ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრა. ამავე ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და საერთაშორისო პროგრამის „ერაზმუს +“ კოორდინატორი. დაიბადა 1991 წლის 5 იანვარს.დაასრულა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სასწავლო კურსები ეკონომიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ). არის 1 მონოგრაფიის თანაავტორი. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მიკროეკონომიკა, სექტორული ეკონომიკა, მეწარმეობის ეკონომიკა, მენეჯერული ეკონომიკა. ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. |