ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
მურმან ცარციძე ∘
შრომის ბაზრის ძირითადი გამოწვევები საქართველოში ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციისა და ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვის პირობებში DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.02 ანოტაცია თანამედროვე სამყაროში ციფრული ტრანსფორმაცია გახდა ეკონომიკისა და შრომის ბაზრის განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მიმდინარე გლობა-ლიზაციის ეპოქაში ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იგი ხელს უწობს კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, უზრუნველყოფს მათ წვდომას ახალ ბაზრებსა და ტექნოლოგიებზე და იქმნება პერსპექტივები საერთაშორისო შრომის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად. თუმცა, სამწუხაროა, რომ დღეს მიმდინარე ევროინტეგრა-ციის პირობებშიც კი საქართველოში შრომის ბაზრისა და მისი ადექვატური ინფრასტრუქ-ტურის განვითარება კვლავ ყველაზე მწვავე, გლობალური ხასიათის მაკროეკონომიკურ პრობლემას, გამოწვევას წარმოადგენს. უფრო მეტიც ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები (განსაკუთრებით უმუშევრობა და სიღარიბე) აღიარებულია, როგორც ეკონო-მიკური განვითარების შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორები. აღნიშნულიდან გამომდი-ნარე, ბუნებრივია რომ, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, როდესაც მთელ მსოფ-ლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვასა და მოქნილი შრომის ბაზრის ფორმირებას. სწორედ აღნიშნული უზრუნველყოფს შრომის ბაზრის სუბიექტების ინტერესების ოპტიმა-ლურ რეალიზაციას, სოციალურ-შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში ტრა-დიციული მიდგომების საფუძვლიან გადახედვას და თანმიმდევრულ ინტეგრაციას ამ აბსოლუტურად ახალ ციფრულ სივრცეში. ნაშრომის მიზანია-საქართველოს შრომის ბაზარზე და საერთოდ სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროში მიმდინარე ცვლილებების, ტენდენციების, ძირითადი პრო-ბლემების, გამოწვევების გამოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვე ციფრული სამუშაო პლატფორმების გამოყენების შედეგად და შესაბამისად ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვისა და მიმდინარე შრომის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა სისტემის შემუშავება. საკვანძი სიტყვები: შრომის ბაზარი, ღირსეული შრომის სტანდარტები, ციფრული ტრანსფორმაცია, ევროინტეგრაცია, გლობალიზაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, ღირსეული, ეფქტიანი დასაქმება. შესავალი მიმდინარე გლობალიზაციისა და ევროინტეგრაციის პირობებში მსოფლიო მას-შტაბით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „ღირსეული შრომისა და ცხოვრების ხარისხის“ ამაღლების კონცეფციის რეალიზაციას. აღნიშნული საკითხი განსაკუთ-რებით აქტუალურია საქართველოსათვის სადაც სიღარიბის, მასობრივი უმუშევრო-ბის დაძლევა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური ძვრები განხორციელდა უმუშევრობისა და სიღარიბის დონის მნიშვნელოვნად შემცირება მაინც ვერ მოხერხდა. აღნიშნული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტა შეუძლებელი იქნე-ბა თანამედროვე ცივილიზებული საბაზრო გარემოსა და მისი შესაბამისი ინფრა-სტრუქტურის ფორმირების გარეშე. ამ სისტემაში კი წამყვანი ადგილი შრომის ბაზარს განეკუთვნება. მართლაც, შრომის ბაზარი საზოგადოებრივი ურთიერთობე-ბის, სოციალური ნორმებისა და ინსტიტუტების სისტემაა, რომელიც უზრუნველ-ყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე-სამუშაო ძალის ნორმალური აღწარმოების, განაწილების, გაცვლისა და გამოყენების უწყვეტ პროცესს, შრომის ეფექტიან გამოყენებას და მიმდინარე პერიოდში შრომის ბაზრის სუბიექტებს (სა-ხელმწიფო, მომუშავეები, დამსაქმებლები) შორის ინტერესთა ბალანსის მიღწევას. განვითარებული შრომის ბაზარი სწრაფად და მოქნილად რეაგირებს ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე და ეფექტიანად ახორციელებს თავისი ძირითადი ფუნქციების რეალიზაციას. იგი ასევე უზრუნველყოფს მომუშავეთა ღირსეულ, ეფექტიან დასაქმებას, შრომის მოტივაციას, სტიმულირებას, სოციალური დაცვის, დაზღვევისა და უზრუნვლყოფის ქმედითი სისტემების ფორმირებას, შრომითი ცხოვრების ხარისხის და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ შრომის ბაზრისა და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებული პრობლემების კვლევა უაღრესად აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება (შეთანხმება N200/42, 2014), რომელიც ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხსვა სფეროში, საკვანძო საკითხად სწორედ თანამედროვე ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვასა და ღირსეული შრომის კონცეფციის რეალიზაციას ითვალისწინებს, რაც შეუძლე-ბელი იქნება, ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირების გარეშე. მიმდინარე კონფრონტაციული გლობალიზაციისა და ეკონომიკის ციფრული ტრანსფორ-მაციის ეპოქაში კი ეს უკანასკნელი გულისხმობს შრომის ბაზრის ინფრასტრუქ-ტურისა და მისი ადექვატური ერთიანი საინფორმაციო სისტემის ფორმირებას. მისი რეგულირების სახელმწიფო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას, სოციალურ-შრომითი ურთიერთობების ერთიანი სისტემის საფუძვლიან განვითარებასა და შრომის კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
შრომის ბაზრის ფუნციონირების თავისებურებები საქართველოში შრომის ბაზრის რეგულირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული პრობ-ლემების კვლევის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ სწორედ შრომის ბაზრის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად ხორციელდება მდგრადი ეკონო-მიკური განვითარების ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა: სტრუქტურული გარდა-ქმნები ეკონომიკაში, მატერიალურ-ტექნიკური ფაქტორების განვითარება, ინოვა-ციების დანერგვა; ადამიანური კაპიტალის განვითარება, საზოგადოების წევრთა საერთო და პროფესიული ცოდნის დონის, კულტურის, შემოქმედებითი შესაძლებ-ლობების, მორალური ღირებულებების განვითარება; საზოგადოებრივი ურთიერ-თობების, განსაკუთრებით კი სოციალურ-შრომითი ურთიერთობების განვითა-რება. განვითარებული შრომის ბაზარი სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სწრაფი და ოპტიმალური შესაბამისობის მიღწევას უზრუნველყოფს მისი შემდეგი ფუნქციების რეალიზაციის მეშვეობით: სამუშაო ძალის ოპტიმალური განაწილება ქვეყნის ტერიტორიების, ეკონომიკური საქმიანობის სფეროების, დარ-გების, ორგანიზაციების, საწარმოების, კომპანიების, ფირმების, პროფესიების, დასა-ქმების ფორმებისა და სახეების მიხედვით; დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობების რეგულირება მათი ინტერესების შეთანაწყობის მიზნით; შრომის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა, როგორც დასაქმებულებს, ისე მომუშავეებს შორის; შემოსავლებისა და ხელფასების განაწილება, ხელფასის წონა-სწორული განაკვეთის დადგენა; მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა; შრომითი მოტივაციის ხელშეწყობა, მისი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა. სამწუხაროდ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები (Tsartsidze m., &…2025); (ცარციძე, 2025); (Tsartsidze M., 2025); (ცარციძე მ., &... 2024); (ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ., 2023:303-313); (ცარციძე მ., & ლაცაბიძე ნ., 2021:123-132) ადასტურებს, რომ ასეთი შრომის ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს. სახეზეა ფორმირების სტადიაში მყოფი შრომის ბაზარი, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებებით (იხ. სქემა-1), რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შემდეგი: ü უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონისა და მასშტაბების არსებობა; ü ღირსეული, ეფექტიანი დასაქმების არარსებობა; ü არაფორმალური დასაქმების მაღალი დონე და მასშტაბები; ü თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო ძალის, ადამიანისეული კაპიტალის განვითარების აუცილებლობა; ü შრომის მწარმოებლურობისა და ეფექტიანობის დაბალი დონე. გარდა აღნიშნულისა შრომის ბაზარი ვერ უზრუნველყოფს: შრომითი პოტენ-ციალის რაციონალური გამოყენებას; დასაქმების სფეროში სოციალური სამართლი-ანობის პრინციპების დაცვას; სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას; სოციალური პარტნიორობის სისტემის განვითარებას; შრომაზე თანაბარი უფლებების რეალიზაციას; უმუშევართა სოციალური დაცვის, დაზღვევის, უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმის ფორმირებას და სხვა. სქემა-1
ფაქტობრივად აღნიშნული პრობლემები იკვეთება საერთაშორისო დონეზეც.გაეროს 2025 წლის მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიშის მიხედვით ღირსე-ული შრომის პროგრესს აფერხებს: გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ჩამორჩება; შრომის მწარმოებლურობის ზრდის დაბალი ტემპები და შრომითი უფ-ლებების დაცვის შემცირება; არაფორმალური დასაქმების მაღალი დონე და მასშტა-ბები (58.0%); ქალებისა და ახაგაზრდების უმუშევრობის დონის მაღალი მაჩვენებ-ლები, ასევე იმ პირთა წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არ გადიან პროფესიული მომზადების კურსებს (NEET) (Report 2025, UNSD). რაც შეეხება საქართველოს, როგორც კვლევამ გვიჩვენა, შრომის ბაზრის ფორმი-რებისა და ფუნქციონირების მიმდინარე ეტაპზე აქ ყველაზე მწვავე პრობლემა და აქტუალური გამოწვევა სწორედ მასობრივი, ქრონიკული უმუშევრობა და შრომისუნარიანი მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფაა, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საინტერესოა, რომ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონის მიუხედავად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპე-ბით ხასიათდება (იხ სქემა-2). სქემა-2 რეალური მსპ-ის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)
წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. (www.geostat.ge). გამონაკლისია პანდემიის პერიოდი, როცა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, მსპ წინა წელთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა. რაც შეეხება უმუშევრობას, ოფიციალური მონაცემებით 2000-2025 წლებში უმუშევრობის დონე ქვეყანაში 10.3%-დან (2000წ.) 13.3%-მდე მერყეობდა (2025წ.), ხოლო მაქსიმალურ მნიშვნელობას-27.2%-ს 2010 წელს მიაღწია. რაც შეეხება 2021-2025 წლებს, უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, თუ იგი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 20.6% შეადგინა, 2022 წელს 18.1%-მდე, ანუ 2.5%-ით, ხოლო 2023 წელს 16.4%-მდე შემცირდა, 2025 წლის შედეგების მიხედვით კი მისი დონე 13.3% იყო (იხ. ცხრილი-1). მიმდინარე გლობალიზაციისა და ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა ახალგაზრდების უმუშევრო-ბის პრობლემები. ეს მაშინ როცა სახელმწიფო ახალგაზრდობას განიხილავს რო-გორც აქტიურ საზოგადოებრივ ძალას, სტრატეგიულ ადამიანურ რესურსს და მათ უმუშევრობას მნიშვნელოვან სოციალურ რისკს უკავშირებს. „უმუშევარ მოსახლეო-ბას შორის დომინანტია ახალგაზრდობა, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“ (დადგენილენა N662, 30.12.2019). ცხრილი-1 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში 2000-2025წლებში (ათასი კაცი)
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე (www.geostat.ge). ახალგაზრდობის უმუშევრობის მაღალი დონის გამო მისი მნიშვნელოვანი ნაწი-ლი იძულებულია, შრომითი საქმიანობა დაიწყოს არა იმ სფეროში, რომელიც მიღე-ბულ განათლებას და კვალიფიკაციას შეესაბამება, არამედ იქ, სადაც შოულობენ სამუშაოს, მათ შორის, ეკონომიკის არაფორმალურ, ან ჩრდილოვან სექტორშიც. სქემა 3 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ასაკობრივ ჭრილში, 2025 წლის მდგომარეობით (ათასი კაცი)
წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. (www.geostat.ge). ახალგაზრდობის მასობრივი უმუშევრობა საზოგადოების დეგრადაციას იწვევს. იგი წარმოშობს სიღარიბეს, ახალგაზრდებში ფსიქოლოგიურ სტრესს, საკუთარი შე-საძლებლობის ურწმუნოებას, პიროვნების დეგრადაციას, ხელს უწყობს დანაშაუ-ლთა ზრდას, ოჯახის რღვევას და სხვა ნეგატიურ მოვლენებს. განსაკუთრებით უმუ-შევრობის ყველაზე მაღალი დონით 15-19 და 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფები გამოირჩევიან, შესაბამისად 36.3% და 26.9% (იხ. სქემა-3). შრომის ბაზარზე ახალგაზრდების მძიმე მდგიომარეობას ახასიათებს სამუშაო ძალის კვლევის საფუძველზე მიღებული სხვა შედეგებიც. კერძოდ, 2025 წელს 15-29 წლის ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEETs) 23.9%-ს შეადგენდა. მათ შორის ქალების წილი 26.5%, ხოლო მამაკაცების წილი 20.8%-იყო (იხ. სქემა-4). სქემა-4 15-29 წლის ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს 2020-2025 წლებში (NEETs) წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. (www.geostat.ge). ახალგაზრდობისათვის დასაქმების დაბალი პერსპექტივების არსებობა, მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების დეფიციტი, განაპირობებს იმას, რომ მათი დიდი ნაწილი ტოვებს ქვეყანას, ანუ ძლიერდება ე. წ. „ტვინების გადინების“ პრო-ცესი, რასაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო მიგრაციის განვითარებაც. შედეგად მცირდება ქვეყნის შრომითი პოტენციალი, იქმნება კვალიფიციური კადრების დე-ფიციტი და უარესდება დემოგრაფიული სიტუაცია (შელია მ., 2025); (შელია მ., 2022); (ლობჟანიძე, 2022); (Tukhashvili M., &….2018). ახალგაზრდების დასაქმების დაბალი დონე გარკვეულწილად საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის არასრულყოფილებითააც არის გამოწვეული. აღნიშნული-დან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ამ მიმართუ-ლებით რამდენიმე კონვენცია და რეკომენდაცია. კერძოდ: რეკომენდაცია 45-„ახალ-გაზრდებს შორის უმუშევრობის შესახებ“; რეკომენდაცია 150-„პროფორიენტაცია და პროფესიული მომზადება ადამიანური რესურსების განვითარების საქმეში“; კონ-ვენცია 138 და რეკომენდაცია 146-„სამუშაოზე მიღებისას მინიმალური ასაკის გათ-ვალისწინება“; კონვენცია 142-„ადამიანური რესურსების განვითარება“ და სხვა. საქართველოს შრომის ბაზარზე მეტად მწვავე პრობლემაა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზება.საქართველოში 1990 წლამდე ძალზედ მაღალი იყო ქალთა დასაქმების მასშტაბები და, შესაბამისად, მათი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. ხანმოკლე პერიოდში, რი-გი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ზეგავლენით, არსებუ-ლი მდგომარეობა შეიცვალა და თუკი 1989 წელს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული იყო 1250.0 ათასი ქალი, 2025 წლის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 637.7 ათასი შეადგინა. (ანუ დასაქმებულ ქალთა რიცხვი 612.3 ათასით ანუ 49.0%-ით შემცირდა (www.geostat.ge). ცხრილი-2 ქალებისა და მამაკაცების განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში 2000-2025 წლებში (ათასი კაცი)
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. (www.geostat.ge). საბჭოთა პერიოდში ქალები ლიდერობით გამოირჩეოდნენ ისეთი პრესტიჟული პროფესიების მიხედვით, როგორებიცაა: ექიმი, მასწავლებელი, ხელოვნებისა და კულტურის დარგის მუშაკი, მსუბუქი და კვების მრეწველობის ძირითადი საინ-ჟინრო პროფესიები. ქალთა კადრების სიჭარბე აღნიშნულ პროფესიებში დღესაც შენარჩუნებულია და ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, როგორც მთლიანად მოსახლე-ობის, ისე ქალების ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები. კერძოდ ცალკეული მკვლევრების აზრით, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა თით-ქმის არ განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლისაგან. 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 54.8%-ს უდრიდა, ევროკავშირის ქვეყნებში 55.0%-ს. ქალებისათვის კი შესაბამისად იგი 44.9%-ს შეად-გენდა (იხ. ცხრილი-2), თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ დაბალია მამაკაცების აქტი-ურობის დონესთან (66.2%) შედარებით.საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალთა უმუშევრობის დონის მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2025 წელს მან 11.1% შეადგინა. შესაბამისად გაუმ-ჯობესდა მათი დასაქმებიდ დონის მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 39.9%-მდე გაიზარდა. საქართველოს შრომის ბაზარზე უმუშევრობის მაღალი დონე სერიოზულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, სიღარიბის სიღრმესა და მასშტაბებზე, მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის წინსვლასა და მასთან ერთად კიდევ სხვა უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოშობს. უფრო მეტიც, „უმუშევრობა მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა და ფენომენი, საქართველოში კი განსაკუთრებით ბოლო 20-25 წლის განმავლობაში იგი არის სიღარიბის გამოწვევი უმთავრესი ფაქტორი” (ცარციძე მ. &...2023:303-313). ამის დასტურია, აღნიშნული პერიოდის განმავლო-ბაში ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული მაჩვენებლების ანალი-ზი. ჯერ კიდევ 2005 წელს საქართველოს მოსახლეობის 54.9% სიღარიბის ოფიცია-ლურად დადგენილ ზღვარზე დაბლა ცხოვრობდა (Tsartsidze M., 2016). 2025 წლის მდგომარეობით კი, ქვეყანაშისიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბე) 9.4%-ია (იხ. ცხრილი-3). ბოლო 20 წლის განმავლობაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4%-დან (2025 წელი) 37.3%-ის (2010 წელი) ფარგლებში მერყეობდა. ხოლო 2010 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები მედიანური მოხმარების 60%-ისა და 40%–ის მიმართ შესაბამისად საშუალოდ 22.1%-სა და 9.1%–ს შეადგენდა. რაც შეეხება რეგისტრირებულ სიღარიბეს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების ფონზე, იგი მაინც საკმაოდ მაღალია. ანუ, 2025 წლის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის 18.1% საარსებო შემწეობას იღებდა და მოსახლეობის ღარიბ ფენას მიეკუთვნებოდა. რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებლებს საერთაშო-რისო ზღვართან მიმართებაში, საკმაოდ მაღალია. ასე მაგალითად 2025 წელს 2010 წელთან მიმართებაშუ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი (დღეში 3 დოლარის მიმართ, 2021 PPP) 23.6%-დან 4.2%-მდე, 4.2 დოლარის მიმართ 39.5%-დან 11.0%-მდე, ხოლო დღეში 8.3 დოლართან მიმართებაში 76.7%-დან, 45.6%-მდე შემცირდა. ცხრილი-3 სიღარიბის დონის ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში 2010 და 2025 წლების მდგომარეობით (პროცენტი)
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. (www.geostat.ge). მიმდინარე გლობალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში, შრომის ბაზრი-სა და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროს მნიშვნელოვან თავისებურე-ბას, გამოწვევას წარმოადგენს ღირსეული, მაღალმწარმოებლური, ეფექტიანი შრო-მის, დასაქმების არარსებობა. ამიტომ, ქვეყანაში პრიორიტეტული ხდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი „ღირ-სეული შრომა-ადამიანის კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების საფუძველია“ (ცარციძე მ., 2019). “ღირსეული სამუშაო სიღარიბისგან თავის დაღწევის ქვაკუთხე-დია. თუმცა მნიშვნელოვანი ბარიერები კვლავ არსებობს. ღირსეული სამუშაოს დაბ-რკოლებებს შორისაა სიღარიბე, რესურსების არასაკმარისი რაოდენობა, უნარების შეუსაბამობა, შეზღუდული სამუშაო გამოცდილება და ინფორმაციული ხარვეზები, რაც ხელს უშლის ხარისხიან სამუშაო ადგილებსა და საარსებო ანაზღაურებაზე წვდომას” (What Works? ALMP, ILO, 2022). სწორედ ღირსეული, ეფექტიანი შრომა, დასაქმება უნდა გახდეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლე-ვის და ცხოვრების დონის ამაღლების საფუძველი (ცარციძე მ., 2024). ზოგიერთი თანამედროვე ეკონომიკური თეორიების მიხედვით სწორედ აღნიშნული პრობ-ლემაა წამოწეული წინა პლანზე. ასე მაგალითად, ოპონენტების კრიტიკული შეხე-დულებების ანალიზისას ქართველი მეცნიერები მიუთითებენ, რომ თანამედროვე მონეტარული თეორიის (MMT) მტკიცებულებით “განვითარების მთავარი მიზნები უნდა იყოს სრული დასაქმება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა” (ჩიქობავა მ., &...2025:37). სწორედ ამიტომაა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ღირ-სეულ ეფექტიან დასაქმებაზე ორიენტაცია ხდება ქვეყნის სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროს რეგულირების მთავარი კრიტერიუმი და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ღირსეული, ეფექტიანი შრომის განმსაზღვრელი უმთავრესი ინდიკატორი ღირსეული ხელფასი, შრომის ანაზღაურებაა[1]. ორივეს მიღწევის საფუძველი კი ეფექტიანი დასაქმება და დაბალანსებული, წონასწორული შრომის ბაზარია.საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი ბოლო 25 წლის განმავ-ლობაში 72.3 ლარიდან (2000 წელი) 1943.4 ლარამდე (2025 წელი) მერყეობდა (იხ. ცხრილი-4). ცხრილი-4 დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში 2000-2025 წლებში (ლარი)
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუზველზე. www.geostat.ge. ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო ხელ-ფასი 52.2%-ით მაღალია ქალების ხელფასთან შედარებით. ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 36.5%-ით აღემატება სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა ხელფასს. 2025 წლის დასწყისში ევროკავშირის 27 ქვეყნის მიხედვით გაანგარიშე-ბულ საშუალოთვიურ ნომინალურ ხელფასთან შედარებით საქართველოში დაქი-რავებით დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 3-4-ჯერ დაბალია [ყველაზე მაღალ-ანაზღაურებად ქვეყანასთან, ლუქსემბურგთან შედარებით 10.2 ჯერ დაბალი (5519$/ 543$), ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებად ქვეყანასთან ბულგარეთთან შედარე-ბით 2.13-ჯერ დაბალი (1157$/543$)] (Numbeo, 2025); (Euronews, 2025). საქართველოს შრომის ბაზრის განვითარების თავისებურებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონე, განათლების ხა-რისხი და კვალიფიციური კადრების არსებობა (Bedianashvili., &…2024). ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად იცვლება მოთხოვნები ადამიანი-სეულ კაპიტალზე. იგი პირდაპირ უკავშირდება როგორც დაგროვილი პოტენცია-ლის რეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს, ასევე მოსალოდნელ რისკებს. ამ კუთ-ხით ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელოვანი კომპონენტია ციფრული ტექნო-ლოგიების ცოდნა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია ცვილება თვით შრომის ხასიათში, შინაარსში. საქართველოში ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონეს და ხარისხს მნიშვნელოვნად ახასიათებს-ადამიანური პოტენციალის განვი-თარების ინდექსი (აპგი HDI). ასე მაგალითად, 2010 წლიდან საქართველო აღნი-შნული ინდექსის დონის მიხედვით (0.759) განვითარების მაღალი დონის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა და მსოფლიოს გაეროს წევრი 187 ქვეყნიდან 75-ე ადგილზე იმყო-ფებოდა. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, აპგი-ის მნიშვნელობა საქართველოში მნი-შვნელოვნად გაიზარდა და 2022,2023,2024,2025 წლებში უკვე საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია (შესაბამისად 0.812, 0.816, 0.825 და 0.844). შედეგად 191 ქვეყანას შორის საქართველო ჯერ 61-ე ადგილს (2022 წელი) ხოლო შემდეგ კი მე-60 ადგილს (2023 და 2024 წელი), 2025 წლიდან კი 56 ადგილს (HDI By Country., 2025,2026) იკავებს (იხ. სქემა-5). სქემა 5 ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი (HDI-აპგი) საქართველოში 2000–2025 წლებში და მისი რეიტინგი წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით: Human Development Index (HDI) by Country 2023 (worldpopula-tionreview.com). United Nations Development Programme. Human Development Report 2020. Georgia. GEO.pdf (undp.org); HDI By Country. 2025. Human Development Index (HDI) by Country 2026. აღნიშნულის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანური პოტენციალის გან-ვითარების ინდექსის (HDI) მნიშვნელობა საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბა-ლია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით და იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაჩვენებლებსაც კი. მაგალითად, ბალტიისპი-რეთის ქვეყნებში აპგი-ის დონე საკმაოდ მაღალია და იგი რეიტინგის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ესტონეთი 0.905 (35-ე ადგილი), ლიტუენია 0.895 (38 ადგილი) და ლატვია 0.889 (40 ადგილი). ჩეხეთში, პოლონეთსა და რუმინეთში იგი შესაბამისად შეადგენდა: 0.915 (28-ე ადგილი), 0.906 (34-ე ადგილი), 0.845 (53-ე ადგილი). რუსეთის ფედერაცია HDI–0.832-ს მნიშვნელობით, 64-ე ადგილს იკავებს (HDI By Country., 2025,2026) . შრომის ბაზრის ფუნქციონირების მიმდინარე ეტაპზე, ციფრული ტრანსფორმა-ციის პირობებში საქართველოში მზარდია არაფორმალური შრომის ბაზარი, სადაც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება ხორციელდება ციფრული პლატფორმების (აპლიკაციების) გამოყენების საფუძველზე. შესაბამისად მზარდია გიგ-ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანთა რაოდენობაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მხე-დველობაში მივიღებთ არაფორმალური სექტორის მასშტაბებს საქართველოში (იხ. ცხრილი-5), ნათელია რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის ადაპტირებული ცივილიზებულ ციფრულ სამყაროსთან და აქტიურად იყენებს თავის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ცხრილი-5 არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში საქართველოში 2017-2025 წლებში
წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე. www.geostat.ge. როგორც ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანაში არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 29.0% ეკონომიკის არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მასიური გლობალური მასშტაბის ინოვაციების გავრცელებამ, კერძოდ კი ციფრული შრომის პლატფორმების განვითარებამ შექმნა უპრეცედენტო შესაძლებლობები მუშაკებისა-თვის, ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. დასკვნები და რეკომენდაციები კვლევის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიმდინარე ევროინტეგრაციისა და ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში, რადიკალურად იცვლება შრომის ბაზრის სტრუქტურა და თვით სოციალურ-შრომითიი ურთიერთობების შინაარსი. შესაბამისად ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვისა და ღირსეუ-ლი შრომის კონცეფციის რეალიზაციის პროცესში აუცილებელია პირველ რიგში გავითვალისწინოთ შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებები და ის ძირითადი პრობლემები, გამოწვევები რომლებიც მიმდინარე ეტაპზე არსებობს. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ: 1.ეკონომიკური განვითარების არასათანადო ტემპების გამო, ვერ ხდება მოთ-ხოვნის ზრდა სამუშაო ძალაზე, შესაბამისად შეზღუდულია დასაქმების შესაძლებ-ლობები და მისი პერსპექტივები. ვერ ხორციელდება მასშტაბური ინვესტირება ახა-ლი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმების მთავარი წყარო კვლავ ბიზნეს სექტორია (GetFile.ashx, 2024:51). 2.ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, ჯერ კიდევ დაბალია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების დონე და ხარისხი. უმაღლესი განათლების სპეციალისტების მომზადება კი მიმდინარეობს ქაოტურად, რადგან იგი სრულად არ არის ორიენტირებული შრომის ბაზრის თანა-მედროვე მოთხოვნებზე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს კონკურენტ-უნარიანი კადრების მომზადება–გადამზადების ადეკვატური სისტემა. დაბალია სამუშაო ძალის პროფესიული მობილურობის დონე; 3.მიმდინარე კონფრონტაციული გლობალიზაციისა და ევროინტეგრაციის პრო-ცესში ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვლეოვან ზეგავლენას ახდენს შრომის ბაზრის სტრუქტურაზე, თვით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების შინაარსსა და ხასიათზე. იცვილება თვით შრომის ხასიათი, შინაარსი, რაც უკავ-შირდება როგორც დაგროვილი პოტენციალის რეალიზაციის ახალ შესაძლებლო-ბებს, ასევე მოსალოდნელ რისკებს. რადგან ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმა-ციის პირობებში კიდევ უფრო ძლიერდება შრომის უნიკალიზაციის, უნივერსა-ლიზაციის, ინტელექტუალიზაციის პროცესი. 4.საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობს შრომის ბაზრის ფუნქციონირებისა და მისი განვითარების სფეროში. კერძოდ, იგი დღემდე ვერ უზრუნველყოფს დასაქმების სფეროში სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვას. ამასთან, მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი შრომის ბაზრის სხვადასხვა სახის სერვისსა და ღონისძიებაზე. მნიშვნელოვანი პრობლემებია შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განუვითარებელია შრომის ბაზრის ერთიანი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო სისტემა და სხვა; 5.საქართველოს შრომის ბაზრისათვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებულია უმუშევრობის მაღალი დონე და მასშტაბები (განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდებს შორის), რომელსაც ქრონიკული ხასიათი გააჩნია, დღემდე არ არსებობს უმუშევართა სოციალური დაზღვევის მექანიზმიც. შესაბამისად იკვეთება “ღარიბი” და არაეფექტიანი დასაქმების პრობლემა, რომელსაც განაპირობებს: სამუშაო ადგილების ორგანიზაციის დაბალი დონე და არაადეკვატური შრომის პირობები; ეროვნული მეურნეობის რიგ დარგებში შრომის მწარმოებლურობისა და მისი ანაზღაურების დაბალი დონე; შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების, შრომის ანაზღაურებისა და სტიმულირების ორგანიზაციის დაბალი დონე და ხარისხი; ქვეყანაში სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის, ასევე სოციალური პარტნიორობის სისტემის განუვითარებლობა; 6.საქართველოს შრომის ბაზრის მნიშვნელოვან თავისებურებას, გამოწვევას-ეკონომიკის არაფორმალურ სექტორში მოსახლეობის დასაქმების ზრდის ტენდენ-ცია წარმოადგენს. არაფორმალურმა დასაქმებამ საქართველოში მართლაც საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო. საექსპერტო შეფასებებით, საქართველოში დასაქმებულ-თა მინიმუმ 32.0% ჩართულია რაიმე სახეობის არაფორმალურ საქმიანობაში. ფაქ-ტობრივად არაფორმალური სექტორი გახდა შრომის ბაზრის დამოუკიდებელი სეგმენტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის დასაქმების ხასიათზე, მის მასშტაბებზე, შრომითი ცხოვრების ხარისხზე, ცხოვრების დონესა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; ზემოაღნიშნული პრობლემებიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოში ცივილიზებული შრომის ბაზრის დამკვიდრებისათვის აუცილებელი იქნება: 1.ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან უმუშევრობის შემცირება და შესაბამისად დასაქმების ზრდა ქვეყნის ეკო-ნომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია (GetFile.ashx, 2024:50), ღირსეული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად, აუცილებელია ეტაპობრივად განხორციელდეს უმუშევრობისა და დასაქმების კომპონენტების საფუძვლიანი ანალიზი, როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის კუთხით. 2.რადგან შრომის ბაზრის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების უმთავრეს ფაქტორი, ქვეყნის მოსახლეობის ღირსეული, ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფაა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრომის პირობების გაუმჯობესებას, შრომის დაცვას, მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფას, შრომის ღირსეული, ადეკვატურ ანაზღაურების მიღწევის მიზ-ნით შრომის ანაზღაურებისა და სტიმულირების სისტემის სრულყოფას; 3.აუცილებელია შრომის ბაზრის ბუნების ადექვატური ინფრასტრუქტურის შექმნა. მისი ფუნქციონირების მთავარი კრიტერიუმი უნდა გახდეს სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ოპტიმალური შესაბამისობის მიღწევა და თავისი ძირითადი ფუნქციების ეფექტიანად შესრულება. აღნიშნული ფუნქციების წარმა-ტებით რეალზაცია მოითხოვს სოციალური პარტნიორობის პრინციპულად ახალი სისტემის ფორმირებასა და კოლექტიური მოლაპარაკებების სისტემის დამკვიდრე-ბას სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სუბიექტებს შორის; 4.სიღარიბის შემცირებისა და ღირსეული ეფექტიანი დასაქმების მიღწევის მიზ-ნით უნდა გავითვალისწინოთ, რომ შრომის ბაზარზე სულ უფრო სწრაფად იზრდე-ბა მოთხოვნები პერსონალის პროფესიული მომზადების დონისადმი, კომპიუტე-რული, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნისა და წარმოების პროცესში ინოვა-ციების დანერგვის უნარების განვითარების მიმართულებით. ასეთ პირობებში პერ-სონალი ფასდება არა მხოლოდ ისეთი თვისებებით, როგორიცაა პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, არამედ განსაკუთრებული ყურადღება შემოქმედებითობასა და კრეატიულობას ექცევა. აქ გადამწყვეტია საგანმანათლებ-ლო მომსახურების ბაზრის როლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს: შრომის ბაზ-რის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება, ადამიანისეული კაპიტალის ყოველმხრივ განვითარება. 5.საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების მიმდინარე პერიოდში შრომის ბაზრის ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით აუცილე-ბელია შრომისა და დასაქმების სფეროში საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა სათანადო დონეზე შეს-რულება, შრომის კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა და საერთაშორისო სტან-დარტებთან დაახლოება, შრომითი ურთიერთობების სფეროში სოციალური სამარ-თლიანობის პრინციპის საბოლოოდ დამკვიდრება, დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტან-დარტების დანერგვა, ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა და მისი ძირითადი პრინციპების რეალიზაცია. აღნიშნული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით რეალიზაციას ხელი უნდა შეუწყოს სოციალური პარტნიორობის სისტემის ფორმი-რებამ და შესაბამისად სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტის გაძლიერებამ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების, განსაკუთრებით კი დასაქმებისა და სოცია-ლური პოლიტიკის სფეროში სოციალური დიალოგის გაძლიერებისათვის თანა-მშრომლობის განვითარების (მუხლი 348) ვალდებულებების შესრულება. გამოყენებული ლიტერატურა
[1]ღირსეული ხელფასი გულისხმობს მომუშავის შრომის ანაზღაურების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს მომუშავისა და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკურ თავისუფლებას, ქმნის სოციალური დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ფორმირების საფუძვლებს, ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას, დასვენებას, მსოფლიოს ცივილიზაციის თანამედროვე მიღწევების გამოყენებას, ხორციელდება შრომის შედეგების მიხედვით განაწილების ყველაზე სამართლიანი პრინციპის „თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის“ საფუძველზე და ნორმალური, ღირსეული (და არა მომუშავისათვის დამთრგუნველი) სამუშაო გარემოს პირობებში. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||