English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი მიქელაძე
საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირების შესაძლებლობები მცირე ზომის ერთეულების მიხედვით

Doi:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.03.Giorgi.Miqeladze

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროს „შინამეუნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის“ დიზაინი, სტატისტიკურ მონაცემთა რეპრეზენტატულობის ხარისხი და მცირე ზომის ტერიტორიულ ერთეულებში სტატისტიკურ მაჩვენებელთა ფარდობითი ზღვრული ცდომილების მნიშვნელობები.

 სტატიაში წარმოდგენილია მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულის შეფასების ცნობილი მეთოდები (I ფეი-ჰერიოტის და II ელბერსის, ელბერსის ლენჯოუს მოდელები), ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელმისაწვდომ სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების შესახებ და განხორციელებულია რეკომენდაციები ცნობილი თეორიული მოდელების ემპირიული რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. სტატია მოიცავს მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სტატისტიკურ მაჩვენებლების შეფასებების გაუმჯობესების მცდელობის საკითხის არსებობას და მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობისთვის აუცილებელ დაშვებებსა და დებულებებს.

საკვანძო სიტყვები: მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულის შეფასებები, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯები, ფარდობითი ზღვრული ცდომილები.

JEL Codes: P 20, P 31, P 40, P 52 

შესავალი

საზოგადოების ზრდადი განვითარების პირობებში დღის წესრიგში დადგა შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა: პროგრესის რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და მათ შესახებ ინფორმაციის პერიოდული წარმოება ნაკლები ფინანსური, დროითი და ადამიანური რესურსის გამოყენების პირობებში. სწორედ აღნიშნული ამოცანის გადაჭრას ემსახურება სტატისტიკური მეცნიერება. სტატისტიკურმა მეცნიერებამ გამოავლინა კლებადი კავშირი რესურსების ეკონომიასა და შესაბამისი მაჩვენებლის შეფასების ცდომილებას შორის, რის საფუძველზეც საზოგადოებას აქვს შესაძლოებლობა განსაზღვროს საძიებელი მაჩვენებლის მისაღები ცდომილება და რესურსების ის რაოდენობა, რომლის გადახდაც მას უღირს შესაბამისი ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ.

სტატისტიკის მეცნიერების ევოლუცია მჭიდრო კავშირშია საზოგადოების მოთხოვნილებების ცვლილებებთან. ადრინდელ პერიოდში საზოგადოების ინტერესს წარმოადგენდა საკუთარი პროგრესის განსაზღვრა, ანუ მიმდინარე და წინა პერიოდის მაჩვენებლების მნიშვნელობებს შორის განვითარების დადგენა. თანამედროვე სტატისტიკას დაემატა ამოცანა შეაფასოს საზოგადოების განვითარება არამხოლოდ წინა პერიოდის საკუთარ თავთან შედარებით, არამედ სხვა საზოგადოებების მდგომარეობებთან დადარებით. დღევანდელ პერიოდში სტატისტიკის მწარმოებლები ახდენენ მეთოდოლოგიის ინტერნაციონალიზაციას და საერთო მეთოდოლოგიის ფორმირებას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გაანგარიშდეს ინდიკატორების ნაწილი იდენტური მეთოდოლოგიით.

მზარდი მოთხოვნილებების და ცვლილებების მიუხედავად, სტატისტიკის მეცნიერების საწყისი ამოცანა და პრინციპები რჩება უცვლელი. რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ახალი მიდგომა — მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასება მრავალი განსხვავებული მოდელით.

მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების SAE მოდელები ჩამოყალიბდა 1970 წლიდან, რომლის ფუძემდებლად FAY  და Herriot  მოიაზრებიან. შინამეუნეობების სტატისტიკური გამოკვლევები, როგორც წესი რეპრეზენტატულები არიან მაღალი აგრეგირების დონეზე. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით, სტატისტიკური გამოკვლევის მცირე და დიდი ზომის მონაცემებით მიიღება შეფასებები აგრეგირების მცირე ჭრილში. მცირე ზომის ერთეულების შეფასების მოდელები (SAE) პირობითად იყოფა ორ ჯგუფად: 1) ტერიტორიული ერთეულის და 2) დაკვირვების ერთეულის მოდელებად. აღნიშნული მოდელები ძირითადად განსხვავდება სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობით.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შეფასების შესაძლებლობის დადგენა მცირე ზომის ტერიტორიულ ჭრილში, კერძოდ მუნიციპალურ დონეზე.

სიტუაციის ანალიზი: არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები და მონაცემთა ბაზები საქართველოში

საქართველოში შინამეურნეობების შემოსავლების, ხარჯების და ცხოვრების დონის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების წყაროს „შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა“ (2017 წლამდე „შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა“) წარმოადგენს. აღნიშნული გამოკვლევა წარმოადგენს შერჩევითს, მონაცემები გროვდება ყოველთვიურად, აგრეგირებული მონაცემები ვრცელდება წლიურად და მაჩვენებლები არის რეპრეზენტატული საქართველოს კერძო შინამეურნეობებზე ქვეყნის და ადმინისტრაციული რეგიონის დონეზე.

შინამეუნრობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის აღწერა

გამოკვლევის დიზაინი: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველო დაიყო 9 536 სააღწერო უბნად (დაახლოებით 100 შინამეურნეობა თითოეულში).

გამოკვლევა წარმოადგენს ორს აფეხურიან კლასტერულ შერჩევას, სადაც  შერჩევის პირველადი ერთეული (PSU) არის სააღწერო უბანი, ხოლო შერჩევის მეორადი ერთეული (SSU) – შინამეურნეობის მისამართია. გარდა ამისა, შერჩევის ცდომილების შესამცირებლად შემოღებულ იქნას ტრატიფიცირება.

თითოეული შინამეურნეობა 6 კვარტლის განმავლობაში გამოიკითხება 4-ჯერ, რის შემდეგაც შინამეურნეობა იცვლება სხვა შემთხვევითად შერჩეული შინამეურნეობით იმავე კლასტერიდან (შინამეურნეობების როტაცია). გამოკითხვა ტარდება კვარტალების მიხედვით შემდეგნაირი სქემის გამოყენებით: 2-2-2, რაც გულისხმობს, რომ მეორე ინტერვიუ ტარდება პირველი ინტერვიუდან მომდევნო კვარტალში, შემდეგი 2 კვარტალი ამ მისამართზე გამოკითხვა არ ტარდებადა მომდევნო წლის ანალოგიურ კვარტლებში (რომელშიც ჩატარდა პირველი და მეორე ინტერვიუ) ტარდება მესამე და მეოთხე ინტერვიუ. როდესაც კლასტერში ყველა შინამეურნეობა გამოიკითხება, მათ ნაცვლად შემოდის  სხვა შემთხვევით შერჩეული სააღწერო უბანი იმ ავესტრატადან (სააღწერო უბნების როტაცია) [14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტა მონაცემები].

როტაციის მოცემული სქემა საშუალებას იძლევა,ერთი მხრივ განახლდეს შერჩევა, ხოლო მეორე მხრივ ქმნის პანელურ გამოკვლევას, რაც აუცილებელია ცხოვრების დონის სხვადასხვა მაჩვენებლების შესწავლისათვის [13, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია].

იმისათვის, რომ გამოირიცხოს თვეების გავლენა მონაცემებზე, შერჩევა დაყოფილია სამ პანელურ ჯგუფად. გადაწყდა, რომ თითოეულ თვეში გამოკვლეულ იყო კვარტალში შერჩეული შინამეურნეობების ერთი მესამედი [14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები].

შერჩევის ზომა: შერჩევის დაგეგმვის საწყის ეტაპზე (1996 წელს) შერჩევის ზომა განისაზღვრა ისე, რომ  95%-იანი ნდობის ინტერვალით შერჩევის ზღვრული ცდომილება ძირითადი პარამეტრებისათვის არ აღემატებოდეს 5%-ს. გადაწყდა, გამოკითხული ყოფილიყო შინამეურნეობების მთელი რაოდენობის 0.2% (1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით), რაც 20%-იანი გამოუპასუხებლობის დონის გათვალისწინებით 3330-3400 შინამეურნეობას შეადგენდა. შემდგომში შერჩევის ზომამ შეადგინა 3351 შინამეურნეობა (კვარტალურად). 2002 წლის შემდეგ, კლასტერების დამატების გამო, მათი რაოდენობა გაიზარდა 3384 შინამეურნეობამდე. 2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის ცალკე გამოკვლევის მიზნით შერჩევის მოცულობა გაიზარდა 4320 შინამეურნეობამდე [14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები].

შერჩევის განაწილება რეგიონებში: ვინაიდან გამოკვლევის შედეგების გაანალიზება ხდება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე, რეგიონებში შერჩევა გადანაწილდა ისე, რომ ძირითადი მაჩვენებლები სტატისტიკურად სანდო ყოფილიყო რეგიონების მიხედვით.

რეგიონალური დაყოფა მეტწილად დაფუძნებულია საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფაზე რეგიონების მიხედვით და შექმნილია 13 რეგიონი. ვინაიდან ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებს, შერჩევა განაწილდა დანარჩენ რეგიონებზე.

თუ მთლიანი შერჩევის ზომა(nG) განაწილდებოდა მოსახლეობის პროპორციულად, შედარებით მცირე რეგიონების (გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) შერჩევის ზომა იქნებოდა იმდენად პატარა, რომ ვერ იქნებოდა მიღებული სტატისტიკურად სანდო მონაცემები მოცემული რეგიონების დონეზე. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შერჩევის ზომა გადანაწილებულიყო შინამეურნეობების რიცხვიდან (Hi) კვადრატული ფესვის პროპორციულად [13, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია].

შერჩევის ზომა თითოეულ რეგიონში(ni)გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სტრატიფიცირება: სტრატიფიცირება ხორციელდება რეგიონისა და დასახლების ტიპის მიხედვით. საქართველოში გამოიყო ორი ტიპის დასახლება: ქალაქი და სოფელი [14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები].

გამოკვლევის ზომის განსაზღვრა კლასტერში: ერთი მხრივ, როგორც შინამურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების საპილოტე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლასტერების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია დიზაინ ეფექტის შემცირება.

მეორე მხრივ კი, კლასტერების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ინტერვიუერის მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში, სადაც სოფლები შედარებით მცირე ზომისაა და ერთი სოფელი წარმოადგენს ერთ სააღწერო უბანს. გარდა ამისა, სოფლები საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან და გზების არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი პრობლემა იქნებოდა გამოკვლევის დროულად განხორციელება.

საბოლოოდ, ოპტიმალურად მიჩნეული იქნა შემდეგი მიდგომა:

•             ქალაქისსტრატა – 8 შინამეურნეობა;

•             სოფლებისსტრატა – 12 შინამეურნეობა.

შერჩეულიკლასტერებისრაოდენობაშეადგენს444-ს [14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები].

შერჩევის ჩარჩოს აქტუალიზაცია: შერჩევის ჩარჩო ეფუძნება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემთა ბაზას. საყოველთაო აღწერის ჩატარების პერიოდულობიდან გამომდინარე, საჭიროა აღწერაში არსებული ინფორმაციის განახლება. ამის ძირითადი მიზეზია შიდა და გარე მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. შესაბამისად, დადგა სააღწერო უბნების აქტუალიზაციის საჭიროება. კერძოდ, ხორციელდება შერჩეული სააღწერო უბნების ხელახალი აღწერა. შემდეგ ხდება დაკეტილი მისამართების ამოღება სისტემატური შერჩევის სიიდან. მსგავსი ხელახალი აღწერა ხორციელდება ყველა ახლად შერჩეული სააღწერო უბნისთვის[14, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები].

როგორც უკვე აღინიშნა, შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევების მონაცემები რეპრეზენტატულია ქვეყნის და რეგიონის დონეზე, ხოლო მუნიციპალურ დონეზე ხასიათდება ფარდობითი ზღვრული ცდომილების მაღალი მნიშვნელობით, რომელიც მერყეობს 4% - 65% ინტერვალში [15, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები, მკვლევარის გამოთვლები].

დანართში წარმოდგენილია ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებული შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ნდობის ინტერვალები და მაჩნებელების ფარდობითი ზღვრული ცდომილებები მუნიციპალიტეტების მიხედვით [15, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები, მკვლევარის გამოთვლები].

შენიშვნა: მონაცემთა კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები/თბილისის რაიონები არ არის იდენტიფიცირებადი და შესაბამისად, შემთხვევითად არის გადანომრილი. ამასთან, მაჩვენებლები გაანგარიშებულია მკვლევარის მიერ შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის მონაცემთა ბაზებიდან და გაანგარიშების ყოველგვარ შეცდომაზე პასუხისმგებელი არის თავად მკვლევარი.

ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მეთოდებით საქართველოს კერძო შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მუნიციპალურ დონეზე გაანგარიშებისას „შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის“ მონაცემთა ბაზის მეშვეობით კვლევის ეტაპზე გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი: შერჩევითი გამოკვლევა არ მოიცავს დაკვირვებებს საქართველოს ყველა მუნიპალიტეტის მიხედვით. კერძოდ, საქართველოში არის 80 მუნიციპალიტეტი, ხოლო შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევის 2021 წლის შერჩევა მოიცავს დაკვირვებებს კერძო შინამეურნეობებზე 79 მუნიციპალიტეტში.

საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მნიშვნელობების შეფასების შესაძლებლობები მცირე ზომის ერთეულების (მუნიციპალიტეტების) მიხედვით

საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შეფასებებისთვის მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის და შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის მონაცემთა ბაზების ეკონომეტრიკული მოდელირებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:

v  სტატისტიკური დაკვირვების ერთეულის დონეზე არსებული ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) მოდელი;

v  სტატისტიკური დაკვირვების აგრეგირებული ერთეულის (ძირითადად დასახლების) დონეზე არსებული ფეი ჰერიოტის(FH) მოდელი;

v  მცირე ზომის ტერიტორიულ ერთეულებზე დროითი მწკრივების რეგრესული ანალიზის მოდელების გამოყენება.

სტატისტიკური დაკვირვების ერთეულის დონეზე არსებული ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) მოდელი: მოდელის ძირითადი იდეის უკეთ გასაგებად დავუშვათ, რომ W არის სიღარიბის ან უთანასწორობის მაჩვენებელი, რომელიც გამოთვლილია შინამეურნეობის დონეზე არსებული მონაცემთა ბაზიდან, კერძოდ Yn ცვლადისგან. შედარებით მცირე და დიდი მონაცემების გამოყენებით შეფასდება Yn-ისა და კოვარიაციის ვექტორის ერთობლივი განაწილება, Xn. ფაქტორული ცვლადების რაოდენობის შეზღუდვით, რომლებიც ასევე გვხდება როგორც შინამეურნეობების, ასევე საყოველთაო აღწერის ბაზებში, შესაძლებელია შეიქმნას კავშირის (linked model) მოდელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება Yn-ის გენერირება ნებისმიერი ქვეპოპულაციისთვის და შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლის გაანგარიშება. ეს, თავის მხრივ, გვაძლევს W-ის პირობითი განაწილების გენერირების საშუალებას, რაც გულისხმობს მისი წერტილოვანი შეფასების და პროგნოზის შეცდომის განსაზღვრის შესაძლებლობას [8, Elbers, Chris, Jean O. Lanjouw, and Peter Lanjouw].

მეთოდი, როგორც წესი, მოიცავს ორ ეტაპს. პირველი ეტაპი მოიცავს შერჩევითი გამოკვლევის საფუძველზე შემდეგი მოდელების ემპირიულ რეალიზაციას: 1) ბეტა მოდელი - (X) ფაქტორების შესარჩევად OLS მეთოდის გამოყენება; 2) ალფა მოდელი - ჰეტეროსკედასტურობის და კლასტერული ნარჩენობითი წევრების ვარიაციის შეფასება 3) GLS მოდელი - კოეფიციენტების მნიშვნელობების და ნარჩენობითი წევრების ვარიაციის შეფასებისთვის. მეორე ეტაპზე ხდება ემპირიული მოდელის რეალიზაცია სააღწერო მონაცემთა ბაზის გამოყენებით. უკანასკენლ ეტაპზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მონტე-კარლოს სიმულაცია [8, Elbers, Chris, Jean O. Lanjouw, and Peter Lanjouw].

სტატისტიკური დაკვირვების აგრეგირებული ერთეულის (ძირითადად დასახლების) დონეზე არსებული ფეი-ჰერიოტის (FH) მოდელი: მოდელის ძირითადი იდეა მდგომარეობს შემდეგში — დავუშვათ, რომ მოცემული გვაქვს m რაოდენობის მცირე ზომის ტერიტორიული ერთეული i=1,…,m. თუ დავუშვებთ, რომ თითოეული I ტერიტორიული ერთეულისთვის წინასწარ ცნობილია p x 1 განზომილების დაკვირვებადი ამხსნელობითი ინფორმაცია Xi = (Xi1 . . . Xip) ფეი-ჰერიოტის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, გაუმჯობესდეს დაკვირვებიდან მიღებული პირდაპირი  შეფასება, თითოეული ტერიტორიული ერთეულის ნამდვილი  გაანგარიშების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება ორ ეტაპად:

I ეტაპი (შერჩევითი მოდელი): 

II ეტაპი (დამაკავშირებელი მოდელი):  

სადაც „IND“ გულიხსმობს დამოუკიდებლობას,  წარმოადგენს შერჩევითი ცდომილების ცნობილ ვარიაციას, - რეგრესიის კოეფიციენტების ვექტორულ მატრიცას, რომელიც უნდა შეფასდეს, ხოლო - ტერიტორიული ერთეულების შემთხვევითი ეფექტების უცნობ ვარიაციას. მოდელის პირველი ეტაპი გულისხმობს შერჩევითი პირდაპირი შეფასების  ცვალებადობის დადგენას ნამდვილი  შეფასებებისგან , ხოლო მეორე ეტაპი -  -ს აკავშირებს ცნობილ p მცირე ტერიტორიულ დონეზე არსებულ დაკვირვებად ამხსნელობით ცვლადებთან. მოდელი შესაძლებელია ჩაიწეროს როგორც [9, Fay, Robert E., and Roger A. Herriot.]:

სადაც  წარმოადგენს დამოუკიდებელ და იდენტურად განაწილებულ ტერიტორიული ერთეულის დონეზე არსებულ შემთხვევით ეფექტს უცნობი -ს, რომელიც უნდა შეფასდეს არსებული მონაცემებიდან,  - შერჩევით ცდომილებას, სადაც ცნობილია  ვარიაცია. იმ შემთხვევაში, თუ ვარიაცია უცნობია, მაშინ მისი შეფასება შესაძლებელია დასაქმების ძირითადი ვარიაციის ფუნქციით. ამასთან, გაკეთებულია დაშვება  და  დამოუკიდებლობის შესახებ [9, Fay, Robert E., and Roger A. Herriot].

მცირე ზომის ტერიტორიულ ერთეულებზე დროითი მწკრივების რეგრესული ანალიზის მოდელების გამოყენება: დროითი მწკრივების გამოყენება გულისხმობს ინდივიდუალური რეგრესული მოდელის ემპირიულ რეალიზაციას მუნიციპალიტეტის დონეზე მცირე ზომის ბაზიდან და აღნიშნული მოდელის გამოყენებას დიდი ზომის ბაზის მონაცემებზე. დროითი მწკრივების გამოყენების უპირატესობას წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების მიმართ, ხოლო ნაკლოვანებად განიხილება დაშვება მცირე ზომის ერთეულების ურთიერთდამოუკიდებლობის შესახებ. დროითი მწკრივების გამოყენების უდაოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ზოგიერთი შესაძლო პრობლემის გადაჭრის მარტივი შესაძლებლობები. კერძოდ, სტატისტიკური გამოკვლევების შერჩევის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, შესაძლებელია მუნიციპალიტეტების გარკვეულ რაოდენობაში დაკვირვებები არ არსებობდეს. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია გადაიჭრას რამდენიმე მეთოდით: 1) შეიქმნას მსგავსების კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოხდება მუნიციპალიტეტების გაერთიანება და შესაბამისად რეგრესიული განტოლება აიგება გაერთიანებული მუნიციპალიტეტების მიხედვით; 2) აიგოს რეგრესიული მოდელი რეგიონის ჭრილში და აღნიშნული მოდელის მიხედვით მოხდეს დაკავშირება არაშერჩევით ბაზასთან 3) აიგოს რეგრესიული მოდელი ქვეყნის დონეზე და აღნიშნული მოდელის მიხედვით მოხდეს დაკავშირება არაშერჩევით ბაზასთან. შენიშვნა: უკანასკნელი ორი მეთოდი წარმოადგენს სტატისტიკური იმპუტაციის მეთოდის ანალოგს.

დასკვნები და რეკომენდაციები

v  საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების მაჩვენებლები რეპრეზენტატულია ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით. ამასთან, შედარებით მცირე ტერიტორიულ ერთეულის დონეზე (მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი) მაჩვენებლების ნაწილი ხასიათდება მცირე ფარდობითი ზღვრული ცდომილების დონით.

v  შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის შერჩევის სტრატიფიკაციის ცვლადებს წარმოადგენს რეგიონი-დასახლების პუნქტი და არ მოიცავს შინამეურნეობების დაკვირვებებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე (79/80).

v  მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების შეფასების (SAE) და დროითი მწკრივის ანალიზის მეთოდები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების გასაანგარიშებლად მუნიციპალურ დონეზე, ვინაიდან ხელმისაწვდომია სტატისტიკურ მონაცემთა ორი წყარო: 1) შერჩევითი გამოკვლევა: შინამეუნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა; 2) არაშერჩევითი გამოკვლევა: საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა.

v  საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების მაჩვენებლების შესაფასებლად სასურველია განხორციელდეს მცდელობა 1) ფეი-ჰერიოტის (FH) 2) ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) და 3) დროითი მწკრივების ანალიზის მოდელების და მეთოდების გამოყენებით.

v  საქართველოს მაგალითზე შესაძლებელია მიღებულ იქნას უკვე არსებული ცნობილი თეორიული მოდელების გაუმჯობესებული შეფასებები თუ კვლევის პროცესში მოხდება შერჩევითი და არაშერჩევითი მონაცემთა ბაზებში იდენტური დაკვირვების ერთეულების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ მცდელობა და მიღებული სარგებელი დაკავშირებულია რიგ პრობლემებთან 1) მონაცემთა ბაზებში დაკვირვების ერთეულების იდენტიფიცირებასათან დაკავშირებული საკითხები; 2) შერჩევითი გამოკვლევის აქტუალიზებულ მისამართებში დასადგენია ახალი შინამეურნეობების წილი და შესაფასებელია მიღებული სარგებლის მნიშვნელობა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ანანიაშვილი, ი. დროითიმწკრივებისანალიზი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი (2014);
  2. გელაშვილი ს., სტატისტიკური პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში. წიგნი I. გამომცემლობა ,,მერიდიანი”. თბილისი (2017);
  3. Breusch, Trevor S. “Testing for autocorrelation in dynamic linear models”. Australian Economic Papers 17.31 (1978): 334-355;
  4. Dickey, David A., and Wayne A.Fuller. “Distribution of the estimators for autoregressive time series with a unit root. “Journal of the American statistical association 74.366a (1979): 427-431;
  5. Diebold, Francis X., and Jose A. Lopez. "8 Forecast evaluation and combination." Handbook of statistics 14 (1996): 241-268;
  6. Dolado, Juan J., Tim Jenkinson, and Simon Sosvilla-Rivero. “Cointegration and unit roots.” Journal of economic surveys 4.3 (1990): 249-273;
  7. Elgar Edward., Modern macroeconomics., 807 pg., UK., 2005;
  8. Elbers, Chris, Jean O. Lanjouw, and Peter Lanjouw. “Micro-Level Estimation of Poverty and Inequality.” Econometrica 71, no. 1 (2003): 355–64. http://www.jstor.org/stable/3082050 ;
  9. Fay, Robert E., and Roger A. Herriot. “Estimates of Income for Small Places: An Application of James-Stein Procedures to Census Data.” Journal of the American Statistical Association 74, no. 366 (1979): 269–77. https://doi.org/10.2307/2286322 ;
  10. Glejser, Herbert. "A new test for heteroskedasticity." Journal of the American Statistical Association 64.325 (1969): 316-323;
  11. Ghosh, M., and J. N. K. Rao. “Small Area Estimation: An Appraisal.” Statistical Science 9, no. 1 (1994): 55–76. http://www.jstor.org/stable/2246284 ;
  12. Godfrey, Leslie G. “Testing against general autoregressive and moving average error models when the regressors include lagged dependent variables.” Econometrica: Journal of the Econometric Society (1978): 1293-1301;
  13. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/552/methodologia-sotsialuri-statistika, ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 02.06.2022;
  14. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/582/ metadata-tskhovrebis-done-saarsebo-minimumi , ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 02.06.2022;
  15. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/ categories/128/2009-2016-tslebis-shinameurneobebis-integrirebuli- gamokvlevis-da-2017-tslis-shinameurneobebis-shemosavlebisa- da-kharjebis-kvlevis-monatsemta-bazebi, ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 02.06.2022.

 

დანართი: ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებული შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების საშუალო მნიშვნელობები და მათი ფარდობითი ზღვრული ცდომილებები მუნიციპალიტეტების მიხედვით[15, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები, მკვლევარის გამოთვლები]

მუნიციპალიტეტის

კოდი

შემოსავლებისა და ხარჯების

კატეგორია

95% ნდობის ინტერვალი

ვარიაციის

კოეფიციენტი

დიზაინ

ეფექტი

ფარდობითი ზღვრული 

ცდომილება, %

ქვედასა

ზღვარი

ზედასა

ზღვარი

1

 

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1067.92

1301.56

0.05

1.10

9.85

ფულადი ხარჯები, სულ

978.81

1196.63

0.05

0.92

10.01

ხარჯები, სულ

1217.87

1474.29

0.05

0.93

9.52

შემოსავლები, სულ

1107.97

1322.90

0.05

0.76

8.84

ფულადი სახსრები, სულ

905.75

1094.02

0.05

0.78

9.41

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1148.42

1368.06

0.04

0.75

8.72

2

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

722.10

969.50

0.07

0.55

14.62

ფულადი ხარჯები, სულ

773.22

1346.49

0.14

0.70

27.03

ხარჯები, სულ

971.72

1542.79

0.12

0.65

22.70

შემოსავლები, სულ

1024.55

1400.25

0.08

0.60

15.48

ფულადი სახსრები, სულ

918.72

1487.50

0.12

0.66

23.62

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1118.45

1682.58

0.10

0.61

20.13

3

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

721.54

996.98

0.08

2.59

16.02

ფულადი ხარჯები, სულ

794.20

1105.29

0.08

2.53

16.37

ხარჯები, სულ

893.38

1230.31

0.08

2.59

15.85

შემოსავლები, სულ

1005.21

1303.03

0.07

2.23

12.89

ფულადი სახსრები, სულ

918.89

1201.07

0.07

2.13

13.30

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1019.43

1324.74

0.07

2.23

13.02

4

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

815.35

976.29

0.05

1.42

8.98

ფულადი ხარჯები, სულ

859.80

1147.78

0.07

1.04

14.34

ხარჯები, სულ

1026.58

1340.60

0.07

1.11

13.26

შემოსავლები, სულ

1031.47

1251.74

0.05

1.14

9.64

ფულადი სახსრები, სულ

957.40

1219.60

0.06

0.82

12.04

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1124.48

1412.13

0.06

0.90

11.33

5

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

871.33

1035.20

0.04

0.86

8.59

ფულადი ხარჯები, სულ

945.34

1173.93

0.05

1.17

10.78

ხარჯები, სულ

987.27

1210.89

0.05

1.07

10.17

შემოსავლები, სულ

870.31

1123.71

0.06

1.52

12.70

ფულადი სახსრები, სულ

890.28

1122.78

0.06

1.27

11.54

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

927.89

1164.06

0.06

1.23

11.28

6

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1185.26

1405.94

0.04

0.76

8.51

ფულადი ხარჯები, სულ

1263.60

2263.57

0.14

1.97

28.33

ხარჯები, სულ

1447.06

2441.34

0.13

1.88

25.55

შემოსავლები, სულ

1190.25

2553.47

0.19

2.70

36.39

ფულადი სახსრები, სულ

1173.30

2450.82

0.18

2.44

35.23

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1358.14

2627.20

0.16

2.34

31.82

7

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

405.31

595.29

0.10

5.11

18.97

ფულადი ხარჯები, სულ

410.65

558.57

0.08

2.96

15.25

ხარჯები, სულ

488.64

715.05

0.10

4.63

18.80

შემოსავლები, სულ

711.96

892.62

0.06

2.11

11.25

ფულადი სახსრები, სულ

615.60

789.05

0.06

2.45

12.34

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

729.34

909.80

0.06

2.25

11.00

8

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

285.50

575.30

0.17

1.15

33.64

ფულადი ხარჯები, სულ

488.97

1397.80

0.25

0.67

48.14

ხარჯები, სულ

532.27

1421.02

0.23

0.64

45.47

შემოსავლები, სულ

987.32

1086.00

0.02

0.07

4.76

ფულადი სახსრები, სულ

872.14

1838.11

0.18

0.68

35.62

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

916.29

1860.48

0.17

0.64

33.98

9

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

563.81

1028.46

0.15

4.09

29.16

ფულადი ხარჯები, სულ

305.36

1429.24

0.33

4.21

64.75

ხარჯები, სულ

485.20

1585.33

0.27

3.91

53.10

შემოსავლები, სულ

586.14

1445.63

0.22

2.78

42.27

ფულადი სახსრები, სულ

405.72

1379.50

0.28

3.23

54.51

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

581.06

1540.08

0.23

3.00

45.18

10

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

653.58

841.45

0.06

2.65

12.56

ფულადი ხარჯები, სულ

774.13

1018.77

0.07

2.18

13.64

ხარჯები, სულ

811.49

1078.03

0.07

2.43

14.10

შემოსავლები, სულ

884.50

1126.88

0.06

2.23

12.04

ფულადი სახსრები, სულ

938.98

1151.91

0.05

1.59

10.18

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

975.48

1212.03

0.06

1.85

10.81

11

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

530.61

970.96

0.15

4.30

29.31

ფულადი ხარჯები, სულ

528.44

1130.80

0.19

4.78

36.28

ხარჯები, სულ

604.57

1219.10

0.17

4.69

33.67

შემოსავლები, სულ

678.21

1157.42

0.13

4.06

26.09

ფულადი სახსრები, სულ

617.58

1169.70

0.16

4.50

30.87

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

704.36

1247.35

0.14

4.25

27.80

12

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

916.94

1058.05

0.04

1.40

7.14

ფულადი ხარჯები, სულ

1049.03

1211.46

0.04

1.25

7.18

ხარჯები, სულ

1065.33

1228.16

0.04

1.27

7.10

შემოსავლები, სულ

1024.26

1170.33

0.03

1.52

6.65

ფულადი სახსრები, სულ

1051.69

1206.06

0.03

1.24

6.83

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1066.87

1223.88

0.03

1.28

6.85

13

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

823.72

1308.67

0.12

1.90

22.73

ფულადი ხარჯები, სულ

1219.76

1834.29

0.10

1.27

20.11

ხარჯები, სულ

1355.71

2022.19

0.10

1.30

19.72

შემოსავლები, სულ

1270.89

1826.20

0.09

1.00

17.92

ფულადი სახსრები, სულ

1251.65

1750.28

0.08

0.97

16.60

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1388.97

1936.81

0.08

1.02

16.46

14

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

657.50

995.25

0.10

0.91

20.42

ფულადი ხარჯები, სულ

1026.62

1687.17

0.12

0.73

24.32

ხარჯები, სულ

1057.79

1725.38

0.12

0.73

23.97

შემოსავლები, სულ

858.52

1423.25

0.13

0.68

24.73

ფულადი სახსრები, სულ

950.08

1544.69

0.12

0.60

23.82

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

983.23

1580.94

0.12

0.60

23.29

15

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

713.21

900.17

0.06

0.77

11.58

ფულადი ხარჯები, სულ

680.76

889.23

0.07

0.63

13.27

ხარჯები, სულ

926.02

1139.76

0.05

0.56

10.34

შემოსავლები, სულ

908.17

1105.34

0.05

0.54

9.79

ფულადი სახსრები, სულ

750.24

938.98

0.06

0.49

11.17

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

994.44

1190.57

0.05

0.45

8.97

16

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1065.76

1280.02

0.05

0.94

9.13

ფულადი ხარჯები, სულ

1244.42

1724.39

0.08

0.63

16.16

ხარჯები, სულ

1475.06

1966.70

0.07

0.65

14.27

შემოსავლები, სულ

984.82

1472.05

0.10

0.79

19.82

ფულადი სახსრები, სულ

1152.01

1670.65

0.09

0.71

18.36

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1383.36

1912.25

0.08

0.72

16.04

17

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1071.13

1656.17

0.11

0.92

21.44

ფულადი ხარჯები, სულ

1477.20

2498.57

0.13

0.81

25.67

ხარჯები, სულ

1662.27

2754.64

0.13

0.85

24.71

შემოსავლები, სულ

1261.65

1916.79

0.11

1.02

20.60

ფულადი სახსრები, სულ

1403.16

2311.50

0.12

0.72

24.44

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1591.60

2564.20

0.12

0.76

23.39

18

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

780.96

1135.30

0.09

0.44

18.48

ფულადი ხარჯები, სულ

930.13

1567.73

0.13

0.61

25.51

ხარჯები, სულ

1112.89

1739.44

0.11

0.55

21.95

შემოსავლები, სულ

885.87

1487.39

0.13

0.72

25.33

ფულადი სახსრები, სულ

873.32

1539.70

0.14

0.67

27.60

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1053.41

1714.08

0.12

0.62

23.86

19

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

860.40

1136.96

0.07

0.73

13.84

ფულადი ხარჯები, სულ

1101.08

1532.09

0.08

0.86

16.36

ხარჯები, სულ

1141.95

1566.88

0.08

0.83

15.68

შემოსავლები, სულ

944.67

1314.34

0.08

1.05

16.35

ფულადი სახსრები, სულ

1044.97

1465.73

0.09

0.82

16.75

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1086.74

1499.61

0.08

0.79

15.95

20

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

734.42

1144.93

0.11

1.75

21.83

ფულადი ხარჯები, სულ

748.11

1194.96

0.12

1.27

22.98

ხარჯები, სულ

981.50

1447.76

0.10

1.14

19.18

შემოსავლები, სულ

1079.02

1440.80

0.07

0.78

14.35

ფულადი სახსრები, სულ

883.75

1247.50

0.09

0.92

17.06

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1125.78

1491.67

0.07

0.76

13.97

21

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

617.81

1086.32

0.14

1.87

27.47

ფულადი ხარჯები, სულ

572.21

987.69

0.14

1.26

26.62

ხარჯები, სულ

764.18

1221.80

0.12

1.28

23.03

შემოსავლები, სულ

998.91

1521.23

0.11

1.22

20.71

ფულადი სახსრები, სულ

844.99

1272.60

0.10

0.95

20.18

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1021.94

1521.72

0.10

1.11

19.63

22

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

651.57

803.36

0.05

0.42

10.43

ფულადი ხარჯები, სულ

710.43

808.31

0.03

0.10

6.44

ხარჯები, სულ

898.10

1094.67

0.05

0.33

9.86

შემოსავლები, სულ

961.06

1281.76

0.07

0.49

14.29

ფულადი სახსრები, სულ

821.09

996.22

0.05

0.16

9.63

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

995.01

1296.35

0.07

0.42

13.14

23

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

814.17

1148.49

0.09

2.94

17.02

ფულადი ხარჯები, სულ

927.03

1354.50

0.10

2.37

18.72

ხარჯები, სულ

1120.56

1620.85

0.09

2.80

18.24

შემოსავლები, სულ

1101.55

1537.16

0.08

3.18

16.50

ფულადი სახსრები, სულ

993.63

1452.96

0.10

2.65

18.76

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1184.44

1722.04

0.09

3.10

18.48

24

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

611.23

769.34

0.06

2.15

11.44

ფულადი ხარჯები, სულ

607.79

838.67

0.08

2.26

15.95

ხარჯები, სულ

724.92

969.62

0.07

2.41

14.43

შემოსავლები, სულ

604.90

831.70

0.08

3.13

15.78

ფულადი სახსრები, სულ

503.34

708.60

0.09

2.87

16.93

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

620.87

839.15

0.08

2.89

14.94

25

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

742.29

925.13

0.06

2.15

10.96

ფულადი ხარჯები, სულ

777.72

1047.66

0.08

1.70

14.78

ხარჯები, სულ

913.45

1229.03

0.08

2.01

14.72

შემოსავლები, სულ

920.72

1196.24

0.07

2.20

13.01

ფულადი სახსრები, სულ

801.58

1056.23

0.07

1.90

13.70

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

941.93

1232.99

0.07

2.06

13.37

26

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

581.43

775.21

0.07

1.89

14.27

ფულადი ხარჯები, სულ

550.73

889.00

0.12

2.34

23.48

ხარჯები, სულ

720.17

1069.31

0.10

2.28

19.50

შემოსავლები, სულ

836.33

1172.02

0.09

1.60

16.70

ფულადი სახსრები, სულ

686.37

1009.82

0.10

1.67

19.06

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

858.63

1187.31

0.08

1.58

16.05

27

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

853.34

1124.16

0.07

1.29

13.69

ფულადი ხარჯები, სულ

1063.21

1373.42

0.06

1.20

12.72

ხარჯები, სულ

1067.12

1381.76

0.07

1.21

12.84

შემოსავლები, სულ

960.30

1215.66

0.06

1.07

11.73

ფულადი სახსრები, სულ

986.03

1263.83

0.06

1.14

12.34

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

990.31

1271.80

0.06

1.15

12.43

28

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

626.86

784.45

0.06

1.24

11.16

ფულადი ხარჯები, სულ

760.47

957.00

0.06

0.83

11.44

ხარჯები, სულ

783.16

988.88

0.06

0.87

11.60

შემოსავლები, სულ

910.29

1095.23

0.05

0.59

9.22

ფულადი სახსრები, სულ

889.99

1073.39

0.05

0.58

9.33

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

915.63

1102.32

0.05

0.59

9.25

29

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

782.58

955.85

0.05

0.18

9.96

ფულადი ხარჯები, სულ

820.90

1056.70

0.06

0.18

12.55

ხარჯები, სულ

1002.77

1246.00

0.06

0.18

10.81

შემოსავლები, სულ

1018.59

1204.83

0.04

0.18

8.37

ფულადი სახსრები, სულ

889.85

1102.86

0.05

0.15

10.68

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1073.43

1290.46

0.05

0.14

9.17

30

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

469.75

648.64

0.08

0.17

15.98

ფულადი ხარჯები, სულ

455.70

765.32

0.13

0.18

25.34

ხარჯები, სულ

605.55

918.07

0.10

0.16

20.50

შემოსავლები, სულ

899.20

1222.61

0.08

0.13

15.23

ფულადი სახსრები, სულ

769.06

1107.56

0.09

0.15

18.03

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

915.48

1263.75

0.08

0.14

15.97

31

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

929.48

1085.26

0.04

0.13

7.73

ფულადი ხარჯები, სულ

829.31

1013.81

0.05

0.18

10.00

ხარჯები, სულ

1041.63

1242.89

0.04

0.14

8.80

შემოსავლები, სულ

953.62

1139.55

0.05

0.12

8.88

ფულადი სახსრები, სულ

758.85

911.12

0.05

0.12

9.11

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

966.00

1145.36

0.04

0.11

8.49

32

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

610.79

758.04

0.05

0.21

10.75

ფულადი ხარჯები, სულ

580.11

924.57

0.12

0.29

22.88

ხარჯები, სულ

793.89

1147.28

0.09

0.26

18.19

შემოსავლები, სულ

1020.41

1335.64

0.07

0.24

13.37

ფულადი სახსრები, სულ

855.62

1193.04

0.08

0.27

16.46

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1069.64

1415.51

0.07

0.24

13.91

33

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

728.57

874.65

0.05

0.06

9.11

ფულადი ხარჯები, სულ

951.86

1219.44

0.06

0.06

12.32

ხარჯები, სულ

1044.67

1327.07

0.06

0.06

11.90

შემოსავლები, სულ

1286.22

1574.31

0.05

0.08

10.06

ფულადი სახსრები, სულ

1307.20

1562.88

0.05

0.04

8.90

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1401.28

1669.24

0.04

0.05

8.72

34

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1241.36

1507.39

0.05

0.27

9.67

ფულადი ხარჯები, სულ

1516.52

2141.36

0.09

0.50

17.07

ხარჯები, სულ

1579.22

2195.59

0.08

0.48

16.32

შემოსავლები, სულ

1257.24

1747.96

0.08

0.49

16.32

ფულადი სახსრები, სულ

1325.18

1829.62

0.08

0.41

15.98

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1384.76

1886.98

0.08

0.40

15.34

35

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

661.60

783.18

0.04

0.78

8.41

ფულადი ხარჯები, სულ

739.38

925.81

0.06

0.67

11.19

ხარჯები, სულ

786.38

982.15

0.06

0.70

11.06

შემოსავლები, სულ

826.70

1017.67

0.05

0.68

10.35

ფულადი სახსრები, სულ

804.04

994.64

0.05

0.67

10.59

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

851.68

1050.34

0.05

0.70

10.44

36

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

512.63

648.79

0.06

0.29

11.72

ფულადი ხარჯები, სულ

537.84

682.29

0.06

0.14

11.83

ხარჯები, სულ

612.14

794.87

0.07

0.19

12.98

შემოსავლები, სულ

687.69

879.65

0.06

0.16

12.24

ფულადი სახსრები, სულ

631.87

785.17

0.06

0.12

10.81

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

709.28

894.64

0.06

0.15

11.55

37

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

676.51

823.10

0.05

0.84

9.77

ფულადი ხარჯები, სულ

710.79

954.47

0.07

0.94

14.62

ხარჯები, სულ

773.49

1041.97

0.08

1.04

14.78

შემოსავლები, სულ

791.62

984.06

0.06

0.91

10.83

ფულადი სახსრები, სულ

731.92

949.12

0.07

0.89

12.91

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

794.57

1036.68

0.07

0.98

13.21

38

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

700.21

957.98

0.08

0.49

15.53

ფულადი ხარჯები, სულ

895.57

1202.24

0.07

0.28

14.61

ხარჯები, სულ

935.62

1233.80

0.07

0.27

13.74

შემოსავლები, სულ

909.13

1190.22

0.07

0.30

13.38

ფულადი სახსრები, სულ

900.20

1215.16

0.08

0.32

14.88

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

938.25

1248.72

0.07

0.32

14.19

39

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

760.66

920.69

0.05

0.72

9.51

ფულადი ხარჯები, სულ

775.22

1155.28

0.10

1.31

19.67

ხარჯები, სულ

871.98

1209.36

0.08

1.00

16.20

შემოსავლები, სულ

900.02

1173.80

0.07

0.97

13.19

ფულადი სახსრები, სულ

856.02

1321.07

0.11

1.84

21.35

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

955.49

1372.43

0.09

1.46

17.90

40

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

859.11

1167.25

0.08

2.60

15.20

ფულადი ხარჯები, სულ

1078.91

1775.75

0.12

1.56

24.39

ხარჯები, სულ

1165.74

1857.19

0.12

1.52

22.86

შემოსავლები, სულ

874.70

1568.37

0.14

1.54

28.37

ფულადი სახსრები, სულ

850.03

1524.54

0.14

1.48

28.39

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

939.46

1603.37

0.13

1.42

26.09

41

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

983.68

1318.24

0.07

2.65

14.52

ფულადი ხარჯები, სულ

1106.27

2002.18

0.15

3.78

28.80

ხარჯები, სულ

1277.34

2078.52

0.12

2.99

23.86

შემოსავლები, სულ

978.07

1389.50

0.09

1.89

17.37

ფულადი სახსრები, სულ

1137.43

1879.76

0.13

3.01

24.59

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1305.10

1959.49

0.10

2.29

20.03

42

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

643.50

1096.45

0.13

6.55

26.01

ფულადი ხარჯები, სულ

858.47

1410.42

0.12

1.93

24.31

ხარჯები, სულ

990.58

1625.70

0.12

2.29

24.26

შემოსავლები, სულ

817.63

1366.24

0.13

1.95

25.10

ფულადი სახსრები, სულ

849.62

1332.17

0.11

1.57

22.10

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

989.04

1540.13

0.11

1.86

21.77

43

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

903.56

1313.97

0.09

1.07

18.50

ფულადი ხარჯები, სულ

1061.20

1473.59

0.08

0.76

16.26

ხარჯები, სულ

1184.95

1658.05

0.08

0.88

16.63

შემოსავლები, სულ

1307.39

1749.91

0.07

0.79

14.46

ფულადი სახსრები, სულ

1327.57

1754.81

0.07

0.65

13.85

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1460.67

1929.93

0.07

0.69

13.83

44

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1046.21

1314.57

0.06

0.52

11.36

ფულადი ხარჯები, სულ

1031.20

1970.26

0.16

0.44

31.27

ხარჯები, სულ

1099.83

2013.40

0.15

0.41

29.32

შემოსავლები, სულ

982.07

1838.83

0.15

0.35

30.35

ფულადი სახსრები, სულ

933.30

1808.53

0.16

0.37

31.90

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1000.57

1853.03

0.15

0.35

29.85

45

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

743.45

841.91

0.03

0.92

6.21

ფულადი ხარჯები, სულ

849.66

1013.98

0.04

1.33

8.81

ხარჯები, სულ

917.40

1085.36

0.04

1.27

8.38

შემოსავლები, სულ

757.58

957.14

0.06

1.91

11.63

ფულადი სახსრები, სულ

783.71

987.58

0.06

2.08

11.50

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

855.37

1055.05

0.05

1.85

10.45

46

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

526.26

724.97

0.08

0.77

15.87

ფულადი ხარჯები, სულ

583.42

1007.79

0.14

0.92

26.65

ხარჯები, სულ

659.18

1138.35

0.14

1.03

26.64

შემოსავლები, სულ

742.26

1145.76

0.11

0.84

21.36

ფულადი სახსრები, სულ

760.31

1169.45

0.11

0.80

21.19

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

835.09

1300.98

0.11

0.91

21.80

47

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

729.24

988.36

0.08

0.76

15.08

ფულადი ხარჯები, სულ

851.34

1188.47

0.08

0.74

16.52

ხარჯები, სულ

885.28

1227.43

0.08

0.73

16.18

შემოსავლები, სულ

929.72

1188.64

0.06

0.50

12.21

ფულადი სახსრები, სულ

959.53

1291.99

0.08

0.60

14.76

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

993.71

1330.70

0.07

0.60

14.49

48

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

532.25

1556.76

0.25

5.30

49.01

ფულადი ხარჯები, სულ

696.35

1804.39

0.23

3.79

44.28

ხარჯები, სულ

911.88

2024.48

0.19

3.34

37.86

შემოსავლები, სულ

1051.59

1513.18

0.09

0.76

17.99

ფულადი სახსრები, სულ

924.44

1365.33

0.10

0.90

19.24

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1139.72

1585.67

0.08

0.78

16.35

49

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

529.24

786.42

0.10

1.84

19.53

ფულადი ხარჯები, სულ

547.71

981.69

0.14

1.54

28.36

ხარჯები, სულ

729.09

1199.99

0.12

1.71

24.39

შემოსავლები, სულ

914.28

1388.08

0.10

1.42

20.57

ფულადი სახსრები, სულ

778.86

1211.61

0.11

1.28

21.73

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

965.81

1424.33

0.10

1.36

19.17

50

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

408.21

706.09

0.14

5.14

26.71

ფულადი ხარჯები, სულ

401.87

715.93

0.14

3.89

28.08

ხარჯები, სულ

459.56

798.44

0.14

4.17

26.92

შემოსავლები, სულ

667.15

1078.94

0.12

4.02

23.57

ფულადი სახსრები, სულ

617.16

1012.06

0.12

4.03

24.22

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

675.39

1094.02

0.12

4.12

23.64

51

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

596.51

1184.81

0.17

2.23

33.00

ფულადი ხარჯები, სულ

945.19

1610.45

0.13

1.67

26.01

ხარჯები, სულ

1029.44

1680.95

0.12

1.60

24.02

შემოსავლები, სულ

1095.97

1564.70

0.09

1.23

17.60

ფულადი სახსრები, სულ

1074.59

1795.03

0.13

1.80

25.09

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1157.68

1866.69

0.12

1.73

23.43

52

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

682.49

1015.44

0.10

1.39

19.60

ფულადი ხარჯები, სულ

736.10

1151.30

0.11

1.20

21.98

ხარჯები, სულ

841.77

1249.58

0.10

1.08

19.49

შემოსავლები, სულ

889.82

1217.08

0.08

0.93

15.52

ფულადი სახსრები, სულ

835.86

1180.61

0.09

0.88

17.09

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

940.72

1279.69

0.08

0.79

15.26

53

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

914.69

1392.93

0.11

1.23

20.71

ფულადი ხარჯები, სულ

791.83

1373.18

0.14

1.51

26.83

ხარჯები, სულ

1182.66

1763.44

0.10

1.31

19.70

შემოსავლები, სულ

1150.10

1536.48

0.07

1.14

14.37

ფულადი სახსრები, სულ

872.51

1345.76

0.11

1.35

21.32

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1269.89

1729.46

0.08

1.08

15.31

54

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

864.77

1181.23

0.08

2.74

15.46

ფულადი ხარჯები, სულ

853.42

1233.58

0.09

2.85

18.20

ხარჯები, სულ

1042.90

1438.73

0.08

2.67

15.94

შემოსავლები, სულ

913.92

1213.40

0.07

2.31

14.07

ფულადი სახსრები, სულ

784.78

1149.51

0.10

2.93

18.84

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

968.95

1359.96

0.09

2.83

16.78

55

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

983.95

1486.61

0.10

1.34

20.33

ფულადი ხარჯები, სულ

1115.07

1600.45

0.09

0.99

17.86

ხარჯები, სულ

1361.97

1887.13

0.08

1.03

16.15

შემოსავლები, სულ

1254.55

1664.98

0.07

0.98

14.05

ფულადი სახსრები, სულ

1101.90

1593.42

0.09

1.35

18.22

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1356.95

1871.95

0.08

1.29

15.94

56

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1060.70

1327.33

0.06

1.83

11.16

ფულადი ხარჯები, სულ

1173.24

1567.84

0.07

1.30

14.39

ხარჯები, სულ

1366.77

1803.11

0.07

1.47

13.76

შემოსავლები, სულ

1091.27

1456.47

0.07

1.45

14.32

ფულადი სახსრები, სულ

1039.95

1439.42

0.08

1.32

16.10

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1238.20

1669.96

0.08

1.42

14.84

57

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

824.32

947.96

0.04

0.27

6.97

ფულადი ხარჯები, სულ

713.81

926.89

0.07

0.61

12.98

ხარჯები, სულ

916.65

1074.45

0.04

0.26

7.92

შემოსავლები, სულ

989.79

1131.80

0.03

0.22

6.69

ფულადი სახსრები, სულ

812.84

977.61

0.05

0.37

9.20

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

995.98

1144.86

0.04

0.24

6.95

58

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

870.76

1109.72

0.06

0.93

12.06

ფულადი ხარჯები, სულ

703.36

1053.71

0.10

1.81

19.93

ხარჯები, სულ

1009.72

1337.23

0.07

1.43

13.95

შემოსავლები, სულ

1047.87

1260.68

0.05

0.85

9.21

ფულადი სახსრები, სულ

756.62

1046.91

0.08

1.41

16.08

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1060.92

1332.49

0.06

1.09

11.34

59

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

906.96

1139.42

0.06

3.26

11.35

ფულადი ხარჯები, სულ

1183.04

1594.34

0.08

2.47

14.80

ხარჯები, სულ

1201.48

1615.46

0.07

2.49

14.69

შემოსავლები, სულ

1022.73

1296.53

0.06

3.76

11.80

ფულადი სახსრები, სულ

1175.25

1601.62

0.08

2.60

15.34

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1192.77

1623.67

0.08

2.63

15.29

60

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

480.94

589.81

0.05

0.36

10.16

ფულადი ხარჯები, სულ

499.90

691.19

0.08

0.55

16.05

ხარჯები, სულ

580.25

791.80

0.08

0.52

15.41

შემოსავლები, სულ

721.57

964.83

0.07

0.50

14.41

ფულადი სახსრები, სულ

651.93

886.07

0.08

0.53

15.21

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

734.76

984.20

0.07

0.50

14.50

61

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

593.96

689.30

0.04

0.72

7.42

ფულადი ხარჯები, სულ

569.71

708.99

0.06

0.84

10.89

ხარჯები, სულ

692.59

852.40

0.05

0.88

10.34

შემოსავლები, სულ

815.15

970.24

0.04

0.77

8.68

ფულადი სახსრები, სულ

709.10

856.74

0.05

0.76

9.42

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

832.01

1000.12

0.05

0.81

9.17

62

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

752.20

962.07

0.06

0.57

12.23

ფულადი ხარჯები, სულ

629.62

845.28

0.07

0.55

14.61

ხარჯები, სულ

870.99

1121.74

0.06

0.57

12.57

შემოსავლები, სულ

951.58

1164.68

0.05

0.56

10.06

ფულადი სახსრები, სულ

758.36

944.86

0.06

0.44

10.94

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

996.87

1224.18

0.05

0.48

10.23

63

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

473.32

623.69

0.07

0.49

13.70

ფულადი ხარჯები, სულ

534.98

769.09

0.09

0.54

17.94

ხარჯები, სულ

552.79

800.73

0.09

0.59

18.31

შემოსავლები, სულ

685.94

874.30

0.06

0.53

12.06

ფულადი სახსრები, სულ

690.12

913.61

0.07

0.44

13.93

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

708.80

944.39

0.07

0.47

14.24

64

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

1043.80

1319.32

0.06

0.27

11.65

ფულადი ხარჯები, სულ

1022.08

1432.72

0.09

0.35

16.72

ხარჯები, სულ

1325.08

1697.30

0.06

0.28

12.31

შემოსავლები, სულ

843.03

1825.26

0.19

2.33

36.79

ფულადი სახსრები, სულ

1164.96

1749.00

0.10

0.57

20.03

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1382.89

2098.64

0.10

0.77

20.54

65

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

851.90

1212.28

0.09

2.24

17.45

ფულადი ხარჯები, სულ

934.19

1350.06

0.09

1.75

18.19

ხარჯები, სულ

1005.68

1420.35

0.09

1.69

17.08

შემოსავლები, სულ

1146.85

1389.37

0.05

0.82

9.56

ფულადი სახსრები, სულ

1126.22

1464.07

0.07

1.03

13.03

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1206.83

1525.24

0.06

0.90

11.65

66

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

507.52

701.70

0.08

0.97

16.05

ფულადი ხარჯები, სულ

414.55

696.14

0.13

1.39

25.34

ხარჯები, სულ

608.58

872.75

0.09

1.12

17.82

შემოსავლები, სულ

927.32

1174.62

0.06

1.04

11.76

ფულადი სახსრები, სულ

761.53

983.97

0.06

0.94

12.74

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

933.08

1183.05

0.06

1.05

11.80

67

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

727.56

928.27

0.06

1.26

12.11

ფულადი ხარჯები, სულ

850.54

1237.87

0.09

1.54

18.53

ხარჯები, სულ

985.39

1353.33

0.08

1.41

15.72

შემოსავლები, სულ

1248.86

1540.35

0.05

0.97

10.44

ფულადი სახსრები, სულ

1212.36

1516.89

0.06

0.86

11.15

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1331.90

1647.65

0.05

0.92

10.59

68

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

807.52

1135.49

0.09

1.02

16.87

ფულადი ხარჯები, სულ

551.95

970.27

0.14

1.36

27.46

ხარჯები, სულ

1048.75

1302.27

0.05

0.45

10.78

შემოსავლები, სულ

1171.04

1288.46

0.02

0.12

4.77

ფულადი სახსრები, სულ

685.17

973.07

0.09

0.78

17.35

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1173.51

1313.55

0.03

0.16

5.63

69

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

840.20

969.41

0.04

1.53

7.14

ფულადი ხარჯები, სულ

1055.64

1342.94

0.06

1.25

11.97

ხარჯები, სულ

1072.69

1361.10

0.06

1.25

11.84

შემოსავლები, სულ

1137.51

1340.51

0.04

1.61

8.19

ფულადი სახსრები, სულ

1224.71

1536.52

0.06

1.39

11.28

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1241.85

1554.58

0.06

1.38

11.18

70

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

575.99

784.35

0.08

5.97

15.31

ფულადი ხარჯები, სულ

568.40

1651.89

0.25

3.10

48.77

ხარჯები, სულ

578.07

1660.96

0.25

3.10

48.33

შემოსავლები, სულ

735.30

974.05

0.07

2.17

13.96

ფულადი სახსრები, სულ

620.90

1718.01

0.24

3.11

46.88

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

630.22

1727.42

0.24

3.11

46.51

71

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

789.21

909.25

0.04

3.95

7.06

ფულადი ხარჯები, სულ

915.41

1082.16

0.04

3.95

8.34

ხარჯები, სულ

926.58

1094.29

0.04

3.83

8.29

შემოსავლები, სულ

999.41

1167.52

0.04

3.15

7.75

ფულადი სახსრები, სულ

1027.92

1204.61

0.04

3.68

7.91

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1039.20

1216.62

0.04

3.57

7.86

72

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

937.44

1176.10

0.06

3.58

11.28

ფულადი ხარჯები, სულ

1148.29

1485.75

0.07

3.27

12.80

ხარჯები, სულ

1149.61

1487.85

0.07

3.29

12.82

შემოსავლები, სულ

1169.43

1513.48

0.07

3.61

12.82

ფულადი სახსრები, სულ

1191.89

1532.84

0.06

3.53

12.51

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1192.95

1535.20

0.06

3.56

12.54

73

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

878.99

1103.66

0.06

4.29

11.32

ფულადი ხარჯები, სულ

1090.23

1413.90

0.07

3.95

12.92

ხარჯები, სულ

1099.82

1425.74

0.07

4.03

12.90

შემოსავლები, სულ

1112.08

1483.98

0.07

5.54

14.32

ფულადი სახსრები, სულ

1127.16

1496.93

0.07

5.38

14.08

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1136.31

1509.21

0.07

5.49

14.09

74

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

759.31

995.84

0.07

3.68

13.47

ფულადი ხარჯები, სულ

952.71

1215.50

0.06

1.94

12.11

ხარჯები, სულ

957.31

1218.44

0.06

1.93

11.99

შემოსავლები, სულ

954.01

1144.07

0.05

1.07

9.05

ფულადი სახსრები, სულ

989.35

1177.95

0.04

1.05

8.70

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

992.56

1182.29

0.04

1.07

8.72

75

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

587.43

921.91

0.11

3.65

22.15

ფულადი ხარჯები, სულ

652.11

1062.40

0.12

3.51

23.91

ხარჯები, სულ

663.07

1120.08

0.13

4.49

25.61

შემოსავლები, სულ

692.29

1130.79

0.12

4.30

24.04

ფულადი სახსრები, სულ

711.37

1115.12

0.11

3.59

22.09

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

738.18

1156.94

0.11

4.02

22.08

76

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

769.78

915.38

0.04

3.01

8.63

ფულადი ხარჯები, სულ

875.78

1085.02

0.05

3.40

10.66

ხარჯები, სულ

891.33

1099.96

0.05

3.42

10.47

შემოსავლები, სულ

911.79

1185.77

0.07

5.49

13.05

ფულადი სახსრები, სულ

922.64

1226.77

0.07

6.04

14.14

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

939.26

1240.64

0.07

5.99

13.82

77

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

745.50

902.49

0.05

4.26

9.52

ფულადი ხარჯები, სულ

1024.36

1376.21

0.07

3.73

14.65

ხარჯები, სულ

1031.38

1381.84

0.07

3.72

14.51

შემოსავლები, სულ

1137.66

1462.37

0.06

3.59

12.48

ფულადი სახსრები, სულ

1153.15

1483.53

0.06

3.71

12.52

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1160.15

1489.18

0.06

3.70

12.41

78

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

660.84

1056.42

0.12

5.26

23.02

ფულადი ხარჯები, სულ

716.30

1163.02

0.12

4.82

23.75

ხარჯები, სულ

718.29

1164.26

0.12

4.82

23.67

შემოსავლები, სულ

649.19

983.05

0.10

2.44

20.44

ფულადი სახსრები, სულ

678.40

1009.24

0.10

2.44

19.59

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

680.04

1010.83

0.10

2.44

19.55

79

სამომხმარებლო ხარჯები, სულ

783.00

992.97

0.06

5.04

11.81

ფულადი ხარჯები, სულ

947.73

1201.03

0.06

3.37

11.78

ხარჯები, სულ

957.96

1211.66

0.06

3.37

11.69

შემოსავლები, სულ

995.45

1192.35

0.05

3.05

8.99

ფულადი სახსრები, სულ

1088.94

1292.96

0.04

2.30

8.56

ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ

1098.29

1304.47

0.04

2.34

8.58