English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
ეკონომიკის თეორია და კულტურის ფაქტორის მნიშვნელობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის

ვრცელი რეზიუმე.

სამეცნიერო ნაშრომში ეკონომიკურ თეორიასთან დაკავშირებით განხილულია კულტურის ფაქტორის მნიშვნელობა საზოგადოების, სახელმწიფოსა და მთლიანად კაცობრიობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, რამეთუ კულტურა, და, კერძოდ, სულიერი კულტურა, ავტორის მტკიცებით, არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირების იდეური საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ განათლება – როგორც კულტურა, მეცნიერება – როგორც კულტურა, და აგრეთვე სამართლებრივი კულტურა და მმართველობითი კულტურა, ავტორის მიერ განხილულია, როგორც კულტურის ფაქტორი, ამასთან – როგორც უპირატესად უშუალოდ მოქმედი კულტურის ფაქტორი, ხოლო მხატვრული კულტურა, ავტორის მტკიცებით, წარმოადგენს უპირატესად არაპირდაპირ მოქმედ კულტურის ფაქტორს.

ამრიგად, ეჭვს არ იწვევს, რომ კულტურის ფაქტორი – როგორც კულტურის უპირატესად უშუალოდ მოქმედი ფაქტორი, ისევე როგორც კულტურის უპირატესად არაპირდაპირ მოქმედი ფაქტორი – გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.