ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
აიტკინ გასან ახუნდოვა ∘
აზერბაიჯანის საინვესტიციო პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.01.09 ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საინვესტიციო პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გლობალური არასტაბილურობის პირობებში. გაანალიზებულია სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, საინვესტიციო საქმიანობის რეგულირების ინსტიტუციური და ნორმატიულ-სამართლებრივი მექანიზმები, აგრეთვე პირდაპირი უცხოური და შიდა ინვესტიციების როლი აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტრუქტურასა და დინამიკას, ასევე საინვესტიციო ნაკადების გეოგრაფიულ და სექტორულ თავისებურებებს. განხილულია სტრატეგიული საინვესტიციო პროექტებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული ინიციატივების როლი ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი ფაქტორების ფორმირებაში. |