ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|||||||||||||
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
გიორგი დოლიძე ∘
დიგიტალიზაციის თანამედროვე გამოწვევები საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.13 ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ციფრული ტექნოლოგიების როლი გლობალურ და ადგილობრივ ტურიზმში/მასპინძლობის სფეროში. და მოცემულია და გაანალიზებულია საქართველოს სასტუმრო სექტორში დიგიტალიზაციის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. მოცემულია საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის ბაზრის მდგომარეობა და მასში მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესები. განხილულია მასპინძლობის სფეროში დიგიტალიზაციის თეორიული საფუძვლები და გლობალური ტენდენციები; საქართველოს სასტუმრო ბაზრის სტრუქტურა და არსებული ციფრული უთანაბრობის (Digital Divide) შეფასება. გამოწვევების ანალიზი. საკვანძო სიტყვები: დიგიტალიზაცია, სასტუმრო ინდუსტრია, გამოწვევები, ბაზრები, ტექნოლოგიები **** თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ძირეულად შეცვალა მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით კი მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრია (Buhalis & Law, 2008). დღესდღეობით, დიგიტალიზაცია აღარ წარმოადგენს მხოლოდ კონკურენტულ უპირატესობას — ის გახდა ინდუსტრიაში გადარჩენისა და მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობა (UNWTO, 2021). საქართველოსთვის, სადაც ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, სასტუმროებში ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა პირდაპირ უკავშირდება მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას (Georgian National Tourism Administration [GNTA], 2023). მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ქართული სასტუმრო ინდუსტრია ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე უამრავ სისტემურ, ფინანსურ და პერსონალის მიმართულებით ბარიერს აწყდება (Law et al., 2019). სასტუმრო ინდუსტრიაში დიგიტალიზაცია მოიცავს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: Front-Office (სტუმართან ურთიერთობის) და Back-Office (შიდა საოპერაციო) ტექნოლოგიები (Ivanov & Webster, 2019). დიგიტალიზაციის ძირითადი კომპონენტებია:
გლობალური ტენდენციები აჩვენებს, რომ ტრადიციული, ქაღალდზე ან მექანიკურად მართული პროცესებიდან Cloud-based სისტემებზე გადასვლა აუცილებელი პირობაა ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად (Buhalis & Law, 2008). საქართველოს სასტუმრო ბაზარი მკვეთრად ასიმეტრიულია და ციფრული ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით მასში მკაფიოდ იკვეთება ციფრული გაწყვეტის (Digital Divide) პრობლემა (National Statistics Office of Georgia [Geostat], 2023), კერძოდ:
გარდა ამისა, არსებობს გეოგრაფიული უთანაბრობაც — თბილისსა და ბათუმში განთავსების ობიექტები ბევრად უფრო დიგიტალიზებულია, ვიდრე მაღალმთიან და მოშორებულ რეგიონებში არსებული სასტუმროები (GNTA, 2023). თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის (PMS, RMS, CRM) და ჭკვიანი სისტემების (IoT) საწყისი დანერგვისა და ყოველთვიური სააბონენტო გადასახადები საკმაოდ მაღალია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (UNWTO, 2021). მცირე საოჯახო სასტუმროებს ხშირად არ გააჩნიათ თავისუფალი საბრუნავი კაპიტალი, რათა ინვესტიცია განახორციელონ ლიცენზირებულ პროგრამებსა თუ ციფრულ აპარატურაში. ქართული სასტუმროების უმეტესობა მეტისმეტად არის დამოკიდებული ონლაინ ტურისტულ სააგენტოებზე, განსაკუთრებით Booking.com-ზე (GNTA, 2023). იმიტომ, რომ საკუთარი, გამართული ვებგვერდებისა და პირდაპირი ჯავშნის სისტემების (Direct Booking Engine) არარსებობის გამო, სასტუმროები იძულებულნი არიან გადაიხადონ 15%–25% საკომისიო თითოეულ ჯავშანზელ ამიტომ ეს მაღალი ფინანსური წნეხი მნიშვნელოვნად ამცირებს ბიზნესის წმინდა მოგებას და არ უტოვებს მას რესურსს საკუთარი ციფრული არხების გასავითარებლად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანობა პირდაპირ უკავშირდება პერსონალის კვალიფიკაციას (Ivanov & Webster, 2019). საქართველოში არსებული ბაზრის ანალიზისას გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა:
ასევე, სასტუმრობების ინდუსტრიაში შეიმჩნევა ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, კერძოდ, :
ცხრილი 1. დიგიტალიზაციის გამოწვევები საქართველოში
დასკვნები
ამისთვის კი საორიენტაციოდ რეკომენდირებულია, სასტუმროები გადავიდნენ ხელმისაწვდომ, ბიუჯეტურ Cloud-PMS სისტემებზე; განავითარონ მარტივი Direct Booking ინსტრუმენტები და სოციალური მედიის არხები OTA საკომისიოების შესამცირებლად; პერიოდულად ჩაუტარონ ტრენინგები თანამშრომლებს ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაში. ხოლო სახელმწიფომ და ასოციაციებმა სასურველია: მოაწყონ რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამები და ვორქშოფები ციფრული წიგნიერების ამაღლების მიზნით; შექმნან მცირე გრანტების ან თანადაფინანსების მექანიზმები რეგიონული სასტუმროების დიგიტალიზაციის მხარდასაჭერად; აქტიურად იმუშაონ საერთაშორისო ფინტექ-პლატფორმების ქართულ საბანკო სექტორთან სრულფასოვან ინტეგრაციაზე. გამოყენებული ლიტერატურა
https://doi.org/10.18111/9789284422203 |
||||||||||||