English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლანა ებრალიძე
ქვეყნის მდგომარეობის ინდექსები და ბიზნეს გარემოს განვითარება

DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.21

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა ბიზნეს გარემოზე. ამ მიმართულებით დახასიათებულია ის ინდექსებიდა საქართველოს მონაცემთა ანალიზი, რომლებიც ჩვენი აზრით, ძირითადად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე. თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბიზნესის გარემოს საკითხების შესწავლას და მასზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გავლენას. ახორციელებემ ბიზნეს გარემოს ანალიზს ყველა იმ გარეგანი და შინაგანი ფაქტორის შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის ფუნქციონირებაზე, ზრდასა და გადარჩენაზე.

საკვანძო სიტყვები: ბიზნეს გარემო, ინდექსირება, განვითარება.

****

თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბიზნესის გარემოს საკითხების შესწავლას და მასზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გავლენას. ბიზნეს გარემოს ანალიზი გულისხმობს ყველა იმ გარეგანი და შინაგანი ფაქტორის შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის ფუნქციონირებაზე, ზრდასა და გადარჩენაზე. ეს, არსებითად, არის „ეკოსისტემა“, რომელშიც ბიზნესი არსებობს. შიდა გარემო (Internal Environment)-ფაქტორები, რომლებსაც კომპანია აკონტროლებს, როგორიცაა მისი კორპორატიული კულტურა, თანამშრომლები, მართვის სტილი და ხელმისაწვდომი რესურსები (მაგალითად, ნაღდი ფული ან აღჭურვილობა) და გარე გარემო (External Environment)-ფაქტორები, რომლებიც კომპანიის კონტროლს მიღმაა. და იყოფა ორ ნაწილად:

  • მიკრო-გარემო: უშუალო მონაწილეები, როგორიცაა მომხმარებლები, კონკურენტები და მომწოდებლები.
  • მაკრო-გარემო:  როგორიცაა ეკონომიკა, ტექნოლოგიები, კანონები და სოციალური ტენდენციები.

ამ ეტაპზე ჩვენი ინტერესის სფეროა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა. რაც რამდენიმე მეთოდით შეიძლება შევისწავლოთ:

  1. PESTEL: მაკრო-გარემოს ანალიზისთვის ინსტრუმენტი (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ფაქტორები).
  2. კონკურენტული ძალები: „პორტერის ხუთი ძალის“ გამოყენება მიკრო-გარემოს შესასწავლად (რამდენად დიდია კონკურენტების ან მომხმარებლების გავლენა).
  3. SWOT ანალიზი  შიდა (ძლიერი და სუსტი მხარეები) და გარე (შესაძლებლობები და საფრთხეები) ფაქტორების დაკავშირების მეთოდი.

მაკრო-გარემო გულისხმობს ფართო, გარე ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკაში არსებულ ყველა ბიზნესზე. შიდა გარემოსგან განსხვავებით, ეს ძალები არის „თამაშის წესები“, რომლებსაც როგორც ამბობს ბიზნესი უნდა მოერგოს.

დროთა განმავლობაში ამ ძალების ცვლილების შესაფასებლად მკვლევრები და ეკონომისტები იყენებენ ინდექსების შემუშავებას. ინდექსი აერთიანებს რთულ მონაცემებს – მაგალითად, ათასობით ფასის ცვლილებას და ა.შ. ერთ ციფრში გამოხატულს, რომელიც აჩვენებს ტენდენციას.

იხილავენ ეკონომიკურიინდიკატორებ: სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ როგორ ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ან მშპ ბიზნესის ყოველდღიურ სტრატეგიაზე და ე.წ. ჯამურიინდექსი: სწავლება იმისა, თუ როგორ გავაერთიანოთ PESTEL-ის მრავალი ფაქტორი ერთიან „ბიზნეს მზაობის“ ქულაში კონკრეტული ქვეყნისთვის.

დავახასიათოთ ის ინდექსები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალში ბიზნეს გარემოს ანალიზისთვის საქართველოში.

  • გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამოჩეულ იმ 14 ქვეყანას  შორის დასახელდა, რომელიც ინოვაცური განვითარების ახალ სიმაღლეებზეა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. კვლევა  მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს  ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 8 ადგილით დაწინაურდა, საუკეთესო 60 ქვეყანას შორის 57- პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს იმ 14 გამორჩეულ ქვეყნას შორის დასახელდა, რომელიც გამოცემის თანახმად, ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე ავიდა. საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია,  საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, „შრომის პროდუქტიულობა“.
  • „მთავრობის ეფექტიანობით“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა. „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 79,1% დაიმსახურა, უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

ყველაზე დიდ წარმატებას კი ქვეყანამ „შრომის პროდუქტიულობის“ ინდიკატორში მიაღწია. შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გადაუსწრო მსოფლიო დონეს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს.

ევროკომისიას საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მოამზადა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.  საქართველო  32-ე ადგილიდან საუკეთესო ოცდაათეულში 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა.  ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია. 

კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყნაში,  უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს.

ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ  სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განიცადა.

სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინიტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწოფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. 

  • კორუფციის არ არსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კორუფციის არ არსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 68% დაიმსახურა და ლატვიასთან და მალტასთან ერთად  თანაბარი შეფასებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 18- ადგილზე, მსოფლიოში კი 29-პოზიციაზე გავიდა.

  • ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ადგილზეა, ევროკავშირის დ ანატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით მსოფლიოში  41-პოზიციაზეა.

არსებული მონაცემები ადვილად აღსაქმელი რომ იყოს ცხრილის სახითაც გამოვსახოთ.

Metric (2024-2025)

Georgia

EU Average

Upper-Middle Income Avg.

Labor Productivity Growth

10.4%

< 1.0%

3.2%

Real GDP Growth

9.5% (2024)

1.5%

4.1%

GNI per Capita (PPP)

$26,570

$54,000

$18,500

 

 „მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1].“ 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.wipo.int/web-publications/global-innovation-index-2024/assets/67729/2000%20Global%20Innovation%20Index%202024_WEB2.pdf
  2. https://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.PP.CD?end=2023&skipRedirection=true&start=1990&view=chart
  3. https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/explorer/indices/ipi/index-of-public-integrity
  4. https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WJP+ROL+2
  5. https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WJP+ROL+3
  6. https://data.worldbank.org/indicator/SL.GDP.PCAP.EM.KD?end=2023&skipRedirection=true&start=1991&view=chart