English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნაზირა კაკულია
საქართველოს ინსტიტუციურო გარემოს შეფასება WGI ინდიკატორების მიხედვით და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არსებითი გავლენა მოახდინამე-20 საუკუნის მიწურულს აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სოციალისტური ქვეყნების ნგრევამ და მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებში განხორციელებულ ცენტრალიზებულ გეგმიანი მეურნეობის გარდაქმნამ საბაზრო ეკონომიკად.

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს გარკვეული ურთიერთდამოკიდებულებეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის. ტრანსფორმაციული ეკონომიკის მქონე  ქვეყნების ეკონომიკაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ დამოკიდებულებას წარმოადგენს ურთიერთობა ქვეყანაში ფუნქციონირებად ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ამ საკითხის შესახებ მიუხედავად პრობლემის აქტუალურობისა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა ინსტიტუტებისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემებისადმი.

ნაშრომში შესწავლილია  ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ურთიერთდამოკიდებულებები და ურთიერთკავშირები, გამოვლენილია დადებითად  და  უარყოფითად მოქმედი ფაქტორები ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასებულია ეკონომიკური რეფორმები და გამოკვეთილია ქვეყნის ინსტიტუციებში მომხდარი  რყევები ბოლო პერიოდის განმავლობში.

საკვანძო სიტყვები: ინსტიტუტები, ტრანსფორმაცია, ინდიკატორები, ეკონომიკური ზრდა        

შესავალი

ეკონომიკის ტრანსფორმაციის ინსტიტუციური საფუძვლების შესწავლა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც სწორედ ინსტიტუციური გარემო, რომელიც გულისხმობს ქცევის და ურთიერთქმედების ფორმალურ წესებს, ხოლო მეწარმეობის თვალსაზრისით ფორმალური და არაფორმალური ჩარჩოების ერთობლიობას, რომლებიც ახდენენ მეწარმეთა საქმიანობის სტრუქტურირებას, წარმოადგენს საბაზრო ტრანსფორმაციის ფუნდამენტურ რგოლს. ინსტიტუტები წარმოადგენენ ეკონომიკის გრძელვადიანი ფუნქციონირების განმსაზღვრელ ფაქტორს.

ცხადია, კომუნისტური რტეჟიმის დაცემის შემდეგ ინსტიტუციური გამოწვევები ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს საჯარო სივრცეში, კერძო სექტორსა და სახელმწიფო - კერძო სექტორის ურთიერთობაში; ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს ყველაზე მთავარი, რომ ინსტიტუციურ განვითარებაში პროგრესი საჭიროებს დროს.

მოცემული ნაშრომის კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესის ანალიზი და მისი ინსტიტუციური საფუძვლების შესწავლა, ინსტიტუციური რეფორმის მსოფლიო გამოცდილების შედარება ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკასთან; ტრანსფორმაციის პროცესში ინსტიტუციური განვითარების კუთხით წარმოშობილი პრობლემების შესწავლა; და ამ პრობლემების გადასაჭრელად საჭირო გზების ძიება.

მსოფლიოში არსებულ ინსტიტუციურ გარემოს შეისწავლის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ კუთხით ნაშრომში გაანალიზებული და განხილული მაქვს შემდეგი ინდექსები და მოხსენებები: Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom), მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი (Ease of Doing Business Index), მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშები (Transition Reports 1997-2012). 

* * *

2000 - იან წლებში  შესწავლილ იქნა ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ფაქტორები. თავდაპირველად  ანალიზში ჩართული იყო  მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლადი. სულ გამოყენებული იქნა ინსტიტუციური განვითარების 9 ცვლადი 5 წყაროდან:

  • ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც შედგება 10 კომპონენტისაგან, მაგრამ ავტორმა თავის მოდელში გამოიყენეს მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების კრებსითი და კორუფციის ინდექსები.
  • ფრიდონ ჰაუსის მიერ გამოქვეყნებული ინდექსები, რომელიც მოიცავდა დემოკრატიის განვითარების დონეს; ეკონომიკური თავისუფლებისდონეს; კანონმდებლობის გამოყენებისა და სახელმწიფო მმართველობის ხარისხის საშუალო დონის ინდექსის მნიშვნელობას; სამოქალაქო ინდექსს.
  • სამართლებრივი სისტემის ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყნის სასამართლო სისტემის ეფექტიანობას.
  • მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინსტიტუციური გარემოს ინდექსის საშუალო მნიშვნელობა.
  • ქვეყნების რისკების ინდექსში პოლიტიკური რისკების კომპონენტი.

რეგრესიის განტოლების საბაზო სახე შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი:

        

სადაც:

  • INFL - შესაბამისი პერიოდის ინფლაციის დონე;
  • RI - სტრუქტურული გარდაქმნების ინდექსი;
  • და - ეს არის საწყისი პირობების ორი კლასტერი, რომლებიც შესაბამისად პასუხობენ მაკროეკონომიკურ დისპროპორციებსა და სოციალური განვითარების დონესა და მასთან დაკავშირებულ დისპროპორციებს. 

სხვადასხვა ავტორები იყენებდნენ განსხვავებულ ინდექსებს, რომლებიც ქვეყნდება მსოფლიო ბანკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად ცვლადებად იყენებენ სხვადასხვა ფაქტორებს: ბუნებრივი გარემოს, რეფორმამდელ პერიოდში ეკონომიკური განვითარების დონე და ა.შ.

ეკონომისტთა გარკვეული  ჯგუფის შრომებში საზოგადოებრივი კაპიტალის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე შეფასდა უმარტივესი რეგრესიული განტოლებით:

           

სადაც:

  • Civic engagement - გამოიყენებოდა ხვედრითი წილი მოსახლეობისა, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაში;
  • Trust in Institutions - მოსახლეობის სახელწიფო ინსტიტუტებისათვის ნდობის საშუალო ინდექსი;

ყველა ზემოწამოთვლილი მეთოდის გამოუენება  გვიჩვენებს, რომ გარდამავალ ეკონომიკებში ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობის მაღალი ხარისხი, მაშინ როცა მოსახლეობის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა სტატისტიკურად არ არის დაკავშირებული ზრდასთან.

ბოლო პერიოდშისაქართველოში არსებული ინსტიტუციური გარემოს შეფასება ხდება WGI ინდიკატორების (მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი) მიხედვით. მსოფლიო მართვის ინდიკატორები მმართველობის ხარისხზე ბიზნესის, მოქალაქეებისა და ექსპერტული კვლევების რესპონდენტთა შეხედულებების შეჯამებულ მონაცემებს წარმოადგენს. მმართველობის ხარისხის შესაფასებლად 6 ინდიკატორი გამოიყენება: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კვლევა  200-ზე მეტი ქვეყნის მაჩვენებლებს აანალიზებს.

1996-2002 წლებში კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ახლდებოდა, 2003 წლიდან კი ის ყოველწლიურად ქვეყნდება. ამ კვლევის მიმართ არსებული კრიტიკის (“კარგი მმართველობის” განუსაზღვრელობა, მონაცემების არაშესადარისობა, ქვეყნების შეფასება არაიდენტური წყაროებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ა.შ.) პარალელურად, კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა. 2010 წლის 3 ივნისს გამოცემულ, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში (№376), ზემოაღნიშნული ინდიკატორები მითითებულია, როგორც მიღწეული შედეგების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია მომზადებულია მსოფლიო ბანკის განვითარების კვლევის ჯგუფის მაკროეკონომიკისა და ზრდის გუნდის მიერ. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო ბანკის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს და რესურსების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოიყენება.

სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია კორუფციის კონტროლი და კორუფციისგან თავისუფალი ბიუროკრატიული ინსტიტუტების არსებობა.

2012-2016 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯმა (მათ შორის ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებამ, საერთაშორისო რეკომენდაციების ეფექტიანმა შესრულებამ, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა წარმატებამ, მამხილებელთა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებამ, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციურმა მიდგომებმა, მართლმსაჯულების რეფორმამ, პროკურატურის ინსტიტუციურმა რეფორმამ), ასევე ღიაობისა და სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევამ განაპირობა საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება სხვადასხვა ინდექსებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსით“ საქართველომ 2016 წელს ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა (2012 წელს საქართველო 51-ე პოზიციაზე იმყოფებოდა).

ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით. 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 4 ადგილით გაუმჯობესდა და 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადმოინაცვლა, 100-ქულიან შკალაზე 57 ქულით (სადაც, 0- ძალიან კორუმპირებულ, ხოლო 100-ძალიან სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს). აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის (EECA) 19 ქვეყანას შორის საქართველომ პირველი პოზიცია დაიკავა (2014 წელს მე-2 პოზიცია ეკავა) და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - მონტენეგრო, მაკედონია, თურქეთი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი და სხვ. საქართველოს საშუალო ქულა - 57 მნიშვნელოვნად აღემატება როგორც რეგიონის საშუალო ქულას (54 ქულა), ასევე მსოფლიოს საშუალო ქულას (43 ქულა)[1].

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის“ 2016 წლის კვლევის მიხედვით, კორუფციის კონტროლის ინდექსი 2015 წელს საქართველოს შეფასება 8,14 ქულით გაუმჯობესდა და 72,6 ქულა შეადგინა. საქართველომ 2015 წელს რეიტინგში 58-ე ადგილი დაიკავა და მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით 18 პოზიციით გაიუმჯობესა, მაშინ როდესაც 2012 წელს 76-ე ადგილზე იყო ქულით 64,5.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი “კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით კორუფციის არ არსებობის კომპონენტში 2016 წელს საქართველო 22-ე ადგილზეა 113 ქვეყანას შორის და რეგიონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველ პოზიციას იკავებს.

ინდიკატორი 4 მიმართულებით აფასებს ქვეყანაში კორუფციის არ არსებობას, კერძოდ, კორუფციის არ არსებობა აღმასრულებელ პუნქტში (0.71 ქულა), სასამართლოში (0.66 ქულა), პოლიციაში/სამხედრო სამსახურში (0.92 ქულა) და საკანონმდებლო ორგანოში (0.62 ქულა).

კანონის უზენაესობის კომპონენტში მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის“ 2016 წლის კვლევის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით 23 პოზიციით გაუმჯობესდა და 73- ე ადგილზე იმყოფება (2014 წელს - 75-ე ადგილი).

პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობასთან ბრძოლის კომპონენტში მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის“ 2016 წლის კვლევის მიხედვით, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს მდგომარეობა 19 პოზიციით გაუმჯობესდა და 141-ე ადგილზეა[2].

საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილი რეიტინგების ყველა კომპონენტი უშუალოდ საქართველოში მომუშავე ბიზნეს სექტორის გამოკითხვებს ეყრდნობა

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობის ხარისხს აფასებს. შეფასება მოცემულია როგორც აბსოლუტური მნიშვნელობით, ისე რეიტინგის სახით. აბსოლუტური შეფასება ცალკე აღებული ქვეყნის მდგომარეობას ეხება და იძლევა საშუალებას შეფასდეს, თუ როგორ იცვლება დროით ჭრილში ქვეყნის მაჩვენებელი ცალკეული კრიტერიუმის შესაბამისად. პერცენტილური რეიტინგი კი, ასახავს კონკრეტული ქვეყნის შედეგებს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (პერცენტილური რეიტინგი)[3]

ცხრილი 1

წელი

პოლიტიკური სტაბილურობა

მთავრობის ეფექტიანობა

რეგულირების ხარისხი

კანონის უზენაესობა

2005

25.24

40.20

28.43

29.67

2006

17.87

47.80

50.98

40.19

2007

24.64

56.80

60.68

45.45

2008

16.83

65.53

64.56

47.60

2009

17.54

64.11

66.51

49.29

2010

24.17

65.07

70.81

47.87

2011

27.01

69.19

74.41

51.17

2012

24.17

70.14

74.41

54.93

2013

31.28

69.67

74.41

53.99

2014

34.76

71.63

79.33

64.90

2015

29.52

67.31

78.85

64.42

2016

35.24

71.15

81.25

63.94

 

                                                                                                                     დიაგრამა 1

 

კვლევი ფარგლებში ჩვენ შევისწავლით ეკონომიკურ ზრდაზე მსოფლიო მართვის ინდიკატორების გავლენას (ოთხი ინდიკატორის). ცხრილში #1 მოცემული გვაქვს დაკვირვების მონაცემები. დაკვირვება ოთხ ფაქტორიანია და მოიცავს დაკვირვების თორმეტ ერთეულს.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები[4] და მშპ[5]

ცხრილი 2

წელი

მშპ

პოლიტიკური სტაბილურობა

მთავრობის ეფექტიანობა

რეგულირების ხარისხი

კანონის უზენაესობა

2005

11,621

-0.75

-0.43

-0.60

-0.71

2006

13,790

-0.96

-0.24

-0.14

-0.46

2007

16,994

-0.64

0.11

0.29

-0.35

2008

19,075

-0.92

0.30

0.48

-0.27

2009

17,986

-0.97

0.29

0.50

-0.20

2010

20,743

-0.72

0.31

0.59

-0.21

2011

24,344

-0.66

0.55

0.66

-0.12

2012

26,167

-0.68

0.61

0.69

-0.01

2013

26,847

-0.44

0.59

0.76

-0.01

2014

29,152

-0.32

0.49

0.93

0.19

2015

31,756

-0.47

0.40

0.92

0.27

2016

34,028

-0.29

0.51

1.01

0.37

 თეორიულად  გამოყენებულ ექვს ფაქტორიან მოდელს შემდეგი სახე აქვს:

Y=β01X12X23X34X4+U  

თეორიული მოდელის შეფასებული განტოლება იქნება:

   

წრფივი რეგრესიული ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შეიცვლება საშედეგო ცვლადი x ფაქტორის (მსოფლიო მართვის ინდიკატორი) ერთი ერთეულით ცვლილების შემთხვევაში. ჩვენს მიერ შესწავლლ იქნა ოთხი მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ინდიკატორებია: პოლიტიკური სტაბილურობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი და კანონის უზენაესობა. 2010 წლიდან შეინიშნებოდა აღნიშნული ინდიკატორების მაჩვენებლის გაუმჯობესება, თუმცა 2015 წელს შეინიშნებოდა მცირედი გაუარესება. 2016 წელს კი კვლავ გაუმჯობესდა მაჩვენებლები. თუ შენარჩუნდება ინდიკატორების გაუმჯობესების ტენდენცია, აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე.პროგრამა excel-ის დახმარებით ჩატარებული გამოთვლებისა და რეგრესიის კოეფიციენტების მნიშვნელობების შეფასების ხერხის გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია  გარკვეული დასკვნების გაკეთება.

დასკვნა

უმრავლეს შემთხვევაში არ არის აუცილებელი ინსტიტუტების უნივერსალური და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება. რეფორმების სტრატეგია კონცენტრირებული უნდა იყოს საკვანძო ინსტიტუცილური ორგანიზაციების შერჩევაზე.

ინსტიტუტების იმპორტი დაბალანსებული უნდა იყოს ადგილობრივ პირობებთან. ეს წარმოადგენს ინსტიტუტების წარმატებული ტრანსპლანტაციის აუცილებელ პირობას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკის მდგრადობას და ამცირებს შოკებს.

თანამედროვე ემპირიული კვლევებით დგინდება, რომ ქვეყნები, რომლებსაც ახასიათებთ უფრო განვითებული ინსტიტუტები არიან უფრო მდგრადები საგარეო შოკების მიმართ. შედეგები გვიჩვენებენ, რომ უფრო ეფექტიანად შეიძლება გაუმკლავდნენ შოკებს და განახორციელონ ეფექტიანი ანტიკრიზისული სტრატეგია, იმ ქვექნებმა, რომლებსაც ახასიათებთ ეფექტიანი ინსტიტუტები და საზოგადოების ერთიანობა და პირიქით განუვითარებელი ინსტიტუტები და შიდა სოციალური კონფლიქტები ართულებენ ეკონომიკური კრიზისების გადალახვას.

ინსტიტუტების ხარისხი მნიშვნელოვნად უკეთესად განსაზღვრავს განსხვავებებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის სხვა ფაქტორებთან შედარებით. ინვესტიციები ასეთი მიდგომით გამოდიან, როგორც გადამცემი მექანიზმები, რომლებიც აკავშირებენ ინსტიტუციურ ფაქტორებს და ეკონომიკურ ზრდას.

მიუხედავად ცალკეული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზრდისა, მაინც ვერ მოხერხდა ინსტიტუციური სექტორების ეფექტანი ტრანსფორმაცია, რამაც საჯარო სტრუქტურების უუნარობა გამოიწვია. საქართველოს ეკონომიკა საგარეო სექტორზე გახდა დამოკიდებული. ამასთან უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 90-იან წლებში დიდიგავლენა მოახდინა აგრარულმა სექტორმა სხვა სექტორებისგან განსხვავებით, რაც გამოიხატებოდა სოციალური მდგომარეობის შერბილებაში.

ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმად ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება წარმოადგენდა. თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა სწრაფი პრივატიზაციის განხორციელებას, ეკონომიკის ცალკეული მიმართულებების დერეგულირებას, საგადასახადო ლიბერალიზაციას, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციას და შრომის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. კაკულია ნ. - ინსტიტუტების ფორმირებისა და მათი ჩამორჩენის საკითხები კონკურენციის პოლიტიკისა და ტრანსფორმაციის მაჩვენებელთა საფუძველზე;
  2. პაპავა ვ. - მკვეთრი ზრდის ეფექტი და პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდა (პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე);
  3. პაპავა ვ. - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და პერსპექტივის შესახებ, ჟ. „ეკონომისტი“ 12, 2013.;
  4. პაპავა ვ.“არატრადიციული ეკონომიკსი“, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2011;
  5. ხადური ნ. „ქართული ეკონომიკური მოდელი და გლობალური ეკონომიკა., IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების პერსპექტივები“კრებული. თბილისი, 2012;
  6. Douglass North “Institutions, Institutional Change and Economic Performance”, Cambridge University Press, 1990;
  7. RICHARD R. NELSON AND SIDNEY G. WINTER An Evolutionary Theory of Economic Change http://inctpped.ie.ufrj.br/spiderweb/pdf_2/Dosi_1_An_evolutionary-theory-of_economic_change..pdf;
  8. Olson M. “The New Institutional Economics: The Collective Choice Approach to Economic Development” 1997;
  9. World development indicators. World Bank. 2016;

[1] http://www.economy.ge/uploads/publications/economy.

[2] http://www.economy.ge/uploads/publications/economy

[3]http://info.worldbank.org/governance/wgi/index.aspx#home

[4]http://info.worldbank.org/governance/wgi/index.aspx#home

[5]https://mof.ge/mshp_ekonomikuri_zrda