English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი ფარესიშვილი
კაპიტალის ბაზრის განვითარება პოსტ-საბჭოთა კონტექსტში: თეორიული საფუძვლების ტაქსონომია

 DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.20

რეზიუმე

ნაშრომში წარმოდგენილია კაპიტალის ბაზრის განვითარების თეორიების (კლასიკური, ნეოკლასიკური, ბიჰევიორისტული და ადაპტაციური მოდელები) კომპლექსური სისტემის ანალიზი პოსტ-საბჭოთა კონტექსტში.  შემუშავებულია ინტეგრირებული თეორიული ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული განვითარების ინტერპრეტაციას, არამედ აკავშირებს თეორიებს პოსტ-საბჭოთა კაპიტალის ბაზრის განვითარების ეტაპზე არსებულ სპეციფიკურ გამოწვევებთან და შეზღუდვებთან და ასევე ასახავს თეორიების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.

საკვანძო სიტყვები: კაპიტალის ბაზარი, ბაზრის განვითარება, ბაზრის განვითარების თეორიული საფუძვლები, პოსტ-საბჭოთა ქვეყნები.