English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ჟალია რახმან კიზი ალიევა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მოქმედი ზოგიერთი სოციალური ფაქტორის ანალიზი

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.ALIEVA

გაფართოებული რეზიუმე 

სტატიაში განხილულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: განათლება, ჯანდაცვა, პენსია, სოციალური დახმარება. აღნიშნულია, რომ განათლების მაღალი დონე ზრდის მოსახლეობის შემოსავლების შესაძლებლობებს. ეს, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მიერ საოჯახო მეურნეობების კვლევის მასალების ანალიზმა გვიჩვენა, რომ საოჯახო მეურნეობების უმაღლესი განათლების მქონე ხელმძღვანელი პირების ფულადი შემოსავლები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დაწყებითი და არასრული განათლების მქონე პირების. იგივე შედეგის ნახვა შეიძლება მათი სამომხმარებლო ხარჯების მხრივაც. ამ მიზეზით, საჭიროა ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია განათლებასთან სოფლად. პროგრამის ფარგლებში ხდება განათლების ხარისხის გაზრდის კუთხით ზომების მიღება.  სტატიაში განხილულია ეს პროგრამები და მათი შედეგები.

სკოლამდელი განათლების როლი ბავშვთა გონებრივი, ფიზკიკური, შემოქმედებითი პოტენციალისა და პიროვენების ფორმირებაში დიდია. ამასთან დაკავშირებით გაანალიზებულია 1-დან – 5 წლამდე ბავშვთა სკოლამდელი განათლების დონე სოფლად და არსებული პრობლემები ამ სფეროში.

სოფლად ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებამ, ტექნიკური და პროფესიული უნარების შესაძენად, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მათი დასაქმების უზრუნველყოფაში. ამასთან დაკავშირებით „სტრატეგიული რუქა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პროფესიული განათლებისა და სწავლების განვითარებისათვის“, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით, ეხება ქვეყანაში პროფესიული განათლების მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზნებს.

სტატიაში აგრეთვე განიხილება სხვა მრავალი რეფორმები და ზომები, რომლებიც გატარებული იქნა ჯანდაცვის სფეროში ბოლო წლებში. განიხილება მიღებული პროგრამების მნიშვნელობა და მიზნები.

აღსანიშნავია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ჯანდაცვასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მასალების საფუძველზე გაანალიზებულია სოფლად  მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტემპი.

ცნობილია, რომ სწორედ ინვესტიციების ხარჯზე შეიძლება ქვეყნის ჯანდაცვასა და განათლებაში მიღწეულ იქნას ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების მაღალი დონე. კარგი ჯანმრთელობა და ცოდნა ზრდიან ადამიანის შანსს უფრო მაღალი შემოსავლების მისაღებად. ჯანმრთელ და კვალიფიციური სამუშაოთი დაკავებულ ადამიანს შეუძლია იზრუნოს თავის თავზე და ოჯახზე სხვებზე უკეთესად. ამასთან დაკავშირებით სტატიაში შედარებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მშპ-ში განათლებასა და ჯანდაცვაზე ხარჯები  და აგრეთვე სხვა განვითარებულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მსოფლიო ბანკის სტატისტიკით.

სტატიაში აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პენსიები და სოციალური გადასახადები, რომლებიც მოქმედებენ ცხოვრების დონეზე. განხილულია ბოლო წლებში მიღებული ზომები და შედეგები მოსახლეობის, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში გატარებული ზომების შედეგად შემცირდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ღებულობდნენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობის შემცირება საშუალებას იძლევა გაიზარდოს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის გადახდილი შეღავათების ოდენობა წინა წლებთან შედარებით. გაანალიზებულია და ფასდება სოციალური ტრანსფერების ფულადი შემოსავლების სტრუქტურაში ცვლილებების ტენდენცია. სტატიის ბოლოს შემოთავაზებულია წინადადებები სოფლად სოციალური სფეროს განვითარების შესახებ.