English / ქართული / русский /







თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და ორი ელეტრონული მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც მისი გამოსვლები იქნა აღნიშნული. კვლევის ძირითადი სფეროა სტრატეგიული მენეჯმენტი, საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიები, კონკურენტული უპირატესობის კვლევის საკითხები.
დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით 1986 წელს.

1990 წელს დაიცვა დისერტაცია ლენინგრადის (სანკ-პეტერბურგის) საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1998 წელს მიენიჭა დოცენტის აკადემიური ხარისხი.

არჩეული იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად, ასრულებდა მოწვეული პროფესორის ფუნქციებს ილიას უნივერსიტეტში, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულისა და კავკასიის უნივერსიტეტებში. 2012 წლიდან არჩეულია პროფესორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წლის 30 მარტიდან არჩეულია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანად.