English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ აიტკინ გასან ახუნდოვა გულნარ ქსანლარ სამადოვა
ტურიზმის განვითარება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კოროვირუსული პანდემიის ფონზე: ეკონომიკური მაჩვენებლების კვლევა და შეფასება

Doi: 10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.04.Aytkin.Gasan.Akhundova/Gulnar.Xanlar.Samadova

ნოტაცია. თითქმის 400 დღეში მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიო არის და აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას კოროვირუსისა და მისი შედეგების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, მათ შორის ტურიზმის განვითარებაზე. WTO-ს მონაცემებით, ტურისტული მოგზაურობების რაოდენობის შემცირებამ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი ზარალი მოუტანა ტურიზმის ინდუსტრიას. კოროვირუსული ინფექციის გავრცელებამ ასევე დააზიანა აზერბაიჯანის ტურიზმის სექტორი, პირველ რიგში სასტუმრო ბიზნესი, ტუროპერატორების და ტურისტული სააგენტოების საქმიანობა. მოცემულ სტატიაში გამოკვლეულია აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარება COVID-19-ის გავრცელების პერიოდში, განიხილულია სახელმწიფოს მიერ გატარებული ამოცანებისა და ღონისძიებების კომპლექსი, კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად და ტურისტული საქმიანობის აღორძინების მიზნით.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმის განვითარება, კრიზისი, COVID-19-ის პანდემია, მკაცრი ზომები, შეზღუდვები, მთავრობის მხარდაჭერა.