ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
აიდა გულიევა ∘
ულვია რზაიევა ∘
ადამიანური კაპიტალი, როგორც ეკონომიკური ზრდით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის ფაქტორი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში აზერბაიჯანის მაგალითზე ვრცელი რეზიუმე ბევრი ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკები, სადაც უფრო დიდია მშპ, როგორც წესი, ათეული წლებია ფოკუსირდება ეკონომიკურ ზრდაზე. თანამედროვე ეკონომიკის თვალსაზრისით ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საქონლის წარმოებისა და მოხმარების და მომსახურების ზრდას. დღევანდელი დებატები ზრდის ნორმების (ლიმიტების) შესახებ დაიწყო 1972 წელს რომის კლუბში მოხსენების წაკითხვით "ზრდის ნორმები", რომელიც მოიცავდა მოსახლეობის ზრდის და რესურსების ამოწურვის მოდელირების შედეგებს. ავტორები გვაწვდიან შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს ბუნებრივი რესურსების ხარჯების განსაზღვრის მიზნით, როდესაც მათ ზიანი ადგებათ სახიფათო ნარჩენებისგან:
პოლიტიკური ფაქტორების და ნედლეულის გარდა, პატარა ქვეყნების წარმატების გარანტია არის ადამიანური კაპიტალი, მაღალი ტექნოლოგიები და მიღწევები კვლევისა და განვითარების დარგში. ყველა ძირითადი ურთიერთობის სტრუქტურა არსებულ სისტემაში ეფუძნება მოსახლეობისა და სამრეწველო კაპიტალის ურთიერთობას. თუ ჩვენი მიზანია სისტემის ბალანსის შენარჩუნება დიდი ხნით და სიცოცხლის ხანგრძლივობა, შეგვიძლია გლობალური წონასწორობის პირობების მინიმალური სიის ჩამოწერა:
ტექნოლოგიებს, რომელთაც მომავალში შეუძლიათ ნედლეულის ეკონომიის შეცვლა, ამ პროპორციის სტაბილიზება ძალუძთ. თუმცა, ამავე დროს არსებობს ტექნოლოგიური ინოვაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე ადამიანური კაპიტალი არის დამოუკიდებელი ეკონომიკური რესურსი. ინოვაციური ეკონომიკის თავისებურებაა ის, რომ მისთვის უნდა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები გლობალიზაციისა და ღია საზღვრების პირობებში. შეზღუდული რესურსები და მომდევნო უუნარობა, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ქვეყნის დაბალი სტატუსის ისტორიული მახასიათებელი იყო. ამ სიტუაციაში მცირე ქვეყნებისათვის არსებობს რამდენიმე ქცევითი სტრატეგია გადარჩენის და მცირე ხარისხის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
ყველა ეს პოლიტიკური ფაქტორი განიხილება სტატიაში აზერბაიჯანთან კონტექსტში. აზერბაიჯანის მეცნიერებაში ინვესტიციიდან მოგება ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის მთავარი მიზეზია აზერბაიჯანის მეცნიერების სისუსტე და არაეფექტურობა და ინოვაციური ეკონომიკის მოთხოვნის ნაკლებობა. ავტორებმა ჩაატარეს აზერბაიჯანის ცოდნის ეკონომიკის შედარებითი ანალიზი განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში. აზერბაიჯანის განვითარების რეალური სტრატეგია ტრადიციულია _ წარმოების მაღალი ხარჯები და ადამიანურ კაპიტალში დაბალი ინვესტიციები. ფიზიკურ კაპიტალში ინვესტიციის ზრდა უნდა მოხდეს აზერბაიჯანისა და რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებით, ეკონომიკაში კერძო უცხოური და შიდა კაპიტალის შემოდინებით და ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესებით. ნავთობის ფაქტორის ტრანსფორმაცია ადამიანურ კაპიტალში ხელს უწყობს ადამიანური პოტენციალის გაუმჯობესებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული დანიშნულების ამოუწურავ და მუდმივად გაუმჯობესებად ბუნებრივ რესურსებს შორის, და რომელიც მოქმედებს როგორც გადამწყვეტი ფაქტორი განვითარების პროცესში. ცოტა ხნის წინ ქვეყნების არადამოუკიდებლობა, ცხოვრების დონე და ცოდნისა და უნარების ხელმისაწვდომობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანური ფაქტორის წინა პლანზე წამოწევას. მდგრადი და დაბალანსებული განვითარების მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში მოითხოვს ეკონომიკური განვითარების მოდელის ოპტიმიზაციას. აუცილებელია ნავთობიდან შემოსავლების უფრო ეფექტურად გამოყენება ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად, და ამის საფუძველზე მოდერნიზებული ნახტომის გაკეთება. ეს მოითხოვს ეკონომიკური რეფორმების ახალ ფაზას, რათა მიღწეულ იქნეს სახელმწიფოს, საზოგადოების, ეკონომიკის ბიზნესისა და ტექნოლოგიის ეფექტური კომბინაცია. ამ მოდელის განხორციელება აუცილებელია განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად, მართვის, განათლების, მეცნიერების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ეფექტურობისათვის. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ადამიანური და რესურსული პოტენციალის ნიჭიერად გამოყენება და, აგრეთვე, ქვეყნის უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა მიგვიყვანს აზერბაიჯანის კონკურენტუნარიანობის უფრო მეტად ამაღლებამდე გლობალურ მასშტაბში. |