English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ტომაშ ვოლოვიეცი დანიელ შიბოვსკი სილვია გვოზდიევიჩი
უძრავი ქონების დაბეგვრის არეალის სისტემები, შერჩევითი პრობლემები და რეფორმირების გზები ევროკავშირის შერჩეულ ქვეყნებში

რეზიუმე

უძრავი ქონების დაბეგვრის არეალის სისტემები (რეგიონული, დარგი) პრქატიკულად ქმნიან ფისკალურ ბაზას საკუთრების დაბეგვრის გასაანგარიშებლად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთი სტრუქტურის შედეგები გავლენას ახდენს როგორც აქტიურ, ასევე პასიურ საგადასახადო სუბიექტებზე. ადგილობრივი ხელისუფ­ლებებისა­თვის ძირითადი პრობლემა, რომელიც გამომდინარეობს დაბეგვრის (გადასახადის) ბაზის არასრულყოფილებიდან არის ის, რომ მათი საგადასახადო შემოსავლის ზრდა იზღუდება. მეორე მხრივ, გადასახადის გადამხდელების შემთხვევაში - სულ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს, რომელიც ამბობს, რომ საგადასახადო სისტემა თანაბრად უნდა ეპყრობოდეს მოქალაქეებს, რამდენადაც ეს ეხება მათ დამახასიათებელ თვისებებს, პოზიციებს და პირობებს - მათი საგადასახადო შესაძლებლობები მხოლოდ ნაწილობრივადაა გათვალისწინებული საგადასახადო ტვირთის განაწილების დროს.