English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვალერი არღუთაშვილი
ბიზნესის განათლების საკითხები რეგიონული განვითარების ჭრილში - საქართველოს მაგალითი

DOI:   10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.ARGHUTASHVILI

გაფართოებული ანოტაცია

ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წისვლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია განათლება და მეცნიერება, რომლის კარგი ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების გარანტიას. განათლების ხარისხის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის პიროვნული, პროფესიული და, ზოგადად, სოციუმის განვითარებისთვის.

2005 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ბოლონიის პროცესს და მიზნად დაისახა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების გზით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. მიზნიდან გამომდინარე, საუნივერსიტეტო განათლებაში ძირეულად შეიცვალა მიდგომები; შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. ნაშრომში ძირითადად შესწავლილია  საქართველოს რეგიონული პოტენციალი ამ მიმართულებით.

სიღრმისეული რეფორმების და განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად, კვლავ რჩება ბევრი გადასაჭრელი საკითხი და ამ გამოწვევებს შორისაა განათლების კავშირი შრომის ბაზართან, სამეწარმეო უნარჩვევების განვითარება უმაღლესი განათლების საფეხურზე.