ის საფუძველზე (სახელმწიფო პროგრესული დაბეგვრით სახელმწიფო ფინანსების 50%-ის ბიუჯეტის მეშვეობით გადანაწილების გზით), სოციალური სოლიდარობის იდეის რეალიზაცია და ა.შ.

ხმელთაშუაზღვის-სამხრეთევროპული მოდელი (საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია), ხასიათდება სოციალური მიზნებისათვის მშპ-ის 50%-ზე ნაკლების ბიუჯეტის გზით გადანაწილებით, თუმცა, სოციალურიპოლიტიკა ეხება სო- ციალურად ნაკლებად დაცულ მოსახლეობას და არა აქვს საყოველთაო, ყოვლისმომცველი, ინკლუზიური ხასიათი.

კეთილდღეობისსახელმწიფოს კონსერვატიულ-კორპორატიულ მო¬დელს ¬სა-ფუძვ¬ლად უდევს ე. წ. კორპორაციული პრინციპი, რომელიც, კორპორაციას ანიჭებს მთელ პასუხისმგებლობას თავის მუშაკების სოცალურ-ეკონომიკური მდგომარობის მიმართ. დაქირავებულთა მთელი სიცოცხლის მანძილზე დაქირავების სისტემის შექმნით, კორპორაცია (საწარმო, დაწესებულება) მაქსიმალურად ზრდის მათ დაინტერესებას თავიანთი შრომის შედეგებით, რაც განმტკიცებულია აგრეთვე კორპორაციის აქციების გარკვეული ნაწილის დაქირავებულებზე განაწილებით, მათი ძალისხმევით მოგების გაზრდასთან დაკავშირებით და ა.შ., რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სოციალურ გარანტიებში, კერძოდ, საპენსიო უზრუნველყოფაში, სამედიცინო მომსახურებასა და განათლებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვაში და ა.შ. ამ მოდელის ფინანსურ უზრუნველყოფას ძირითადად ქმნის კორპორაციების სადაზღვევო შენატანები.

კეთილდღეობის სახელმწიფოს კონსერვატიულ-კორპორატიული მოდელის კლასიკური წარმომადგენელია იაპონია.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულ მოდელად ნორდიკული (სკანდინავიური) მოდელია აღიარებული. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პირველ ათწლეულებში, როდესაც ევროპას `რკინის ფარდა~ ყოფდა, კეთილდღეობის სახელმწიფოს ნორდიკული მოდელი წარმატებით გამოიყენებოდა სკანდინავიის ქვეყნებში, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა შვედეთი.

ეკონომიკური აზრის შვედური სკოლა წარმოიშვა XX საუკუნის 30-იან წლებში, როგორც `დიდი დეპრესიის~ გამოწვევა. მან მიიპყრო სოციალ-დემოკრატებისა და სხვა პოლიტიკური მოძრაობების ყურადღება.

`მესამე გზის~ პოლიტიკაზე დამყარებული სკანდინავიის ქვეყნების ყველასაგან განსხვავებული კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი აქტიური განხილვის საგანი 1980-იან წლებში გახდა. შვედური მოდელის ცნობილი წარმომადგენლებია ვ. მიურდალი, ბ. ოლინი, ბ. ჰანსენი, ე. ლინდალი და სხვები. ნორდიკული მოდელი გულისხმობდა სოციალურ სფეროში აქტიურად ჩართულ სახელმწიფო სექტორს, განვითარებულ საზოგადოებრივ სექტორსა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე საზოგადოებას, რომელსაც ღრმად სწამდა სოციალური კეთილდღეობის დიდი მნიშვნელობა, იგი განიხილებოდა სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მაგალითად.

შვედური მოდელისათვის დამახასიათებელი ძლიერი სოციალური პოლიტიკა ითვალისწინებს ქონებრივი უთანასწორობის მკვეთრ შემცირებას, ეკონომიკის სახელმ- წიფო რეგულირებას, სახელმწიფო ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებას ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის სასარგებლოდ, მშპ-ის ხარჯვითი ნაწილის ნახევარზე მეტის გამოყენებას სოციალური მიზნებისათვის, შემოსავლების გადანაწილებას, ძირითადად, დაბეგვრის მაღალი ნორმის საფუძველზე და ა.შ.

შვედეთში სახელმწიფო თავის თავზე იღებს მოსახლეობის დასაქმების, განათლების, სამედიცინო მომსახურების, სოციალური დაზღვევის უზრუნველყოფაზე ზრუნვას, აგრეთვე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ტრანსპორტისა და ა.შ. მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნას.

შვედეთის სახელმწიფომ თავის ლაიტმოტივად დაისახა მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამებისა და შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელება, ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისა და სიღარიბის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარება.

ამჟამად შვედეთში მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების დონისა და ხარისხის გამოთანაბრება და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომი- კიდან სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ნორდიკული მოდელის `შარმი~ ხალხში უდიდეს კეთილგანწყობასა და სიმპათიას იმსახურებდა და იმსახურებს.

ნორდიკული მოდელის მომხიბვლელობა გამოიხატება ქონებრივი უთანასწორობის შედარებით დაბალ დონეში, სოციალური მობილობის მაღალ ხარისხში, გენდერულ ბალანსში, აბსოლუტურ მატერიალურ კეთილდღეობაში და ა.შ.

ნორდიკული მოდელის პოპულარობა სკანდინავიურ ქვეყნებში მოვლენების ცვლილების პარალელურად იცვლებოდა. მაშინ, როდესაც 80-იანი წლების დასაწყისში შვედეთმა, ნორვეგიამ და ფინეთმა მიაღწიეს მოსახლეობის სრულ დასაქმებას, დანარჩენი ევროპა, დანიის ჩათვლით, მასობრივ უმუშევრობას ებრძოდა. ნორდიკული მოდელის მაღალი პოპულარობა შემცირდა მაშინ, როდესაც 90-იან წლებში წარმატებულ ქვეყნებში თავი იჩინა უმუშევრობის მაღალმა დონემ, თუმცა, 90-იანი წლების ბოლოს ნორდიკული მოდელის ადრინდელი პოპულარობა ისევ გაიზარდა, ვინაიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა ისევ მიაღწიეს სრულ დასაქმებას, დანიამაც თავი დააღწია ქვეყანაში გაბატონებულ უმუშევრობას და გახდა უპირველესი რეფორმატორი სრული დასაქმების საკითხში.

კონტინენტური ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, 90-იან წლებში სკანდინავიური სახელმწიფოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო საზოგადოების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისებისადმი, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე. ნორდიკული მოდელისთვის ნიშანდობლივია სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმების პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირი, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ეკონომიკური პროგრესი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ასეთი კეთილდღეობა განაპირობა მთელი საზოგადოების მაღალმა შრომისუნარიანობამ. ნორდიკუ- ლი კეთილდღეობა შედეგია არა იმდენად სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯების, რამდენადაც საზოგადოების მონდომების საფუძველზე მიღებული უკუგებისა.

თანამედროვე პირობებში კეთილდღეობის სახელმწიფოს თვალსაჩინო მაგალითია გერმანია. მისთვის გამოკვეთილად ნიშანდობლივია მეწარმეობის ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან და იგი, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის აქტიურად ფუნქციონირების შედეგია. საზოგადოებრივი სექტორის სოციალური ორიენტაციის მასშტაბები დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, არამედ არსებულ ტრადიციებსა და ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებებზე.

გერმანიაში სახელმწიფო ხარჯების გაზრდას, ჯერ კიდევ, I მსოფლიო ომამდე ჰქონდა ადგილი. იგი ომის პერიოდშიც იზრდებოდა, ხოლო ომის შემდგომ წლებში, მართალია, შემცირდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ დაცემულა ომამდელ დონემდე. ასე იყო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრიასა და რიგ სხვა ქვეყანაში.

XX საუკუნის შემდგომ პერიოდში საზოგადოებრივი სექტორის წილი მშპ-ში კვლავ იზრდებოდა და, აქედან გამომდინარე, სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის გაცემული სახელმწიფო ხარჯების წილიც იზრდებოდა. საზოგადოებრივი სექტორის მასშტაბები სულ უფრო ფართოვდბოდა მოსახლეობის ფართო მასების მომსახურებასთან დაკავშირებით. განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ნორდიკულ ქვეყნებში, ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა. II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მაგალითად, გერმანიაში თუ ერთობლივმა სახელმწიფო ხარჯებმა მთლიან ეროვნულ პროდუქტში (მეპ) 1960 წელს 32,4% შეადგინა, 2010 წელს შეადგინა 47,5%, შვედეთში, შესაბამისად 31,0 და 55,2%, ნორვეგიაში – 29,9 და 46,3% და ა.შ. შედარებით შეფერხდა ეს პროცესი 1970_იან წლებში, თუმცა, შემდგომ პერიოდში ხასიათდეობდა ზრდის ტენდენციებით. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ბუნებრივია, ნეგატიური გავლენა მოახდინა განვითარებული, მათ შორის, ნორდიკული ქვეყნების ეკონომიკაზე, მაგრამ საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ფუნქციები. ბოლო პერიოდში ამ ქვეყნებში სახელმწიფო სექტორი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

დასკვნა

სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერი მოდელისთვის ნიშანდობლივია სახელმწიფოს, ბაზრისა და საზოგადოების სიმბიოზი.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებია: მან უნდა გააკეთოს ყოველივე ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ბაზარს. უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ კანონების მკაცრად დაცვასა და მთელ ეკონომიკაში წესრიგის დამყარებას, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ცივილიზებული, მსოფლიოში აპრობირებული გზით ფუნქციონირებას.

სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია მოითხოვს დემოკრატიის ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სოციალური პარტნიორობის ინტიტუტების მეშვეობით კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის ხელშეწყობას.

გლობალიზაციამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელებში. დასავლეთ-ევროპული ქვეყნებისთვის ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის გაზრდამ, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მძიმე და მომპოვებელი მრეწველობის ნაციონალიზაციამ და ა.შ. ახალი შინაარსი შეიძინა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. 2016. ეკონომიკური განვითარების თეორია. თბილისი, `თსუპაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა~.
  2. აბესაძე რ. 2015. ეკონომიკური განვითარება. მეორე გამოცემა. თბილისი, `თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა~.
  3. აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბილისი, `თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა~.
  4. ასათიანი რ. 2016. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, გენეზისი. `ეკონომისტი~, #3.
  5. ასათიანი რ. 2016. კონკურენციის თეორიები და ახალი ინოვაციური სისტემა. `ახალი ეკონომისტი~, 2.
  6. ასათიანი რ. 2015. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  7. ასათიანი რ. 2014. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  8. ასათიანი რ. 2014. საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი, თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  9. ასათიანი რ. 2014.საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის სწავლების აუცილებლობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. `სოციალური ეკონომიკა~, #1.
  10. ასათიანი რ. 2013. ახალი მსოფლიო წესრიგი და მისი პრინციპების რეალიზაციის არსებული მდგომარეობა საქართვე- ლოში. `საქართველოს ეკონომიკა~, #12;
  11. ასათიანი რ. 2012. სახელმწიფო როგორც ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული თანხმობის გარანტი. `ეროვნული ეკონომიკები და გლობალიზაცია~. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. თბილისი, 28-29 ივნისი.
  12. ასათიანი რ. 2012.ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა. `საქართველოს ეკონომიკა~, #9;
  13. ასათიანი რ. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი და საქართველო. `საქართველოს ეკონომიკა~. 2011, ¹2;
  14. ასათიანი რ. 2009. საქართველოს ეკონომიკა. ახალი ეპოქა. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  15. ასათიანი რ. 2008. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და სოციალური რეფორმები. `შრომები~. VI ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  16. ასათიანი რ. 2005. პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  17. ასათიანი რ. 2003.ახალი მსოფლიო წესრიგი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. `მაკრო მიკრო ეკონომიკა~, #4.
  18. ასათიანი რ. 2001. `ახალი სოციალური საკითხი~ და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა. `შრომები~. II ტომი. საქართვე- ლოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  19. ასათიანი რ. 2000. საქართველოს სოციალური სტრატიფიკაცია ეკონომიკური რეფორმების ფონზე. `ეკონომიკა~,¹9-12.
  20. ასათიანი რ. 1993. მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, `თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა~.
  21. ლეიაშვილიპ. 2017. ეკონომიკური მოღვაწეობა: სისტემური ანალიზი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.
  22. პაპავა ვ. 2015. საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბილისი, `ინტელექტი~.
  23. პაპავა ვ. 1995. სახელმწიფოს როლი თანამედროვე ეკონო- მიკურ სისტემაში. `ეკონომიკა~, #7-9.
  24. ჭითანავა ნ. 2012. საქართველოს ეკონომიკის მეტამორფო- ზები და პერსპექტივები. თბილისი, `ივერიონი~.
  25. Asatiani R. 2011. Caucasus and Georgian Economy: Past, Present, Prospects. “The Caucasus Region: Economic and Political Develop- ments”. New York, Nova Science Publishers Inc,;.
  26. Asatiani R. 2009. Post-communist Transition Period in the Georgian Economy. “The Caucasus & Globalization”. Vol3(2-3), Volume 3, Issue 4, “Ca&CC Press”, Sweden.
  27. Asatiani R. 2007. The Phenomenon of Globalization and its Influence on National Economics. “The Caucasus & Globalization”. Vol 1(3), Sweden, “Ca&CC Press”.
  28. Asatiani R. 2004. Study of Public Sector Economics as Necessary Con- dition of Social Orientation. Bulletin of the Georgian Academy of Sciences. Vol. 169, number 2, March-April. 
  29. AtkinsonA. B., Stiglitz J. E. 1980. Lectures on public economics.Business Forecast.by; http://www3.weforum.org/docs/ WEF_GlobalCompetitive-nessReport_2010-11.pdf
  30. Coase R. 1996. The Problem of Social Cost. “Journal of Law and Eco- nomics”. Vol. 3.
  31. Stiglitz J. E. 1999. Economics of the.  public sector. Second Edition. New York-London, “W.W. Nortonn & Company” Inc.
  32. Àñàòèàíè Ð. Óñèëåíèå ãëîáàëüíûõ òåíäåíöèè êîíêóðåíöèè è íîâûå ïåðñïåêòèâû êîíêóðåíòîñïîñîáíîñòè Ãðóçèè. `social- uri ekonomika~, 2015, ¹6;
  33. Çàíàáâîðîâ Â.Ñ. 2006. Òåîðèÿ ãîñóäàðñòâåííûõ ôèíàíñîâ. Ì., ÈÄ ÃÓ ÂØÝ.
  34. Êåèíñ Äæ. 1978. Îáùÿ òåîðèÿ çàíÿòîñòè, ïðîöåíòà è äåíåã. Ïåðåâîä ñ àíãëèéñêîãî. Ì., “Ïðîãðåññ”.
  35. Ïèãó Å. 1985. Ýêîíîìè÷åñêàÿ òåîðèÿ áëàãîñîñòîÿíèÿ. Ïåðåâîä ñ àíãëèéñêîãî. Ì.
  36. Ïîðòåð Ì. 2000. Êîíêóðåíöèÿ. Ïåðåâîä ñ àíãëèéñêîãî. Ñàíêò- Ïåòåðáóðã, Ìîñêâà, Êèåâ. «Âèëüÿìñ».
  37. Ðèíêâèñò Ì. 1995. Îá îáùåñòâåííîì ñåêòîðå: ÷òî îí äàåò è ÷òî áåðåò. Ñòîêãîëüì.
  38. Ýðõàðä Ë. 1991. Áëàãîñîñòîÿíèå äëÿ âñåõ. Ïåðåâîä ñ àíãëèéñêîãî. Ì.
  39. Øóìïåòåð É. 1982. òåîðèÿ ýêîíîìè÷åñêîãî ðàçâèòèÿ. Ïåðåâîä ñ íåìåöêîãî. Ì., «Ïðîãðåññ».
  40. ÞðüåâàÒ.Â.2001. Ñîöèàëüíàÿýêîíîìèêà.Ó÷åáíèê.Ì.,“Äðîôà”.
  41. Ýêîíîìèêà îáùåñòâåííîãî ñåêòîðà. Ïîä ðåä. ßêîáñîíà Ë. È., Êîëîñíèöûíîé Ì.Ã. Ì., «Þíàèò», 2016;
  42. http://www.clelt.ru/2001/12/uzbashianz-12.htmlwww.statistics.ge
  43. www.economics.ge
  44. www.nbg.gov.ge
  45. www.mof.ge


[1] ასათიანი რ. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, გვ. 316.

[2]http://www.economy-web.org/?p=612 , http://www.european.ge/ketildgeo- bis -saxelmwifos-modelebi-nordikuli-qveynebi-i/copyright

ეს მოდელები ოქსფორდის `საყოველთაო კეთილდღეობის სახელ- მწიფოს~ სახელმძღვანელოშია შესული.

[3] http://www.studme.org/31098/pravo/modeli_sotsialnogo_gosudarstva

[4] ცხოვრების ხარისხის მიხედვით 64,96 ინდექსით საქართველო 57-ე ადგილზეა.

[5]ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოითვლება შემდეგი მაჩვე- ნებლების მიხედვით: შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმე- ბის საშუალო წლიური ზრდა, ინფლაციის საშუალო წლიური ნორმა, ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, სუფთა წყლის ხელმის- აწვდომობა, ენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, სრული პირადი თავისუფლება, სასჯელმისჯილთა რაოდენობა და ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში, გარემოს დაცვის დონე.