English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მურმან ცარციძე ნათელა ლაცაბიძე გიორგი ხმალაძე ნიკოლოზ ხმალაძე
არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეფასების სამართლებრივი, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური საკითხები საქართველოში

რეზიუმე

სტატიაში შესწავლილია არამატერიალურ აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა და მათზე არსებულ ქონებრივი უფლებების შეფასების სამართლებრივი, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური საკითხები. გაანალიზებულია შეფასების პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი ნორმატიულ-საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა. ძირითადი ყურადღება ეთმობა შეფასების პროცედურების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს საშემფასებლო საქმიანობის სფეროში, პრაქტიკაში სამი ძირითადი მეთოდის (დანახარჯების, შემოსავლებისა და საბაზრო) გამოყენებას. დასაბუთებულია კონკრეტულ სიტუაციაში, შეფასების ობიექტზე დამოკიდებულებით, მათი გამოყენების მიზანშეწონილობა და შესაძლებლობები.

საკვანძო სიტყვები: არამატერიალი აქტივები, მეთოდოლოგია, უფლებები, შეფასება, ინტელექტუალური საკუთრება.

შესავალი

თანამედროვე გლობალიზაციის, ევროინტეგრაციისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის, სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებას, მის ხელშეწყობასა და ეფექტიანობის ამაღლებას. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მოქმედი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათი ფინანსური მდგრადობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი პირდაპირაა დაკავშირებული კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების სიდიდესა და მათ შორის არსებულ თანაფარდობაზე. აქტივების ლიკვიდობა  და რენტაბელობა დამოკიდებულია მის შემადგენლობასა და სტრუქტურაზე, სადაც ხშირად მნიშვნელოვანი წილი არამატერიალურ აქტივებსა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (შემდეგში „აა და ისო“) და მათზე არსებულ უფლებებს განეკუთვნება. აღნიშნული აქტივების (ქონების) გამოყენება, ექსპლუატაციიდან მისაღები ეკონომიკური სარგებლის, ეფექტიანობის განსაზღვრა მოითხოვს მათ საფუძვლიან შეფასებას, ანუ საბაზრო ღირებულების განსაზღვრას, რაც განსაკუთრებით საჭიროა მაღალტექნოლოგიური დარგებისათვის. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (შსს-IVS 2017) შესაბამისად, საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება შეფასებითი (გაანგარიშებითი) თანხა, რომლითაც აქტივი ან ვალდებულება უნდა გაიცვალოს შეფასების თარიღისათვის, გარიგების მსურველ მყიდველსა და გამყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ, „გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით“ დადებულ გარიგებაში, როდესაც თითოეული მხარე იმოქმედებდა შეგნებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად [შსს-2017, გვ. 35]. საკითხის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ საქართველოში მოქმედი კანომდებლობა მოითხოვს არამატერიალური აქტივები გადაფასდეს რეგულარულად [ბასს-13, ბასს-38, https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/125]რადგან საწყისი აღიარების შემდეგ მათი ღირებულება იცვლება სხვადასვა საბაზრო თუ არასაბაზრო ფაქტორების ზემოქმედებით. ამის შედეგად შესაძლებელია, რომ ბალანსის შედგენის თარიღისათვის  მისი საბალანსო ღირებულება არსებითად განსხვავებული იყოს რეალური ღირებულებისაგან. შესაბამისად, ყოველი გადაფასებისას არამატერიალური აქტივის შეფასება უნდა განხორციელდეს რეალური ღირებულებით შეფასების თარიღისათვის და იგი უნდა ეფუძნებოდეს აქტიური ბაზრიდან მიღებულ ინფორმაციას. გადაფასების სიხშირე დამოკიდებულია რეალური ღირებულების ცვლილებაზე და შესაძლებელია საჭირო გახდეს ყოველწლიურადაც.

ზემოაღნშნულიდან აშკარაა, რომ თანამედროვე კომპანიების მენეჯმენტის წინაშე საკმაოდ სერიოზული ამოცანები დგას, ზოგადად აქტივებისა და მათ შორის არამატერიალურ აქტივებსა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პერიოდულ შეფასებასთან დაკავშირებით. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ აა და ისო-ის შეფასების პროცესის ეფექტიანობა და ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადექვატური ნორმატიულ-საკანომდებლო ბაზის, შესაბამისი მეთოდოლოგიური საფუძვლებისა და აქტივების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არსებობაზე.

* * * * * * *

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე[1] არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე“ [კანონი N786, 1997, გვ.35]. რაც შეეეხება ინტელექტუალურ საკუთრებას, მასთან დაკავშირებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივ უფლებების, აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლების დაცვა ხორციელდება ,,საავტორო და მომიჯნვე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად [კანონი N2112, 1999, კანონი N786, 1997, გვ.35]. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები [ბასს-38, https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/125] კი განსაზღვრავს საწარმოებში ისეთი არამატერიალური აქტივების აღრიცხვის, აღიარებისა და საბალანსო ღირებულებით შეფასების პროცედურებს, როგორიცაა: სამეცნიერო ან ტექნიკურ ცოდნა, ახალი პროცესები ან სისტემები, ლიცენზიები, ინტელექტუალური საკუთრება, ბაზრის შესწავლა და სავაჭრო ნიშნები. უფრო კონკრეტულად: პროგრამული უზრუნველყოფა, პატენტები, საავტორო უფლებები, ფილმები, მომხმარებელთა სია, იპოთეკური მომსახურების უფლებები, თევჭერის ლიცენზიები, კვოტები იმპორტზე, ფრანშიზა, მომხმარებლებთან ან მომწოდებლებთან ურთიერთობები, ბაზრის წილი და მარკეტინგის უფლებები. ასეთი არემატერიალური აქტივები, აღრიცხვისა და შეფასების მიზნით, აუცილებელია რომ აკმაყოფილებდნენ აქტივად აღიარების ყველა კრიტერიუმს (იდენტიფიცირებადობა, რესურსების კონტროლის და მომავალი ეკონომიკური სარგებლის მოტანა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი საიმედოდ შეფასება. არამატერიალური აქტივების საწყისი შეფასება ხორციელდება თვითღირებუ-ლებით. ხოლო საწარმოთა გაერთიანებების დროს შეძენილი არამატერიალური აქტივები ფასდება რეალური ღირებულებით [ბაას-13, https://saras.gov.ge/ka/Ifrs/ Pdf/125]. შესაბამისად ქონების შეფასების საერთართაშორისო სტანდარტები [შსს-IVS 2017, გვ. 120] კო­ნ­კ­რე­ტუ­ლი არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვ­ის[2] შეფასებისას, მის იდ­ე­ნ­ტი­ფი­კა­ცი­ას ახდენს შემდეგი მა­ხა­სი­ა­თე­ბ­ლე­ბის გათვალისწინებით: სა­კ­უთ­რების უფ­ლე­ბა, ფუ­ნ­ქ­ცია, მი­სი ბა­ზ­რ­ის მდგო­მა­რე­ო­ბა და იმ­ი­ჯი. კონკრეტული შეფასების ობიექტს წარმოადგენს გუდვილი და არამატერიალური აქტივების ისეთი კატეგორიები როგორიცაა:  

 მა­რ­კე­ტი­ნ­გ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თ­ად, სა­ვა­ჭ­რო ნი­შ­ნე­ბი, სა­სა­ქო­ნ­ლო ნი­შ­ნე­ბი, საფირმო სახელწო­დებები, ვაჭრობის უნიკალური მოდელი და დო­მე­ნუ­რი სა­ხე­ლ­წო­დე­ბა ინ­ტე­რ­ნე­ტ­ში);

  მო­მ­ხ­მა­რე­ბლებ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი (მომხმარებელთა სიები, მომხმარებ­ლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სახელ­შეკ­რულებო და არასახელშეკრუ-ლებო ურ­თი­ე­რ­თო­ბი);

 ხე­ლო­ვ­ნე­ბა­ს­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი (მაგალითად დრამატურ­გიული ნაწარმოებე-ბი (სპე­ქ­ტა­კ­ლე­ბი), ლიტერატუ­რული ნაწარმოებები, ფი­ლ­მე­ბი და მუ­სი­კა, ასევე ისეთი ნაწარმიდან სა­რ­გე­ბლის მიღების უფ­ლე­ბიად­ან, რომლებიც დაცული არ არის სა­ა­ვ­ტო­რო უფ­ლე­ბ­ით);

   ხელშეკრულებებთან დაკავშირებული (მაგალითად სა­ლი­ცე­ნ­ზიო, ან რო­ი­ა­ლ­ტ­ის ხე­ლ­შე­კ­რუ­ლე­ბე­ბი, მო­მ­სა­ხუ­რე­ბ­ის ან მი­წო­დე­ბ­ის ხე­ლ­შე­კ­რუ­ლე­ბე­ბი, იჯარის ხელშეკრულებები, ნებართვები, ტრანს­ლაციის/მაუწყებლობის უფლებები, შრო­­მი­თი ხე­ლ­შე­კ­რუ­ლე­ბე­ბი, ხელშეკრულებები კონკურენციის შეზღუდ­ვაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვე­ბის უფლებები);

   ტე­ქ­ნო­ლო­გი­ე­ბ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი (წარ­მო­ი­ქ­მ­ნე­ბა და­პა­ტე­ნ­ტე­ბუ­ლი ტე­ქ­ნო­ლო­გი­ის, და­უ­პა­ტე­ნ­ტე­ბელი ტე­ქ­ნო­ლო­გი­ის, მო­ნა­ცე­მ­თა ბა­ზე­ბ­ის, ფო­რ­მუ­ლ­ის, მო­დე­ლე­ბ­ის, პრო­გ­რა­მუ­ლი უზ­რუ­ნ­ვე­ლ­ყო­ფ­ის, პრო­ცე­სე­ბ­ის ან რე­ცე­პ­ტე­ბ­ის გა­მო­ყე­ნე­ბ­ის სა­ხე­ლ­შ­ეკ­რულებო ან არ­ა­სა­ხე­ლ­შ­ეკ­რულებო უფ­ლე­ბე­ბი­დ­ან).

რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (ისო), როგორც ერთიანი ქონებრივი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, მათი კლასიფიკაცია საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებული სქემის შესაბამისად შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით (იხ. სქემა-1). თუმცა აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ მიღებული კლასიფიკაცია გარკვეულწილად განსხვავებულია იმ სტანდარტული კლასიფიკაციის სქემისაგან, რომელსაც დამოუკიდებელი შემფასებლები იყენებენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა (შსს) და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად. ეს განსხვავება უშუალოდ უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ქონებრივი უფლებების დაყოფას, რომელიც ხორციელდება პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების სახით. კერძოდ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ქონებრივი უფლებები. მაგალითად, ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში (შსს) არ გვხვდება ისეთი კატეგორია როგორიცაა „მეცნიერული აღმოჩენები“, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებებისაგან განსხვავებით, მასზე განკერძოებული ქონებრივი უფლებები არ წარმოიშობა.  იგი ითვლება მთელი საზოგადოების მიღწევად და კუთვნილებად. ამიტომ, მის ავტორს უფლება აქვს მიანიჭოს მეცნიერულ აღოჩენას თავისი სახელი, ან სპეციალური დასახელება. თავის მხრივ, სახელწოდების მინიჭების უფლებაც წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, თუმცა მასზე ქონებრივი უფლებების არარსებობა განაპირობებს ამოღებას ისო-ის და შესაბამისად, შესაფასებელი ობიექტების ნუსხიდან. 

სქემა-1.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები (ისო) და მათი კლასიფიკაცია

ისო-ის საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია

 

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციის შესაბამისად

სამრეწველო საკუთრების ობიექტები:

  გამოგონება;

  სასარგებლო მოდელები;

  სამრეწველო ნიმუშები;

  საფირმო სახელეწოდება;

  სასაქონლო ნიშნები;

  საქონლის წარმოების ადგილის დასახელება

საკუთრების უფლება:

  ლიტერატურულ, მხატვრულ, სამეცნიერო ნაწარმოებებზე;

  ტელერადიო გადაცემებზე, ხმისჩაწერაზე, სამსახიობო საქმიანობაზე;

  გამომგონებლობაზე საქმიანობის ყველა სფეროში;

  სამეცნიერო აღმოჩენებზე;

  სამრეწველო ნიმუშებზე;

  სასაქონლო და მომსახურების ნიშნებზე;

  საფირმო სახელწოდებასა და კომერციულ ნიშნულებზე;

  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დაცვაზე;

ასევე ყველა უფლება, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუიალური საქმიანობის საწარმოო, სამეცნიერო, მხატვრულ და ლიტერატურულ სფეროებზე.

არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (აა და ისო) აღნიშნული კლასიფიკაცია აუცილებელია შეფასების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, შეფასების მიზნებისა და შეფასების პროცესში გამოყენებული სტანდარტების შესაბამისად. არამატერიალური აქტივების შეფასებისას გამოყენებული მეთოდებისა და ღირებულების საფუძვლის შერჩევა კი პირდაპირაა დამოკიდებული შეფასების მიზანზე. საერთაშორისო პრაქტიკაში არამატერიალური აქტივის შეფასების ყველაზე მეტად გავრცელებული მომენტები, შემთხვევებია:

  აა და ისო-ის ექსპლუატაციაში შესვლა, ბალანსზე აყვანა და ინვენტარიზაცია;

  ცვლილებები ფინანსურ ანგარიშგებაში (გადაფასება, საგადასახადო ბაზის განსაზღვრა და სხვა);

  აა და ისო-ის საწესდებო კაპიტალში შეტანა;

  ყიდვა-გაყიდვა და აა და ისო-ზე საკუთრების უფლების გადაცემა;

  აა და ისო-ის ჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა, ანუ უსასყიდლოდ გადაცემა;

ისო-ის გამოყენების უფლებაზე მოსალოდნელი სალიცენზიო ხელშეკრულების დადებისას და მისი გამოყენებისათვის აუცილებელი ანგარისშწორების დასაბუთებისას;

  კომპანიის პრივატიზაციის, ლიკვიდაციის, რესტრუქტურიზაციის და გაკოტრების მომენტში;

  აა და ისო-ის შეფასება გირავნობის მიზნებისათვის;

  ისო-ის, როგორც ფრანჩაიზინგის შემადგენელი ნაწილის გამოყენებისას;

  საწარმოების შერწყმა ან გაერთიანება;

  საინვესტიციო პროექტის შეფასებისას, სადაც მოსალოდნელი აა და ისო-ის გამოყენება;

  აა და ისო-ის ობიექტებზე საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში მიყენებული ზიანის შეფასებისას;

  აა და ისო-ის დაზღვევის შემთხვევაში;

  აა და ისო-ის როგორც ბიზნესის შემადგენელი ნაწილის შეფასება;

  საკუთარ წარმოებაში აა და ისო-ის გამოყენებისას მიღებული ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება;

  ისო-ზე ავტორების გასამრჯელოს, ჰონორარის გაანგარიშება;

  ისო-ის იჯარით გაცემა.

აა და ისო-ის შეფასებისათვის საჭიროა შემფასებელმა სრულად განახორციელოს მათი ექსპერტიზა, განსაზღვროს ეკონომიკური და იურიდიული მომსახურების პერიოდი. ამასთან ექსპერტიზის პროცესში გასათვალისწინებელია, რომ არამატერიალური აქივები წარმოადგენს არამატერიალური საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე განსაზღვრულ უფლებას და არა თვით ამ ობიექტის სრული საკუთრების უფლებას, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი დოკუმენტების (პატენტი, მოწმობა, ან ხელშეკრულება) საფუძველზე. არამატერიალურ აქტივებს განეკუთვნება მხოლოდ ისეთი უფლებები, რომლის იურიდიული მომსახურების ვადა არაა გასული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამცავი დოკუმენტების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემფასებელმა სრულად უნდა მოიპოვოს შემდეგი ინფორმაცია: აა და ისო-ის დასახელება და სრული აღწერილობა; საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (პატენტზე, ლიცენზიაზე, სასაქონლო ნიშნებზე და სხვა); სალიცენზიო ხელშეკრულება ლიცენზიის გამოყენებაზე; აა და ისო-ის გამოყენებით გამოსაშვები პროდუქციის გეგმა (პროდუქციის ნომეკლატურა, ფასი თვითღირებულლება, გამოშვების მოცულობა სახეობებისა და პერიოდის მიხედვით უახლესი 5 წლის განმავლობაში); აა და ისო-ის გამოყენების პირობებში მიმდინარე მოსალოდნელი შემოსავლების პროგნოზი და გეგმიური ხარჯები, საგადასახადო ხარჯები და სხვა; ხელშეკრულება იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლის საფუძველზეც იქმნება არამატერიალური აქტივები; სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დანახარჯების შესახებ; საავტორო ჰონორარის, გასამრჯელოს შესახებ; წარმოების მომზადებასა და დანერგვაზე დანახარჯების შესახებ; რეკლამასა და მარკეტინგულ კვლევებზე დანახარჯების შესახებ; შეფასების თარიღისათვის ისო-ის ფაქტიური საექსპლუატაციო ვადის, სასარგებლო მომსახურების პერიოდის შესახებ; ამორტიზაციის პერიოდის, ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ. 

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მთლიანობაში საშემფასებლო საქმიანობის ორგანიზაცია უნდა განხორციელდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

       1.პირველ ეტაპზე ზოგადა სტანდარტების გათვალისწინებით, კერძოდ კი შსს 101 „სამუშაოს მასშტაბები“–ს შესაბამისად შემფასებელი ვალდებულია დეტალურად აღწეროს შეფასების დავალების ძირითადი პირობები: კერძოდ:

 შესაფასებელი აქტივი ან აქტივების ჯგუფი, განახორციელოს მათი დეტალური დახასიათება ყველა პარამეტრისა და მახასიათებლების შესაბამისად, ექსპლუატაციის პირობებისა და ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით;

  გამოკვეთოს შეფასების კონკრეტული მიზანი და ამოცანები;

  შსს 104–ის შესაბამისად გამოყენებული ღირებულების საფუძვლები;

  შეფასების პროცესთან დაკავშირებული მხარეების ვალდებულებები;

  შესასრულებელი სამუშაოს  მოცულობა, მასშტაბები, მისი შესრულების პროცესში მოსალოდნელი შეზღუდვები და ყველა სახის მნიშვნელოვანი დაშვებები;

  იმ იმფორმაციის ხასიათი და წყაროები, რომელსაც იგი უნდა დაეყრდნოს შეფასების პროცესში;

  მოსამზადებელი ანგარიშის ტიპი, მისი ძირითადი ფორმატის აღწერა;

  გააცნოს დამკვეთს დავალების სამუშაოს მასშტაბების დოკუმენტი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას შეექმნას სრული წარმოდგენა, მისაღები ინფორმაციისა და არსებული შეზღუდვების შესახებ და სხვა.

2. მეორე ეტაპზე შეფასების დავალების შსს–სთან შესაბამისობის უზრუნველ-ყოფის დასაბუთების მიზნით უნდა განახორციელოს გამოკვლევა და სათანადო მტკიცებულებების მოპოვება, რათა არსებობდეს ზუსტი გარანტია იმისა, რომ შეფასების პროცესი განხორციელდება შეფასების მიზნისა და ღირებულების საფუძვლების[3] შესაბამისად და შეფასების დასკვნა იქნება სრულყოფილი, საიმედო, ობიექტური შსს–ის ყველა მოთხოვნის დაცვით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღირებულების საფუძვლების სწორად შერჩევას. იგი სრულად უნდა შეესაბამებოდეს შეფასების დავალების პირობებსა და მიზანს და დაცული უნდა იქნას მასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნები. შემფასებელმა უნდა გაითვალისწინიოს ისიც, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ღირებულების სხვა საფუძვლების გამოყენებაც, რომელიც დადგენილია სხვა ორგანიზაციების მიერ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცოდნა და მათ მოთხოვნებში კარგად გარკვევა;

3. შემდეგ ეტაპზე შემფასებელმა უნდა განიხილოს შეფასების წინაპირობა, ანუ აქტივის სავარაუდო გამოყენება, რომელთაგან უნდა გამოვყოთ: ა)საუკეთესო და ეფექტიანი გამოყენება; ბ)მიმდინარე/არსებული გამოყენება; გ)ორგანიზებული ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია და დ)იძულებითი გაყიდვა [შსს-IVS 2017, გვ.32-47]. ანალიზის შედეგად გაკეთდეს მკაფიო დასკვნა იმის თაობაზე, თუ შეფასების თვალსაზრისით აქტივის გამოყენების რომელი ვარიანტია უფრო საუკეთესო, ეფექტიანი, რადგან სწორედ ეს ფაქტორია გადამწყვეტი საბოლოო საბაზრო ღირებულების სიდიდის გაანგარიშებისას.

4. შემდეგ საფეხურზე შემფასებელი ირჩევს შეფასების მეთოდს, ან მეთოდებს და სათანადო ინფორმაციის გამოყენებით, დამაჯერებლად ასაბუთებს შერჩეულ ვარიანტს. არამატერიალური აქტივების შეფასებისას შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სამივე მეთოდის (საბაზრო, შემოსავლებისა და დანახარჯების) გამოყენება (იხ. სქემა-2), შსს-105 „შეფასების მიდგომები და მეთოდები“-სა და სტანდარტების სხვა მოთხოვნების სრული დაცვით. ასე მაგალითად, როგორც სქემიდან ჩანს, საბაზრო მეთოდის გამოყენებისას არამატერიალური აქტივების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ოპერაციების (მაგა­ლითად, იდენტური ან ანალოგიური აქტივებით განხორციელებული ოპერაციების/გარიგებების) მიხედვით და შესაბამისად შემფასებელს შეუძლია ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება შეფასების შემდეგი ორი კრიტერიმი: ა)იდენტური ან ანალოგიური არამატერიალური აქტივებით შეფასების თარიღისთვის ან მის მახლობელ პერიოდში "გაშლილი ხელის მანძილის" პრინციპით განხორციელებული გარიგე­ბების შესახებ ინფორმაციის არსებობა და ბ)საკმარისი ინფორმაციის არსებობა, რომელიც შემფა­სებელს საშუალებას აძლევს, გააკორექტიროს განსა­ხილ­ველ არამატერიალურ აქტივსა და საბაზრო გარიგებების ობიექტ არამატერიალურ აქტივებს შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი განსხვავება. თუმცა „არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბ­ის არ­ა­ე­რ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბა და ის ფაქტი, რომ იშვიათად ხორციელდება გარიგებები მხოლოდ არამატერიალური აქტივებით, სხვა  აქტივებისაგან

სქემა -2

შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით (IVS 2017) განსაზღვრული არამატერიალური აქტივებისა დაინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (აა ისო) საბაზრო ღირებულებით შეფასების მეთოდები და მიდგომები

დანახარჯების მეთოდი

საბაზრო მეთოდი

შემოსავლების მეთოდი

ან­ა­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვის, ან ან­ა­ლო­გი­უ­რი მომსახურებ­ის პოტენციალ­ის ან სარგებლიანობ­ის მქო­ნე აქ­ტი­ვ­ის ჩა­ნა­ც­ვ­ლე­ბ­ის ღირე­ბუ­ლე­ბ­ის საფუძველზე

საბაზრო ოპერაციების (მაგა­ლითად, იდენტური ან ანალოგიური აქტივებით განხორციელებული ოპერაციების/გარიგებების) მიხედვით.

შეფასების კრიტე­რიუმები: ა)იდენტური ან ანალოგიური არამატერიალური აქტივებით შეფასების თარიღისთვის ან მის მახლობელ პერიოდში "გაშლილი ხელის მანძილის" პრინციპით განხორციელებული გარიგე­ბების შესახებ ინფორმაციის არსებობა;

ბ)არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც შემფა­სებელს საშუალებას აძლევს, გააკორექტიროს განსა­ხილ­ველ არამატერიალურ აქტივსა და საბაზრო გარიგებების ობიექტ არამატერიალურ აქტივებს შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი განსხვავება.

არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რ აქტივზე მთელი მისი ეკონომიკური მომსახურების ვადის განმავ­ლო­ბაში მისაკუთვნებელი შემოსავ­ლ­ის, ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბი­ს ან დანახარჯებ­ის ეკონომიის მი­მ­დი­ნა­რე დი­ს­კო­ნ­ტი­რე­ბული ღირე­ბუ­ლე­ბ­ის მიხედვით

1.არამატერიალური აქტივების ჩანაცვლების დანახარჯების განსაზღვრის მეთოდი;

2.არამატერიალური აქტივების ხელახლა შექმნის დანახარჯების განსაზღვრის მეთოდი.

1.როიალტისაგან განთავისუფლების, ანუ როიალტის გარეშე მეთოდი;

2.ნამეტი შემოსავლების მეთოდი;

3.დამატებითი მოგების მეთოდი;

4.ნულოვანი მეთოდი;

5.დისტრიბუტორის მეთოდი.

განცალკევებით, იმ­ას ნი­შ­ნ­ავს, რომ იშ­ვი­ა­თ­ად არ­ის შე­სა­ძ­ლე­ბე­ლი იდ­ე­ნ­ტუ­რი აქ­ტი­ვე­ბ­ის გა­რი­გე­ბე­ბ­ის სა­ბა­ზ­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბ­ის პო­ვ­ნა“ [შსს-IVS 2017, გვ.125]. შსს-210-ის შესაბამისად, საბაზრო მეთოდის გამოყენებით არამატერიალური აქტივების შეფასების მაგალითებია: ტელერადიომაუწყებლო-ბის სიხშირეების დიაპაზონის, ინტერნეტში დომენური სახელწოდებებისა და ტაქსებით მომსახურებაზე ლიცენზიის შეფასება.

პრაქტიკაში არსებობს ისეთი აქტივებიც, რომლის შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდების არჩევანი შეზღუდულია. მაგალითად, უნიკალური სახის[4] არამატერია-ლური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (აა და ისო) საბაზრო ღირებულებით შეფასებისას გამოიყენება მხოლოდ დანახარჯების მეთოდი. შსს-210-ის შეაბამისად დანახარჯების მეთოდის გამოყენებით აა და ისო-ის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ან­ა­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვის, ან ან­ა­ლო­გი­უ­რი მომსახურებ­ის პოტენციალ­ის ან სარგებლიანობ­ის მქო­ნე აქ­ტი­ვ­ის ჩა­ნა­ც­ვ­ლე­ბ­ის ღირე­ბუ­ლე­ბ­ის (ჩანაცვლების დანახარჯების განსაზღვრის) საფუძველზე, თუმცა არსებობს მათი შეფასების მეორე მეთოდიც-არამატერიალური აქტივების ხელახლა შექმნის დანახარჯების განსაზღვრის მეთოდი. მათგან უფრო ხშირად გამოიყენება პირველი (ჩანაცვლების დანახარჯების) მეთოდი, რომელიც გულისხმობს, რომ მონაწილე აქტივის შესაძენად არ გადაიხდის იმაზე მეტს, რამდენი დანახარჯების გაწევაც მოუწევდა მოცემული აქტივის ჩასანაცვლებლად შესადარისი სარგებლიანობის ან ფუნქციური შესაძლებლობების მქონე შემცვლელი აქტივით.

როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გვჩვენებს [http://www.cann.pl/en/services/valuation-of-intangible-assets], არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეფასების პროცესში ყველაზე მეტად გავრცელებულია შემოსავლის მიდგომა[5], რომელიც უპირატესად გამოიყენება ისეთ ობიექტებთან მიმართებაში როგორიცაა: ტექნოლოგია; მომხმარებლებთან დაკავშირებული არამატერიალური აქტივები; საფირმო სახელწოდებები/სავაჭრო ნიშნები/სასა­ქონ­ლო ნიშნე­ბი; საქმიანობის ლიცენზიები; ხელშეკრულებები კონკურენციის შეზღუდვაზე და სხვა. შემოსავლების მიდგომით შეფასების პროცეში გამოიყენება ხუთი ძირითადი მიდგომა:

  ნამეტი შემოსავლის მეთოდი;

  როიალტის გარეშე არამატერიალური აქტივების შეფასების მეთოდი, ანუ როიალტისაგან განთავისუფლების მეთოდი;

  დამატებითი მოგების მეთოდი;

  ნულოვანი მეთოდი;

  დისტრიბუტორის მეთოდი.

მაგალითისათვის განვიხილოთ როიალტის გარეშე არამატერიალური აქტივების შეფასების მეთოდი, ანუ როიალტისაგან განთავისუფლების მეთოდი. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, არამატერიალური აქტივის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი ჰიპოთეზური როიალტის ღირებულების მიხედვით. იგი ფაქტობრივად წარმოადგენს დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდს, რომელიც გამოიყენება იმ ფულად ნაკადებთან მიმართებით, რომლის მიღებასაც შეძლებს არამატე­რიალური აქტივის მესაკუთრე მესამე მხარეზე მისი ლიცენზიით გადაცემის შემთხვევაში. მეთოდის გამოყენების შემთხვევაში შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

1. განისაზღვრება აქტივის სასარგებლო მომსახურების პერიოდში მისაღები საპროგნოზო შემოსავალი-როიალტი, რომელიც დგინდება ამონაგებიდან დადგენილი საპროცენტო განაკვეთის, ან პროდუქციის ერთეულზე განსაზღვრუ-ლი ნორმის შესაბამისად;

2. დგინდება როალტის განაკვეთი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში ხორციელდება  ორი მეთოდის გამოყენებით:

  შესადარისი ან ანალოგიური გარიგებების როიალტის საბაზრო განაკვეთების მიხედვით;

  მოგების იმ ნაწილის გამოცალკევების მიხედვით, რომელიც საბაზრო პირობებისა და გარიგების შესაბამისად ჰი­პო­თე­ზუ­რ­ად გა­და­სა­ხ­დე­ლი ექ­ნე­ბოდა არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვ­ის გა­მო­ყე­ნე­ბ­ის უფ­­ლე­ბ­ის, ანუ ლი­ცე­ნ­ზი­ის მოპოვებით დაინტერესებულ მხარ­ეს;

3. დადგენილი როიალტის განაკვეთის შესაბამისად ხორციალდება გადასახდელი როიალტის ოდენობის გაანგარიშება შესაბამისი პერიოდისათვის;

4. დამატებითი ხარჯების შეფასება, რომელზეც პასუხისმგებელია მხარეები. მაგალითად: წინასწარ გადასახდელი ერთჯერადი თანხა, რომლის გადახდასაც მოითხოვს ზოგიერთი ლიცენზიის გამ­ცემი. საექსპლუატაციო, მარკეტინგისა და რეკლამის ხარჯები, რომლის გაწე­ვაზეც პასუხისმგებელი იქნება ლიცენზიის გამცე­მი, ან მფლობელი.

5. დისკონტირების განაკვეთის განსაზღვრა განსახილველი არამატერიალური აქტივისთვის. შესაბამისად შემფასებელმა უნდა განიხილოს შემდეგი ფაქტო­რები: კონკურენციული გარემო; განსახილველი არამატერიალური აქტივის მნიშვნე­ლობა მესაკუთრისთვის; განსახილველი არამატერიალური აქტივის მოსალოდნელი ეკონომიკური მომსახურების ვადა და მოსალოდნელ მოძველე­ბასთან (მორალურ ცვეთასთან) დაკავშირებული რისკები.

6. არამატერიალური აქტივის სარგებლობისათვის გადასახდელი ჰიპოთეზური როიალტის თანხა კორექტირდება შესაბამისი გადასახადის თანხით;

7. არამატერიალური აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახდელი ჰიპოთეზური როიალტის კორექტირებული თანხა, მთელი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში, დისკონტირდება აქტივის მიმდინარე ღირებულებამდე შეფასების თარიღისათვის.

მაგალითი. განვსაზღვროთ სამწლიანი ლიცენზიის ღირებულება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე როიალტის გარეშე მეთოდის გამოყენებით, თუ დისკონტის განაკვეთი 18%-ია, ხოლო როიალტის სტანდარტული განაკვეთი მოცემული დარგისათვის 3,8%-ს შეადგენს. პროდუქციის მოცულობის გადიდებისა და მწარმოებელის სტიმულირების მიზნით როიალტის განაკვეთი მეორე და მესამე წლის ლიცენზიისათვის შემცირებულია 3.2%-მდე. გაანგარიშები-სათვის საჭირო სხვა ინფორმაცია მოცემულია ცხრილში (იხ. ცხრილი-1). გაანგარიშების საბოლოო შედეგების მიხედვით, სამწლიანი ლიცენზიის ღირებულება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე როიალტის გარეშე მეთოდის გამოყენებით შეადგენს 47 702.5 აშშ დოლარს. 

ცხრილი-1

ლიცენზიის ღირებულების განსაზღვრა როიალტის გარეშე მეთოდის გამოყენებით

მაჩვენებლები

წელი

I

II

III

გაყიდვების მოცულობა, ათასი აშშ დოლარი

520.0

650.0

720.0

როიალტის განაკვეთი, %

3.8%

3.2%

3.2%

როიალტის მიხედვით მოსალოდნელი გადასახადი, ათასი აშშ დოლარი

19.76

20,8

23.04

დისკონტირების კოეფიციენტი (18.0%)

0.847

0.718

0.609

როიალტის მიხედვით მოსალოდნელი გადასახადის მიმდინარე, დისკონტირებული ღირებულება, აშშ დოლარი

16736.72

14934,4

14031,4

სულ ლიცენზიის ღირებულება სამ წელზე, აშშ დოლარი

47 702.52

არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების საბაზრო ღირებულებით შეფასებისას საერთაშორისო პრაქტიკაში უფრო მოხერხებულია როიალტის გარეშე არამატერიალური აქტივების შეფასება მოდიფიცირებული სახით შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

ა) არამატერიალური აქტივების საბაზრო ღირებულებით შეფასება როიალტის გარეშე საბალანსო მოგების (მოგება დაბეგვრამდე) პირდაპირი კაპიტალიზაციით;

ბ) არამატერიალური აქტივების საბაზრო ღირებულებით შეფასება როიალტის გარეშე მოსალოდნელი საბალანსო მოგების დისკონტირებით.

არამატერიალური აქტივების შეფასებას საფუძვლად უდევს აქტივების ლიკვიდობის რისკსა და მის შემოსავლიანობას შორის ურთიერთშესაბამისობის კონცეფცია. საერთაშორისო გამოცდილებით, პრაქტიკულად დასაბუთებულია, რომ არამატერიალურ აქტივებში ინვესტიციების დაბანდებასთან დაკავშირებული რისკი გაცილებით აღემატება მატერიალურ და ფინანსურ აქტივებში დაბანდებულ ინვესტიცირებასთან დაკავშირებულ რისკებს. თანამედროვე კომპანიები პერიოდულად ახორციელებდნენ თავისი აქტივების სტრუქტურის ანალიზს და აფასებენ თითოეული ჯგუფის მონაწილებას შემოსავლის, მოგების მოტანის თვალსაზრისით. შესაბამისად არამატერიალური აქტივების შეფასებისას საჭიროა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპანიის აქტივებს განასხვავებთ არა მარტო წარმოების სფეროში მონაწილეობის დონე და ფუნქციონირების ხარისხი, არამედ საშემოსავლო პოტენციალიც (მოთხოვნილი შემოსავლის დონე).

დასკვნა

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის, სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებას, კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მათი ფინანსური მდგრადობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს უკანასკნელი პირდაპირაა დამოკიდებული საწარმოს აქტივების შემადგენლობასა და სტრუქტურაზე, სადაც მნიშვნელოვანი წილი არამატერიალურ აქტივებსა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებსა და მათზე არსებულ უფლებებს განეკუთვნება. აღნიშნული აქტივების (ქონების) გამოყენებით მისაღები ეკონომიკური სარგებლის, ეფექტიანობის განსაზღვრა მოითხოვს მათი რეალური საბაზრო ღირებლებით შეფასებას, რაც ასევე სავალდებულოა ქვეყანაში მოქმედი კანომდებლობის, კერძოდ, შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა (შსს-IVS 2017) და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს-2017) მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების ობიექტს წარმოადგენს გუდვილი და არამატერიალური აქტივების ისეთი კატეგორიები როგორიცაა: მა­რ­კე­ტი­ნ­გ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი; მო­მ­ხ­მა­რე­ბლებ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი; ხე­ლო­ვ­ნე­ბა­ს­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი; ხელშეკრულებებთან დაკავშირებული; ტე­ქ­ნო­ლო­გი­ე­ბ­თ­ან და­კა­ვ­ში­რე­ბუ­ლი. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (ისო), როგორც ერთიანი ქონებრივი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, მათი შეფასება ხდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ გამოყენებული სტანდარტული კლასიფიკაციის სქემის მიხედვით. არამატერიალური აქტივების შეფასებისას გამოყენებული მეთოდებისა და ღირებულების საფუძვლის შერჩევაკი პირდაპირაა დამოკიდებული შეფასების მიზანზე. შესაბამისად აა და ისო-ის შეფასებისათვის საჭიროა შემფასებელმა განახორციელოს მათი ექსპერტიზა, განსაზღვროს ეკონომიკური და იურიდიული მომსახურების ვადები და ოპერატიულად მოიპოვოს შემდეგი ინფორმაცია: აა ისო-ის დასახელება და სრული აღწერილობა; საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (პატენტზე, ლიცენზიაზე, სასაქონლო ნიშნებზე და სხვა); სალიცენზიო ხელშეკრულება ლიცენზიის გამოყენებაზე; აა და ისო-ის გამოყენებით გამოსაშვები პროდუქციის გეგმა (პროდუქციის ნომეკლატურა, ფასი თვითღირებულლება, გამოშვების მოცულობა სახეობებისა და პერიოდის მიხედვით უახლესი 5 წლის განმავლობაში); აა ისო-ის გამოყენების პირობებში მიმდინარე მოსალოდნელი შემოსავლების პროგნოზი და გეგმიური ხარჯები, საგადასახადო ხარჯები და სხვა; ხელშეკრულება იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლის საფუძველზეც იქმნება არამატერიალური აქტივები; სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დანახარჯების შესახებ; საავტორო ჰონორარის, გასამრჯელოს შესახებ; წარმოების მომზადებასა და დანერგვაზე დანახარჯების შესახებ; რეკლამასა და მარკეტინგულ კვლევებზე დანახარჯების შესახებ; შეფასების თარიღისათვის ისო-ის ფაქტიური საექსპლუატაციო ვადის, სასარგებლო მომსახურების პერიოდის შესახებ; ამორტიზაციის პერიოდის, ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საშემფასებლო საქმიანობის ორგანიზაცია უნდა განხორციელდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

1. ზოგადა სტანდარტების გათვალისწინებით, კერძოდ კი შსს 101 „სამუშაოს მასშტაბები“–ს შესაბამისად შემფასებელი ვალდებულია დეტალურად აღწეროს შეფასების დავალების ძირითადი პირობები.

2. შეფასების დავალების შსს–სთან შესაბამისობის უზრუნველყოფის დასაბუთების მიზნით შემფასებელმა უნდა განახორციელოს გამოკვლევა და სათანადო მტკიცებულებების მოპოვება, რათა არსებობდეს ზუსტი გარანტია იმისა, რომ შეფასების პროცესი განხორციელდება შეფასების მიზნისა და ღირებულების საფუძვლების შესაბამისად და შეფასების დასკვნა იქნება სრულყოფილი, საიმედო, ობიექტური შსს–ის ყველა მოთხოვნის დაცვით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღირებულების საფუძვლების სწორად შერჩევას. იგი სრულად უნდა შეესაბამებოდეს შეფასების დავალების პირობებსა და მიზანს, ასევე დაცული უნდა იქნას მასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნები.

3. შემფასებელმა უნდა განიხილოს შეფასების წინაპირობა, ანუ აქტივის სავარაუდო გამოყენება, ამისათვის მან უნდა გაანალიზოს: ა)საუკეთესო და ეფექტიანი გამოყენება; ბ)მიმდინარე/არსებული გამოყენება. ანალიზის შედეგად მან უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნა იმის თაობაზე, თუ შეფასების თვალსაზრისით აქტივის გამოყენების რომელი ვარიანტია უფრო საუკეთესო, ეფექტიანი, რადგან სწორედ ეს ფაქტორია გადამწყვეტი საბაზრო ღირებულების სიდიდის გაანგარიშებისას.

4. შემდეგ საფეხურზე შემფასებელი ირჩევს შეფასების მეთოდს, ან მეთოდებს და სათანადო ინფორმაციის გამოყენებით ასაბუთებს შერჩეულ ვარიანტს.

5. შეფასების შერჩეული მეთოდი/მეთოდების გამოყენებით ხორციელდება საბაზრო ღირებულების გაანგარიშება და მიღებული შედეგების შეჯერება.

6. დასკვნით ეტაპზე ხორციელდება შეფასების ანგარიშის მომზადება და წარდგენა შსს–ის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გვჩვენებს არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეფასების პროცესში ყველაზე მეტად გავრცელებულია შემოსავლის მეთოდი, რომელიც უპირატესად გამოიყენება ისეთ ობიექტებთან მიმართებაში როგორიცაა: ტექნოლოგია; საფირმო სახელწოდებები; სავაჭრო ნიშნები; სასა­ქონ­ლო ნიშნე­ბი; საქმიანობის ლიცენზიები; ხელშეკრულებები კონკურენციის შეზღუდვაზე და სხვა. შემოსავლების მიდგომით შეფასების პროცეში გამოიყენება ხუთი ძირითადი მიდგომა: ნამეტი შემოსავლის მეთოდი; როიალტისაგან განთავისუფლების მეთოდი; დამატებითი მოგების მეთოდი; ნულოვანი მეთოდი; დისტრიბუტორის მეთოდი.

არამატერიალური აქტივების შეფასებას საფუძვლად უდევს აქტივების ლიკვიდობის რისკსა და მის შემოსავლიანობას შორის ურთიერთშესაბამისობის კონცეფცია. საერთაშორისო გამოცდილებით პრაქტიკულად დასაბუთებულია, რომ არამატერიალურ აქტივებში ინვესტიციების დაბანდებასთან დაკავშირებული რისკი გაცილებით აღემატება მატერიალურ და ფინანსურ აქტივებში დაბანდებულ ინვესტიციერბთან დაკავშირებულ რისკებს. თანამედროვე კომპანიები პერიოდულად ახორციელებდნენ თავისი აქტივების სტრუქტურის ანალიზს და აფასებენ თითოეული ჯგუფის მონაწილებას შემოსავლის, მოგების მოტანის თვალსაზრისით. შესაბამისად არამატერიალური აქტივების შეფასებისას საჭიროა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპანიის აქტივებს განასხვავებთ არა მარტო წარმოების სფეროში მონაწილეობის დონე და ფუნქციონირების ხარისხი, არამედ საშემოსავლო პოტენციალიც (მოთხოვნილი შემოსავლის დონე).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მ.ცარციძე. ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომების კრებული, ტომი 12, თბილისი 2015;
  2. შეფასების სართაშორიდსო სტანდარტები (IVS 2017). საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი (სქშეი). თბილისი 2017;
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს პარლამენტი, კანონი N786, 1997წლის 26 ივნისი ქ. თბილისი;
  4. საქართველოს კანონი N2112 „საავტორო და მომიჯნვე უფლებების შესახებ“, საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი;
  5. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 38 „არამატერიალური აქტივები“. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/125;
  6. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 13 „რეალური ღირებულება“. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/125;
  7. AswathDamodaran. The Value of Intangibles. http://people.stern.nyu.edu /adamodar/pdfiles/ovhds/dam2ed/intangibles.pdf;
  8. Damián Pastor, Jozef Glova, František Lipták, Viliam Kováč. (2016) Intangibles and methods for their valuation in financial terms: Literature review. http://www.intangiblecapital.org/index.php/ic/article/view/752/627;
  9. Manoj P.Dandekar, Ph.D. Valuation of Intangible Assets and Intellectual Property. SDP Annual Conference September 11-12, 2017. https://cdn.ymaws.com/www.depr. org/ resource/resmgr/2017Conference/2017Presentations/MDandekarValuationIntangible.pdf;
  10. Marilei Osinski, Methods of evaluation of intangible assets and intellectual capital. https://www.emeraldinsight.com/doi/abs/10.1108/JIC-12-2016-0138
  11. Stephen Penman. Accounting for Intangible Assets: There Is Also an Income Statement. Columbia Business School Research Archive. https://www8.gsb.columbia.edu/researcharchive/articles/3503;
  12. Illustrative Example of Intangible Asset Valuation Shockwave Corporation. Working Party No. 6’s Special Session on the Transfer Pricing Aspects of Intangibles. https://www.oecd. org/tax/transfer-pricing/47426115.pdf;
  13. Valuation of Intangible Assets. http://www.cann.pl/en/services/valuation-of-intangible-assets;
  14. Determination of the Value of Intangible Assets in the Companies of Lithuania. https://content.sciendo.com/view/journals/jec/14/2/article-p55.xml;
  15. Intangible assets and their valuation. https://www.ensors.co.uk/blog/Intangible-assets-and-their-valuation/;
  16. Creating a Framework for Valuing Intangible Assets. February 5, 2018. http://www.qfac. ca/creating-a-framework-for-valuing-intangible-assets/;
  17. Дорофеев А.Ю., Филатов В.В., Медведев В.М., Фадеев А.С., Шестов А.В., Дадугин М.В. Методология оценки нематериальных активов // Интернет-журнал «НАУКОВЕДЕНИЕ» Том 7, №1 (2015) http://naukovedenie.ru/PDF/95EVN115.pdf (доступ свободный). Загл. с экрана. Яз. рус., англ. DOI: 10.15862/95EVN115;
  18. Пузыня Н.Ю. Оценка и управление нематериальными активами компании. СПб.: Изд-во СПбГЭУ, 2013.-179с. ISBN 978-5-7310-2901-8. https://www.twirpx.com/file/1299916/;
  19. 19.  https://saras.gov.ge; www.geostat.ge; www.moh.gov.ge;
  20. 20.  https://www.mes.gov.ge; www.mof.ge; www.eqe.ge.


[1]ზოგადად ქონებაში იგულისხმება ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

[2]შსს 210-„არამატერიალური აქტივი“-ს შესაბამისად არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვი არ­ის არ­ა­ფუ­ლა­დი აქ­ტი­ვი, რო­მ­ლ­ის არ­სე­ბო­ბ­აც ვლი­ნ­დე­ბა მხო­ლ­ოდ მი­სი ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბ­ლე­ბ­ით. მას არა აქვს ფი­ზი­კუ­რი ფო­რ­მა, მა­გ­რ­ამ მფლო­ბ­ელს ან­ი­ჭ­ებს გა­რ­კ­ვე­ულ უფ­ლე­ბე­ბ­სა და/ან ეკ­ო­ნო­მი­კ­ურ პრი­ვი­ლე­გი­ებს. ხოლო გუ­დ­ვი­ლი არ­ის მო­მა­ვა­ლი ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი სა­რ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლ­იც წა­რ­მო­ი­ქ­მ­ნე­ბა სა­მე­უ­რ­ნეო სუ­ბი­ე­ქ­ტი­დან, სა­მე­უ­რ­ნეო სუ­ბი­ე­ქ­ტ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­დ­ან (წი­ლი­დ­ან), ან  ის­ე­თი აქ­ტი­ვე­ბ­ის ჯგუ­ფ­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­დ­ან, რო­მ­­ლებ­იც არ იყო ცალ-ცალკე აღიარებული. 

[3]შეფასების სართაშორიდსო სტანდარტები (IVS-2017) შესაბამისად განსაზღვრულია ღირებულების შემდეგი საფუძვლები: საბაზრო ღირებულება; საბაზრო საიჯარო ქირა; თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ღირებუ­ლ­ება; საინვესტიციო ღირებულება; სინერგიული ღირებულება; და სალიკვიდაციო ღირებულება. ღირებულების სხვა საფუძვლები: რეალური ღირებულება (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები); სამართლიანი საბაზრო ღირებულება (ეკონომი­კური თანამშრომლობისა და განვითარების ორგა­ნიზაცია (OECD); სამართლიანი საბაზრო ღირებულება (აშშ-ის შიდა შე­მო­სავლების სამსახური); სამართლიანი ღირებულება და სხვა.

[4]იგულისხმება ისეთი აქტივები, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, ანუ მოგების მისაღებად, არამედ უპირატესად ეკოლოგიური, სოციალური, სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

[5]შსს-ის შესაბამისად შე­მო­სა­ვ­ლ­ის მი­დ­გო­მ­ის დროს არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღ­ვ­რე­ბა არ­ა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რ აქ­ტი­ვ­ზე მთელი მისი ეკონომიკური მომსახურების ვადის განმავ­ლო­ბაში მისაკუთვნებელი შე­მო­სა­ვ­ლ­ის, ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბი­ს ან და­ნა­ხა­რ­ჯე­ბ­ის ეკ­ო­ნო­მი­ის მი­მ­დი­ნა­რე დი­ს­კო­ნ­ტი­რე­ბული ღი­რე­ბუ­ლე­ბ­ის მი­ხე­დ­ვ­ით.