ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
ჟურნალი N3, 2026 შინაარსი ჟურნალი N3, 2026 შინაარსი - C O N T E N T S ტურიზმი - TOURISM Айтакин Гасан кызы Ахундова – Тенденции развития делового туризма в Азербайджанской республике 9 Aytakin Gasan Akhundova – Trends in the Development of Business Tourism in the Republic of Azerbaijan (Expanded Summary) 17 აიტაკინ გასან ქიზი ახუნდოვა – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბიზნეს ტურიზმის განვითარების ტენდენციები (რეზიუმე) 20 ჯანდაცვის ეკონომიკა – ECONOMIC OF HEALTHCARE თენგიზ ვერულავა – სამედიცინო2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
თენგიზ ვერულავა ∘
ხატია სილაქაძე ∘
იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაცია საქართველოში: ხელმისაწვდომობის, დაფინანსებისა და პოლიტიკის ანალიზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.01 ანოტაცია. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ხშირად საჭიროებენ ხანგრძლივ, უწყვეტ და მულტიდისციპლინურ რეაბილიტაციას. საქართველოში რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსება ბოლო წლებში განვითარდა, თუმცა მოქმედი პროგრამების შესაბამისობა ქრონიკული და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების საჭიროებებთან სათანადოდ არ არის შეფასებული.2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
აიტკინ გასან ახუნდოვა ∘
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბიზნეს ტურიზმის განვითარების ტენდენციები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.02 რეზიუმე სტატიაში განხილულია ბიზნეს ტურიზმის ბუნება და მნიშვნელობა, მისი მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე მისი როლი ქვეყნის ეკონომიკაში და შემომავალი და გამავალი ტურისტული ნაკადების სტრუქტურა. გაანალიზებულია ბიზნეს მოგზაურობების დინამიკა, ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების, მათ2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ოთარ ანგურიძე ∘
საპენსიო ფონდების შიდაა უდიტი: საქართველო სსაპენსიო ფონდი სმაგალითი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.03 რეზიუმე განვითარებად ეკონომიკებში დაგროვებითი საპენსიო სქემები სწრაფად იზრდება და მილიონობით მონაწილის სახელით მნიშვნელოვან აქტივებს აგროვებს, რაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს მმართველობას, რისკის მართვასა და შიდა აუდიტის ფუნქციას. წინამდებარე ნაშრომი იკვლევს, რამდენად შეესაბამება საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ინსტიტუციური,2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
თენგიზ ვერულავა ∘
სამედიცინო პერსონალის გადინება ჯანდაცვის ორგანიზაციებში: ორგანიზაციული ფაქტორები და შემცირების გზები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.04 ანოტაცია. სამედიცინო პერსონალის გადინება თანამედროვე ჯანდაცვის ორგანიზაციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მენეჯერულ და ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს. კადრების მაღალი ბრუნვა ზრდის ახალი თანამშრომლების მოძიების, შერჩევის, გადამზადებისა და ადაპტაციის ხარჯებს, არღვევს სამუშაო პროცესების უწყვეტობას და უარყოფითად აისახება სამედიცინო მომსახურების2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ჯავანშირ ბურჰანზადე ∘
ეკონომიკური აღდგენა აზერბაიჯანის კონფლიქტურ რეგიონებში: საინვესტიციო პოტენციალი და მართვის სტრატეგიები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.17 რეზიუმე აზერბაიჯანის კონფლიქტურ რეგიონებს (განსაკუთრებით ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურს) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი აქვთ ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. სტატიაში განხილულია ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში ჩატარებული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები და გაანალიზებულია2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ვახტანგ ბერულავა ∘
მარკეტინგისა და გაყიდვების სინქრონიზაცია და მისი კავშირი გაყიდვების ზრდასთან ქართულ B2B სადისტრიბუციო მცირე და საშუალო საწარმოებში[1] DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.05 ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს — მარკეტინგისა და გაყიდვების სინქრონიზაციას (Marketing–Sales Alignment – MSA) და მის კავშირს გაყიდვების ზრდასთან. ნაშრომში განხილულია მარკეტინგისა და გაყიდვების ურთიერთქმედების შესახებ არსებული საერთაშორისო თეორიები, მოდელები და ემპირიული კვლევები.2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
აიან იბრაჰიმოვნა მირზაევა ∘
მდგრადი ტურიზმი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კონტექსტში: გამოწვევები და შესაძლებლობები DOI kodi: https://doi.org/10.52340/ekonomisti.2026.03.06 რეზიუმე ბოლო წლებში ტურიზმი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად იქცა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრად განვითარებაში მისი ეკონომიკური, სოციალური და გარემოზე ზემოქმედების გამო. მდგრადი ტურიზმის კონცეფცია გულისხმობს, რომ ტურისტული საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკური ეფექტურობის, გარემოს დაცვისა და სოციალური2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
აზარ ამიროვი აზადი ∘
სახელმწიფოს მიერ მართული ინოვაციური დაფინანსების ოპტიმიზაცია ფრაგმენტირებულ გლობალურ ეკონომიკაში DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.07 რეზიუმე სახელმწიფოს მიერ მართული კრედიტების გაფართოება ხშირად იწვევს პროდუქტიულობის სერიოზულ დანაკარგებს კაპიტალის არასწორი განაწილების გამო, რაც ძლიერდება გეოეკონომიკური ფრაგმენტაციით. ეს კვლევა აყალიბებს სახელმწიფო ინოვაციური დაფინანსების ორსვეტიან სკრინინგის ჩარჩოს: პირველი სვეტი დისკვალიფიკაციას უწევს იმ ფირმებს, რომელთა ალტმანის Z-ქულა2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ავაზ ჯეიჰუნ საფარლი ∘
ციფრული ტრანსფორმაციის დონესა და დასაქმების მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის შეფასება (აზერბაიჯანის მაგალითზე) DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.08 რეზიუმე სტატიაში შეფასებულია ციფრული ტრანსფორმაციის დონესა და დასაქმების მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირი აზერბაიჯანში 2010–2024 წლებში. კვლევის ემპირიულ საფუძველს წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური სტატისტიკური კრებულები და ელექტრონული სტატისტიკური ცხრილები. ციფრული განვითარების ინდექსი აგებულია2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ჯავიდ პ. საფაროვი ∘
მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა აზერბაიჯანში: სავალუტო კრიზისების აღმოფხვრის სტრუქტურული და ინოვაციური მეთოდები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.09 რეზიუმე სტატიაში განხილულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური მართვის სტრატეგიული ევოლუცია, ეროვნული ვალუტის ეგზოგენური შოკებისგან დაცვის კუთხით. კვლევაში წარმოგვიდგენილია „სისტემური ტრიადის“ ჩარჩო - რომელიც მოიცავს სტრუქტურულ დივერსიფიკაციას, ციფრულ პროგნოზირებას სიგნალიზაციას და ინსტიტუციურ-მონეტარულ რეგულირებას - ფინანსური2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
მიხეილ კოპლატაძე ∘
ადაპტაციური მარკეტინგული შესაძლებლობები ტურიზმში: აჭარის საჯარო და კერძო ორგანიზაციების შედარებითი ანალიზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.10 ანოტაცია. კვლევა აანალიზებს აჭარის საჯარო და კერძო ტურისტული ორგანიზაციების ადაპტაციურ მარკეტინგულ შესაძლებლობებს 16 ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუს, 2015–2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტებისა და ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე. გამოვლინდა ურთიერთშემავსებელი ასიმეტრია: საჯარო სექტორი ძლიერია სისტემურ კოორდინაციასა და ფართო საბაზრო ანალიზში,2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ნიკა წოწორია ∘
მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაცია საქართველოში: მეორადი რესურსების გამოყენების ეკონომიკური მნიშვნელობა DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.11 ანოტაცია. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების მოდელებზე გადასვლა, რომელთა შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მწვანე ეკონომიკა. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს საქართველოს მაგალითზე შეისწავლოს მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი და ამ პროცესში მეორადი რესურსების2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
თენგიზი მჭედლიძე ∘
მარიამ მჭედლიძე ∘
ჰიდროენერგიის მიწოდების შოკები და ელექტროენერგეტიკული სისტემის რეაგირება საქართველოში DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.12 ანოტაცია: კვლევა 2012–2025 წლების ყოველთვიური მონაცემებით აფასებს ჰიდროენერგიის მიწოდების შოკების გავლენას საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე. დადებითი ჰიდროენერგიის მიწოდების შოკი ენგურის ზედა დინებაში მდინარის ხარჯის ანომალიით არის იდენტიფიცირებული. შოკი ზემოქმედების მომენტში ჰიდროგენერაციის 100 გიგავატსაათიან (გვტ.სთ) ზრდაზეა ნორმირებული და2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
გიორგი დოლიძე ∘
დიგიტალიზაციის თანამედროვე გამოწვევები საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.13 ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ციფრული ტექნოლოგიების როლი გლობალურ და ადგილობრივ ტურიზმში/მასპინძლობის სფეროში. და მოცემულია და გაანალიზებულია საქართველოს სასტუმრო სექტორში დიგიტალიზაციის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. მოცემულია საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის ბაზრის მდგომარეობა და მასში მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესები. განხილულია2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ირაკლი სამადალაშვილი ∘
ახალგაზრდული პოლიტიკა და დემოკრატიული მმართველობა საქართველოში: თეორიული და პოლიტიკის ანალიზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.14 ანოტაცია.წარმოდგენილი ნაშრომი თეორიული ანალიზისა და სამაგიდო კვლევის საფუძველზე შეისწავლის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოებს, დემოკრატიულ მმართველობასა და ინსტიტუციურ განვითარებას შორის ურთიერთკავშირს საქართველოში. იგი აერთიანებს ახალგაზრდების მონაწილეობის საერთაშორისო თეორიებს საქართველოს პოლიტიკის გარემოსა და პოსტსაბჭოთა ტრანზიციის2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
ილია ჯანიაშვილი ∘
საქართველოში მზის ენერგიის საინვესტიციო გარემოს ემპირიული ანალიზი კერძო სექტორის მაგალითზე DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.15 ანოტაცია. ნაშრომი იკვლევს საქართველოში მზის ენერგიის სექტორში კერძო ინვესტიციების ფინანსურ-ეკონომიკურ ეფექტიანობას, ემპირიული მონაცემების საფუძველზე. კვლევა ეფუძნება ცამეტი ქართული კომპანიის გამოკითხვის შედეგებს, რომელთა ერთობლივი დადგმული სიმძლავრე 52,12 მგვტ-ს შეადგენს და მოიცავს ინდუსტრიულ მომხმარებლებს, ენერგეტიკულ დეველოპერებს და ფინანსურ2026-08-21 ჟურნალი ნომერი 3 ∘
მედეა ზურაბიშვილი ∘
ESG ანგარიშგების მარწმუნებელი მომსახურება საქართველოში: მარეგულირებელი გარემო, აუდიტორული სექტორის მზაობა და გამოწვევები DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.16 ანოტაცია.გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციამ კორპორაციულ ანგარიშგებაში გაზარდა მდგრადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სანდოობის მნიშვნელობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა არა მხოლოდ ESG ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ მისი დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურებით დადასტურებაც, რაც სულ უფრო მეტად2026-08-21 |