English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რუსუდან დალაქიშვილი ნინო ჭანტურია
ციფრული მარკეტინგის ეფექტიანობა

Doi: 10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.04.Rusudan.Dalakishvili/NinoTchanturia

ანოტაცია

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მარკეტოლოგები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. ციფრული მარკეტინგი გულისხმობს ელექტრონული მედიის გამოყენებას, მარკეტოლოგების მიერ პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე პოპულარიზაციისთვის. ციფრული მარკეტინგის მთავარი მიზანია ციფრული მედია საშუალებებით, მომხმარებელთა მოზიდვა და მათთან ურთიერთობის შენაარჩუნება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე როგორც მარკეტოლოგებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის. განხილულია, ახდენს თუ არა ციფრული მარკეტინგი გავლენას გაყიდვებზე. გარდა ამისა, ნაშრომში საუბარია ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის განსხვავებებზე. კვლევის მიზანია დაადგინოს ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებიდან რომელია პოპულარული საქართველოში. ასვე რამდენად ეფექტურია ამ ინსტრუმენტების გამოყენება და ზრდის თუ არა გაყიდვებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 150 მომხმარებელმა. შეგროვებული მონაცემების გაანალიზება მოხდა სხვადასხვა სტატისტიკური ინსტრუმენტების და ტექნიკის გამოყენებით.

საკვანძოსიტყვები: ციფრული მარკეტინგი, ეფექტიანობა, ინტერნეტი, ციფრული მარკეტინგის არხები 

შესავალი

XXI საუკუნე მომხმარებლის საუკუნედ ითვლება, რადგან დღეს კომპანიების არსებობა დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. ადრე თუ მომწოდებლები კარნახობდნენ ბაზარს, დღეს სურათი მთლიანად შეიცვალა, რადგან მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მოთხოვნილებაა და ის თუ რა სურს მომხმარებელს. შესაბამისად ნებისმიერი ბიზნესის მთავარი ამოცანაა სწორად განსაზღვრონ თუ რა მოთხოვნილებები და საჭიროებები აქვს მომხმარებელს, რათა შექმნან მათთვის მოსაწონი და საჭირო პროდუქტი ან მომსახურება. [USAID 2018] 

თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ციფრული მარკეტინგი და პროფესია ციფრული მარკეტერი დღეს ძალიან აქტუალური და სწრაფად განვითარებადია. ციფრული მარკეტინგის ინსრუმენტები ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება. იმისათვის რომ კომპანიები არ ჩამორჩნენ ახალ ტრენდებს, საჭიროა აქტიურად იყვნენ ჩართულნი ციფრულ სამყარში. კვლევის მიზანია დაადგინოს ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებიდან რომელია პოპულარული საქართველოში. ასევე რამდენად ეფექტურია ამ ინსტრუმენტების გამოყენება და ზრდის თუ არა ისინი გაყიდვებს.

რა არი სციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი, რომელსაც ასევე უწოდებენ ონლაინ მარკეტინგს, არის ბრენდების პოპულარიზაცია პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ინტერნეტისა და ციფრული კომუნიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით. ის მოიცავს არა მხოლოდ ელ.ფოსტის მისამართს, სოციალურ მედიას და ვებ – რეკლამას, არამედ ტექსტურ და მულტიმედიურ შეტყობინებებს, როგორც მარკეტინგულ არხს. არსებითად, თუ მარკეტინგული კამპანია მოიცავს ციფრულ კომუნიკაციას, ეს არის ციფრული მარკეტინგი.

სულ რაღაც ორი ათწლეული წლის წინ, ციფრული მარკეტინგის კონცეფცია უცნობი იყო, როგორც მომხმარებლებისთვის ასევე მარკეტოლოგებისთვის. ინტერნეტის მომხმარებლის ზრდის პარალელურად ციფრული მარკეტინგი უფრო და უფრო პოპულარული და ეფექტური გახდა. კომპანიები ცდილობენ მისი საშუალებით პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მიზნობრივ აუდიტორიასთან და მიაჯაჭვონ ისინი, პლანშეტებს სმარტფონებს და ა.შ.  ის აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რადგან იყოს კონკურენტუნარიანი ციფრულ ბაზარზე. ციფრული მარკეტინგი უფრო იაფია ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი.

ციფრული კომუნიკაციის ეფექტიანობა დამოკიდებულია, კომპანიის მიზანზე, ამოცანებსა, ფინანსურ შესაძლებლობებსა და სხვა. ამიტომ მარკეტინგული გეგმის განხორციელებისას სწორად უნდა განვსაზღვროთ ვინ იქნება ჩვენი სეგმენტი, რომ შესაბამისად ავირჩიოთ ციფრული კომუნიკაციის ფორმა.

ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, და გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების  ყველა ეფექტური გზა. ყოველთვის იყოს იქ სადაც მისი პოტენციური მომხმარებლები არიან. ასეთი ადგილი კი ინტერნეტია. [USAID,2018]

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდა 2000 წლიდან დაიწყო. დღეისთვის მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 4.54 ბილიონზე მეტია.[Wearesocial.com, 2020] ხოლო, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 83.8% ინტერნეტით არიან უზრუნველყოფილნი. [Bm.ge, 2021] სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი რომელიც ონლაინ სივრცეში არ იძებნება და ინტენსიურად არ იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს განწირულია. სწორედ ინტერნეტის ასეთმა განვითარებამ გამოიწვია მარკეტინგის ახალ ეტაპზე გადასვლა. დღეს კომპანიები მიმართავენ ციფრულ მარკეტინგს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობებით მომხმარებელთან კომუნიკაციაზეა დამყარებული. რაც ყველაზე მძლავრი და იაფი საინფორმაციო საშუალებაა.[USAID,2018]  .

იყო დრო როდესაც ციფრული მარკეტინგი ინტერნეტის გარეშეც არსებობდა. პიონერად კი შეიძლება SoftAd (ახლანდელი ChannelNet) ჩაითვალოს, რომელმაც 80-იან წლებში მანქანების მწარმოებელი კომპანიისთვის იმ დროისთვის უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. იდეა კი შემდეგში მდგომარეობდა: მკითხველებს ჟურნალიდან უნდა ამოეჭრათ სპეციალური ჩანართი და მითითებულ მისამართზე უნდა გაეგზავნათ, ამის სანაცვლოდ კი ისინი იღებდნენ უფასო ტესტ დრაივის შეთავაზებას და დისკს სადაც სხვადასხვა ბრენდის ავტომობილების რეკლამა იყო ჩაწერილი. ამ შემთხვევაში კომპანიამ გამოიყენა ციფრული ინფორმაცის ოპტიკური მატარებელი (დისკი) და ოფლაინ რეკლამა ერთად.

ინტერნეტი ციფრული მარკეტინგის ძირითადი არხია, თუმცა ციფრული მარკეტინგი იმით განსხვავდება ინტერნეტ მარკეტინგისგან, რომ იყენებს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებს [USAID,2018].

დღეს ყველაფერი თან უფრო რთულად და ამასთანავე მარტივადაა, მარტივად იმიტომ რომ ციფრულმა ხელსაწყოებმა ბევრი საქმე გაამარტივა, მეორეს მხრივ კი ამ ყველაფერმა კონკურენცია გაზარდა. თუ ადრე ადამიანებს რეკლამები მხოლოდ ქუჩაში ხვდებოდათ ახლა ისინი ტელეფონებსა და სხვა ხელსაწყოებში ხვდებათ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ, მარკეტინგის 80%-მა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. ბილბორდებზე, მეტროში, ავტობუსებზე, ტელევიზიაში და რადიოში  რეკლამების რიცხვმა იკლო, ამისი მიზეზი კი ციფრული მარკეტინგია, რაც უფრო მარტივი და იაფია.[Kerneltools.com, 2021]

ბიზნესის განვითარების პროცესი დღეს დღეობით არც თუ ისე მარტივია. იმისათვის რომ შექმნა ცნობადი ბრენდი საჭიროა იყო იქ სადაც შენი მომხმარებელია. ამაში კი დღეს კომპანიებს ციფრული მარკეტინგი და მისი არხები ეხმარება, რომ მარტივად და სწრაფად მიაწოდონ მომხმარებელს ინფორმაცია. მთავარია ზუსტად გვქონდეს ჩვენი მიზანი დასახული და ვიცოდეთ გარკევული პერიოდის შემდეგ სად გვინდა რომ ჩვენი კომპანია იყოს. დანარჩენს კი სწორი „ციფრული გეგმა სჭირდება“.

როდის დაიწყო გაციფრულება?

ტერმინი ციფრული მარკეტინგი პირველად გამოიყენეს 1990-იან წლებში. ციფრული ხანა დაიწყო მაშინ როცა გაჩნდა ინტერნეტი და  Web 1.0 პლატფორმა. Web 1.0 პლატფორმამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, ეპოვნათ სასურველი ინფორმაცია, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ამ ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტში. ამ დროისთვის მარკეტოლოგები ჯერ კიდევ არ იყვნენ დარწმუნებულნი იქნებოდა თუ არა ციფრული პლატფორმები წარმატებული და იმუშავებდა თუ არა მათი სტრატეგია, რადგან ინტერნეტი ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა ფართო მასშტაბებით. 1990 წელსვე გაეშვა პირველი საძიებო სისტემა Archi. [simplilearn.com, 2021]

1993 წელს ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ინტერნეტ სარეკლამო ბანერი რომელსაც დაკლიკების ფუნქცია ჰქონდა. მისი პირველი მყიდველი კი  HotWired-ი იყო, და რაომდენიმე მათგანი შეიძინა კომპანიის პიარისთვის. სწორედ აქედან დაიწყო მარკეტინგის გაციფრულების ერა. თანდათან ყველაფერი იხვეწებოდა და ვითარდებოდა, 1994 წელს კი ციფრულ ბაზარზე შემოვიდა ახალი ტექნოლოგიები. ამავე წელს ციფრულ სამყაროში გამოჩნდა Yahoo. წლის ბოლოს კი ჯერი იანგის დამსახურებით Yahoo ციფრული სამყაროს ჰიტად იქცა, მისი ტაქტიკა კი იწოდა როგორც- „ჯერი იანგის სახელმძღვანელო მსოფლიო ქსელში“( "Jerry's Guide to the World Wide Web"). ინტერნეტს სივრცეში საბანერო რეკლამის ასეთმა პოპულარობამ გამოიწვია საბითუმო ვაჭრობის ცვლილებები ციფრული მარკეტინგის სივრცეში. 1994 წელსვე დაფიქსირდა პირველი ინტერნეტკომერციული ტრანზაქცია.[simplilearn.com, 2021]

1996 წელს დაიწყო კიდევ რამდენიმე საძიებო სისტემისა და ინსტუმენტების ამოქმედება როგორიცაა - HotBot, LookSmart და Alexa.  1997 წელს გაეშვა პირველი სოციალური მედიის საიტი SixDegrees.com.კომპანიები ოპტიმიზაციას უკეთებდნენ თავიანთ ვებსაიტებს, რომ საძიებო სისტემებში თავიანთი რეიტინგი აემაღლებინათ. 1998 წელს გაჩნდა Google. დაახლოებით ამ პერიოდშივე Microsoft-მა გამოუშვა MSN-სისტემა და Yahoo-მ დანერგა ვებ-ძებნის სისტემა. ორი წლის შემდეგ 2000 წელს ინტერნეტ სივრცეში აფეთქბა მოხდა, გიგანტმა საძიებო სისტემებმა ჩამოიცილეს მცირე საძიებო სისტემები და გაქრნენ ბაზრიდან, რის შედეგადაც გიგანტებს უფრო მეტი ადგილი დარჩათ ბიზნესში. ასევე გაუქმდა პირევლი სოციალუ მედიის საიტი SixDegrees.com. 2001 წელს ჩაეშვა პირველი მობილური სარეკლამო კამპანია(Universal Music). 2020 წელს ციფრულ სისტემაში გამოჩნდა LinkedIn. ხოლო 2003 წელს გაეშვა Wordpress და MySpace. [simplilearn.com, 2021]

ამის შემდეგ შემოვიდა Web 2.0 პლატფორმა, სადაც უფრო მეტად აქტიური მონაწილე გადხა მომხმარებელი. Web 2.0 საშუალებას ძლევდა მომხმარებელს ურთიერთობა ჰქონოდა სხვა მომხმარებლებთან და ბიზნესებთან. შედეგად კი მივიღეთ ინფორმაციის მოცულობითი ნაკადები, რომელიც ციფრული მარკეტინგის არხებ იყენებდა. 2004 წელს აშშ-ში მხოლოდ ინტერნეტ რეკლამამ და მარკეტინგმა $2.9 მილიარდი მოგება მიიღო.[simplilearn.com, 2021]

მალევე გამოჩნდნენ ინტერნეტში სოციალური ქსელები. როგორიცაა MySpace, მას მალევე მოჰყვა 2004 წელს Facebook-ის გამოჩენა, ამავე წელს კი Gmail ჩაეშვა. 2005 წელს კი YouTube გამოჩნდა. 2006 წელს Microsoft-მა MSN უკანა პლანზე დააყენა და დაიწყო Live Search, რათა შეჯიბრებოდა Google-სა და Yahoo-ს. ამავე წელს ბაზრზე გამოჩნდა Twitter და Amazon-ის გაყიდვები $10 ბილიონი შეადგინა.  ბევრმა კომპანიამ გააცნოებიერა, რომ ეს ახალი საიტები, რომლებიც იქმნებოდა, იყო ახალი შესაძლებლობები როგორც მათი ბიზნესისთვის. მათ ჭირდებოდათ ახალი მიდგომები, რომ გამოეყენებინათ ახალი რესურსები და აეთვისებინათ სოციალური ქსელები და პლატფორმები ბრენდების პოპულარიზაციისათვის.[simplilearn.com, 2021]

ბმულები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში. რეკლამის განმთავსებლებმა დაიწყეს ახალი მეთოდების კაპიტალიზაციის სხვა გზების ძიება. ერთ-ერთი ასეთი ტექნიკა იყო ინტერნეტის ხშირი მომხმარებლების ჩვეულებებისათვის თვალეყურის დევნებას, სწორედ პირველი ბმული იყო შექმნილი მომხმარებლის ჩვევების ჩასაწერად. ბმულების გამოყენება წლების განმავლობაში შეიცვალა და დღეს ბმულების ფაილების კოდირება ხდება, რათა მარკეტერებს მომხმარებლის მონაცემების შეგროვების მრავალფეროვანი საშუალება შესთავაზონ.[simplilearn.com, 2021]

ბაზარზე არსებული ციფრული პროდუქტებიდან, მომხმარებელს ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძვლია ქონდეთ წვდომა. Marketingtechblog-ის კვლევის მიხედვით ონლაინ სივრცეში აშშ-ს მომხმარებლების საყვარელი საქმიანობა „პოსტვაა“. საშუალოდა ამირიკელები 37 წუთს ხარჯავენ დღეში სოციალურ მედიაზე, სიფრული მარკეტინგის მომხმარებელთა 99% იყენებს Facebook-ს, 97% - Twitter, 69% იყენებს- Pinterest, ხოლო Instagram-ს 59%. B2C მარკეტინგის 70%-მა შეიძინა Facebook-ის საშალებით, 67% შეიძინა პროდუქცია იმ ბრენდებისგან რომლის მიდევრებიც არიან  Twitter-ზე,     რაც შეეხება ფუფუნების საგნებს, მათი 83,8% ფლობს ანგარიშს Pinterest-ზე. ყველაზე პოპულარული სამი სოციალური ქსელია LinkedIn, Twitter და Facebook. [simplilearn.com, 2021]

ციფრული ბაზარი მუდმივი განვითარების რეჟიმშია. ციფრული მარკეტინგის პროფესიონალებმა უნდა მოძებნონ გზები ცვლილებებისთვის. ასევე მათ უნდა შეძლონ და თვალი ადევნონ განვითარებულ ტენდენციებს და უფრო ახალი და ჭკვიანი საძიებო სისტემების ალგორითმები შეიმუშაონ.[simplilearn.com, 2021]

განსხვავება ტრადიციულდა ციფრულ მარკეტინგს შორის

ყველამ იცის, რომ დღევანდელ ეპოქაში ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება მარკეტინგის ტენდენციები და ტრადიციული მარკეტინგიდან ბაზარი ციფრული მარკეტინგისგისკენ მიემართება. ახლა მარკეტერებმა ციფრულ პლათფორმებზე გადაინაცვლეს თავიანთი ბრენდების პოპულარიზაციისთვის, რადგან ციფრული მარკეტინგის პლატფორმები, როგორიცაა Google-ის რეკლამები, ელ.ფოსტა და ა.შ. უფრო ხშირად გამოიყენება და ხელმისაწვდომია მიზნობრივი ბაზრის/აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობის მოსაზიდად. მარკეტერები, ბიზნესები და კომპანიები ახლა ციფრულ მარკეტინგულ პლატფორმებზე გადადიან, რათა მიაღწიონ მიზნობრივი მომხმარებლების მაქსიმალურ რაოდენობას და მიიღონ უფრო მეტი მოგება.[educba.com,2021]

ტრადიციული მარკეტინგი ნიშნავს საქონლისა და მომსახურების მარკეტინგს იმ პლატფორმების, არხებისა და ტექნიკის გამოყენებით, რომლებიც მოიცავს ერთმხრივ საკომუნიკაციო საშუალებას, ორმხრივი ნაკადის ნაცვლად. იგი აერთიანებს რეკლამის სხვადასხვა ფორმას, რომელიც ადვილად ცნობადი, მაგრამ ძვირია.[Braian Theis, 2014] მაშინ როდესაც, ტრადიციული მარკეტინგი სტატიკურია, ციფრული მარკეტინგი  დინამიური ხასიათისაა. ციფრული მარკეტინგი უფრო სწრაფია, ტრადიციული მარკეტინგთან შედარებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ციფრული მარკეტინგი არის მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული მარკეტინგი და რეკლამები ეჩვენებათ ხალხს ინტერესების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური ლიდების გამომუშავებას. მომხმარებელთა ჩართულობა გულისხმობს, მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა ონლაინ ან ოფლაინ არხებით. ასე რომ, ციფრული მარკეტინგის მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში.  ინვესტიციის ანაზღაურება(ROI) არ შეიძლება გამოითვალოს ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში, მაგრამ მარტივად შეიძლება ამის დაანგარიშება ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული მარკეტინგი ნაკლებად ეფექტური და უფრო ძვირია, ციფრული მარკეტინგი ნაკლებად ძვირია და უფრო ეფექტური. ციფრული მარკეტინგის საშუალებით, მარტივად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თუ საიდან მოდის მყიდველი, რომელია ყველაზე პოპულარულ პროდუქტი, რამდენი მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს, ვინ არიან დაინტერესებულნი პროდუქტით და ა.შ. ტრადიციული მარკეტინგით კი მომხმარებლის თვალთვალი საერთოდ არ არის შესაძლებელი. ტრადიციული მარკეტინგი სტანდარტიზებულ მეთოდებს იყენებს მომხმარებლების სამიზნე ჯგუფებად დაყოფისას და, შესაბამისად, ის მოიცავს მასობრივ მარკეტინგს ძალიან დაბალი პირადი შეხებით. ამის საწინააღმდეგოდ, ციფრული მარკეტინგი იყენებს პერსონალიზაციას იმ გაგებით, რომ მომხმარებლებს მხოლოდ ის პროდუქტები უჩნდებათ, რომლებშიც ისინი ბოლო დროს ინტერესს გამოხატავდნენ ან ინტერნეტით ეძებენ მას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში, რეკლამის გამოქვეყნების შემდეგ მისი ჩასწორება და რედაქტირება შეუძლებელია. ხოლო ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში, მისი შეცვლა შეიძლება ნებისმიერ დროს, რეკლამის განთავსების შემდეგაც კი. რადგანაც ტრადიციული მარკეტინგი მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული არეალის აუდიტორიას ემსახურება, ამიტომ ის გათვლილია ადგილობრივ მომხმარებლებზე და შეზღუდულია იმ არეალით, სადაც ნაჩვენებია რეკლამა. მეორეს მხრივ, რადგან ციფრული მარკეტინგი იყენებს ინტერნეტს, პროდუქციისა და მომსახურების, პოპულარიზაციისთვის, შეუძლია ხმა მიაწვდინოს სამიზნე აუდიტორიის ნებისმიერ მომხმარებელს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამრიგად, ციფრული მარკეტინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული არეალით. ციფრული მარკეტინგი  ტრადიციულისგან განსხვავებით მარკეტერს აჩვენებს სწრაფ და რეალურ დროში მიღებულ შედეგებს. ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში მომხმარებლებს არ შეუძლიათ გამოტოვონ რეკლამები, რადგან ისინი უყურებენ მათ, თუმცა ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ ან გამოტოვონ ის რეკლამები, რომლებიც მათ არ სჭირდებათ, არ თვლიან მათთვის  სასარგებლოდ ან ისინი არ არიან დაინტერესებული მსგავსი რეკლამებით. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული მარკეტინგი არის ცალმხრივი კომუნიკაცია, სადაც კომპანია ავრცელებს ინფორმაციას შეთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. ციფრული მარკეტინგი არის ორმხრივი კომუნიკაცია, სადაც კომპანიის მიერ რეკლამის განთავსებით რეკლამირებასთან ერთად, მომხმარებლები თავიანთ მოსაზრებებსაც აწვდიან პროდუქტების და მომსახურების შესახებ - მიმოხილვების სახით და ა.შ.[Keydifferences.com, 2021]

ციფრული მარკეტინგის ელემენტები

არსებობს სხვადასხვა ელემენტები, რომლითაც ყალიბდება ციფრული მარკეტინგი. ყველა ფორმა მუშაობს ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. ციფრული მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები მოცემულია ქვემოთ:

ონლაინ რეკლამა

ონლაინ რეკლამა ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ასევე ინტერნეტ რეკლამასაც უწოდებენ, რომლის საშუალებითაც კომპანიას შეუძლია გაავრცელოს შეტყობინება პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. ინტერნეტ რეკლამა უნდა შეიცავდეს შესაბამის ტექსტს და ვიზუალს, რომელიც ემთხვევა მომხმარებლის ინტერესებს. გამომცემლები ანთავსებენ თავიანთ რეკლამას ვებ-გვერდზე, ხოლო უკვე არსებული ან პოტენციური მომხმარებლები სრულიად უფასოდ ღებულობენ ინფორმაციას. ონლაინ რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს ეფექტური და შესაბამისი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ონლაინ რეკლამის დროს, კომპანიას შეუძლია აკონტროლოს ბიუჯეტი და ნებისმიერ დროს მიიღოს განახლებული ინფორმაცია.

Email მარკეტინგი

როდესაც პროდუქტის ან მომსახურების შესახებ იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით არსებული ან პოტენციური მომხმარებლებისთვის, ის განისაზღვრება როგორც ელ.ფოსტის მარკეტინგი. ეს არის პირდაპირი ციფრული მარკეტინგი, რომელიც გამოიყენება რეკლამის გასაგზავნად, ბრენდისა და მომხმარებლის ერთგულების შესაქმნელად, მომხმარებელთა ნდობის დასამყარებლად და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. კომპანიას შეუძლია თავისი პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული მარკეტინგის ამ ელემენტების მარტივად გამოყენებით. E-mail მარკეტინგის ღირებულება შედარებით დაბალია სხვა სარეკლამო საშუალებებისგან განსხვავებით. მისი წყალობით კომპანიას შეუძლია მომხმარებლების სრული ყურადღება მიიქციოს პროდუქტებსა და სერვისებზე გრაფიკული, ტექსტური და ბმულების მიმზიდველი ნაზავის შექმნით.

სოციალური მედია

სოციალური მედიის მარკეტინგი გულისხმობს სოციალური პლატფორმების გამოყენებას, როგორც არხებს ბრენდის პოპულარიზაციისთვის, სამიზნე აუდიტორიის ზრდისთვის, ვებ – გვერდების ტრაფიკის მართვასა და გაყიდვების გასაზრდელად. სოციალური პლატფორმები SMM– ის ცენტრია.[SendPulse,2021]

SMM უზარმაზარ აუდიტორიაზე ხმის მიწვდენის უმარტივესი გზაა, დღეს მსოფლიო მოსახლეობის, 3,8 მილიარდი ადმაინი იყენებს სოციალურ მედიას. უფრო მეტიც, ეს რიცხვი მუდმივად იზრდება - 2019 წლიდან სოციალური მედიის გამოყენების კოეფიციენტი 9,2%-ით გაიზარდა. სოციალური მედია ძალიან სასარგებლოა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. Hootsuite-ის თახმად, ონლაინ ბრენდის აღმოჩენის 52% ხდება საზოგადოებრივ არხებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა უმრავლესობა სიციალურ ქსელებში იგებს ახალ ამბებს. 2019 წლის მონაცემებით ადამიანები დღეში საშუალოდ ატარებდნენ 2 საათსა და 24 წუთს. დღეისთვის ეს მაჩვენებელიც გაზრდილიდა და ის 1,4%-ით გაიხარდა,[SendPulse,2021] შესაძოა ასეთი პროცენტული ზრდა COVID-ს დავაბრალოთ, რადგან სახლში და იზოლაციაშ დარჩენილი ადამიანები, უფრო მეტ დროს უთმობდნენ სოციალურ ქსელებს ვიდრე მანამდე. ეს კი სოციალურ მედიას შესანიშნავ საშუალებას უქმნის არა მხოლოდ თქვენს აუდიტორიას, არამედ მათთან დიდხანს ინტერაქციას.

ტექსტური შეტყობინებები

მობილური მარკეტინგი არ არის ნოვაცია, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა მარკეტინგში. ის არის მოქნილი და ბიზნესს კლიენტებთან ურთიერთობის მრავალ გზას გვთავაზობს.  ყველაზე პოპულარული SMS რეკლმაა. მობილურის მომხმარებელთა 80% SMS-ს მიღებისთანავე კითხულობს. SMS ის საშუალებით კომპანიებს ეძლევათ საშუალება პირდაპირ დაუკავშირდნენ სამიზნე აუდიტორიას და მიაწოდონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ. ამასთანავე კომპანიები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგან სხვადასხვა მაღაზიებიდან ან ბანკებიდან მისულ შეტყობინებენს მომხმარებლები უკვე წაუკითხავად შლიან, რადგან დღეში ასობით სარეკლამო SMS-ის მიღება მოსაბეზრებელია. კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რომ SMS-ები მიწერონ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც აინტერესებთ ინფორმაცია, მათი პროდუქტის შესახებ. თუ ინფორმაცის სისტემურად ისეთი ადამიანი მიიღებს რომელსაც არ აინტერესებს, საბოლოო ჯამში აისახება კომპანიის იმიჯზე. სწორედ ამიტომ, კომპანიებმა უნდა გამოიყენონ მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ექნებათ დახარისხებული ინფორმაცია მომხმარებელთა შესახებ.[USAID, 2018]

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

SEO ანუ „საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია“ ნიშნავს თქვენი საიტის გამჯობესების პროცესს, რათა გაიზარდოს მისი ხილვადობა საძიებო სისტემაში შესაბამისი ძიების დროს. რაც უფრო კარგი ხილვადობა აქვს თქვენს ვებ-გვერდს ძიების შედეგებში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მოიზიდოთ პოტენციური ან უკვე არსებული მომხმარებლები. [Searchengineland, 2021]

კვლევები გვაჩვენებს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა ვებ-გვერდზე სწორედაც, რომ საძიებო სისტემებიდან გადადიან, რაც უფრო მოწინავე ადგილზე ამ სისტემაში ვებ-გვერდი მით უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს მას. სწორედ ამას ემსაზურება SEO (Search Engine Optimization-საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია).[USAID,2018]

Affiliate მარკეტინგი

Affiliate მარკეტინგი არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უძველესი ფორმა. როდესაც თქვენ შეთავაზებას აკეთებთ რომელიმე ონლინე პროდუქტზე და ვინმე იყიდის მას თქვენს რეკომენდაციაზე დაყრდნობით, სანაცვლოდ იღებთ ანაზღაურებას, საკომისიოს სახით. დიდ კომპანიებს როგორიცაა, google, Apple, Amazon აქვთ Affiliate პროგრამა, ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. უფრო მეტად Affiliate მარკეტინგს მიმართავენ ბლოგერები, რომელსაც საბოლოო ჯამში პასიური შემოსავლის სახე ეძლევა. [Investopedia,2021]

Pay Per Click (PPC)

მაშინ როდესაც ცდილობთ მოიძიოთ ინფორმაცია და გასცეთ პასუხი კითხვაზე „ რა არის SEM?“ ტერმინი რომელსაც ძიების დროს წააწყდებით არის PPC მარკეტინგი. PPC არის ფასიანი მარკეტინგის სტრატეგია. როდესაც ბრენდი ქმნის ციფრულ რეკალამს და ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი დააწკაპუნებს მას, ბრენდი იხდის საფასურს. როდესაც საძიებო სისტემებში ვაწყდებით PPC რეკალამას, ითვლება როგორც SEM. მაგრამ PPC ყოველთვის არ არის დაკავშირებული SEM- თან. [Alexa Blog, 2021]  

მაშინ როდესაც PPC არის SEM-ის ერთ-ერთი ტაქტიკა, მას ასევე შეუძლია გამოიყენოს, როგორც სოციალური ან სადემონსტრაციო (display)  მარკეტინგული რეკლამა. (display ad marketing) [Alexa Blog, 2021]. 

კვლევა ჩატარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ინფორმაციაზე დაყრდნობით. კვლევის მიზნისთვის შემთხვევითობის პრინციპით და ონლაინ კითხვარის დახმარებით გამოიკითხა 100 კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის სისტემებს იყენებენ, თავიანთი პროდუქციის თუ მომსახურების გასაყიდად. გარდა ამისა, მონაცემები შეგროვდა 50 ციფრული მარკეტინგის მენეჯერისგან, რათა გაგვეგო მათი აზრი ციფრული მარკეტინგის ეფექტურობის შესახებ. შეგროვებული ინფორმაციის ორგანიზების და დახარისხების შემდგომ, ისინი გაანალიზებულ იქნა სხვადასხვა სტატისტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევის შედეგები წარმოდგენილია როგორც აღწერითი ასევე ანალიტიკური მეთოდით.

იმისათვის რომ დაგვედგინა კორელაცია ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა ელემენტებსა და გაყიდვების ზრდას შორის, გამმოვიკითხეთ 100 კომპანია.

ცხრილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრული მარკეტინგის ყველა ელემენტი დადებითად არის დაკავშირებული გაყიდვების ზრდასთან. ეს მიუთითებს იმას, რომ ციფრული მარკეტინგის ყველა ელემეტი დადებით გავლენას ახდენს კომპანიის გაყიდვებზე.  SEO- სა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას შორის კავშირი არის სრულყოფილი პოზიტიური ხაზოვანი ურთიერთობა რადგან პეარსონ კორელაციის მაჩვენებელი 1 ის ტოლია. რაც იმაზე მიუთითებს რომ SEO და მოკლე ტექსტური შეტყობინებები უფრო ეფექტურია ქართველ მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ხოლო E-mail მარკეტინგი(0.891), ვებ-გვერდი(0.943), კონტენტი(0.873), SEM(0.845), SMM(0..980) ის ურთიერთობა გაყიდვების ზრდასთან არის დადებითი, მაგრამ არა სრულყოფილი რადგან ისინი 1 ის ტოლი არაა, მაგრამ მიახლოებულია ერთთან. რაც შეეხება ონლაინ რეკლამას(0.429), Affiliate მარკეტინგს(0.423, PPC(0.419), მობილურ აპლიკაციებს(0.629), ბლოგებს(0.629), ვირუსულ მარკეტინგს(0.443) მათი დამოკიდებულება გაყიდვების ზრდასთან ხასიათდება დაბალი პოზიტიური კორელაციით რადგან, მათი პეარსონის მნიშვნელობები მეტია ნულზე და ნაკლები 1 ზე მაგრამ უფრო მეტად ახლოსაა ნულთან, რაც იმას ნიშნავს, ეს მეთოდები შედარებით ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას გაყიდვების ზრდასთან.

ციფრული მედია იმდენად ფართოა, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა ხალხი იღებდა სწორედ იმ შეტყობინებებს, რომელიც კომპანიებს სურდათ.

ამასთანავე ქართულ ბაზარზე ვაწყდებით არასწორ მიდგომას კომპანიების მხრიდან, თუ რას უნდა აკეთებდეს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. უმეტეს შემთხვევაში ამ ადგილზე დასაქმებული ადამიანი უნდა ფლობდენს უნარებს, რომელიც ჭირდება გრაფიკულ დიზაინერს, გაყიდვების მენეჯერს და სხვა. იმისათვის რომ, კომპანიამ უფრო ეფექტურად გამოიყენოს ციფრული მარკეტინგის არხები საჭიროა კომპლექსური „ციფრული გეგმა“,  როემლსაც ციფრული მარკეტერი შეადგენს და სისრულეში მოიყვანს გუნდის სხვა წევრებთან ერთად.

დასკვნა

ციფრული არხები მარკეტინგში მრავალი კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დღესდღეობით, მცირე ბიზნესის მფლობელისთვის ის არის იაფი და ეფექტური გზა, პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე წარსადგენად. ციფრულ მარკეტინგს არ გააჩნია საზღვრები. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები, ლეპტოპები, სათამაშო კოლსოლები, ციფრული ბილბორდები და მედია, როგორიცაა სოციალური მედია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და მრავალი სხვა, როგორც კომპანიის თვითრეკლამირებისთვის ასევე მისი პროდუქტისა და მომსახურებისთვის.

ციფრულმა მარკეტინგმა შეიძლება უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, თუ ის იქნება მორგებული მომხმრებელთა საჭიროებებზე. საქართველოში ყველაზე მეტად მარკეტოლოგები სოციალურ მედიას და SMM მარკეტინგს იყენებენ. კომპანიებმა უნდა შექმნან მომხმარებლის ინოვაციური გამოცდილება და კონკრეტული სტრატეგიები მედიისთვის, რათა დადგინდეს ციფრული მარკეტინგის ეფექტურობის საუკეთესო გზა.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. BM.GE. (n.d.). რამდენი ადამიანი იყენებს ინტერნეტს შოპინგისთვის? Retrieved April 7, 2021, from https://bm.ge/ka/article/ramdeni-adamiani-iyenebs-internets-shopingistvis-/63653
  2. Kernel. (n.d.). ციფრულიმარკეტინგისსაწყისები-ნაწილი I. Retrieved March 30, 2021, from https://kerneltools.com/ka/post/cifruli-marketingis-sawkisebi/
  3. USAID. (2018a). ციფრულიმარკეტინგიგზასაკუთრებიდანწარმატებულბიზნესამდე.
  4. Braian Theis. (2014). Marketing.
  5. Difference Between Traditional Marketing and Digital Marketing (with Reasons, Forms, Examples and Comparison Chart) - Key Differences. (n.d.). Retrieved May 18, 2021, from https://keydifferences.com/difference-between-traditional-marketing-and-digital-marketing.html
  6. searchengineland. (n.d.). What Is SEO / Search Engine Optimization? Retrieved May 7, 2021, from https://searchengineland.com/guide/what-is-seo?fbclid=IwAR1yNhYyHhjIXIxq6JcsU0VTfAQYHFzYfkjgz4hEcXcGLSx3l0ygQaQDM1k
  7. simplilearn. (n.d.). The History and Evolution of Digital Marketing. Retrieved April 22, 2021, from https://www.simplilearn.com/history-and-evolution-of-digital-marketing-article
  8. Traditional Marketing vs Digital Marketing | 10 Amazing Key Differences. (n.d.). Retrieved May 18, 2021, from https://www.educba.com/traditional-marketing-vs-digital-marketing/
  9. We Are Social. (n.d.). Digital 2020: 3.8 billion people use social media. Retrieved April 7, 2021, from https://wearesocial.com/blog/2020/01/digital-2020-3-8-billion-people-use-social-media
  10. what is affiliate marketing and how does it work - Google Search. (n.d.). Retrieved May 9, 2021, from https://www.google.com/search?q=what+is+affiliate+marketing+and+how+does+it+work&ei=KQeYYOu3JbLC8gLum5OYCQ&oq=+waffiliate+marketing&gs_lcp=Cgdnd3Mtd2l6EAEYATIGCAAQBxAeMgYIABAHEB4yBAgAEA0yBggAEAcQHjIGCAAQBxAeMgQIABANMgYIABAHEB4yBAgAEA0yBAgAEA0yBggAEAcQHjoHCAAQRxCwAzoHCAAQsAMQQzoECAAQQzoICAAQsQMQgwFQ-kVYrUdgiF5oAXACeACAAaADiAG2BZIBBzAuMi40LTGYAQCgAQGqAQdnd3Mtd2l6yAEKwAEB&sclient=gws-wiz
  11. What Is SEM? A Guide to Paid Search Engine Marketing - Alexa Blog. (n.d.). Retrieved May 7, 2021, from https://blog.alexa.com/what-is-sem/
  12. What is SMM: Definition, Examples, Tips - Definition | SendPulse. (n.d.). Retrieved May 7, 2021, from https://sendpulse.com/support/glossary/social-media-marketing