English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილი გეგა ბაღათურია
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა აგრარულ სფეროში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.Koguashvili.Baghaturia

ანოტაცია: ნაშრომში აღწერილია საქართველოს აგრარული სექტორის  არასათანადო განვითარების ძირითადი მიზეზები. ამ მიზეზებისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით  უნდა გამოინახოს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ახალი ურთიერთობების მექანიზმი,  რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება დარგის აღდგენა და შემდგომი ინოვაციური განვითარება. დასაბუთებულია  სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის  მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა  საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში.     

კვლევის აქტუალურობა განპირობებულია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მექანიზმის საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში დანერგვის აუცილებლობით, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ბიზნესისათვის ურთიერთხელსაყრელ პირობებში სარესურსო ბაზის გაფართოებას.

       საკვანძო სიტყვებისახელმწიფო; ბიზნესი;აგრო სამრეწველო კომპლექსი; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა;  

შესავალი

ჩვენი სახელმწიფო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ცდილობს გამონახოს გზები სასურსათო უსაფრთხოების შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად და შექმნას საჭირო ბაზა შიმშილისა და სიღატაკის პრობლემის დასაძლევად.

ქვეყანას სჭირდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გაა-უმჯობესებს სიტუაციას, უწინარეს ყოვლისა, აგრარულ სფეროში. აუცილებელია ამ დარგის სრული მოდერნიზაცია, მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო ამ მიზნის მიღწევა რთულდება.

საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არა მარტო შესაბამისი დაფინანსების უქონლობის გამო, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მუდმივი არასტაბილურობის შედეგად დღემდე გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში რჩება ნედლეულის მნიშვნელოვანი რესურსები.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის გზით, მაგრამ, როგორც განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა, ყველა ეს მცდელობა არასაკმარისი აღმოჩნდა სიტუაციის გამოსასწორებლად.

ძირითადი ნაწილი

საკითხის ღრმა ანალიზი მოითხოვს განვიხილოთ საქართველოს  აგროსამრეწველო  სექტორის  სტაგნაციის ძირითადი მიზეზები (იხ. ნახ.1).

 

ნახ. 1. საქართველოს აგროსამრეწველო  სექტორის  სტაგნაციის ძირითადი მიზეზები 

ნახაზზე მოტანილი ყველა ფაქტორი ქმნის ძირითად საშიშროებებსა და დამაბრკოლებელ გარემოებებს აგროსამრეწველო სექტორის განსავითარებლად.

აგრარული სექტორის კომპლექსი წარმოადგენს მონაპოვარს, რომელიც  მივიღეთ საბჭოთა ეპოქისაგან, როდესაც ის წარმოადგენდა ქართული ეკონო-მიკის მძლავრ შემადგენელს. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პერიოდში ამ დარგის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა ჯართის სახით იქნა გატანილი ქვეყნიდან და დარგი ერთბაშად მოიშალა. არასწორად ჩატარებულ პრივატიზაციას თითქმის მთლიანად შეეწირა  სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები (აკადემიის სისტემაში არსებული 14 ინსტიტუტიდან გადარჩა მხოლოდ ერთი - კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

დარგის აღდგენისა და შემდგომი ინოვაციური განვითარებისათვის, ჩვენი აზრით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს სახელმ-წიფოსა და ბიზნესს შორის ახალი ურთიერთობების მექანიზმი.

უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს ინოვაციური განვითარების რეალური გზაა სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის აპრობირებული მექანიზმის მორგება ქართულ ეკონომიკასა და მის წამყვან დარგზე - აგროსამრეწველო კომპლექსზე, რაც საშუალებას მოგვცემს გამო-უყენებელი რეზერვები მოვახმაროთ ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფო ქონების მართვის ეფექტურობის გაზრდას. 

სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის (სკპ) მნიშვნელობა საქართველოსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დადასტურებული იყო ნეპ-ის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის) პერიოდის ისტორიული გამოცდილებით. დასავლეთის განვითარებულ  და განვითარებად ქვეყნებშიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში  დაფუძნდა 2700-ზე მეტი სკპ-ის პროექტი. ძირითად საკვანძო საკითხად, ჩვენი აზრით, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში უნდა მივიჩნიოთ სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმის (სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, აგროტექნოპარკები, აგროჰაბი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები) შექმნა და დანერგვა. 

სახელმწიფო - კერძო პარტნიორობა წარმოადგენს  სასიცოცხლოდ აუცი-ლებელი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (ან შესაქმნელი) ობიექტების პრივატიზაციის ალტერნატივას. ესაა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრების ასამოქმედებლად კერძო კაპიტალის მოზიდვის საშუალებას იძლევა; ამასთან არ ხდება საკუთრების ფორმის ცვლილებები: აქტივები და მათზე კონტროლი რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში (პრივატიზაციის შემთხვევაში ისინი კერძო საკუთრებაში გადა-დის). 

დღეს სკპ საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექ-ტური სახალხო მეურნეობის ფორმაა საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი რიგი დარგებისათვის. ამ ასპექტში სახელმწიფო გამოდის არა მარტო როგორც  მრა-ვალმხრივი რესურსის მქონე პარტნიორი, არამედ როგორც ორგანიზატორი, რეგულატორი და საინვესტიციო პროექტის შემკვეთი. კერძო კაპიტალი სკპ-ში ამაღლებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, ზრდის მოსახლეობის ცხოვ-რების დონეს,  ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

სკპ-ის რეალიზაციის  საერთო ნიშან-თვისებებიდან მნიშვნელოვანია ფარ-თო და მწყობრი ნორმატიული ბაზის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს სხვა-დასხვა სფეროში საკონტრაქტო ურთიერთობებს ცალკეული დარგების მიხედვით და საშუალებას მოგვცემს შედარებით სრულად გავითვალისწინოთ აღნიშნული სფეროების განსხვავებული ფუნქციონირების პირობები.

სკპ-ის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული პროექტის რეალი-ზაცია, როცა სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობებისათვის მნიშვნელო-ვანია შემდეგი მახასიათებლები:

  • პროექტის რეალიზაციისადმი სახელმწიფოს ინტერესი;
  • პროექტის ხანგრძლივობა (როგორც წესი, სკპ-ის პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 10 წელს);
  • მხარეებს შორის რისკების განაწილება.

სახელმწიფო - კერძო პარტნიორობაში მონაწილეობისას ინვესტორის რის-კები შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად:

1) პოლიტიკური (რისკი, რომელიც განპირობებულია კოორდინაციის დაბა-ლი დონით, სახელმწიფო მართვის არაეფექტურობით);

2) ფინანსური (ფინანსების დაუბრუნებლობის რისკი, პროექტის არასა-კმარისი რენტაბელურობის გამო, საკრედიტო რესურსების მაღალი ღირებულება, ადგილობრივი ხელისუფლების  მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულე-ბლობის რისკი,  ინვესტიციების   ადგილობრივი ბიუჯეტიდან  კომპენსაციისას);

3) საკანონმდებლო, დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებებთან.

სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის აგროსამრეწველო კომპლექსში დანე-რგვისას აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

•  სკპ-ის მხარეების ურთიერთობები  უნდა გაფორმდეს იურიდიულად;

•  მხარეები უნდა ატარებდნენ პარტნიორულ, ანუ თანაბარუფლებიან ხასიათს;

•  პარტნიორებს  შორის შეთანხმებული უნდა იყოს  მიზნები, რომლებიც უზ-რუნველყოფენ თითოეული მხარის ინტერესების რეალიზაციას;

•  სკპ-ის მხარეები უნდა აერთიანებდნენ მათ განკარგულებაში არსებულ რე-სურსებს (ფინანსურს, შრომითს, საინფორმაციოს) შეთანხმებული მიზნების მისაღწევად;

•  პარტნიორობის მხარეები თანაბრად უნდა  ინაწილებდნენ  ხარჯებსა და რისკებს, პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ მიღებულ შედეგებზე.

ასე რომ, სახელმწიფო - კერძო  პარტნიორობის დანერგვისას პარტნიორებს შორის ფორმირებული უნდა იყოს  პასუხისმგებლობის  განაწილების სპეციფი-კურობა. პარტნიორობის ორივე მხარეს თავისი წვლილი შეაქვს საერთო პროექტში. როგორც საზღვარგარეთის გამოცდილება აჩვენებს,  ბიზნესი უზრუნ-ველყოფს ფინანსებს, პროფესიულ გამოცდილებას,  ეფექტურ მართვას, გადა-წყვეტილების მიღების მოქნილობასა და ოპერატიულობას, ნოვატორულ უნარს. ამასთან, ინერგება  მუშაობის უფრო ეფექტური მეთოდები, ხდება ტექნიკისა და ტექნოლოგიების სრულყოფა, იქმნება წარმოების ორგანიზაციის ახალი ფორმები და საწარმოები.

თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანია მდგრადი სასურსათო უზრუნვე-ლყოფის სისტემის ინოვაციური და ტექნოლოგიური  სრულყოფა, რაც  თვით ორგანიზაციული სისტემის ინოვაციურობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს, ასევე უზრუნველყოფილია ზემოქმედებების ზომებისა და ფორმების  ერთობ-ლიობა, რომელშიც პრიორიტეტულია ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სტიმულირება.

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს იმაზე, რომ აგროსამრეწველო სფეროში სახელმწიფო - კერძო პარტნიორობა მოითხოვს მეცნიერების, განათლებისა და სახელმწიფო რესურსების ამოქმედებას საერთო მიზნის მისაღწევად. ამათგან მეცნიერება ახდენს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოკვლევას და მეცნიე-რულად დასაბუთებული სამოქმედო დოკუმენტის - ტექნოლოგიური რეგლამენ-ტების შემუშავებას.

პროფესიული და სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების” მოითხოვს განათლების მე-2 და მე-3 საფეხურები შესრულდეს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებთან ერთად. კანონის ეს მოთხოვნა სუბიექტური მიზეზების გამო (საგანმანათლებლო დაწესებულებები ეწინააღმდეგებიან სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკებს დაუთმონ სალექციო საათები) არ სრულდება. ეს ჩვენი აზრით, ერთ - ერთი ძირითადი მიზეზია კერსდამთავრებულების ცოდნის უკიდურესად დაბალი დონისა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის სპეციალობებში.

დღეისათვის საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომზადებულია დარგის განვითარების მთელი რიგი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში მყოფი პროდუქტების (მანდარინის არასტანდარტული ნაყოფების, გარეული ხილისა და სამკურნალო ეთერზეთოვანი მცენარეების) წარმოების ნარჩენების ეფექტურ გამოყენებას კონკურენტუნარიანი პროდუქციის მისაღებად. ამ პროექტების რეალიზაციისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სახელმწიფო - კერძო პარ-ტნიორობის  პროგრამის მეორე სახე ჴ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მონაწილე მხარეებია სახელმწიფო და საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი.  სახელმწიფო მონაწილეობს ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბაზის  ამოქმედებაში, ეხმარება ინსტიტუტს შეღავათიანი კრედიტის მიღებაში. ინსტიტუტი 5 წლის განმავლობაში აწარმოებს ექსპერიმენტულ პროდუქციას, პოულობს ამ პროდუქ-ციის რეალიზაციის ბაზრებს და შემდეგ ყიდის პროექტს დაინტერესებულ პირზე. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და რეალიზაციის საქმეში.

პროექტის რეალიზაციის შესაძლო სქემები ძირითადად დამოკიდებულია პროექტის რენტაბელურობის დონეზე, რომელიც ახასიათებს მის კომერციულ ეფექტიანობას და, ამდენად, ინვესტორისათვის წარმოადგენს ძირითად კრი-ტერიუმს პარტნიორობაში მონაწილეობისას. პროექტის წარმატება ასევე დამოკიდებულია საპროექტო რისკების დონეზე. პროექტის რენტაბელობა განისაზღვრება ობიექტის ექსპლუატაციით  მიღებული შემოსავლებისა და მისი შექმნისა და შენახვის ხარჯების ღირებულებების  თანაფარდობით.

განზოგადებული სახით ინოვაციური პროექტების შერჩევისა და რეალიზაციის სქემა მოცემულია მე-2 ნახაზზე.

                                    

ნახ. 2.დარგის ინოვაციური განვითარების სახელმწიფო-მიზნობრივი

             პროგრამის შერჩევა და შეფასება(შედგენილია ავტორების მიერ)

 

ყველა ქვეყნისათვის  სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბების ერთიანი სცენარი არ არსებობს არც მსოფლიოში და არც ერთი და იმავე ქვეყ-ნის ფარგლებში. პარტნიორობის გამოყენებული ფორმა დამოკიდებულია ამა თუ  იმ ქვეყანაში არსებულ  სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასა და აგრო-სამრეწველო კომპლექსის პრობლემებზე. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ კონ-კრეტულ მაგალითს.

სოფლის მოსახლეობის ადგილზე დასამაგრებლად უნდა გამოიძებნოს შესაბამისი  მექანიზმი. მაგალითად, ავსტრალიაში, საფრანგეთში იტალიასა და სხვა ქვეყნებში ფერმერი (სოფლის მოსახლე) გახდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მიმწოდებელი, არამედ ამ ნედლეულისაგან საქონლის მწარმოებელი სუბიექტი. კერძოდ, ავსტრალიაში ფერმერი ამზადებს ჯერ ევკალიპტის ნედლეულს და შემდეგ ამ ნედლეულისგან ნახევარფაბრიკატის სახით აწარმოებს ნედლ ეთეროვან ზეთს, რომელსაც მისგან ყიდულობს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომელიც ამ ნახევარფაბრიკატს იყენებენ საექსპორტო პროდუქციის - რექტიფიცირებული ეთეროვანი ზეთების მისაღებად. იტალიაში ფერმერი ყურძნის გადამუშავების ნარჩენებისგან ხდის ნედლ სპირტს, რომლისგანაც შემდგომ აწარმოებენ ყურძნის არაყს - გრაპას; საფრანგეთში ფერმერულ მეურნეობაში მოყვანილი ყურძნისაგან ღებულობენ ნედლ საკონიაკე სპირტს, რომელსაც სპეციალიზებულ ქარხანაში იყენებენ საექსპორტო პროდუქციის  მისაღებად და ა.შ

მეფის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას საქართველოში დამკვიდრე-ბული იყო პრაქტიკით, ყურძნის გადამუშავებისას დარჩენილ ჭაჭას აგროვებდნენ და აწვდიდნენ მთის მოსახლეობას, ისინი ჭაჭისაგან ხდიდნენ არაყს და ყიდდნენ მას შემოსავლის მისაღებად. ასეთი წარმოება არ იბეგრებოდა.

დღეს სახელმწიფო ამ ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად გამოჰყოფს სახსრებს, მაგ., მინი-გამოსახდელი აპარატების შესაძენად და გადასცემს მათ სოფლის მოსახლეობას. შემდეგ ხდება გლეხისაგან მის მიერ მიღებული ნედლი სპირტის  შესყიდვა, ანუ გლეხი სახლიდან გაუსვლელად იღებს გასამრჯელოს. ასევე შეიძლება მანდარინის არასტანდარტული ნაყოფებისაგან და ყვავილებისაგან სხვადასხვა დანიშნულების კვების პროდუქტებისა და საკვები დანამატების მიღება, ხილ-კენკროვანთა ნედლეულის ათვისება.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში წარმოების ნარჩენების გააზრებული გამო-ყენებით იქაური ჭაჭის არაყი გახდა მსოფლიოში ცნობადი პროდუქტი, რომლი-სგანაც სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს მნიშნელოვან შემოსავლებს. ამასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში  შეიქმნა გრაპას (ჭაჭის არყის) სპეციალიზებული ინსტიტუტი თავისი ხუთი ფილიალით იტალის მსხვილ ქალაქებში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის სუბიექტებად საქართველოს პირობებში შეიძლება გამოვიდეს საქართველოს კვების მრეწველობის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ფერმერი (სოფლის მოსახლე) (იხ. ნახ. 3).  

                       

ნახ. 3.სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა სახელმწიფოს,

სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ფერმერს შორის 

დასკვნა

საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა აგროსამრეწველო კომპლექ-სის სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის გზით განვითარებისათვის. ასეთი მიდგომით შეიძლება ქვეყნის მასშტაბით წარმოებაში დაინერგოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მიერ წლების განმავ-ლობაში შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზარდოს საექსპორტო პრო-დუქციის მოცულობა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან, მოხდეს გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში მყოფი რესურსების ათვისება,  რაც მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისაკენ ქვეყნის წამყვან დარგში დღეს არსე-ბულ  სიტუაციას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ბაღათურია., საქართველოს კვების მრეწველობა. საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნოლოგიები. თბ., 2018; -140 გვ.
  2. კოღუაშვილი.,ლაჭყებიანი., კვების მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია. თბ., სტუ, 2018
  3. საქართველოს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“. 4.05.2018; https://matsne.gov.ge/ka/document/view/4193442?publication=2
  4. საჯარო-კერძო პარტნიორობის სახელმძღვანელო. ttps://www.adb.org/sites/ default/files/ institutional-document/178028/ public-private-partnership-ka.pdf
  5. Пугачев Н., Государственно-частное партнерство в инновационной сфере. // Актуальные вопросы экономики и управления: материалы II междунар. науч. конф. (г. Москва, октябрь 2013 г.). М.: Буки-Веди, 2013; https://moluch.ru/conf/econ/archive/91/4249/
  6. Дмитриев В., Государственно - частное партнерство: новые возможности для развития инфра-структуры в странах с переходной экономикой. // Недвижимость и инвестиции. Правовое регулирование. № 4, 2008; file:///C:/Users/User/Downloads/ gosudarstvenno- chastnoe-partnerstvo-v- innovatsionnoy- sfere-sovremennoe-sostoyanie-i-perspektiv.pdf
  7. Шинкаренко П., Государственно - частное партнерство: проблемы и решения. // Проблемы теории и практики управления. 2007;
  8. A New Economy? The Changing Role of Innovation and Information Technology in Growth. Paris, OECD, 2000. https://www.oecd.org/sti/inno/2348473.pdf