ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ალფრედ კურატაშვილი ∘
სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით – ეს არის არა კაპიტალიზმი და არა მარქსიზმ-ლენინიზმი, არამედ არის სტალინური ადმინისტრაციული სოციალიზმის შემოქმედებითი განვითარება ვრცელი რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში პრინციპულად ახლებურად არის განხილული სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, რომელიც, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, არა მხოლოდ არ არის კაპიტალიზმი, როგორც შეცდომით ეჩვენებათ (ან შეიძლება მოეჩვენოთ) მეცნიერებისა და პოლიტიკის ზოგიერთ წარმომადგენლებს, რომლებსაც ტრადიციულად არ ესმით კაპიტალიზმის ჭეშმარიტი არსი, არამედ ეს არ არის აგრეთვე მარქსიზმ-ლენინიზმის განხორციელება პრაქტიკაში, რამეთუ მარქსიზმ-ლენინიზმი, ისევ ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, წარმოადგენს აშკარა უტოპიას. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კერძო საკუთრების, ბაზრის, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების არსებობა და აქტიური გამოყენება, მეცნიერებისა და პოლიტიკის ზოგიერთ წარმომადგენლებს, რომლებსაც შეცდომით ესმით კაპიტალიზმის ჭეშმარიტი არსი, ჰგონიათ, რომ თითქოს ჩინეთში ფუნქციონირებს კაპიტალისტური სისტემა, რამეთუ სახელმწიფოში კერძო საკუთრების, ბაზრის, სასაქონლო–ფულადი ურთიერთობების არსებობა, მათ ჰგონიათ სახელმწიფოებრივი წყობის კაპიტალისტურობის მაჩვენებელი. სინამდვილეში კი, კაპიტალისტურობის მთავარი და განმსაზღვრელი კრიტერიუმი, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, არის ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე საზოგადოებაში და სახელმწიფოში, ანუ კაპიტალისტურობის მთავარი და განმსაზღვრელი კრიტერიუმი საზოგადოებაში და სახელმწიფოში არის – ეკონომიკური ფაშიზმის ბატონობა, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფუნქციონირების მიზნობრივ მიმართულებას. რაც შეეხება იმას, რომ სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, ისევ ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, არ არის მარქსიზმ-ლენინიზმის განხორციელება პრაქტიკაში, რამეთუ მარქსიზმ-ლენინიზმი წარმოადგენს აშკარა უტოპიას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მარქსიზმ-ლენინიზმის უტოპიურობა – განუხორციელებადობა – დასაბუთებულია ავტორის მიერ იმით, რომ მარქსისტული ე.წ. „მეცნიერული სოციალიზმი“ და მთლიანად მარქსიზმ-ლენინიზმი გულისხმობდა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების მოსპობას, ბაზრის, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების, და აგრეთვე მწარმოებლების მიერ თავისი პროდუქტების გაცვლის მოსპობას, რაც უდავოდ წარმოადგენს უტოპიას. ამასთანავე, სოციალიზმის მარქსისტულ-ლენინური გაგება, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, არანაირად არ ეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, და, კერძოდ, სოციალიზმს ჩინური სპეციფიკით. უფრო მეტიც, ჩინეთის პოლიტიკური სისტემა არის სწორედ სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, და არა კომუნისტური პოლიტიკური სისტემა, რადგან კომუნიზმი, ისევე როგორც „უტოპიური სოციალიზმი“, არის აშკარა უტოპია. ამრიგად, დასტურდება, რომ სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით არა მარტო არ არის კაპიტალიზმი, არამედ არ არის აგრეთვე მარქსიზმ-ლენინიზმის პრაქტიკული განხორციელება, რადგან მარქსიზმ-ლენინიზმი წარმოადგენს აშკარა უტოპიას. მაშადასამე, სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით – ეს არის სტალინური ადმინისტრაციული სოციალიზმის შემოქმედებითი განვითარება, რადგან თუმცა ი.ბ. სტალინი სიტყვიერად ეყრდნობოდა მარქსიზმ-ლენინიზმს და თვითონაც ითვლებოდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსად, მაგრამ სინამდვილეში ი.ბ. სტალინმა განახორციელა მარქსიზმ-ლენინიზმის რევოლუციური გადატრიალება – სოციალიზმის პირობებში ბაზრის, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების დაშვების გზით, რაზედაც მოწმობს იმ ფაქტი, რომ სსრკ–ის 1936 წლის სტალინურ კონსტიტუციაში, რომელსაც ასევე უწოდებენ „გამარჯვებული სოციალიზმის კონსტიტუციას“, დაფიქსირდა სოციალიზმის საფუძვლების გამარჯვება, და ეს მაშინ, როდესაც დაშვებული იყო და ფუნქციონირებდა სასაქონლო–ფულადი ურთიერთობები. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ი.ბ. სტალინმა შექმნა თავისი „იზმი“ – სტალინიზმი, პრინციპულად ახალი ტიპის სოციალიზმის აშენების გზით, რომელსაც ამ სამეცნიერო ნაშრომის ავტორმა უწოდა – სტალინური ადმინისტრაციული სოციალიზმი, და სწორედ სტალინური ადმინისტრაციული სოციალიზმის შემოქმედებით განვითარებას წარმოადგენს სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით. პერსპექტივაში კი, სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა წავიდეს (და ფაქტობრივად უკვე მიდის) ჰუმანოსოციალური (ჭეშმარიტად ადამიანური) საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის გზით. |