English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ვახტანგ ბურდული
საქართველოს ეკონომიკის სექტორების განვითარება სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში

DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.01

რეზიუმე

სტატიაში განხილულია საქართველოში ეკონომიკური სექტორების განვითარების პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში. სტატიაში სისტემატიზებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები მცირე ქვეყნის პირობებში და განხილულია მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკის სექტორული სტრუქტურის ცვლილებებზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, შემოთავაზებულია ზომები საქართველოს ეკონომიკის გარკვეული სექტორების შემდგომი განვითარებისთვის (ენერგეტიკა და ელექტროტექნიკური ტექნოლოგიები, სხვა ტექნოლოგიები მწვანე ეკონომიკის ხაზით, სხვადასხვა სექტორში გავრცელებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები კომპოზიტური მასალების ხაზით, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ზოგიერთი სექტორი).

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის სექტორები, გამოწვევები და საფრთხეები, სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება, ინოვაციები.