![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ნიკოლოზ ჩიხლაძე ∘
საინვესტიციო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოს მუნიციპალიტეტებში
10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.CHIKHLADZE
ანოტაცია ბოლო წლებში გლობალური მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მდგრადი განვითარების უმსხვილესი მდგენელი რეალური სექტორის განვითარებაა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელია საინვესტიციო პროცესების გააქტიურების გარეშე. ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის ფორმირების უცხოური გამოცდილება და არსებული სამამულო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალურ დონეზე უნდა გადაწყდეს. ადგილობრივი თვითმმართველობების ძალისხმევას პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია ინვესტორების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად მოახდინონ ინვესტიციების რეალიზაცია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შეაქვს მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას საინვესტიციო პროცესში. ამიტომ, აუცილებელია იმ ეფექტური ინსტრუმენტების ფორმირება და გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსახლეობის სახსრების მოზიდვის გზით მათი ჩართულობის გაზრდას მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებაში. ნაშრომში მოცემულია ჩვენს მიერ ჩატარებული რეგრესიული ანალიზი მუნიციპალიტეტებში წარმოებული დამატებული ღირებულებისა და ფიქსირებულ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით (სულ 64 მუნიციპალიტეტი). ანალიზის პირველი ეტაპი ჩატარდა სამი ვარიანტით: თბილისის გათვალისწინებით, თბილისის გარეშე და ბათუმის და თბილისის გარეშე. რეგრესიულმა ანალიზმა დაადასტურა მაღალი კორელაცია საქართველოს მუნიციპალიტეტებში შექმნილ დამატებულ ღირებულებასა და ინვესტიციებს შორის. მიღებული შედეგი მიუთითებს, რომ მოცემულ წელს ინვესტიციების ყოველი ერთეულით გაზრდა 4-ჯერ გაზრდის მუნიციპალიტეტში წარმოებულ დამატებულ ღირებულებას. საკვანძო სიტყვები: ინვესტიცია; მუნიციპალიტეტი; კორელაცია; დამატებული ღირებულება. საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება მუნიციპალიტეტებში წარიმართება პირდაპირი და ირიბი მეთოდებით, რომლებსაც აერთიანებს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ინსტიტუციური და საინფორმაციო ინსტრუმენტები. ტერიტორიული ერთეულების საინვესტიციო პოტენციალი უნდა გავიგოთ, როგორც რესურსების (სოციალური, ფინანსურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური, ბუნებრივი რესურსი) და შესაძლებლობების ერთობლიობა ტერიტორიული განვითარების პრობლემების გადასაჭრელად. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებისა და საბიუჯეტო ურთიერთობის არსებული პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ეს ვითარება ადგილობრივ ხელისუფლებას მართვის ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას კარნახობს. ამ მხრივ საჭირო ხდება ამ პროცესში შიდა საინვესტიციო რეზერვების ჩართვა, აგრეთვე ხელსაყრელი პირობების შექმნა გარე ინვესტიციების მოსაზიდად, თვითმმართველობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადასაჭრელად. [1] მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, როგორც წესი, ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის საფუძველზე. იგი მოიცავს: საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას; ინვესტირებისათვის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავებას; ინვესტიციების წყაროების მოძიებას და შერჩევას; საინვესტიციეო შესაძლებლობების გაზრდის/გაფართოების მოძიებას. საზღვარგარეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მუნიციპალურ დონეზე საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ აქტიურობენ როგორც თვითმმართველობები, ასევე სახელმწიფო დონეზეც იქმნება მარეგულირებელი და მასტიმულირებელი აქტები, მაგ., მუნიციპალური ინვესტიციების რეგულირება სამხრეთ აფრიკაში, ადგილობრივი თვითმმართველობების საინვესტიციო პოლიტიკის გზამკვლევი ავსტრალიაში და სხვა. მიღებულ მეთოდს წარმოადგენს ასევე რანჟირების მეთოდი (მაგ., რუსეთში), რომელიც ეფუძნება მუნიციპალური წარმონაქმნების პერიოდული რეიტინგების განსაზღვრას. [2,3,4,5] ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროცესების ძირითადი ტენდენციების ერთგვაროვნების მიუხედავად, რეგიონულ/მუნიციპალურ ასპექტში ძირეული განსხვავებები შეინიშნება. ეს განპირობებულია მეურნეობრიობის პირობების ტერიტორიული სპეციფიკით და საინვესტიციო კლიმატის განმსაზღვრელ ფაქტორთა ინდივიდუალური ბუნებით, რაც შეიძლება კონკრეტული რეგიონის/მუნიციპალიტეტის ზოგიერთი მაჩვენებლის გაანალიზებამ გვიჩვენოს. [6] საქართველოში არსებული მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უშუალო მონაწილეობა საინვესტიციო საქმიანობაში ხდება მათ მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავების, დამტკიცებისა და დაფინანსების გზით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახსრების განთავსება საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში ძირითადად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსების გზით ხორციელდება, რომელიც კაპიტალური სამუშაოების დაფინანსების ძირითად და რიგ შემთხვევებში ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამ ფონდზე მოდის მსხვილი მუნიციპალიტეტების არაფინანსური აქტივების ზრდის 72-74%, რაც განაპირობებს საჯარო ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცენტრალიზაციას [7,8] პრობლემის შესწავლამ გვიჩვენა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვისათვის არ არსებობს ჩამოყალიბებული და ცხადი მიდგომა, არ ტარდება საფუძვლიანი ანალიზი, არ ხდება დამოუკიდებელი სტრატეგიების ან კონცეფციების ფორმირება, ინიციატივების გამოვლენა და მიზანმიმართული საქმიანობის წარმართვა, ან მათ აქვთ ქაოტური ხასიათი. შეიძლება აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების აქტივობა ამ კუთხით მინიმალურია. მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობების და საინვესტიციო კლიმატის და მიმზიდველობის პერიოდული (ყოველწლიური) შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. ამისათვის ყველაზე ხშირად მიღებულია რანჟირების მეთოდი, რომელიც ეფუძნება რეიტინგების განსაზღვრას. [9] საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია ინფორმირებულობის ზრდა ინვესტორებისთვის. მხედველობაში გვაქვს სპეციალური, ინვესტორის კონკრეტულ მიზნებთან დაკავშირებული, რამდენიმე ენაზე გამართული და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის ამსახველი ინტერნეტ-პორტალის ფორმირება. საინვესტიციო საქმიანობის პროცესში პორტალი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებად იქცევა ინვესტორსა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას შორის. პორტალი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ან „ჩაშენდეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. პორტალმა პოტენციურ ინვესტორებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული საინვესტიციო პროექტების პორტფელის, ინფრასტრუქტურული პროექტების, სავაჭრო მოედნების, ტექნოპარკების, ბიზნეს-ინკუბატორების, ენერგორესურსების და ინვესტორთათვის სახელმწიფო მომსახურების შეთავაზების შესახებ. ცხრილი 1 ბიზნეს სექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში თვითმმართველი ქალაქების მიხედვით (2014-2022 წლებში, მლნ ლარი)
წყარო: შედგენილია ავტორის მიერ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მასალების [10] მიხედვით საქართველოს მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდწილად არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტებში შექმნილი დამატებული ღირებულების და ინვესტიციების განხორციელების მზარდ დინამიკაზე. ცხრილი 2 საქართველოს მუნიციპალიტეტებში წარმოებული დამატებული ღირებულება და ბიზნეს სექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ კაპიტალში (2022 წელი, მლნ. ლარი)
წყარო: სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მასალების მიხედვით ამ თვალსაზრისით ჩვენი მიზანი იყო ჩაგვეტარებინა რეგრესიული ანალიზი წარმოებული დამატებული ღირებულებისა და ფიქსირებულ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. ანალიზის პირველი ეტაპი ჩავატარეთ ორი ვარიანტით: პირველი - თბილისის გათვალისწინებით და მეორე - თბილისის გარეშე, რამდენადაც, მთელი დამატებული ღირებულების 66,3% და ინვესტიციების 61% მხოლოდ თბილისზე მოდის. აღნიშნულმა ფაქტმა მნიშვნელოვნად განაპირობა, რომ დამატებული ღირებულების განაწილება არ იქნებოდა ნორმალური, რაც დადასტურდა კიდეც: ორივე შემთხვევაში (თბილისით და მის გარეშე) Kolmogorov-Smirnova და Shapiro-Wilk-ის ტესტების მნიშვნელობა იყო .000<0.05, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ გვაქვს რეგრესული მოდელი და ამ ორ ცვლადს შორის არსებობს კავშირი. ნახაზი 1 დამატებული ღირებულების განაწილება თბილისის ჩათვლით (მარცხნივ) და თბილისის გარეშე (მარჯვნივ) რეგრესული ანალიზისთვის დავადგინეთ სხვა საკვანძო მაჩენებლებიც (მულტიკოლენიარულობა და დარბინ-ვატსონის ტესტი), რომლებიც კვლევისათვის მისაღები აღმოჩნდა:
რეგრესიის მოდელის ძირითადი ცხრილები მივიღეთ შემდეგი:
ორივე შემთხვევაში ძლიერი დადებითი კორელაცია დაფიქსირდა დამატებულ ღირებულებასა და ინვესტიციებს შორის. ამასთან, Beta კოეფიციენტი ორივე შემთხვევაში საკმაოდ მაღალია, რაც ადასტურებს პრედიქტორის (ინვესტიციები) დიდ გავლენას. ნახაზი 2 რეგრესიის გრაფიკული გამოსახვა თბილისის ჩათვლით (მარცხნივ) და თბილისის გარეშე (მარჯვნივ) ანალიზის მეორე ეტაპზე გამოვრიცხეთ თბილისის და ბათუმის მუნიციპალიტეტები. მათი ჯამური ხვედრითი წილი შეადგენს მთელი დამატებული ღირებულების 74%-ს და ინვესტიციების 70%. ამასთან, თბილისის და ბათუმის მუნიციპალიტეტებზე განვითარების სხვა მექანიზმები მოქმედებს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტები ჰომოგენურია. ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევაშიც Kolmogorov-Smirnova და Shapiro-Wilk-ის ტესტების მნიშვნელობა იყო .000<0.05, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ გვაქვს რეგრესული მოდელი და ამ ორ ცვლადს შორის არსებობს კავშირი. ნახაზი 2 დამატებული ღირებულების განაწილება თბილისის და ბათუმის მუნიციპალიტეტების გარეშე რეგრესული ანალიზისთვის დავადგინეთ სხვა საკვანძო მაჩენებლებიც (მულტიკოლენიარულობა და დარბინ-ვატსონის ტესტი), რომლებიც კვლევისათვის მისაღები აღმოჩნდა:
ანალიზის მეორე ეტაპზე რეგრესიის მოდელის ძირითადი ცხრილები მივიღეთ შემდეგი:
ამ შემთხვევაში საშუალოზე მაღალი დადებითი კორელაცია (R = .717) დაფიქსირდა დამატებულ ღირებულებასა და ინვესტიციებს შორის. ამასთან, Beta კოეფიციენტიც მაღალია, რაც ადასტურებს პრედიქტორის (ინვესტიციები) მნიშვნელოვან გავლენას. ნახაზი 3 რეგრესიის გრაფიკული გამოსახვა თბილისის და ბათუმის გარეშე
ამრიგად, რეგრესიულმა ანალიზმა დაადასტურა მაღალი კორელაცია საქართველოს მუნიციპალიტეტებში შექმნილ დამატებულ ღირებულებასა და ინვესტიციებს შორის. მიღებული ფორმულა (Y=39.54+4.05X) მიუთითებს, რომ მოცემულ წელს ინვესტიციების ყოველი ერთეულით გაზრდა 4-ჯერ გაზრდის მუნიციპალიტეტში წარმოებულ დამატებულ ღირებულებას. დასკვნები და რეკომენდაციები - აუცილებელია მუნიციპალიტეტის მიმზიდველობის შესახებ ინვესტორებისთვის ინფორმაციის გავრცელება, რომლის საუკეთესო საშუალებაა სპეციალური პორტალის ფორმირება; - საწყის ეტაპზე საჭიროა მუნიციპალიტეტის "საინვესტიციო სავიზიტო ბარათის" მომზადება და გამოქვეყნება, ასევე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პასპორტის (გზამკვლევის) ფორმირება, რომელიც დეტალურად ასახავს კონკურენტულ უპირატესობებს, ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნესის თავისებურებებს, საინვესტიციო მიმზიდველი ობიექტების არსებობას, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს; - მუნიციპალიტეტებმა უნდა იზრუნონ საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების, საინვესტიციო და საინოვაციო პროექტების, რესურსების, უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთების, დაუმთავრებელი მშენებლობის ობიექტების ბაზების ფორმირებაზე; - საჭიროა ამ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასმედიასთან ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება; - მიზანშეწონილია ბაზრობებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში მონაწილეობის გააქტიურება; - უნდა გააქტიურდეს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან არსებული შესაძლებლობები; - საჭიროა გაფართოვდეს გარე ფინანსური რესურსების სხვადასხვა ფორმით მოზიდვის შესაძლებლობები (გრანტები, ინვესტიციები ბიუჯეტიდან და კერძო სამართლის სუბიექტებიდან და ა.შ.) მუნიციპალიტეტის განვითარების დასაფინანსებლად, რაც ხელს შეუწყობს მათ მდგრად განვითარებას. ლიტერატურა და წყაროები:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||