English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარიამ ლაშხი სოფიო ობგაიძე მარიამ ლაშხი ვახტანგ ჭარაია
სტარტაპების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.M.Lashkhi.S.Ogbaidze.M.Lashkhi.V.Charaia

რეზიუმე

მოცემული კვლევა საქართველოს სტარტაპ ბიზნესების ადგილობრივ ფინანსურ რესურსთან წვდომას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას აანალიზებს. განხილულია, როგორ კომერციული საბანკო სექტორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბიზნეს ანგელოზების, ვენჩერული ფონდების, დაინტერესებული პირების, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების და რა თქმა უნდა სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობა და მხარდაჭერა ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში.

კვლევის მიზანი გახლდათ საქართველოში სტარტაპ ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსთან წვდომის როგორც შესაძლებლობების, აგრეთვე გამოწვევების ანალიზი და საერთაშორიო პრაქტიკების გამოყენებით ქვეყანაში არსებული სირთულეების გაუმჯობესების გზების ძიება.

კვლევის ფარგლებში დადგენილ იქნა, ეკოსისტემის უმთავრესი ძლიერი და ნაკლოვანი მხარეები, როგორებიცაა: სახელმწიფო საგრანტო პროექტების არსებობა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, ინოვაციური დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის საჭიროება და მრავალი სხვა. კვლევაში გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ყურადსაღები შეიძლება იყოს არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, არამედ თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.