English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეიმურაზ ფარცხალაძე
დასაქმების სტრუქტურის გავლენა აუდიტორული საქმიანობის ეფექტურობაზე

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.03.TEIMURAZ.PARTSKHALADZE

ანოტაცია

სტატიის მიზანია გამოიკვლიოს და ჩამოაყალიბოს აუდიტორულ ფირმებში უშუალოდ ფინანსური აუდიტორული მომსახურების გარდა სხვა აუდიტორული მომსახუობები რა გავლენას ახდენს მთლიანი შემოსავლების ზრდასა და შესაბამისად  მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.

საკვანძო სიტყვები: აუდიტორული მომსახურება, აუდიტორული კომპანიების შემოსავლები, დასაქმების მენეჯმენტი. 

შესავალი 

აუდიტორული საქმიანობა მნიშვნელოვანია ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფისათვის და ხელს უწყობს, როგორც მიკრო ისე მაკრო დონეზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ინფორმაციული კონკურენციის პირობებში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. საქმნიანობის შედეგები, გარდა საერთაშორისო სტანდატრების  დამკვიდრებისა, დიდწილად დამოკიდებულია საკუთრივ აუდიტორული კომპანიების კეთილსინდისიერ საქმიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების ანალიზი, რომელიც პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ახდენს აუდიტორულ საქმიანობაზე.

აუდიტორული საქმიანობის კონტექსტში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამოყოფა: კომპანიების მხრიდან საქმინობის დივერსიფიკაცია და დასაქმების მენეჯმენტი. 

აუდიტორული კომპანიები და მათი მომსახურეობები

კვლევის აღწერა და ანალიზი

აუდიტორული კომპანიები გარდა უშუალოდ აუდიტორული მომსახურებისა დაკავებულები არიან  სხვა პროფესიული საქმიანობებით, როგორიც არის ბუღალტრული საქმიანობა, საშემფასებლო საქმიანობა, საგადასახადო კონსულტაციები, იურიდიული მომსახურება და სხვა პროფესიული საქმიანობები. აუდიტორული კომპანიების მხრიდან საქმიანობების ამგვარი დივირსიფიკაცია შეისაძლოა კომპანიების გაძლიერებას უწყობდეს ხელს, მაგრამ ზიანს აყენებდეს საკუთრივ აუდიტორულ საქმიანობას, შესაძლოა მას ჰქონდეს შემავსებელი ეფექტი და ხელს უწყობდეს აუდიტორულ საქმიანობის განვითარებას კომპანიებში.

დასაქმების სტრუქტურა გულისხმობს საკუთრივ აუდიტორულ და სხვა პროფესიულ საქმიანობებს შორის დასაქმებულთა განაწილებას და ადმინისტრაციასა და უშუალოდ შემსრულებლებს შორის დასაქმებულების განაწილებას. აღნიშნული ანალიზი საშუალებას მოგვცემს ვნახოთ დასაქმების სტრუქტირის იმ ინდიკატორებზე, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ან დადებითი გავლენა მოახდინოს უშუალოდ აუდიტორული საქმინობების შედეგებზე.

ერთ ერთი მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაშ თუ როგორ უნდა მოხდეს აუდიტორული საქმიანობების შედეგების შეფასება? რამდენად ეფექტურია აუდიტორული საქმიანობა? რა არის ის ინდიკატორი, რომელიც ეფექტურიბას გაზომავდა? ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში შემოსავლიანობის ზრდა გამოხატავს მომხმარებლის მიდრეკილებას კონკრეტული კომპანიებისაკენ, რაც ნაკარნახევია აღნიშნული კომპანიების მხრიდან უფრო სანდო პროდუქტის შექმნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტურობის საზომად შესაძლებელია კომპანიების შემოსავლიანობის მაჩვენებლების გამოყენება.

ჩვენს მიერ განხორციელდა 47 აუდიტორული კომპანიის 3 წლის მონაცემების ანალიზი და აგებულ იქნა პანელური მოდელი, რომელსაც შემდეგი სახე აქვს:

 

სადაც,

                       AUDREV - აუდიტორული კომპანიების შემოსავლები

                       LADMIN - დასაქმება კომპანიების ადმინისტრაციაში

                       Laud - დასაქმება აუდიტის მიმართულებით

                       OTHERREV -  შემოსავლები სხვა პროფესიულ საქმიანობიდან 

შედეგად მოხდა შემდეგი მოდელის იდენტიფიკაცია: 

Dependent Variable: AUDREV

 

Method: Panel Least Squares

 

Date: 09/15/20   Time: 09:50

 

Sample: 1 47

 

 

Periods included: 47

 

 

Cross-sections included: 3

 

Total panel (balanced) observations: 141

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Variable

Coefficient

Std. Error

t-Statistic

Prob.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

L_ADMIN

19625.60

9774.778

2.007779

0.0466

L_AUD

61889.15

3461.604

17.87875

0.0000

OTHEREV

1.688329

0.198769

8.493918

0.0000

C

-414876.7

64897.01

-6.392847

0.0000

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

R-squared

0.897902

    Mean dependent var

802803.0

Adjusted R-squared

0.895666

    S.D. dependent var

1964637.

S.E. of regression

634591.7

    Akaike info criterion

29.58731

Sum squared resid

5.52E+13

    Schwarz criterion

29.67096

Log likelihood

-2081.905

    Hannan-Quinn criter.

29.62130

F-statistic

401.6168

    Durbin-Watson stat

1.792490

Prob(F-statistic)

0.000000

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნული მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მოდელში არ არის ავტოკორელაციის პრობლემა, რაზეც მეტყველებს დარბი-ვოთსონის სტატისტიკა, კოეფიციენტები მნიშვნელოვანია, რაზეც მეტყველებს t სტატისტიკები, დეტერმინაციის კოეფიციენტი და F სტატისტიკებიც მოდელის სტატისტიკურ მნიშნელოვნებაზე მიუთითებენ.

მოდელი ორი ჰიპოთეზის მტკიცებას ცდილობდა: 1. ჰიპოთზა: სხვა პროფესიული საქმიანობა ხელშემწყობია აუდიტორული საქმიანობი 2. ჰიპოთზა: დასაქმების მენეჯმენტი გავლენას ახდენს აუდიტორულ შემოსავლებზე.  ამ მიზნით ჩვენ შევისწავლეთ დასაქმების სტრუქტურის გავლენა აუდიტორულ შემოსავლებზე და სხვა პროფესიული საქმინობიდან მიღებული შემოვლების გავლენა აუდიტორულ შემოსავლებზე. აუდიტის სფეროში დასაქმების ზრდა საშუალოდ 62 000 ლარით ზრდის კომპანიის შემოსავლებს, ხოლო ადმინისტრაციულ ნაწილში დასაქმება 20 000 ლარით, რაც შეეხება სხვა შემოსავლების გავლენას ყოველი ლარით სხვა შემოსავლების ზრდა 1,7 ლარით ზრდის აუდიტის შემოსავლებს. თუმცა სტანდარტიზებულ მოდელში ეს უკანასკნელი საკმაოდ უმნიშვნელოა შემოსავლენზე გავლენის თვალსაზრისით  და კლებადი უკუგებითაც ხასიათდება.

დასკვნა

დასკნის სახით შეიძლება ითქვას, რომ: 1. სხვა პროფესიული საქმიანობების დადებითი გავლენა აქვს აუდიტორულ საქმიანობაზე განვითარების მოცემულ ეტაპზე, თუმცა ეს ფაქტორი საქმარისი დამოუკიდებლობით ხასიათდება და აუდიტორული საქმიანობიდან შემოსავლების ზრდაზე  გავლენის თავლსზრისით მას უმნიშვნელო წონა აქვს, ამასთან ეს ფაქტორი დაბალი კლებადი უკუგებით ხასიათდება, აუდიტორული საქმიანობიდან შემოსავლების ზრდასთან მიმართებაში. 2. ადმინისტრაციულ და აუდიტორულ მიმართულებით დასაქმების თანაფარდობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემოსავლებზე, ორივე ფაქტორი ამ თვალსაზრისით მნიშნელოვანია. თუმცა აუდიტორული მიმართულებით დასაქმებული პერსონალის ეფექტურობა 3-ჯერ აღემატება დამინისტრაციული პერსონალის ეფექტურობას. მოდელი აჩვენებს, რომ განვითარების მოცემულ ეტაპზე ადმინისტრაციული მიმართულებით დასაქმების ზრდა დასაქმების სტრუქტურის გაუარესებას განაპირობებს, უარყოფითად აისახება აუდიტორული კომპანიების შემოსავლიანობაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.Chee-Yeow Lim and Hun-Tong Tan „Non-audit Service Fees and Audit Quality: The Impact of Auditor Specialization.“  Journal of Accounting Research, Vol. 46, No. 1, March 2008.

2. John-Hag Choi, Chansog (Francis) Kim, Jeong-Bon Kim, and Yoonnsek Zang. “Audit Office Size, Audit Quality, and Audit Pricing.“  A Journal of Practice and Theory, Vol. 29, No. 1, May 2010, pp. 73-97.

3. Yang Li  ‘Audit Quality, Earnings Quality and the Cost of Equity Capital.“,  (School of accounting, University of NSW and Capital Markets CRC), Donald Stokes (Department of Accounting and Finance, Monash University and Capital Markets CRC), Stephen Taylor (School of Accounting, University of Technology, Sydney), Leon Wong (School of Accounting, University of NSW). January 2009.

4. Xin Chang (Nanyang Technological University), Sudipto Dasgupta  “The Effect of Auditor Quality on Financing Decision.“ (Hong Kong University of Science and Technology), Gille Hilary (HEC Paris). The Accounting Review, Vol. 84, No. 4, 2009, pp. 1085-1117.