English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ როზეტა ასათიანი
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების (მეინსტრიმის) შეცვლის აუცილებლობა საქართველოში

რე­ზი­­მე

ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას უდი­დე­სი რო­ლი აკის­რია ნე­ბის­მი­­რი ქვეყ­ნის სო­ცი­­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და სა­მეც­ნი­­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ ფა­სე­­ლო­ბა­თა დამ­კვიდ­რე­ბა­ში. სა­ხელ­მწი­ფო კი იმის გა­რან­ტია თუ არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად იმარ­თე­ბა იგი. რე­­ლუ­რად არ­სე­ბობს კი ასე­თი პო­ლი­ტი­კა, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში არის თვა­ლის და­ხუჭ­ვი­სა და მის­გან გაქ­ცე­ვის პო­ლი­ტი­კა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას სპონ­ტა­ნუ­რი ხა­სი­­თი აქვს და მას კლა­სი­კუ­რი ფორ­მით არც ერ­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­­რია არ გა­მო­­ყე­ნე­ბია სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­­დის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში. ქვე­ყა­ნა­ში იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­გორც ენ­დო­გე­ნუ­რი, ისე ეგ­ზო­­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნით სა­ქარ­თვე­ლომ ვერ შეძ­ლო ჯან­საღ სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დას­ვლა და დღე­საც "ულ­ტრა­ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის" მარ­წუ­ხებ­შია მოქ­ცე­­ლი. ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­ლია ცხოვ­რე­ბის დო­ნე და ხა­რის­ხი, მა­ღა­ლია ჯი­ნის კო­­ფი­ცი­ენ­ტი, მი­ზე­რუ­ლია სა­შუ­­ლო ფე­ნა, გა­­საძ­ლი­სია სო­ცი­­ლუ­რი ფო­ნი, მწვა­ვეა სო­ცი­­ლუ­რი სტრა­ტი­ფი­კა­ცია, მი­უღ­წე­ვე­ლია სა­მარ­თლი­­ნო­ბა და სო­ცი­­ლუ­რი თან­ხმო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­­აზ­რე­ბელ­მა ეკო­ნო­მი­ურ­მა პო­ლი­ტი­კამ ეკო­ნო­მი­კის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია. კვა­ზი­დე­მოკ­რა­ტია აფერ­ხებს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლას.

სა­ქარ­თვე­ლოს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, პირ­ველ­ ყოვ­ლი­სა, არას­წორ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში უნ­და ვე­ძი­ოთ. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის (მე­ინ­სტრი­მის) შეც­ვლა და აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა სო­ცი­­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გაძ­ლი­­რე­ბა­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი ბაზ­რის გა­მო­ცოც­ხლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, მეინსტრიმი, სოციალური ორიენტაცია.

შესავალი

 

ეკონომიკურ პოლიტიკას უდიდესი როლი აკი­სრია ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, აქედან გამომდინარე კი კულტუ­რულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფასეუ­ლობათა დამკვი­დ­რე­ბაში. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, სა­ქარ­თველოს ეკონომიკურ პოლიტი­კაში კლასიკური ფორმით არცერთი ეკო­ნო­მიკური თეორია არ გამოუყენებია. არდა აპრობირებული ეკონომიკური თეო­რიის გარეშე ეკონომიკურ პოლი­ტიკას სპონტანური ხასიათი აქვს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში ზო­გა­დად სა­კით­ხი შემ­დეგ­ნა­ი­რად დგას ჴ გინ­და გახ­დე სტა­ბი­ლუ­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა? ჴ მაშ გა­ა­ტა­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი იმ პი­რო­ბე­ბი­თა და პროგ­რა­მით, რომ­ლებ­საც ჩვენ გთა­ვა­ზობთ.

მაგ­რამ, რო­გორც პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, უც­ხო­ე­ლი ეკო­ნო­მის­ტე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი "რე­ცეპ­ტე­ბი" ყო­ველ­თვის არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. არ გა­ა­მარ­თლა იმ შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ, რომ ერთ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ამი­ტომ ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მე­ბის ერ­თი და იგი­ვე მო­დე­ლი ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თუ ზო­გა­დად შე­ვა­ფა­სებთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი დას­კვნის გა­კე­თე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა პრო­პა­გან­დის დო­ნე­ზე დარ­ჩა. ჩვენ ისე ვა­შე­ნებთ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კას, რო­გორც სო­ცი­ა­ლიზ­მი ავა­შე­ნეთ (თა­ნაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი).

არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ოს არც ერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა (და არა სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ელე­მენ­ტე­ბი) ანუ სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი  სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ის ძი­რი­თა­დი პოს­ტუ­ლა­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად. კე­ინ­ზის თე­ო­რია ხომ ეკო­ნო­მი­კის კრი­ზი­სულ ანა­ლიზს ეძ­ღვნე­ბა და ხსნის უმუ­შევ­რო­ბის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, სი­ღა­რი­ბის მი­ზე­ზე­ბს, ამას­თან, იძ­ლე­ვა ამ სო­ცი­ა­ლუ­რად აუ­ტა­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ქვეყ­ნის თა­ვის დაღ­წე­ვის გზებს. და­სავ­ლეთ­ში არ არ­სე­ბობს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც თა­ვი­სი აღ­მავ­ლო­ბა, ეფექ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა "კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ით" არ და­ეწ­ყოს.

კე­ინ­ზის მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ეფექ­ტი, რომ­ლის ათ­ვლის წერ­ტი­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბის გაზ­რდა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბაზ­რი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა უკავ­შირ­დე­ბა, მკაც­რი ვე­ლუ­რი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნგრე­ვი­სა და ახა­ლი სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი, თა­ვის მხრივ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ათ­ვლის წერ­ტი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს მო­წი­ნა­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნა დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ, მაგ­რამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში.

ამ "მსოფ­ლიო სას­წა­­ლის" გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოჰ­ყვა ქვეყ­ნის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­­ბის გა­რიყ­ვა სა­კუთ­რე­ბი­სა და საქ­მი­­ნი აქ­ტი­­რო­ბი­სა­გან, უმუ­შევ­რო­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის მკვეთ­რი ზრდა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­ფარ­ვა ჯერ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან გა­დას­რო­ლი­ლი თან­ხე­ბით, ხო­ლო შემ­დეგ ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის მეტ­წი­ლად უც­ხო­­ლებ­ზე მი­ყი­დვით. თა­ვის მხრივ, ყო­ვე­ლი­ვე ამას მოჰ­ყვა კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა, ცი­ხე­ე­ბის პა­ტიმ­რე­ბით, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბით ავ­სე­ბა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა და, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა. მოკ­ლედ, არას­წორ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა პო­ლი­ტი­კამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა.

ჯერ იყო და რე­ფო­რმი­რე­ბის საწ­ყის ეტაპ­ზე გა­რე­დან თავს მოგ­ვახ­ვი­ეს ე.წ. "შო­კუ­რი თე­რა­პია", რო­მე­ლიც არ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჴ ეკო­ნო­მი­კის შო­კი­რე­ბას თე­რა­პია არ მოჰ­ყო­ლია და ვა­შინ­გტო­ნის კონ­სე­სუ­სის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლის ეს მო­დე­ლი თვით პოს­ტვა­შიგ­ნტო­ნის კონ­სე­სუს­მა უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა[1].

ამის შემ­დეგ იყო და 1996 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას სა­ფუძ­ვლად მო­ნე­ტა­რუ­ლი "ძვი­რი ფუ­ლის" პო­ლი­ტი­კა და­ე­დო, რო­მე­ლიც კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი თე­ო­რი­ი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კის ან­ტი­პო­დია. ინ­ფლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ­მა ამ პო­ლი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია მწვა­ვე ფუ­ლა­დი "შიმ­ში­ლი" და კი­დევ უფ­რო ჩაკ­ლა წარ­მო­ე­ბა[ასა­თი­ა­ნი რ. 2000].

ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც "ძვი­რი ფუ­ლის" პო­ლი­ტი­კით და­ეღ­წია თა­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა­გან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის შო­კი­რე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი ეფექ­ტე­ბის შემ­დეგ, რე­ფორ­მი­რე­ბის II ეტაპ­ზე (1996-2003) "ძვი­რი ფუ­ლის" პო­ლი­ტი­კის მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ეფექ­ტი ეკო­ნო­მი­კის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ფორ­მა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი გახ­და [ასა­თი­ა­ნი რ. 2005]. მი­სი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ფუ­ლის მი­წო­დე­ბის მკვეთ­რი შეზ­ღუდ­ვით ინ­ფლა­ცი­ის მო­თოკ­ვა და ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლი­ზა­ცია იყო. ლა­რის ხე­ლოვ­ნურ­მა გამ­ყა­რე­ბამ და მი­სი  დე­ფი­ცი­ტის შექ­მნამ გა­მო­იწ­ვია დო­ლა­რი­ზა­ცი­ის სწრა­ფი ზრდა (დო­ლა­რი­ზა­ცი­ის დო­ნემ 36%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა) და ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი წარ­მო­იქ­მნა რო­გორც ფუ­ლად-სა­რე­დი­ტო, ისე ფის­კა­ლურ სფე­რო­ში, რაც უარ­ყო­ფი­თად  აი­სა­ხა სა­გა­და­სა­ხა­დო-სა­ან­გა­რიშ­სწო­რე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მთელ სის­ტე­მა­ზე. "ძვი­რი ფუ­ლის" პო­ლი­ტი­კამ მხო­ლოდ "ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის" ეფექ­ტი გა­მო­იწ­ვია და კი­დევ უფ­რო და­ა­მუხ­რუ­ჭა ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო-სა­გა­და­სა­ხა­დო კრი­ზი­სი, რა­მაც დას­ცა ერ­თობ­ლი­ვი  მოთ­ხოვ­ნა და გა­ამ­წვა­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ეროვ­ნულ­მა ეკო­ნო­მი­კამ და­კარ­გა სო­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია, რის გა­რე­შეც ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მა პო­ლი­ტი­კუ­რად ნაკ­ლებ­სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­და.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ეკო­ნო­მი­კის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის დაგ­ლას ნორ­თის აზრს, "ძვი­რი ფუ­ლის" პო­ლი­ტი­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლია მხო­ლოდ მა­შინ,  რო­დე­საც ლა­პა­რა­კია ბაზ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე და არა იმა­ზე, თუ რო­გორ უნ­და შე­იქ­მნას და გან­ვი­თარ­დეს ბა­ზა­რი [Horth D. 1995].

ქვეყ­ნის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ორ­თო­დოქ­სულ მო­დელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ეს პო­ლი­ტი­კა თა­ვი­სე­ბუ­რი შო­კი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის. მან ეკო­ნო­მი­კას არამც თუ შეს­ძი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია, არა­­მედ, პი­რი­ქით, გა­ამ­წვა­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რი­თაც საფ­რთხე შე­უქ­მნა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. ამი­ტო­მა­ცაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სავ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში უთა­ნაბ­რო­ბის ინ­დექ­სი _ ჯი­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მა­ღა­ლია (0,40-0,41) და სო­ცი­ა­ლუ­რი სტრა­ტი­ფი­კა­ცია ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ასე მო­უმ­ზა­დებ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი პრი­ვა­ტი­ზა­ცია კარგს არა­ფერს მო­უ­ტან­და ქვე­ყა­ნას. თუ მოკ­ლედ შე­ვა­ფა­სებთ გან­ვლილ წლებს, პა­სუ­ხი ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: სა­ხელ­მწი­ფომ მო­ირ­გო პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის "რბი­ლი ხელ­თათ­მა­ნი", რომ­ლის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად წარ­მარ­თვი­სას აქ­ცენ­ტი არ გა­კე­თე­ბუ­ლა კორ­პო­რა­ცი­ულ მარ­თვა­ზე, კერ­ძო სექ­ტორს სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­ვე­ბი გა­და­ე­ცა ყო­ველ­გვა­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პო­ლი­ტი­კა დღე­საც გრძელ­დე­ბა. პრი­ვა­ტი­ზა­ცია იქ­ცა ნაკ­ლე­ბად გამ­ჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სად და შე­მოვ­ლი­თი გზით კო­რუფ­ცი­ის წყა­როდ.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის (კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის, წყალ-, ელექ­ტრო-, გაზ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და ა.შ.) ასე ხე­ლა­ღე­ბით პრი­ვა­ტი­ზე­ბა? ისიც უც­ხო­ე­ლებ­ზე! ამით ხომ თან­და­თან ვკარ­გავთ ეკო­ნო­მი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ურომ­ლი­სო­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ფიქ­ცი­აა?

ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ხომ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნაა, მაგ­რამ რო­გორ შე­იქ­მნე­ბა ამ გზით კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, რო­დე­საც კერ­ძო მე­წარ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იკა­ვე­ბენ მყარ პო­ზი­ცი­ებს ბა­ზარ­ზე, კონ­კუ­რენ­ცი­ულ ბრძო­ლა­ში ად­ვი­ლად ამარ­ცხე­ბენ ახალ მე­ტო­ქე­ებს? მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ბა­ზარ­ზე, წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბის მა­სობ­რი­ვი და წარ­მო­ე­ბის ფარ­თო მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის მო­ნო­პო­ლი­უ­რი იქ­ნე­ბა. მაშ რის­თვის არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი, ანუ სა­ხელ­მწი­ფო მო­ნო­პო­ლი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია? სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეძ­ლებ­და იმ თან­ხის ამო­ღე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, რა­საც პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გზით მი­ი­ღებ­და.

არ­სე­ბობს მე­ო­რე გზაც ჴ სა­ხელ­მწი­ფო ჰოლ­დინ­გე­ბის შექ­მნა. იგი გუ­ლის­ხმობს შე­რე­უ­ლ მე­წარ­მე­ო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო ბიზ­ნე­სის შერ­წყმას. რო­გორც მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კი­დან ჩანს, ნა­წი­ლობ­რი­ვი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გზით შექ­მნილ სტრუქ­ტუ­რა­ში სა­ხელ­მწი­ფო ინარ­ჩუ­ნებს ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის, ანუ სრუ­ლი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას (აქ­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს), მაგ­რამ ხდე­ბა წარ­მო­ე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა. ამ მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­საც  შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და და მო­გე­ბა­საც მი­ი­ღებ­და.

გლო­ბა­ლი­ზა­ცია რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რო­მე­ლიც უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გან­საზ­ღვრავს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კას. დღეს გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი.

მე­სა­მე ათას­წლე­უ­ლის და­საწ­ყის­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცია მკვეთ­რად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია, ხა­სი­ათ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც უპი­რა­ტე­სად სუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ამი­ტომ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კის მარ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.  გან­სა­კუთ­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ავ­ტო­ნო­მი­უ­რია ტრან­ზი­ტუ­ლი, გარ­და­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი. მათ სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რი კონ­ტრო­ლი აქვთ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, რის გა­მოც შეზ­ღუ­დუ­ლია და სა­ხეც­ვლი­ლია ამ ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა სულ უფ­რო "გრილ­დე­ბა", ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მცირ­დე­ბა.

დღეს წამ­ყვან, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს დო­მი­ნან­ტუ­რი პო­ზი­ცია უკა­ვი­ათ ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის გან­საზ­ღვრის საქ­მე­ში, მა­შინ, რო­დე­საც მცი­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით ტრან­ზი­ტულ ქვეყ­ნებს გლო­ბა­ლუ­რი სის­ტე­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბად აღიქ­ვა­მენ [Ohmae K. 1993]. აღ­ნიშ­ნულ­მა ტენ­დენ­ცი­ამ უკ­ვე კა­ნონ­ზო­მი­ე­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რა­ზეც უდი­დეს ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი.

ცნო­ბი­ლია, რომ აშშ-ს მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­ბა­რი სიძ­ლი­ე­რის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არა ჰყავს. ამი­ტომ მას­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­დი და ტრან­ზი­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბის  ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის, რომ XX სა­უ­კუ­ნის 80-ია­ნი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა ამე­რი­კუ­ლი დოქ­ტრი­ნა – "ნე­ოგ­ლო­ბა­ლიზ­მი". იგი ცნო­ბი­ლია "რე­ი­გა­ნის დოქ­ტრი­ნის" სა­ხელ­წო­დე­ბით და ით­ვა­ლის­წი­ნებს აშშ-ის გავ­ლე­ნას "მე­სა­მე სამ­ყა­როს" ქვეყ­ნებ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა­გან გვერ­დზე გად­გო­მა დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა და იგი ქვეყ­ნის იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნას ნიშ­ნავს, ვი­ნა­ი­დან ამ ეპო­ქა­ლურ პრო­ცესს, ნე­გა­ტი­ურ­თან ერ­თად, აქვს უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტე­ბი. იგი არა მხო­ლოდ აახ­ლო­ებს ქვეყ­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან, არა­მედ ან­გრევს ჩა­კე­ტილ, ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟი­მებ­სა და ეკო­ნო­მი­კებს, აფარ­თო­ებს ქვეყ­ნე­ბის პარ­ტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, სწრა­ფი ტემ­პით ახ­დენს ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, აყა­ლი­ბებს ისეთ ბიზ­ნეს-გა­რე­მოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს კომ­პა­ნი­ებს სწრა­ფად და­ნერ­გონ სი­ახ­ლე­ე­ბი, ბიზ­ნესს სულ უფ­რო მე­ტად ათა­ვი­სუფ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი შეზ­ღუდ­ვე­ბი­სა­გან, რი­თაც მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს ბაზ­რებს და ა.შ.

XXI სა­უ­კუ­ნე მსოფ­ლი­ოს სთა­ვა­ზობს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ მო­დელს. ეს მო­დე­ლი ეფუძ­ნე­ბა ინო­ვა­ცი­ურ ეკო­ნო­მი­კას,  რო­მელ­შიც წამ­ყვან როლს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლი, ინ­ტერ­ნე­ტუ­ლი ქსე­ლი და, სა­ერ­თოდ, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. ამი­ტომ დღეს აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტულ უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე. რე­სურ­სდამ­ზოგ­ველ და ნაკ­ლებ­ნარ­ჩე­ნი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, ხა­რის­ხზე, ნოუ-ჰა­უ­ზე,  ახა­ლი სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა­ზე [ჩი­ქა­ვა ლ. 2006; ასა­თი­ა­ნი რ. 2008], ახალ სტან­დარ­ტებ­ზე და ა.შ. დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბაზ­რო ქსე­ლი არის დი­დი სა­თა­მა­შო ვე­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­სათ­ვის თა­ვი­სე­ბურ კომ­პასს წარ­მო­ად­გენს: რა გზას და­ად­გეს, რო­მე­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა, რა უნ­და იყოს მი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სტრა­ტე­გია და ა.შ.

ამ­რი­გად, გლო­ბა­ლი­ზა­ცია თა­ვი­სი არ­სით უნი­ვერ­სა­ლუ­რია. იგი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­შირ­შია ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სებ­თან. ამი­ტომ მი­სი მას­შტა­ბე­ბი­დან და ფუნ­ქცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ეს მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ფე­ნო­მე­ნი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას დი­დი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის.

გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვიტ­ყვით, რომ მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი ეკო­ნო­მი­კურ თე­­რი­ას უკა­ვია. ეკო­ნო­მი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მო­დე­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გან­საზ­ღვრა­ვენ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წეს­რი­გის პო­ლი­ტი­კა­ში "თა­მა­შის წე­სებს".

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა იმ­დე­ნად არის დატ­ვირ­თუ­ლი აშ­კა­რა  თუ ფა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით, რომ თვით ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რია დად­გა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. XX სა­უ­კუ­ნის 40-ია­ნი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში ცნო­ბი­ლი 160-წლი­­ნი ბა­ტო­ნო­ბის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­­რია "დუ­ღილს" გა­ნიც­დის და "პირ­ვე­ლი ვი­­ლი­ნოს" როლს ას­რუ­ლებს დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში მძი­მე სო­ცი­­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­­ბა­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში.  თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში კი მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბი აკის­რია ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ დღეს, გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვა­კე­თოთ სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ის წი­ნა­შე მდგო­მი ამო­ცა­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბა.

ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ის გე­ნე­ზის­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "კე­ინ­ზი­ა­ნურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ", რო­გორც რე­გუ­ლი­რე­ბა­დი, სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­მა, მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან ერ­თად (რა­შიც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი "სო­ცი­ა­ლურ­მა ინექ­ცი­ებ­მა" შე­ას­რუ­ლა), და­აჩ­ქა­რა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­შო­ბა და მი­სი პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა, რიგ­მა ნე­გა­ტი­ურ­მა ეფექ­ტებ­მაც, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წლის მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე იჩი­ნა თა­ვი, კით­ხვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­ო­რი­ის "მე­ინ­სტრი­მი­ცა" და თვით გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაც.

მილ­თონ ფრიდ­მე­ნი­სა და სა­ერ­თოდ, "ჩი­კა­გოს სკო­ლის" მო­ნე­ტა­რულ თე­ო­რი­ა­ზე აგე­ბუ­ლი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც თით­ქმის უკა­ნას­კნე­ლი ორი ათ­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზე ეყ­რდნო­ბო­და აშშ-ისა და სხვა მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. იგი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სუს­ტე­ბა­სა და სა­ბაზ­რო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შეკ­ვე­ცის, ხელ­ფა­სის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თე­ბის "გა­ყინ­ვის", პროფ­კავ­ში­რე­ბის რო­ლის შე­სუს­ტე­ბი­სა და ა.შ. გზით. "ოქ­როს წლე­ბად" მო­ნათ­ლულ ამ პე­რი­ოდ­ში აღ­ზე­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რიზ­მი ეკო­ნო­მი­კურ თე­ო­რი­ა­ში "აზ­რთა კონ­ვერ­გენ­ცი­ის" უმაღ­ლე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის ნი­მუშს წარ­მო­ად­გენ­და და იგი ქვეყ­ნის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მო­დე­ლად აღიქ­მე­ბო­და.

მა­შინ, რო­დე­საც აშშ ეკო­ნო­მი­კუ­რი ქცე­ვის "დიდ სტა­ბი­ლუ­რო­ბას" ზე­ი­მობ­და, ხო­ლო მილ­თონ ფრიდ­მენ­სა და "ჩი­კა­გოს სკო­ლის" სხვა ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს (მაგ. ფ. კე­ი­განს, ფ. ჰა­ი­ეკს, ე. მელ­ტცერს, ლუ­კასს, შვარ­ცსა და ა.შ.) მი­აჩ­ნდათ, რომ "დეპ­რე­სი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლი იყო", კრი­ზი­სის დად­გო­მის ნიშ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით 2006 წლი­დან, ნელ-ნე­ლა იკ­ვე­თე­ბო­და. ამ დროს, რო­გორც 2008 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი პოლ კრუგ­მა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ეკო­ნო­მი­კუ­რი დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თვლემ­დნენ [კრუგ­მა­ნი პ. 2009]. მი­უ­ხე­და­ვად აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მის მცდე­ლო­ბი­სა, გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა კე­თილ­დღე­ო­ბის გზი­დან ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი  გა­დახ­რე­ბი, ამე­რი­კუ­ლი ეკო­ნო­მი­კა აც­და სწორ გზას და "ლი­ან­და­გი­დან გა­და­ვი­და". ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­ზე 2008 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნ. სარ­კოზ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ "ულ­ტრა­ლი­ბე­რა­ლურ­მა კა­პი­ტა­ლიზ­მმა კრა­ხი გა­ნი­ცა­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლია იგი შე­იც­ვა­ლოს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის მო­დე­ლით" [The Economist. October 11, 2008, p. 12]. ამის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა იყო 2010 წლის და­ვო­სის სა­ერ­­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, სა­დაც ლი­დე­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს მსოფ­ლი­ოს ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო სის­ტე­მა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა.[2]

სა­ყუ­რად­ღე­ბოა აშშ-ის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნე­ტა­რუ­ლი თე­ო­რი­ის რო­ლის შე­სა­ხებ პოლ კრუგ­მა­ნის მო­საზ­რე­ბა. მი­სი აზ­რით, ჩი­კა­გო­ე­ლი ეკო­ნო­მის­ტე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი არის "ბნე­ლი სა­უ­კუ­ნის" მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის პრო­დუქ­ტი, სა­დაც რთუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ვიწ­ყე­ბულ იქ­ნა, ხო­ლო უც­ნა­უ­რი გან­ტო­ლე­ბე­ბით გა­მოპ­რან­ჭუ­ლი ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი თე­ო­რი­ე­ბი ძა­ლი­ან შორს აღ­მოჩ­ნდნენ რე­ა­ლო­ბი­სა­გან [კრუგ­მა­ნი პ. 2009].

რო­გორც იტ­ყვი­ან, პრაქ­ტი­კა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის კრი­ტე­რი­უ­მია. ფრიდ­მე­ნის მო­ნე­ტა­რუ­ლი თე­ო­რი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­მა თა­ვი იჩი­ნა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში. გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წარ­მო­შო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის მკვეთრ შეზ­ღუდ­ვა­სა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­გა­და­სა­ხა­დო რე­გუ­ლი­რე­ბის უკა­ნა პლან­ზე გა­და­წე­ვა­ში მდგო­მა­რე­ობს [Асатиани Р. 2014]. ამას­თან, ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კა­ში საკ­რე­დი­ტო რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სუს­ტე­ბამ, თვით­დი­ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბამ და წი­ნა პლან­ზე ფუ­ლის ფე­ნო­მე­ნის წა­მო­წე­ვამ გზა გა­უხ­სნა ვირ­ტუ­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კას. ფი­ნან­სურ­მა ეკო­ნო­მი­კამ, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მოწ­ყდა რე­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კას, მსოფ­ლი­ოს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის­კენ უბიძ­გა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში გა­და­ი­ზარ­და. ფი­ნან­სუ­რი ეკო­ნო­მი­კა მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ბო­ლოო მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სათ­ვის. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი არა სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი გა­რი­გე­ბე­ბი და ამ გზით ფუ­ლის კე­თე­ბაა, არა­მედ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს აქ­სი­ო­მა­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ფუ­ლის კე­თე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბამ (ქრე­მა­ტის­ტი­კა _ არის­ტო­ტე­ლე) და­ფა­რა მე­ურ­ნე­ო­ბის მარ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა (ეკო­ნო­მი­კა). შემ­დეგ კი მი­ვი­ღეთ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. ამა­ში ფრიდ­მე­ნის მო­ნე­ტა­რუ­ლი თე­ო­რი­ის უპი­რო­ბო გა­მო­ყე­ნე­ბამ უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა.

ნე­ო­ორ­თო­დოქ­სა­ლურ თე­ო­რი­ა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რიზ­მის მო­დე­ლი (გარ­კვე­უ­ლი გა­დახ­რე­ბით) სა­ფუძ­ვლად და­ე­დო "და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს" უმე­ტე­სო­ბის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას, ამი­ტომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი მეტ-ნაკ­ლე­ბი ზო­მით აი­სა­ხა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, რაც, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ერ­თობ­ლი­ვი მოთ­ხოვ­ნის და­ცე­მა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ის მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტი 2008 წლის 0,44%-დან 2009 წელს მი­ნუს 2,44%-მდე, ხო­ლო მთლი­ა­ნი მსოფ­ლიო პრო­დუქ­ტი 3,02%-დან 0,60%-მდე და­ე­ცა[3].

მსოფ­ლიო ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­მო­იწ­ვია მო­ნე­ტა­რიზ­მის "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კო­ლაფ­სი" და თვით აშშ-შიც კი კით­ხვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი  პო­ლი­ტი­კა. ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ამ ბო­ლო დროს გა­ბა­ტო­ნე­ბულ­მა შე­ხე­დუ­ლე­ბამ იმის შე­სა­ხებ, რომ კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი ერა დას­რულ­და,  გა­და­სინ­ჯვა მო­ით­ხო­ვა, კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი თე­ო­რი­ის დე­და­არ­სმა (ანუ იმან, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ათ­ვლის წერ­ტი­ლი ერ­თობ­ლი­ვი მოთ­ხოვ­ნის გაზ­რდით იწ­ყე­ბა, რა­საც ბაზ­რის ტე­ვა­დო­ბის, წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, ყო­ვე­ლი­ვე ეს კი, წარ­მოქ­მნის მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ურ ეფექტს, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა) ისევ მი­იპ­ყრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ყუ­რად­ღე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლურ­მა კრი­ზის­მა აი­ძუ­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო კე­ინ­ზი­­ნუ­რი მო­დე­ლის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტომ სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რად, წი­ნა პლან­ზე ისევ კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი თე­ო­რი­ის პოს­ტუ­ლა­ტებ­მა ჴ ეკო­ნო­მი­კა­ში სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც სა­ბაზ­რო სის­ტე­მა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რის, რო­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ, კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გაზ­რდამ და გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბამ, კერ­ძო სექ­ტო­რის სუფ­სი­დი­რე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის სა­ხელ­მწი­ფო მხარ­და­ჭე­რის გა­ფარ­თო­ე­ბამ, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით მა­თი შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდამ, სა­მომ­ხმა­რებ­ლო კრე­დი­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი  სექ­ტო­რის გან­მტკი­ცე­ბამ და ა.შ. წა­მო­ი­წია. დღის წეს­რიგ­ში დად­გა ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­­რი­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის (მე­ინ­სტრი­მის) შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით  ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გარ­თულ­დე­ბო­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა, რო­მელ­მაც სა­თა­ვე ფრიდ­მე­ნის სამ­შობ­ლო­ში ჴ აშშ-ში აი­ღო და სწო­რედ "სა­ბაზ­რო ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის" ამ ცი­ტა­დე­ლი­დან და­იწ­ყო აქ­ტი­უ­რი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნი­სა და ფი­ნან­სუ­რ ბაზ­რებ­ზე ლიკ­ვი­დუ­რო­ბის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ფე­დე­რა­ლურ­მა სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მამ, ევ­რო­კავ­ში­რის, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, ია­პო­ნი­ის, შვე­ი­ცა­რი­ი­სა და კა­ნა­დის ცენ­ტრა­ლურ ბან­კებ­თან ერ­თად, გა­მო­ყო 640 მლდრ დო­ლა­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ხო­ლო 800 მლრდ დო­ლა­რი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კრე­დი­ტის სა­ხით [МЭиМО, №7, 2009, c.15].

"კე­ინ­ზი­­ნუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­­დან" მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ეკო­ნო­მი­კის ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­სა და კრი­ზი­სულ სი­ტუ­­ცი­ებ­ში თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის სა­ფუძ­ვლად არ და­­დო  კე­ინ­ზი­­ნუ­რი მო­დე­ლი რე­ლი­გი­ურ ეთი­კა­ზე აგე­ბუ­ლი ეს ჰუ­მა­ნუ­რი თე­­რია. მაგ­რამ ეს "ფუ­ფუ­ნე­ბა" თა­ვის დრო­ზე მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს ერ­გოთ წი­ლად. რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში არც თუ ისე დი­დია. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (გა­ე­როს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის, გა­ე­როს ვაჭ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ჴ UNCTAD, მსოფ­ლიო ბან­კის) თუ ცალ­კე­უ­ლი მკვლე­ვარ­თა მი­ერ სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია (მა­გა­ლი­თად, გა­ე­როს კლა­სი­ფი­კა­ცია, ძი­რი­თა­დი აგ­რე­გი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, მო­ი­ცავს მსოფ­ლი­ოს 194 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) 30 ქვე­ყა­ნა, აქე­დან, საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი _ 24 ქვე­ყა­ნა (more developed countries), რო­მელ­თა წი­ლად მო­დის მსოფ­ლი­ოს წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის თით­ქმის 2/3, გან­ვი­თა­რე­ბა­დია 137 ქვე­ყა­ნა (less developed countries), რო­მელ­თა წი­ლად მო­დის მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 11% და მსოფ­ლიო მშპ-ის მხო­ლოდ 0,6%; ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ სულ­ზე 1 ათას დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია და 250-დან 750 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია, მა­შინ რო­დე­საც სხვა გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში  2050 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს. ცალ­კე ჯგუ­ფა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და СНГ-ს 11 ქვე­ყა­ნა) [Гурова И.П. 2008],[4] მაგ­რამ არ­სე­ბობს 22 ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში ხვდე­ბა, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. ეს ქვეყ­ნე­ბია: აშშ, ია­პო­ნია, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, კა­ნა­და, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, იტა­ლია, ნორ­ვე­გია, ლუქ­სემ­ბურ­გი, ავ­სტრია, შვე­ი­ცა­რია, ბელ­გია, და­ნია, ფი­ნე­თი, ის­ლან­დია, ირ­ლან­დია, ნი­დერ­ლან­დი, პორ­ტუ­გა­ლია, ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია. 

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ით, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან "სო­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის" სიმ­წი­ფის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. მაგ., აშშ-ს, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ცხოვ­რე­ბის დო­ნე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი (შე­უძ­ლია გა­მო­ყოს სო­ლი­დუ­რი სახ­სრე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ფე­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ჯან­დაც­ვის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის), აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ბა და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი "სო­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის" სიმ­წი­ფის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი დო­ნით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან, ვიდ­რე აშშ. და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში უთა­ნაბ­რო­ბის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის გზით მი­მარ­თუ­ლია ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბის, მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის მა­ღა­ლი ცხოვ­რე­ბის დო­ნის მიღ­წე­ვი­სა და სა­შუ­ა­ლო ფე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­ვი­თა­რე­ბად და ტრან­ზი­ტულ ქვეყ­ნებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­საც, ამ კა­ტე­გო­რი­ის ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას, მეტ-ნაკ­ლე­ბი ზო­მით, სპონ­ტა­ნუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს და კლა­სი­კუ­რი ფორ­მით არც ერ­თი თე­ო­რია (მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნე­ტა­რიზ­მიც), მი­თუ­მე­ტეს, კე­ინ­ზი­ა­ნუ­რი მო­დე­ლი არ ყო­ფი­ლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მარ­თვა­ში. მათ, რო­გორც ენ­დო­გე­ნუ­რი, ისე ეგ­ზო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნით, ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს ამ მხრივ მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ამი­ტომ  ვერ შეძ­ლეს სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბულ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლა და დღე­საც "ულ­ტრა­ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის" მარ­წუ­ხებ­ში არი­ან მოქ­ცე­ულ­ნი. ამ ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა. "გლო­ბა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის ქოლ­გის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი "მე­სა­მე სამ­ყა­როს" ქვეყ­ნებ­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სუს­ტია სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, და­ბა­ლია ცხოვ­რე­ბის დო­ნე, მი­ზე­რუ­ლია სა­შუ­ა­ლო ფე­ნა, მი­უღ­წე­ვა­დია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბა. ამ ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო ვალ­მა უკ­ვე 2,5 ტრი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხო­ლო ამ ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის წლი­ურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 375 მლრდ დო­ლარს მი­აღ­წია. ეს იმა­ზე მე­ტია, რა­საც ხარ­ჯა­ვენ ეს ქვეყ­ნე­ბი ჯან­დაც­ვა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე და 20-ჯერ მე­ტი, რა­საც თვი­თონ ყო­ველ­წლი­უ­რად იღე­ბენ ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით [Перкинс Д.  2012, c.29-30]. 

შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ სწო­რედ XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში, მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. ამას მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის მო­დე­ლე­ბის შექ­მნა და ქვეყ­ნე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა "სო­ცი­ა­ლუ­რი სიმ­წი­ფის" დო­ნის მი­ხედ­ვით [ასა­თი­ა­ნი რ. 2010, გვ. 8-13].

ამ­რი­გად, უკა­ნას­კნე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­შო­ბი­დან დღემ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბო­ლო ათ­წლე­უ­ლებ­ში მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ებ­ში უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, რაც მეტ-ნაკ­ლე­ბი ზო­მით აი­სა­ხა ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მხრივ, არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

დი­დი ილია ბრძა­ნებ­და: "ყვე­ლა დროს თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი აქვს. ჭეშ­მა­რი­ტი მე­ის­ტო­რიე, ვი­თარ­ცა გამ­კით­ხვე­ლი, ჯერ იმ დრო­ე­ბის ქერ­ქში უნ­და ჩაჯ­დეს და მე­რე გა­ნი­კით­ხოს თვით დრო­ე­ბის შვილ­ნი. ეს რომ არ იყოს, კა­ცი ვერც სა­ბუთს უპო­ვის ცხოვ­რე­ბას და ვერც აზრს [ჭავ­ჭა­ვა­ძე ი. 1955, გვ. 66.]".

თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ე­ბა­საც თა­ვი­სი "ტკი­ვი­ლი" აქვს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა ეპო­ქე­ბი­სა­გან. პო­ზი­ტი­ურ­თან ერ­თად, დი­დია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნა. სწო­რედ ამ დრო­ე­ბის "ქერ­ქში ჩაჯ­დო­მით უნ­და ვე­ცა­დოთ "სა­ბუ­თი ვუ­პო­ვოთ ცხოვ­რე­ბას", შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, წინ აღ­ვუდ­გეთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის, ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­მან­გრე­ველ გა­რე, ეგ­ზო­გე­ნურ ფაქ­ტო­რებს, რო­მელ­თან ნი­ვე­ლი­რე­ბის გა­რე­შე გარ­თულ­დე­ბა ში­გა, ენ­დო­გე­ნუ­რი წი­ნა­ამ­ღდე­გო­ბე­ბის, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი დის­პრო­პორ­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა და ქვეყ­ნის პროგ­რე­სი.

სა­ქარ­თვე­ლო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის კლა­სი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა. 70-წლი­ა­ნი "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი" ექ­სპე­რი­მენ­ტი შეც­ვა­ლა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის ექ­სპე­რი­მენ­ტმა, რო­მე­ლიც თით­ქმის 25 წე­ლია გრძელ­დე­ბა და და­სას­რუ­ლი არ უჩანს. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლია "მან­კი­ე­რი წრე", რომ­ლის­გა­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა რთულ­დე­ბა. და­ვა­დე­ქით კი იმ გზას, რო­მე­ლიც და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს? ამ გზით შევ­ძლებთ სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის შექ­მნას? არა­და, დღეს, გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში ასე­თი სის­ტე­მის გა­რე­შე წინ­სვლა და გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, პირ­ველ ყო­ფი­ლი­სა, არას­წორ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში უნ­და ვე­ძი­ოთ. გარ­და იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო უც­ხო­უ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას [პა­პა­ვა ვ. 2000; Папава В. 2002, №3; ასა­თი­ა­ნი რ. 2009; ასა­თი­ა­ნი რ. 2004, #1; ასა­თი­ა­ნი რ. 2014]. ქვე­ყა­ნა­ში დაწ­ყე­ბულ­მა რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა გარ­დაქ­მნებ­მა (სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის დე­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია და სა­კუთ­რე­ბის მრა­ვალ­ფორ­მი­ა­ნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნა, წარ­მო­ე­ბის ფაქ­ტორ­თა, სა­ქონ­ლის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ბაზ­რე­ბის, სა­ბაზ­რო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა და ა.შ.), ისე ეკო­ნო­მი­კის კონ­ვერ­სი­ის სხვა პრო­ცე­სებ­მა (ფა­სე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, ეკო­ნო­მი­კის დე­მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია და ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბა, სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბი­სა და, სა­ერ­თოდ, სა­გა­რეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ა.შ.) აშ­კა­რა დე­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო: ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მი­რე­ბის I ეტაპ­ზე (1991-1995) ფა­სე­ბის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ჰი­პე­რინ­ფლა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და, ახ­ლად ფორ­მი­რე­ბულ­მა სა­ბაზ­რო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­მა სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია შე­ი­ძი­ნა. ამას მოჰ­ყვა საქ­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რო­ბის და­ცე­მა და ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა.

მაკ­რო­­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ეს ორ­თო­დოქ­სუ­ლი მო­დე­ლი, ისე რო­გორც "შო­კუ­რი თე­რა­პია" და რე­ფორ­მი­რე­ბის III ეტაპ­ზე (2004-2012) "ან­ტი­კე­ინ­ზი­ა­ნურ რე­ვო­ლუ­ცი­ად" მო­ნათ­ლუ­ლი მო­ნე­ტა­რიზ­მის პოს­ტუ­ლა­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა (რომ­ლის­თვი­საც უც­ხოა ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი) გა­რე­დან თავ­სმოხ­ვე­უ­ლი იყო და სა­ქარ­თვე­ლოს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ათ­ვლის წერ­ტი­ლი და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ამა­ში უნ­და ვე­ძი­ოთ [ასა­თი­ა­ნი რ. 2009]. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის აშშ-შიც კი ეს მო­დე­ლი (თა­ნაც, უფ­რო დახ­ვე­წი­ლი ფორ­მით) არ გა­მოდ­გა და სა­ქარ­თვე­ლო­ში "იმუ­შა­ვებ­და"?

მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლო მცდარ მო­ნე­ტა­რულ პოს­ტუ­ლა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კვლავ ილუ­ზი­ე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა [Asatiani R. 2009.]. ქვე­ყა­ნა არ და­ად­გა იმ გზას, რო­მე­ლიც და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვან­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, ქარ­თვე­ლი ერი დი­დი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და მბრძა­ნებ­ლურ-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სის­ტე­მი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას. მაგ­რამ რა მი­ვი­ღეთ? სა­ხელ­მწი­ფო-მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი სო­ცი­­ლიზ­მი შეც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფო-მო­ნო­პო­ლის­ტურ­მა კა­პი­ტა­ლიზ­მმა, სა­მარ­თლი­­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ კვა­ზი­დე­მოკ­რა­ტი­­ზე, მოჩ­ვე­ნე­ბით სა­მარ­თლი­­ნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ულ­ტრა­ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მი, რო­მელ­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო და­სავ­ლურ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კას­თან.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუთ­რე­ბის მრა­ვალ­ფორ­მი­ა­ნო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მაგ­რამ შორ­სა ვართ სა­კუთ­რე­ბის პლუ­რა­ლიზ­მი­სა­გან, ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს  სა­კუთ­რე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ფორ­მის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­გი ენ­დო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით, მათ შო­რის არას­წო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ე.წ. მცი­რე პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გა­მო, ვერ ვი­თარ­დე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი. 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 197399 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მოა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, შპს _ 70734, ხო­ლო აქ­ცი­ო­ნე­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა _ 1881. მცი­რე ბიზ­ნე­სის წი­ლად მო­დის სა­მე­წარ­მეო სექ­ტო­რის მთლი­ა­ნი გა­მოშ­ვე­ბის მხო­ლოდ 6,6% (სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40%-ია), სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წი­ლად _ 9,2% (ევ­რო­კავ­შირ­ში 18%-ია), სა­მა­გი­ე­როდ, მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის წი­ლი მთე­ლი გა­მოშ­ვე­ბის 84,2%-ია და 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს [Eurostat Newsrelease, #47, 2008]. თა­ვი­დან ვერ მო­ვი­ცი­ლეთ  "ხელ­­გაწ­ვდი­ლო­ბის სინ­დრო­მი", რის გა­მოც ნელ-ნე­ლა ვკარ­გავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სსფ-ის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ სუს­ტია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და ღრმა კო­რუფ­ცი­ი­სა­გან  ქვე­ყა­ნამ თა­ვი ვერ და­აღ­წია. კო­რუფ­ცი­ის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო, 2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 180 ქვე­ყა­ნას შო­რის 67-ე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა [მეს­ხია ი. 2009, #2, გვ. 19.].

1989 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 5460 ათა­სი კა­ცი­დან 4385,4 ათას კა­ცამ­დე, ე.ი. 21%-ით შემ­ცირ­და.[5] მსფ-ის და მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბით, 2009 წელს რე­ა­ლურ­მა მშპ-მა (მშპ-ის დეფ­ლა­ტო­რის ჴ ფა­სე­ბის ჯაჭ­ვუ­რი ინ­დექ­სის მე­თო­დით) 1990 წლის დო­ნის მხო­ლოდ 71,1% შე­ად­გი­ნა, ხო­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ სულ­ზე (მიმ­დი­ნა­რე ფა­სე­ბით) 3230 დო­ლა­რი, რაც სა­შუ­ა­ლო მსოფ­ლიო დო­ნის 1/3-საც კი ვერ აღ­წევს.[6] ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რის თით­ქმის 3-ჯერ ჩა­მორ­ჩე­ნა  ერ­თხელ კი­დევ მი­უ­თი­თებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მთლი­ან რიც­ხოვ­ნო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო ფე­ნის და­ბალ დო­ნე­ზე (იგი მხო­ლოდ 9%-ია). ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ნო­მი­ნა­ლუ­რად ამ­ცი­რებს სი­ღა­რი­ბის დო­ნეს. ოთ­ხსუ­ლი­ან ოჯახ­­ზე იგი თვე­ში 226,5 ლარს შე­ად­გენს. მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე თით­ქმის 10-ჯერ ნაკ­ლე­ბია და 40 ლა­რია, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ჴ 572,4 ლა­რი.[7] ექ­სპერ­ტთა შე­ფა­სე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის 5% ღა­რი­ბია, აქე­დან ღა­ტა­კე­ბი (პა­უ­პე­რე­ბი) 15%-ს შე­ად­გე­ნენ. სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ზღვარს მიღ­მა 21%-ია, სო­ცი­ა­ლუ­რად ღა­რი­ბე­ბი (ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი ფა­რავს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი ნორ­მა­ლუ­რი კვლავ­წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის) 50%-ია, მდიდ­რე­ბი _ 5%, მათ შო­რის შეძ­ლე­ბულ­ნი ჴ 3,5% [არ­ჩვა­ძე ი. 2007].[8]

ასე­თი მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სტრა­ტი­ფი­კა­ცი­ის გა­მო, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ნა­ზო­გე­ბის ძალ­ზე და­ბა­ლი დო­ნით და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით სა­ჰა­რის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ჯგუფ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა [კორ­დო­ნიე კ. 2008]. ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან დე­პო­ზი­ტე­ბის ბა­ზა სა­კ­მა­რი­სი არ იყო, ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მიზ­ნით, ბან­კე­ბი სა­გა­რეო ბაზ­რე­ბი­დან სეს­ხე­ბის მო­ზიდ­ვას ახერ­ხებ­დნენ. ამ კამ­პა­ნი­ამ იმ­დე­ნად მი­ი­ღო მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, რომ უც­ხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გახ­და არა ქვეყ­ნის ში­და და­ნა­ზო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის წყა­რო, არა­მედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეკო­ნო­მი­კის მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად იქ­ცა.

სსფ-ის მი­სი­ის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, საგ­რძნობ­ლად იკ­ლო საკ­რე­დი­ტო ბა­ზარ­ზე ბან­კე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო აქ­ტი­უ­რო­ბამ. 2008 წლის ბო­ლო­სათ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად არ მუ­შა­ობ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­ზოგ­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უწ­ყო ხე­ლი დე­პო­ზი­ტე­ბის დაზ­ღვე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის არარ­სე­ბო­ბამ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სის­ტე­მას ბზა­რი 2008 წლის მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დაწ­ყე­ბამ­დე გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა გლო­ბა­ლურ­მა კრი­ზის­მა ეს ბზა­რი კი­დევ უფ­რო გა­აღ­რმა­ვა [ასა­თი­ა­ნი რ. 2009].

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრი­უ­სე­ლის ცნო­ბილ დო­ნორ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე (2008 წლის 22 ოქ­ტომ­ბე­რი), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტო­რის მხარ­და­სა­ჭე­რად, სეს­ხე­ბი­სა და გრან­ტე­ბის სა­ხით, 850 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო, 2009 წლის იან­ვარ­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის აქ­ტი­ვე­ბი, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, 319 მლნ ლა­რით შემ­ცირ­და. ყო­ვე­ლი­ვე ეს ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა ქვეყ­ნის რე­ა­ლურ სექ­ტორ­ზე და გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის სა­ბან­კო და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა აღ­ნიშ­ნულ­მა და სხვა უარ­ყო­ფით­მა ში­გა პრო­ცე­სებ­მა მწვა­ვე პრობ­ლე­მად აქ­ცია სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი დე­ფი­ცი­ტი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რის 70% იმ­პორ­ტულ სა­ქო­ნელ­ზე მო­დის და ექ­სპორ­ტით იმ­პორ­ტის და­ფარ­ვამ მხო­ლოდ 23,7% შე­ად­გი­ნა. ამას­თან, და­სავ­ლე­თის საკ­რე­დი­ტო "ინი­ექ­ცი­ებ­მა" სწრა­ფად გა­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და უდი­დე­სი დი­ლე­მის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნა სა­გა­რეო ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის მხრივ. 2014 წლის 31 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ან­მა სა­გა­რეო ვალ­მა 13,5 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, აქე­დან, სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ვა­ლი 31,7%-ია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის – 11,0, სა­ბან­კო სექ­ტო­რის _ 18,4, სხვა სექ­ტო­რე­ბის _ 38,9%.

სა­ქარ­თვე­ლო, ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის დო­ნის (ტექ­ნი­კურ მიღ­წე­ვა­თა ინ­დექ­სის) მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვეყ­ნე­ბის ჯგუფ­შია მოქ­ცე­უ­ლი. ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა ქვეყ­ნის აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რი, რაც შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კარ­გად ჩანს. გარ­და იმი­სა, რომ 1990 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის წი­ლი 30-დან 8%-მდე და­ე­ცა და წარ­მო­იქ­მნა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ლა­გი (გარ­ღვე­ვა წარ­მო­ე­ბის ფაქ­ტობ­რივ და პო­ტენ­ცი­ურ მო­ცუ­ლო­ბებს შო­რის), სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მიგ­რა­ცია ქა­ლა­ქად, ტყე­ე­ბის ჩეხ­ვა და უც­ხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბა, ასე­ვე სხვა ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბიც უდი­დე­სი საფ­რთხის წი­ნა­შე აყე­ნებს ქარ­თულ სო­ფელს და შო­კის­მომ­გვრელ ეფექ­ტებს წარ­მოქ­მნის.

აღ­ნიშ­ნულ და მრა­ვალ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­რო­ბას­თან ერ­თად ყუ­რად­ღე­ბას იპ­ყრობს სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და­მა­ვალ ეკო­ნო­მი­კა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის შექ­მნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის პრობ­ლე­მა. ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა აკად. ვლა­დი­მერ პა­პა­რამ სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და "ინ­ვეს­ტი­ცი­უ­რი შიმ­ში­ლის" პი­რო­ბებ­ში, თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ხე უწო­და [პა­პა­ვა . 2013]. მთავ­რო­ბი­სად­მი მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნა არ შექ­მნი­ლი­ყო არ იქ­ნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ასე­თი ზო­ნე­ბი შე­იქ­მნა ფოთ­სა და ქუ­თა­ის­ში.

და მა­ინც, სა­ით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო? ეს კით­ხვა რომ და­მეს­ვა, მას მო­ნოგ­რა­ფია მი­ვუძ­ღვე­ნი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არ ჩანს [ასა­თი­­ნი . 2014]. ერ­თი კი ცხა­დია: მი­უ­ხე­და­ვად ლა­გის ფაქ­ტო­რის მოქ­მე­დე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ქვე­ყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დასკვნა

თუ ზო­გა­დად შე­ვა­ფა­სებთ საქართველოში სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი დას­კვნის გა­კე­თე­ბა: ქვეყანაში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა პრო­პა­გან­დის დო­ნე­ზე დარ­ჩა. ჩვენ ისე ვა­შე­ნებთ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კას, რო­გორც სო­ცი­ა­ლიზ­მი ავა­შე­ნეთ (თა­ნაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი). ქვეყანაში იგნორირებულია მსოფლიოში აპრობირებული მოწინავე გამოცდილება. საქართველომ ვერ შეძლო ჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებზე გასდასვლა და დღესაც "ულტრალიბერალური კაპიტალიზმის" ბრჭყალებშია მოქცეული. გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეკონომიკის მოშლა გამოიწვია. კვაზიდემოკრატია აფე­რხებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. მიუღწევადია სამართლიანობა და სოციალური თანხმობა.

მიუხედავად ლაგის ფაქტორის მოქმედებისა მდგო­მარეობის გამოსწორება ქვეყნის ეკონომიკური პო­ლიტიკის ძირითადი მიმართულების შეცვლითაა შესა­ძლებელი.

ლიტერატურა

  1. არ­ჩვა­ძე . 2007. სა­შუ­ა­ლო ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში: სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი რო­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა", #7.
  2. ასა­თი­­ნი . 2000. "ძვი­რი ფუ­ლის პო­ლი­ტი­კა ძვი­რად დაგ­ვიჯ­და. "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა", #7.
  3. ასა­თი­­ნი . 2005. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას დი­დი შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არა აქვს, თბ., "გა­მო­მეც­მლო­ბა "სი­ახ­ლე", გვ. 313-352, 474-479."
  4. ასა­თი­­ნი . 2008. სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის კონ­ტექ­სტში. "გლო­ბა­ლი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი". I სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი. 22-24 ოქ­ტომ­ბე­რი, 2008, თბი­ლი­სი, "თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა", და სხვ.
  5. ასა­თი­­ნი . 2010. სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის მო­დე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო. "სო­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა, #2, გვ. 8-13.
  6. ასა­თი­­ნი . 2009. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა. ახა­ლი ეპო­ქა. თბი­ლი­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სი­ახ­ლე".
  7. ასა­თი­­ნი . 2004. სა­ით მივ­ყა­ვართ რე­ფორ­მებს? (ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სტრა­ტე­გია). "ეკო­ნო­მი­კა", #1;
  8. ასა­თი­­ნი . 2014. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ეგ­ზო­გე­ნუ­რი და ენ­დო­გე­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბი. "ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­­ბის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი". სა­ერ­თა­შო­რი­სო-პრაქ­ტი­კუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი. 27-28 ივ­ნი­სი, თბი­ლი­სი.
  9. ასა­თი­­ნი . 2009. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სის­ტე­მა გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში. "ეკო­ნო­მის­ტი", #4.
  10. ასა­თი­­ნი . 2014. სა­ით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო? სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი. თბი­ლი­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სი­ახ­ლე".
  11. კორ­დო­ნიე . 2008. კერ­ძო და­ნა­ზო­გე­ბი, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი". GELPAC, ოქ­ტომ­ბე­რი, გვ. 62.
  12. კრუგ­მა­ნი . 2009. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ეკო­ნო­მის­ტებ­მა ყვე­ლაფ­რის არას­წო­რად გა­გე­ბა. თარ­გმა­ნი ინ­გლი­სუ­რი­დან. "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა", #10, გვ. 80 (Krugman P. How did economists get it so wrong? "New York Times". September 2, 2009).
  13. მეს­ხია . 2009. გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. "ეკო­ნო­მის­ტი", #2, გვ. 19.
  14. პა­პა­ვა . 2000. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში: მიღ­წე­ვე­ბი და შეც­დო­მე­ბი. თბი­ლი­სი, "იმ­პე­რი­ა­ლი".
  15. პა­პა­ვა . 2013. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა. თბი­ლი­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექ­ტი", გვ. 143.
  16. ჩი­ქა­ვა . 2006. ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კა. თბი­ლი­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სი­ახ­ლე".
  17. ჭავ­ჭა­ვა­ძე . 1955. აი ის­ტო­რია. თხზ. ტ. IV, თბი­ლი­სი, გვ. 66.
  18. Асатиани Р. 2014. Экономика Грузии сквозь призму нового ми­ро­во­го порядка. `so­ci­a­lu­ri eko­no­mi­ka~, #5.
  19. Гурова И.П. 2008. Мировая экономика. М., `Омега-Л~, cc.112-119.
  20. МЭиМО, №7, 2009, c.15.
  21. Папава В. 2002. О некоторых ошибках Международного валют­ного фонда в Грузии. «Вопросы экономики»,. №3.
  22. Перкинс Д.  2012. Исповедь   экономического  убийцы. 4-е изда­ние. Перевод с  английского. М.,  `Перетекст~, c.29-30.
  23. Asatiani R. 2009. Post-communist Transition Period in the Georgian Economy. `The Caucasus & Globalization~. vol. 3, Issue 2-3, Ca&CC Press, Sweden.
  24. Eurostat Newsrelease, #47, 2008; www.statistics.ge (`sa­me­war­meo sfe­ro~).
  25. Horth D. C. 1995. Institution and Economic Theory. The new Insti­tu­tio­nal Economics and Third World Development. Ed. by Harris J. H. Y.
  26. Ohmae K. 1993. The rise of the region State. Foreign  Affairs, Spring, pp. 78-87.
  27. The Economist. 2008. October 11, p. 12.
  28. World Population Data Sheet Population Rederence Bureu – 2009. Washington, 2009.


[1] ეს სა­კით­ხი არა­ერ­თხელ იქ­ნა გა­შუ­ქე­ბუ­ლი (მათ შო­რის, ჩვენს მი­ე­რაც) ეკო­ნო­მი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, იგი ერ­თმნიშვ­ნე­ლოვ­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში როგ­როც რა­დი­კა­­ლუ­რი სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ათ­ვლის წერ­ტი­ლიც კი. Папава в.  К вопросу о первом поколении постко­мму­нисти­че­ских реформ в экономике грузии (ретроспективный анализ). «кавказ и глобализация». Том 5, вып. 3-4, 2011; Papava V. The Georgian Economy: Problems of Reform. “Euroasian Studies, vol. 2, 1995, №2; პა­პა­ვა . პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა. თბი­ლი­სი, "თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა", 2005, გვ. 32; აბე­სა­ძე . ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბი და მო­მავ­ლის ამო­ცა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. "სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. II ტო­მი. თბი­ლი­სი, "მეც­ნი­ე­რე­ბა", 2002; ასა­თი­­ნი . სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბაზ­რო სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის კონ­ვერ­სი­ის კარ­დი­ნა­ლუ­რი სა­კით­ხე­ბი. სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში". მოხ­სე­ნე­ბა­თა თე­ზი­სე­ბი. თბი­ლი­სი, 1994; ასა­თი­­ნი . ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: ნა­ბი­ჯი წინ, ორი ნა­ბი­ჯი უკან. "მაკ­რო-, მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა". 2000, # 1.

[2] http://ictsd.org/i/news/bridgesrussiandigest/69878.

[3] http://ictsd.org/i/news/bridgesidntdigest/69878

[4] World Population Data Sheet Population Rederence Bureu – 2009. Washington, 2009;

[5] www.statistics.ge (სექ­ცია "მო­სახ­ლე­ო­ბა~).

[6] http://www.geosat.ge/?astion=page&p-id=118&lang=geo; Human Development Report – 2009. New  York, 2009, p. 194-198.

[7] http://bls.gov/data/:wwwstatistics.ge (სექ­ცია "ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი").