English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ახუნდოვა აიტაკინ გასან ქიზი
თავისუფალი ეკონომიკური ზონები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, როგორც ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაციის ახალი ფაქტორი

ნოტაცია. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფუნქციონირების თავისებურებას წარმოადგენს თავისუფალი (განსაკუთრებული ან სპეციალური) ეკონომიკური ზონების შექმნა, რომელთა მშენებლობა, როგორც წესი, მიმართულია კონკრეტული პრიორიტეტული საერთოეკონომიკური,  საწარმოო, საგარეო-სავაჭრო, სოციალური, რეგიონული და სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისაკენ. უფრო მეტიც, თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარება ემსახურება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე. სტატიაში განხილულია თავისუფალი ეკონომიკური ზონების ცნება, განსაზღვრულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნისა და განვითარების სტრატეგიული მიზნები, შეისწავლება სამრეწველო პარკები და  კვარტლები და მათი ფუნქციონირების საკანონმდებლო ბაზა.

საკვანძო სიტყვები: თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ინდუსტრიული პარკები, ინდუსტრიული უბნები, დივერსიფიკაცია, მთავრობის მხარდაჭერა, საკანონმდებლო ბაზა.