English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ალფრედ კურატაშვილი
საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების მიერ ადამიანების გაღატაკების “მექანიზმები” და მათი აღმოფხვრის აუცილებლობა

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კანონსაწინააღმდეგოდ „დაკანონებული“ დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებსაც ანხორციელებენ კომერციული ბანკები და სხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციები, რაც იწვევს მრავალი ადამიანის დაყაჩაღებას, გაღატაკებას და დამონებას – რაც იწვევს ხალხის დაყაჩაღებას, გაღატაკებას და დამონებას შენიღბული ფორმით, და დასაბუთებულია მათი აღმოფხვრის აუცილებლობა.

ადამიანებისათვის მიკროსესხების თაღლითურად თავს მოხვევა მობილური ტელეფონების, ინტერნეტის საშუალებით და სხვა სარეკლამო მახინაციებით – ეს ისეთივე დანაშაულებრივი ქმედებებია, როგორც აზარტული „თამაშები“ „ბიზნესის“ „ნიღბის“ ქვეშ – როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, როგორც ხალხის რეპრესიების სახესხვაობის გამოვლინება, როგორც დანაშაულებრივი „ბიზნესის“ გამოვლინება, როგორც ხალხის გენოციდის გამოვლინება, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლინება, როგორც ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მწვავე საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემის გამოვლინება, რამეთუ ასეთი ქმედებები, რომლებიც იწვევს მრავალი ადამიანის დაყაჩაღებას, გაღატაკებას და დამონებას, მიმართულია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების და მთლიანად კაცობრიობის ინტერესების წინააღმდეგ.

ამრიგად, ადგილი აქვს ხალხის გაღატაკების თაღლითური მექანიზმების გამოყენებას კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან, რაც მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღმოფხვრას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პუბლიკაციებიდან შეუძლებელია ისეთი ნაშრომების პოვნა, ჩემს მიერ შექმნილი და გამოქვეყნებული შრომების გარდა, რომლებშიც დასმული და დასაბუთებული იქნებოდა საკითხი კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან შენიღბული თაღლითური მექანიზმების გამოყენებით ადამიანებისათვის სესხების თავს მოხვევის გზით მრავალი ადამიანის დაყაჩაღების, გაღატაკების და დამონების სრული აკრძალვის აუცილებლობის შესახებ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი და პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება ხალხის მიმართ კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების კანონსაწინააღმდეგოდ „დაკანონებული“ დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა და აღმოფხვრა – იმ დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა და აღმოფხვრა, რომლებიც მიმართულია საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების გასამდიდრებლად მრავალი ადამიანის დაყაჩაღების, გაღატაკების და დამონების ხარჯზე.