English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური რეგრესი: არსი, წარმოშობის მიზეზები და წყაროები

ანოტაცია. ნაშრომის მთავარი მიზანია გადმოვცეთ ეკონომიკურ ლიტერატურაში პრაქტიკულად შეუსწავლელი მნიშვნელოვანი მოვლენის, “ეკონომიკური რეგრესის“, არსი, მისი წარმოშობის მიზეზები და წყაროები, განვსაზღვროთ  მთავრობის, როგორცეკონომიკისმესაჭისფუნქციებიდასაქართველოსეკონომიკაშიეკონომიკურირეგრესისგამოვ­ლი­ნებისმიზეზები. ამ მიზნის მისაღწევად შემოტანილია “კონსო­ლიდირებულიეკონომიკის ცნება და გახსნილია მისი არსი.

ეკონომიკურ რეგრესს, ისე როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვუკავში­რებთ თვისებრივ ცვლილებებს ეკონომიკაში. ეკონომიკური განვითარება არის ეკო­ნო­მიკის ახალ, თვისებრივად უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლა, ხოლო ეკონომიკური რეგრესი ეკონომიკის ახალ, თვისებრივად გაუარესებულ მდგომარეობაში გადასვლა. კონსოლიდირებულიეკონომიკა ისეთიეკონომი­კაა, რო­მელზეცმოქმედფაქ­­­რთაერთობ­ლიობახელსუწყობსეკონო­მიკური სისტემის ელემენტთა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფასანუეკონომიკისთვისებრივადახალ, უფროსრულ­ყოფილმდგომარეობაშიგადასვლას. როდესაც სხვადასხვა ფაქტორის გავლენით ირღვევა ეკონომიკის კონსოლიდაციის ხარისხი, მაშინ ადგილი აქვს ეკონომიკურ რეგრესს.

ეკონომიკური რეგრესის წარმოშობა არ ნიშნავს არც ეკონომიკურ დაქვეითებას და, მითუმეტეს, არც ეკონომიკურ კრიზისს. თუ ეკონომიკური რეგრესი აღმოიფხვრება, ეკონომიკური რყევები თავიდან იქნება აშორებული. ეკონომიკური რეგრესის აღმოფხვრის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობის მიერ განხორციელებულ შესაბამის ღონისძიებებს. ეკონომიკური რეგრესის თავიდან აცილებისას ან მისი აღმოფხვრისათვის მთავრობამ უნდა შეასრულოს ეკონომიკის „მესაჭის“ ფუნქცია.  არსებობს საქართველოს ეკონომიკაში რეგრესის წარმოშობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ნაშრომში დეტალურადაა საუბარი მათ შესახებ.

საკვანძოს იტყვებიეკონომიკური რეგრესი, კონსოლიდირებული ეკონომიკა,  ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა

შესავალი

სიტყვა რეგრესი გამოხატავს მდგომარეობის გაუარესებას, განვითარების შეფერხებას. შესაბამისად, ეკონომიკური რეგრესი ნიშნავს ეკონომიკაში მდგომარეობის გაუარესებას, მისი განვითარების შეფერხებას. ეკონომიკური რეგრესის მოვლენა ეკონომიკურ ლიტერატურაში, პრაქტიკულად, შეუსწავლელია. ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში ლამონტის უნივერ­სიტეტის პროფესორის, ამარტია სენის, ერთადერთი სტატია – “Economic Regress” [Amarty Sen 1993].

მოცემულ სტატიაში არ არის განმარტებული „ეკონომიკური რეგრესის“ არსი და ყურადღება გადატანილია მისი შეფასების მაჩვენებლებზე, თანაც მხოლოდ რაოდე­ნობრივ მაჩვენებლებზე. მაშასადამე, ეკონომიკურ რეგრესს ის უკავშირებს რაოდე­ნობრივი დეტერმინანტების გაუარესებას, მაშინ როდესაც დღეისათვის  რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესების აღსანიშნავად წარმატებით გამოიყენება ისეთი ცნებები როგორიცაა: ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური დაქვეითება, ეკონომიკური კრიზისი და არა ეკონომიკური რეგრესი. როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ეკონომიკურ რეგრესს ჩვენ ვუკავშირებთ თვისებრივ ცვლილებებს ეკონომიკაში. ეკონომიკური განვითარება  არის ეკონომიკის ახალ, უფრო სრულყოფილ თვისებრივ მდგომარეობაში გადასვლა, ხოლო ეკონომიკური რეგრესი ეკონომიკის ახალ, გაუარესებულ თვისებრივ მდგომარეობაში გადასვლა.

                                           კონსოლიდირებულიეკონომიკა

ეკონომიკური რეგრესის არსის უკეთ გასაცნობად შემოგვაქვს „კონსოლი­დირე­ბული ეკონომიკის“ ცნება. ეკონომიკის განვითარე­ბის ისტორია გვი­ჩვენებს, რომ  ეკონომიკა დამო­კიდებული ხდება მასზე მოქ­მედ სულ უფრო მეტ ფაქტორზე. მაგალითად, თუ ტრადიციულ ეკონომიკაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბუნებრივი ფაქ­ტორები (გვალვა, წყალდი­დობა, ქარიშხალი და ა.შ.), თანამედ­როვე ეკონომიკა მეტად მგრძნობიარეა და ძლიერ რეაგირებს არა მხოლოდ ეკო­ნო­მი­კა­ზე უშუა­ლოდ მოქმედ (ტექნო­ლო­გია, კაპიტალი, შრო­მა, საკუთრების ფორმები, ინსტი­ტუ­ციები და ა.შ.), არა­მედ გარეშე ფაქტორების ცვლილებებზეც (სო­ცია­ლუ­რი სფერო, კულ­ტურა, განათლება, ხელ­ოვ­ნება, სპორტი, მთავრო­ბ­ის პოლი­ტიკა და ა.შ.). ამდენად, ეკონომიკური განვი­თარების ინტერესებიდან გამომ­დინარე, აუცი­ლებელი ხდება ამ ფაქ­ტორთა გარკვეული კონსოლიდაცია, რათა ეკო­ნო­მიკური სისტემა მუდმივად მიმართული იყოს ეკონო­მი­კური განვითარებისაკენ. ასეთ ეკონომიკურ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ კონსო­ლიდირებული ეკონომი­კური სისტემა ან, უბრალოდ, კონსო­ლი­დი­რებული ეკო­ნომიკა.

კონსოლიდირებული ეკონომიკა ისეთი ეკონომი­კაა, როდესაც მასზე მოქმედ ფაქ­ტ­ო­რთა ერთობ­ლიობა ხელს უწყობს ეკონო­მიკური სისტემის ელემენტთა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფას ანუ ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულ­ყოფილ მდგომარეობაში გადასვლას. კონსოლიდაციის ხარისხი ძლიერაა დამოკიდებული მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც მოიცავს როგორც წმინდა ეკონომიკურ, ისე არაეკონომიკურ მიმართულებებს.

კონსოლიდაციის ყოველი დარღვევა უარყოფით ცვლილებებს იწ­ვევს ეკონომიკაში, იგი თვისებრივი თვალსაზრისით გა­ნიც­დის უკუსვლას, ანუ მასში ვი­თარდება განვი­თარების საწინააღმდე­გო პრო­ცესები, რასაც ეკო­ნომიკური რეგრესს ვუწოდებთ. ასეთი ეკო­ნომიკა არ არ­ის კონ­ს­ოლი­დირებული, რა­დგან ეკო­ნომიკაში მასზე მოქ­მედ ფაქტორთა ჯა­მური მოქმე­დება იწვევს ეკონომიკის თვისებრივად გაუარესებულ მდგომა­რეობაში გადა­ს­ვლას.

მაშასადამე, ეკონომიკური რეგრესის დროს ხდება ეკონომიკაში უარყოფითი მუხტის ჩადება, რაც მყისიერად არ იწვევს ეკონომიკის რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესებას. მაგრამ თუ რეგრესის განეიტრალება არ მოხდა, საბოლოოდ ის გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით პროცესებს თვით ეკონომიკური კრიზისის ჩათვლით.

ეკონომიკურ რეგრესსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დამოკიდებულების განხილვისას შესაძლებე­ლია ადგილი ჰქონ­დეს შემდეგ შემთხვევებს:

1. ეკონომიკურ რეგრესს მოჰყვება ეკონომიკუ­რი ზრდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ქვეყანაში კრი­ზისული მოვლენების დიდი ხნით გაგრძელებაა (რა­საც ხელს უწყობს გარე და შიგა ომები, სოციალუ­რი დაძაბულობა, მთავრობის უუნარობა და ა.შ.), რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ყველა სადავის აღე­ბა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, დაძლიოს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგო­ბები და მიაღწიოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს. თუმცა, ამავდროულად, ძლიერდება ეკო­ნო­მიკური რეგრესი და, საბოლოოდ, ხდება ისევ სა­ბაზრო სისტემაზე გადასვლა ევოლუციური ან რევო­ლუციური გზით (პოსტკომუნისტური ქვეყნები).  გამოც­დილება აჩვენებს, რომ ეკო­ნო­მიკური რეგრესი გარკვეული დროის განმავ­ლო­ბა­ში, სიტუა­ციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მი­ზ­ან­­შეწონილად მოგვეჩვენოს. მაგრამ, თუ რეგ­რესის გა­მომწვევი მიზეზები აღმოფხვრილი არ იქნა, ეკო­ნო­მიკური ზრდა შენელდება და, საბოლოოდ, კრი­­ზი­სით დასრულდება.  

2. ეკონომიკურ რეგრესს მაშინვე მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და საბო­ლოოდ, ეკონომიკური დაქვეითება. მაგალითად, პო­ლ­­ი­ტიკური და კრიმინოგენული სიტუაციის მძაფრ გა­უარესებას მაშინვე მოჰყვება ინვეს­ტიცი­ე­ბ­ისა და, მაშასა­დამე, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება და შესაბამისი ღონის­ძიე­ბების გატარების გარეშე, საბოლოოდ, ეკონო­მიკური კრიზისი.

3. ეკონომიკური რეგრესი გარკვეული დროის გან­მავლობაში არავითარ გავლენას არ ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე (ან აშკარად არ ჩანს). მაგალითად, სა­გარეო და საშინაო ვალების ზრდას და მათი არა­და­ნი­შნულებ­ი­სამებრ გამოყენებას, ასევე მთავრობის არაეკონომიკურ ჩარე­ვებს ბიზნეს­ში, შესაძლებელია, მაშინვე არ მოჰყვეს შესამ­ჩ­ნევი უარყოფითი შედეგები, მაგრამ თანდათან იგი გახდება მრავალი ნეგატიური პროც­ესის საფუძველი (რესურსების არარა­ციო­ნა­ლური გა­ნა­წილება, კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვ.).  თან­დათან მზადდება პირობები, ჯერ ზრდის ტემ­პების შესამცირებლად, ხოლო შემდეგ ეკონომიკური დაქვეი­თებისა და კრიზისისათვის.

ეკონომიკური რეგრესის გამომწვევი მიზეზები და წყაროები

შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ეკონო­მი­კური რეგრესის გამომწვევი მიზეზი არის საშუა­ლოვადიანი (ვან გოლდერენის, კლი­მენტ ჟუგლიარის, სეიმონ კუზნეცის, ჯოზეფ კიტჩინის) და გრძელვა­დიანი  (ნიკოლაი კონდრატიევის) ციკლების არსე­ბობა. ეს ციკლები ბუნებრივია და კავშირ­ი არ აქვს ეკო­ნომიკურ რეგრესთან. იგი დაკავშირებულია ინოვაციების წყვეტილ ხასიათთან. ბუ­ნებრივია, ინოვაციებს ამა თუ იმ  დარგში არ აქვს მუდმივი ხასიათი. ინოვაციები დროთა განმავლობაში ძველდება და დგება ეკონომიკური ზრდის შენე­ლების პერიოდი. ეკონომიკა მეწარმეების, მეცნიე­რებისა და მთავრობის ერთობლივი ქმედებით ამაზე პასუხობს ახალი ინოვაციებით და ეყრება სა­ფუძ­ველი დადე­ბით თვისებრივ ცვლილებებს, გრძელდება  ეკო­ნომიკური განვითარება, რის შედეგადაც კვლავ იწყება ეკონომიკური ზრდის ტემპების მატება. მაშასადამე ეკონომიკური ციკლები. ბუნებრივადაა დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისათვის და ხელს უწყობს მის განვითარებასა და სრულყოფას.  ეკონომიკური რეგრესი კი ეკონომიკური რყევების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდესა.

მაშასადამე, ეკონომიკურ რეგრესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც  არ­სე­ბობს ეკონომიკური რეგრესის წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი, დაკავ­ში­რებული როგორც ეკონომიკასა და საზოგადოებაში მიმდი­ნარე პროცესებსა და საბაზრო ჩავარდნებთან,  ისე მთავრობის მიერ დაშვებულ უნებლიე თუ ნებსით შეცდომებთან. არსებობს ეკონომიკური რეგრესის წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი და წყარო, ესენია:

მძიმე სოციალური პირობები. როდესაც მთავრ­ო­ბ­­­ას არ შესწევს უნარი, მოსახლეობისათვის შექმ­ნას ცხოვრების შესაბამისი პირობები, დაამყაროს წესრიგი, შექმნას მყარი ეკონომიკური ზრდის წანამძღვრები. ამ მდგომარეო­ბიდან გამოს­ვლა შეიძ­ლება დამთავრდეს მთავრობაში ახალი ძალების მოსვ­ლით, რომელიც ხელში აიღებს სახელმწიფოს მართვის ყველა სადავეს და სწრაფად მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს. ეს შეიძლება განხორ­ციელდეს საბაზრო ეკონომიკის უმკაცრესი შეზ­ღუდვის პირობებში ან ფორმა­ლურად, ბაზრის შეუ­ც­ვლელად.

პირველი ვარიანტი განხორციელდა საბჭოთა კა­ვშირში, რომელსაც თავ­დაპირველად მოჰყვა სწრა­ფი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეკონომიკაში ჩაიდო უარყოფითი მუხტი, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვა კვლავ საბაზრო ურთიერ­თობებზე გადასვლა. მიგ­ვაჩნია, რომ ეს გადასვლა დროულად რომ განხორ­ციე­ლე­ბულიყო (რაც სტალინის მთავრობამ დაიწყო კიდევაც), საბჭოთა კავშირში მოვლენები სხვაგ­ვარად განვითარდებოდა.

იყო თუ არა საბჭოთა კავშირის დროს ბაზარი? თქმა იმისა, რომ სოციალიზმის დროს საერთოდ არ არსებობდა ბაზარი, არასწორია. იქ, სადაც არსე­ბ­ობს საქონელგაცვლა, გარკვეული ფორმით არსე­ბობს ბაზარიც. მაგრამ ის საბჭოთა კავშირში არსებობდა უკიდურესად შეზღუდული ფორმით. ამ შემთხვევაში ბაზრის ბევრ ფუნქციას ითავსებდა სა­ხელმწიფო, მაგრამ იგი, თუმცა დიდი შეზღუდვების პირობებში, მაინც ეყრდნობა ბაზრის მოთხოვნებს. დიდი დაბრკო­ლებე­ბ­ით, მაგრამ მაინც, სახსრები მიედინებოდა იმ სფერო­ებში, სადაც მოთხოვნა მეტი იყო. ფასებს სახელმწიფო ადგენდა, მაგრამ იგი, გარკვეულწილად, მაინც ეყრდნობოდა მოთ­ხოვნა-მიწოდების კანონს. კერძო საკუთრება აკრძა­ლული იყო, მაგრამ ის მაინც არსებობდა პირადი საკუთრების სახით და ჩრდილოვან ეკონომიკაში.

მართალია, საწარმოები საერთო საკუთ­რებაში იმ­ყო­ფებოდა, მაგრამ მმართველი ჯგუფი მას ექცეოდა როგორც კერძო საკუთრებას, რის შედეგადაც ისინი იღებდნენ არაკანონიერ, მაგრამ თა­ვიანთი “სამე­წარმეო” საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. მაშა­სადამე, საწარ­მოებში არსებობდა დასაქმებულ საქმო­სანთა ფენა, რომლებიც გარკვეულ­წი­ლად წარმო­ადგენენ ბიზნესმენთა თვისებების მატარებ­ლებს [2]. პრინციპში, მათი საქმიანობა დაკავში­რე­ბული იყო დად­ებით თვისებრივ ძვრებ­თან ეკო­ნომიკაში, გარკვეულ პროგრეს­თან (ტექნოლოგიების სრულყოფა, ბიუ­რო­კრატიის ბატონობის შესუსტება, წინაპირობების შექმნა საბაზრო ეკონო­მი­კაზე გა­დასასვლელად, არა­ფორმალური ინსტიტუციების სრულყოფა და ა.შ.). ბაზრის არსებობაზე მიუთითებს ასევე საკოლმეურნეო საკუთრებისა და თავი­სუფალი საკოლმეურნეო ბაზრის არსებობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1927 წლამდე საბჭოთა კავშირში არსებობდა კერძო საკუთრება (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად) და შემდეგ­აც, 1956 წლამდე, ფუნქციონირებდა “სარე­წაო კოოპე­რაციის” სრულიად გან­ს­­ხვა­ვებული მიმართულებების სამეწარმეო სექტორი (კვების მრეწვე­ლობა თუ ლითონგადამამუშავებელი მრეწვე­ლობა, საიუ­ვე­ლი­რო საქმე თუ ქიმიური მრეწ­ველობა), სა­ხე­ლ­ოსნოები და საწარმოები (არტე­ლები), რო­მ­ლებიც მნიშვნე­ლო­ვან როლს თამაშო­ბდნენ საბ­ჭოთა კავშირის ეკონო­მიკაში. სამეწარმეო სექტ­ორ­ში ფუნქციო­ნირებდა სა­კონს­ტრუქტორო ბი­ურ­ო­ე­­ბი, ექსპერიმენ­ტული ლაბო­რა­­ტორიები, სამეც­ნიერო-კვლევითი ინ­სტიტუტები, არა­სახელმწიფო­­ებრივი საპენ­სიო სის­ტემა, არტე­ლ­ები გასცემდნენ სესხებს და ა.შ. მა­შინდელი საბ­ჭოთა მთავ­რობა, როგორც ჩანს, ხვდე­ბოდა ეკონო­მი­კური რეგრესის უარყოფით შე­დეგებს და ხელს უწ­ყობდა კერძო საკუთრების განვითა­რებას და სამე­წა­რ­მეო საქმიანობის გაძლიერებას. 1956 წელს ეს სამე­წარმეო სექტორი რომ არ განად­გურებულიყო და პირიქით გაძლიერებულიყო, საბჭოთა კავშირში მძლავრ ეკო­ნომიკურ აღმავლობას ექნე­ბოდა ადგილი.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ეკო­ნომიკა იყო უკიდურესად შეზღუდული საბაზრო ეკო­ნომიკა, რის გამოც მას ეწოდა არასაბაზრო –  მბრძა­ნებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა.

რა იყო მბრძანებლურ-ადმინისტრაცი­ული ეკო­ნომიკური სისტემის ძირი­თადი ნაკლოვანებები, რო­მ­­ე­ლიც ხელს უშლიდა ეკონომიკის შემ­დგომ განვი­თა­რე­ბას? ამ კითხვაზე პასუხი მო­ცემუ­ლია ამ პრობ­ლე­მების შემსწავლელ ცნო­ბილ წარმომადგენელთა ნაშ­რო­მებ­ში [3; 4; 5], რო­­მ­ლის ძირითა­დი არსი შემდეგში მდგო­მარეობს:

რადგან სახელმწიფოს ეკონო­მი­კური ფუნქ­ცია ცვლის საბაზრო მექა­ნიზმს, ერთიანი ცენტრი იძულ­ებულია, გადაამუშა­ოს უზარმაზარი მოცულო­ბის ინ­ფორ­მა­ცია, რათა შემდეგ გასცეს ბრძანება თითო­ეული ეკონომიკური აგენ­ტი­სადმი. მაგ­რამ, ერთ ორ­გა­­ნი­ზა­ციას, როგორი უნი­კა­ლური შესა­ძლებ­ლობე­ბ­იც არ უნდა ჰქონ­დეს მას, დანაკარგების გა­რეშე ამ­ის გაკეთება არ შეუ­ძლია, ვი­ნაიდან გარემო, რო­­მე­ლშიც ფუნქ­ცი­ონი­რებს ეკონომიკა, მუდმივ ცვლი­ლ­ებებს განიც­დის, რის გა­მოც გა­მუდმებით იცვლება მასზე მოქმედი ფაქტო­რე­ბი. ბუნებ­რივია, ამის გამო გეგ­მები ვერ სრულდება და იწყება ქაოსი – შეზ­ღუ­დუ­ლი ეკონომიკური რე­სუ­რ­სები მეტად არარაციო­ნა­ლ­ურად გამოიყენება. საბაზრო ეკონო­მი­კა კი, ფას­ების მე­ქა­ნიზმის მეშვეობით, ამ პრობ­ლემას თითქმის ავტო­მა­ტურად აგვარებს.

საგეგმო ეკონომიკის დროს ასევე დიდია ტრანსაქცი­ური დანა­ხარ­ჯები, რო­მელიც გაიწევა საგეგმო დავალებათა მისაღებად და მათ ცხოვ­რე­ბა­ში გასა­ტა­რებლად საჭირო უზარმაზარი ბიუროკ­რა­ტიული აპარატის შესანახად.

კერძო საკუთრებისა და მეწარმეობის აკრ­ძა­ლვის გამო თითქმის მთლიანად იგ­ნორი­რებულია ადა­მიანთა შემოქმედე­ბითი უნარი, თუმცა ცალ­კე­უ­ლი პირები მა­ინც ახერხებენ თავი­ანთი შესაძლებ­ლობების გა­მოვ­ლენას, მაგრამ ეს ხდება ჩრდი­ლო­ვან ეკონომიკაში, რომლის წინა­აღმდეგ ბრძოლა ასევე დიდ დანახარჯებს მო­ით­ხოვს.

ეკონომიკური განვითარების ლოგიკას ასეთ პირობებ­ში ტოტა­ლიტა­რიზ­მ­თან, ანუ ისეთ სისტე­მასთან მივყავართ, სადაც ადამიანური საქმიანობის ყველა დარ­გი ხელისუფლე­ბას ემორჩილება, რაც ას­ე­­ვე და­კავ­შირებულია ტრანსაქცი­ური დანახარ­ჯე­ბის ზრდასთან. ასეთ პირო­ბებში, ხელ­ფასის დაბალი დო­ნ­­ის გამო, თან­დათან ჩნდება და ვითა­რ­­დე­ბა კო­რუფცია, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის გარ­კ­ვე­ულ წესად იქცევა და ტრადიციის ხასიათსაც კი იძენს. ყალი­ბდება ეგრეთ წოდე­ბუ­ლი “ბიურო­კ­რატი­ული”, ანუ “ადმინისტ­რა­ციული” ბაზარი, სადაც იყი­დება არა მხოლოდ მატერიალური ფასეულობები, არა­­მედ “ძალაუ­ფ­ლე­ბა” და “ხელ­ქვე­ი­თობა”, “წესები და მისი დარღვევე­ბი” და ა.შ. ასეთი ურ­­თიერ­თობების წლების გა­ნ­­მავლობაში განმე­ორე­ბის გამო საზო­გადოებაში ყალიბდება შესა­ბა­მი­სი წეს-ჩვეუ­ლე­ბები, იქმნება დაუწერელი სა­მარ­თალი, რო­მე­­ლიც უდი­დეს გავლენას ახდენს ადამიანთა ქცევებზე.

მეურნეობრიობის ასეთი სტილი მუდმივ დე­ფი­ციტს წარმოშობს როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებ­ლები­სათვის, რაც თავისთავად იწვევს წარმოების დიქ­ტატს მომხმა­რებ­ლებზე. ჩნდება რი­გები, “დახლ­ქვეშა პროდუქ­ცია” და ა.შ.

სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ცალკეულ საწარმოთა მკაც­რი რეგ­ლა­მენტაცია და, ამავე დროს, მათზე ზრუნვა. მართალია, ყო­ვე­ლი საწარმო განიც­დის რესურ­სე­ბის ნაკლებობას, მაგრამ მას შეუძლია იმუშა­ოს ზარალის პირობებშიც, იგი არასდროს გა­კო­ტრდება, ვინაიდან სახელმწი­ფო აუცილებ­ლად და­ე­ხმარება და იხსნის გასაჭირი­საგან. ასეთ პირო­ბე­ბში უარესდება პრო­დუქციის ხარისხი, მიუ­ხე­დავად ამ­ი­სა, რიგებით შეწუხებული ადამიანები  ყველა­ფერს ყიდულობენ.

მიწოდებაზე მოთხოვნის მუდმივი სიჭარბე იწვევს ფულადი მა­სის ზრდას და მის მრავალჯერად სიჭარბეს სასაქონლო მასასთან შე­და­რებით. ასეთი დისბა­ლან­სის შედეგად გამოწვე­ული ინფლაციური პრო­­ცესები ითრგუ­ნება ძალით, ფიქ­სი­რებული ფა­სების მეშვეობით. ად­გი­ლი აქვს ფარულ ინფ­ლა­ციას, რაც თავის გა­მო­ხატულებას პოულობს რიგებში, ტა­ლონებში, ბარათებსა თუ დეფიციტუ­რი სა­ქონ­ლის გა­ნა­წი­ლების სხვა ფორმებში.

ცენტრალიზებული საგეგმო ეკონომიკური წყო­ბილე­ბის დროს სახელმ­წი­ფო შედარებით უმნიშვ­ნელო მონაწილე­ობას იღებს საერთა­შო­რისო ეკო­ნომიკურ ურ­თიერ­თო­ბებში, რაც ეგრეთ წოდე­ბული უცხოური ვალუტის “შავი ბაზრის” წარ­მო­შო­ბას იწვევს. ასევე, გასაგებია, თუ რა დიდ დანაკარგებ­თან არის დაკავში­რე­ბუ­­­ლი ქვეყნის მსოფლიო ეკო­ნომი­კუ­რი პრო­ცესებისაგან მოწ­ყ­ვეტა.

ერთი მხრივ, ცალკეული ადამიანის ყოველ­მხრივი დამო­კიდე­ბუ­ლება ხე­ლი­­­სუფ­ლე­ბაზე და, მეო­რე მხრივ, სახელ­მწიფოს მათზე მზრუ­ნ­ველობა, ბად­ებს ინ­ფა­ნტილიზმს და უუნარო­ბას, ბრძანებისა და მზრუ­ნ­ველობისაკენ მაყუ­რებელ ადა­მი­ანთა ტიპს და ა.შ.

საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა სხვა გზით განხორციელდა გერმანიაში. ჰიტლე­რ­ის გამარ­ჯვებას ხელი შეუწყო მძიმე ეკონომიკურმა და სოც­იალურმა სიტუაციამ, 1928 წლის ეკონო­მიკ­ურ­მა კრი­ზისმა. კლასიკური საბაზრო ეკონომიკა უძლუ­რი იყო, გამოსულიყო მდგომარეო­ბი­დან ეკონომიკაში სა­ხელმწიფოს როლის გაძლიერების გარეშე. იტალი­ა­ში ამის მიზეზი გახდა მარცხი პირველ მსოფლიო ომ­ში, კოლონიების დაკარგვა და საერთაშორისო შეზ­ღუდვები; ეკონომიკური და სოციალური კრი­ზი­სი. მთა­ვრობის უუნარობა –  გა­მოეყვა­ნა ქვეყანა კრიზისიდან. იქ ეკონომიკა ვითარდე­ბ­ო­­­და კერძო საკუ­თ­რებისა და კერძო მეწარმეობის საფუძველზე, მაგ­რამ ყველაფერი ეს ექვემდება­რე­ბ­­ოდა მთავრობის მო­თ­ხოვნებს. მთავრობა აკონ­ტ­როლებდა ეკონომიკის ყვე­ლა სფეროს. იზღუდე­ბ­ო­და კერძო საკუთრებაც [Berend 2005; Payne 1995]. ფირმები იმდენად შეზ­ღ­უდულები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში, რომ ისინი არ მიეკუთვ­ნე­ბოდნენ არც კერძო, არც სახელმწი­ფო საკუთრებას.

საბაზრო ეკონომიკის ძალდატანებითი შეცვლა ან სხვა ეკონომიკური სისტემის ტრანსპლანტაცია. რუსეთში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მან შე­მოიერთა ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის იმპე­რი­ა­ში შედიოდნენ და ყველგან დამყარდა სოცია­ლისტური წყო­ბა, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გან­ხორციელდა საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზ­ღუ­დვა. ასეთივე მოვლენას ჰქონდა ადგილი ომის შემ­დგომ წლებში მსოფლიოს მრავალ სხვა ქვე­ყანაში.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. იგი შეიძ­ლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით:

ეკონომიკის სოციალიზაცია. შერეული ეკო­ნო­მიკის დროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში იზრ­დ­­ე­ბა და ზოგჯერ იგი გადადის ეკონომიკის სოცია­ლი­ზაციაში, რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ხე­ლ­ი­სუფლების კონცენტ­რაცია, რაც თავისთავად ზღუ­დავს ეკონომიკურ თავისუფლებას და მრავალი უარყოფითი მოვლენის წყაროა. საბოლოოდ, საქმე გვექნება ეკონომიკურ რეგრესთან, რასაც მოჰყვება ეკონომიკური კრიზი­სი. ამის მიზეზები შესაძლებე­ლია ვეძიოთ ეკონო­მი­კურ პარალოგიზმებ­ში (უნებ­ლიე მცდარი ლოგიკით შემც­დარ ღონისძიებებზე გასვლა) [Papava…2009], ხელისუფლება­ში მოსული ადა­მი­ნე­ბისა და, საერთოდ, საზოგა­დო­ე­ბის მენტალიტეტში, ინ­ტე­რეს­თა ჯგუფების ზეწო­ლ­აში, დემოკრა­ტი­ის სისუსტეებში].

ეკონომიკური თავისუფლება არ უნდა ავურ­ი­ოთ პოლიტიკურ თავისუფ­ლე­ბა­ში, ვინაიდან შესა­ძ­ლე­ბე­ლია ქვეყანაში იყოს ავტოკრატული ხელის­უფლება, მაგრამ, ამავე დროს, არსებობდეს სრული ეკონო­მიკ­ური თავისუფლება (მაგა­ლი­თად, სინგაპუ­რი და ტაი­ვ­ანი, თავის დროზე სამხრეთ კორეა). გამო­ითქმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დემოკრატია უნდა უმადლოდეს კაპიტალიზმს (ანუ თავისუფლე­ბას ეკ­ო­ნ­ომიკაში) და არა პირიქით [Friedman... 2006; Schumpeter...1949; ბალცეროვიჩი... 2004]. გარ­კ­ვე­ულ­­­წი­ლად ეს მართალია, ვინაი­დან კაპი­ტა­ლიზმმა მო­ი­ტანა დემოკრატია, რადგან ეკო­ნომიკური თავი­სუფლების გარეშე დემოკრატია ვერ მიიღწევა, მა­გ­რამ დემოკრატიის გარეშეც ეკონომი­კური თავი­სუ­ფ­ლება, შესაძლებელია, არ არსებობდეს ან დიდ­ხანს ვერ იქნეს შენარ­ჩუნებული.

არასწორი საგადასახადო პოლიტიკა. გადასა­ხა­დე­ბ­ის არაოპტიმალური სიდიდე ამცირებს ინვეს­ტი­ციებს, აფერხებს ტექნოლოგიების სრულყოფას, ინ­ოვაციების განხორციელებას და, მაშასადამე, ეკო­ნომიკურ ზრდას ან ამცირებს შემოსავლებს ბიუ­­ჯეტში, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს თავისი ფუნქციების გან­ხორციელებაში, რასაც ასევე მოჰყ­ვება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემ­ცირე­ბა.

გარე სამყაროსგან იზოლაცია, მკაცრი პრო­ტექციო­ნისტული პოლიტიკის გატარება. ასეთ პო­ლიტიკას მოჰყვება ინვესტიციების შეზღუდვა, ტექ­ნოლო­გიე­ბ­ის განუვითარებლობა, ინოვაციების შემ­ცირება, კონკურენტუნარიანობის შემ­ცირება და ა.შ.  

მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების არასათანადოდ დაფინამსება. განათლება და მეცნიერება არის განვითარებიs საფუძველი.საზოგადოების კეთილდღეობა განუყრელადაა და­კავ­შირე­ბუ­­ლი ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორ­ცი­ელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა ელემე­ნ­ტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვა­ციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტი­ტუ­ციების, ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების ორ­გ­ანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულ­ყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას.

არასრულყოფილი ინსტიტუციები. აფერხებს ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებას. წარმო­შობს მრავალ ნეგატიურ მოვლენას: ჩრდილოვან ეკ­ო­ნომიკას, ნეპოტიზმს, კორუფციას, ეტატიზმს და ა.შ.

მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტ­ი­­კ­ას განეკუთვნება ასე­ვე: არჩევნების დროს პოლიტიკო­სების მიერ შემოთავა­ზე­­­ბუ­ლი პოპულის­ტუ­რი დაპი­რებები; არასწორი ანტიმონოპოლისტური პოლიტი­კა; ბიზნესში მთავრობის არაეკონომი­კური ჩარევა; კერ­ძო საკუთრე­ბის ხელ­ყოფა; არასწორი აგრა­რული, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პო­ლიტიკა და სხვა.

არასამართლიანი გლობალიზაცია.  მან შესაძლებელია, ძალიან დიდი უარყოფითი გავ­ლენა მოახდინოს ეკონომიკაზე: შეზღუდოს ეროვ­ნული წარმოება, შეანელოს ტექნოლოგიური პროგ­რესი, შეამციროს ადამიანისეული კაპიტალი, გაა­ნად­გუ­როს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. გარდა ამისა, გლობალური ხასიათის ნეგა­ტიური პრო­ცე­სები ასევე ნეგატიურად აისახება ეროვნულ ეკო­ნომიკაზე და სხვ.

საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნები. საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნების პრობლე­მე­ბი ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდაა განხილული. ჩვენ დავ­ძენთ მხოლოდ იმის შესახებ, რომ, თუ ეს პრობ­ლემები დროულად არ იქნა აღმოფხვრილი, ეკო­ნომიკაში რეგრესული პრობლემები წარმოიშობა. მა­გალი­თად, თუ სიღარიბისა და შემოსავლების განა­წილების უთანაბრობის პრობლემა დროულად არ იქნა გადაჭრილი, მას შესაძლებელია მოჰყვეს სო­ციალური და კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავება; ეკოლოგი­ური მოთხოვნების გაუთვა­ლისწინებლობას – ბუნებრივი რესურსების, ფიზი­კური და ადამიანი­სე­ული კაპიტალის გაუარესება, პროდუქციის გასაღე­ბის შემცირება და სხვ.

ეკონომიკის ქაოსური ხასიათი. იგი ეკონომი­კ­უ­რი რეგრესის ყველაზე უხილავი წყაროა, რომლის მთლიანად თავიდან აშორება შეუძლებელია. ქაო­სურობის შედეგად გამოწვეული რეგრესის გამოც­ნობა არათუ კრიზისამდე, არა­მედ კრიზისის დროს და კრიზისის შემდეგაც კი ძნელია (მაგალითად, ეკო­ნომიკურ თეორიაში ცნობილია დიდი ეკონო­მიკური დეპრესიის და სხვა კრი­ზისების არაერთი მი­ზეზი). ბაზარზე არსე­ბო­ბს უამრავი რაოდენობის ეკო­ნო­მი­კური აგენტი, რომელთა საქმიანობა მთავ­რობის მიერ დადგენილი “თა­მაშის წესების” ფარ­გ­ლებში მთლიანად თავისუფალია. მართალია, სა­ბა­ზრო ეკო­ნო­მიკას მართავს სხვადასხვა სახის კა­ნონი, რომელიც მას გარკვეული პერიოდის გან­მავ­ლობაში სტაბილურობას ანიჭებს, მაგრამ, თითო­ეული აგენტ­ის საქმია­ნობა და მათი აგრე­გირებული მოქმედება ყოველთვის არ შეესაბა­მება ეკონო­მი­კური სტაბილი­ზაციის მოთხოვნებს. ქაო­სურობის მრავალი  მაგალ­ი­თის მოყვა­ნაა შესაძ­ლე­­ბელი. მაგრამ, ამავე დროს, ბაზრის ქაოსურობა იძ­ლევა საბაზრო მექა­ნიზმის გა­მო­ყ­ენების შესაძლებლობას. მაშასადამე, სახელმწი­ფოს მიზანი უნდა იყოს არა ქაოსურობის აღმოფ­ხვრა, არამედ მისი უარ­ყოფითი მოქმედების გამოც­ნობა და თავი­დ­ან აცილება ან დამდგარი უარყო­ფი­თი შედეგების რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით დაძლევა.

ბუნებრივი პირობების ცვლი­ლება. არის თუ არა ბუნებრივი პირობების ცვლი­ლების შედეგად (გვალ­ვა, წყალდიდობები, მოუსავლიანობა, ნედლე­ულის მარაგების შემცირება და ა.შ.) გამოწვეული დაქვეი­თება ეკონომიკური რეგრე­სის წყარო? რასაკვირვე­ლია, გარკვეული ზომით არის, ვინაიდან ამ შემთხ­ვევაში, ადგილი აქვს რა ეკონომიკურ ვარდნას, ანუ უარყოფით რაო­დენობრივ ცვლილე­ბებს,

იგი გადადის უარყო­ფით თვისებრივ ცვლილებებში. მაგალითად, იზრ­დება უმუშევრობა და სიღარიბე, რაც აქვეითებს ქვე­ყ­ნის ადამიანისეულ კაპიტალს და იწვევს სოცია­ლურ დაძაბულობას და ა. შ.

არასწორი საგარეო პოლიტიკაპოლიტიკა, რო­მელ­იც მიმართულია მე­ზობელ სახელმწიფოებ­თან, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებთან, კონფრონ­ტაციისაკენ.

გარდა ამისა, ეკონომიკური რეგრესის წყარო შეიძლება იყოს: მოძველებული ტექნო­ლოგიების, წარმოების მეთო­დები და ფორმები; ვალუტის კურსის სწრაფი და დიდი ზო­მ­ით ცვლილება; საბაზრო ინფრასტრუქტურის განუვი­თა­­რებლობა და გაუმარ­თაობა; ფულის დაუსაბუთებელი ემისია; ბიუ­ჯე­­ტის დეფიციტი; დიდი შიგა და საგარეო ვა­­ლი, ჭარბმოსახლეობა  და სხვ.

ეკონომიკური რეგრესის ინდიკატორები

ეკონომიკურ რეგრესს აუცილებლად არ მოჰყვება ეკონომიკის რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესება. პირიქით, ზოგჯერ სწორედ ეკონომიკური დაქვეითების პირობებში მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარება (მაგალითად პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე, ეკონომიკური ციკლების დროს და სხვ). ამდენად,  ეკონომიკური რეგრესის შესაფასებლად გაუარესებულ საბოლოო რაოდენობრივ მაჩვენებლებს (ასეთი მაჩვენებლები გამოიყენება ეკონომიკური ვარდნის, ეკონომიკური დაქვეითების, ეკონომიკური კრიზისის დროს) ვერ გამოვიყენებთ. ეკონომიკური რეგრესის შეფასენის მაჩვენებლები უკავშირდება ეკონომიკური რეგრესის წარმოშობის მიზეზებსა და წყაროებს. ასეთი მაჩვენებლებია:სოციალური და კრიმინოგენული დაძაბულობის გაუარესება, ეკონომიკის სოციალიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციების გაუარესება, კორუფცია, ნეპოტიზმი, ეტატიზმი, ტექნოლოგიების, ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალის გაუარესება, დანახარჯების შემცირება, მეცნიერებაზე, განათლებასა და ინოვაციებზე, ბიზნესში მთავრობის არაეკონომი­კური ჩარევა; კერ­ძო საკუთრე­ბის ხელ­ყოფა; არასწორი აგრა­რული, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პო­ლიტიკა სხვ.

სახელმწიფო, როგორც ეკონომიკის „მესაჭე“

ეკონომიკური რეგრესი შესაძლებელია წარმოიშვას ნებისმიერ, თვით ყველაზე მაღალგანვითარებულ ეკონომიკაშიც კი. ამდენად აუცილებელია ეკონომიკის მუდმივი გაძღოლა. ამისათვი კი  სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ეკონომიკის „მესაჭის“ ფუნქცია,რათათავიდან იქნეს აცილებული ეკო­ნო­მიკური რეგრესი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები.  ეკონომიკური რეგრესის  დეტერმინანტთა თი­­თ­ქმის ყოველდღიური ანალიზის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მეცნიერები და ბიზნესი.

კონსოლიდირებული ეკონომიკის, ანუ განვითა­რ­ე­ბა­ზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის ჩა­მო­ყალიბება და შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია გამართული სამეურნეო სისტემის შექმნაზე, რომელიც ეფუძ­ნება საბაზრო მექანიზმს. ასეთი სამეურნეო სისტემის შესაქმ­ნელად სახელ­მ­წი­ფომ უნდა უზრუნველყოს მეწარმეობის თავისუ­ფლე­ბა, კერძო საკუთრების დო­მი­ნირება და მისი ხელ­შეუხებლობა, ბიზნესის გადაქცევა შემოქმედე­ბი­თი სა­ქმიანობის სფეროდ, ჯანსაღი ფინანსების არ­სებ­ობა, მეცნიერების განვითარება, სახელმწიფო და კერ­ძო სექტორში არსებული სამეცნიერო-ტექნო­ლო­გიური პოტენცია­ლ­­­ის კოორდინირება. სახელმწი­ფოს მარეგულირე­ბ­ელი ინსტრუმენ­ტებიდან უპირა­ტესობა უნდა მიენი­ჭოს ინოვაციურ ინსტრუმენტებს და ა. შ.

საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკური რეგრესის გამოვლინების მიზეზები

ეკონომიკაში რეგრესული პროცესების გამოვლენის მაგალითად, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეიძლება გამოდგეს საქართველოც, სადაც ადგილი ჰქონდა ეკო­ნომიკური რეგ­რ­ე­სის გამოვლენის როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებს [Abesadze... 2011;

Abesadze… 2009; აბესაძე… 2014, ბერულავა...2011; Burduli…  2012; Papava… 2002; . Papava… 2009; Papava… 2005; Papava 2013; ჩიქავა... 2013;  ჭითანავა… 1999; მესხია... 1996; სილაგაძე… 2013; წერეთელი... 2003]. 

ობიექტური მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ: მსოფლიო ისტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობი ტრანსფორმაციის განხორციელება; ძველი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა და ახლის არარსებობა;  ახალ ეკონომიკურ სისტემაზე ერთდროული გადასვლისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან დაკავშირებული სირთულეები; ქვეყნის რთული გეოპოლიტიკური მოწყობა; ცალკეულ შემთხვევებში საერთაშორისო ორგანიზაციების არასაკმარისია კომპეტენტურობა.       

სუბიექტური მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ:

  1. დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გატარება, რის გამოც მძიმე კრიმინოგენული სიტუ­აცია წლობით გაგრძელდა.
  2. ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსუ­რობა და არასისტემურობა.
  3. ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორციელება.
  4. რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა.
  5. გარდამავალი ვალუტის – კუპონის შემო­ღების შემდეგ არასწორი ფუ­ლად-საკრედიტო  (ხორციელდე­ბოდა სრულიად გაუმართლებელი ფუ­ლა­დი და საბი­უჯეტო ემისია, საზღვარგარეთის კრედიტების არადანიშნუ­ლებისამებრ გამო­ყენება) პო­ლი­ტიკის გატარება, რის შედეგადაც მოხდა კუპონის ძლიერი გაუფასურება – ჰიპერინფლაცია.
  6. საქართველოს ეკონომიკაში 1995-1997 წლებში ეკონომიკური რეფორ­მების წარმატებით განხორ­ციელების შემდეგ რეფორმების კვლავ არასწორად წარმართვა, სახელმწიფოს მარეგული­რებელი ფუნქ­ციების არაეფექტიანობა. შედეგად გაიზარდა კო­რუფციის დონე, გაძლიერდა ბიზნესის რეკეტი, წარ­მოიშვა საფინანსო, საბიუჯეტო და ენერგეტი­კული კრიზისი, გამწვავდა კრიმი­ნო­გენული სიტუაცია და ა.შ.
  7. მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარე­ბების არაეფექტიანად გამოყენება, რაც ასევე წითელ ზოლად გასდევს მთელ ტრანსფორმაციულ პე­რიოდს.
  8. მცირე ბიზნესის განვითარებისადმი უყუ­რადღებობა.
  9. წლების განმავლობაში სოფლის პრობლე­მების უგულებელყოფა
  10. ომი რუსეთთან.
  11. პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდო­მები. 
  12. კერძო საკუთრების (რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს) ხელშეუხებ­ლობის პრინციპის ხელყოფა.
  13. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქ­ტობრივად გაუქმება.
  14. შემოსავლების უთანაბრობის ზრდა.
  15. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა იყო ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გზის უგულებელყობა, რომელიც მხოლოდ 2013 წელს იქნა აღიარებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება ამ მიმართულებით               

ლიტერატურა

  1. Abesadze R., 2011, Some theoretical aspects of economic development. Journal “The Caucasus & Globalization”, CA&CC Pressâ, SVEDEN, Volume 3, Issue 4.
  2. Abesadze R., Kakulia E., 2009, The problems of state regulation of small business in Georgia. Journal: “Central Asia and the Caucasus”. No 6(60).
  3. Amarty Sen 1990. Economic Regress: Concepts and Features. THEWorld BANK ECONOMIC REVIEW”, Volume 7, Issue suppl_1,1993; https://academic.oup.com/wber/article-abstract/7/suppl_1/315/1707171
  4. Berend Tibor Ivan 2005. An Economic History of Twentieth-Century Europe. — Cambridge University Press, 2005.
  5. Burduli V., 2012, Ways of development of branch and technological structure of economy in the country in the conditions of globalization. – Tb., “Ekonomisti”,; N3.
  6. Friedman M. 2006. Capitalism and freedom. М.: New publishing house.
  7. Hayek F.1991, Harmful self-confidence. M., “Economics”.
  8. Kornai J., 1990, Deficit, M., “Economics”.
  9. Mises E.L., 1993, Bureucracy. Planned chaos. Anti-capitalist mentality. M.: “Issue”
  10. Payne, Stanley G. 1995. A History of Fascism, 1914-1945. — Routledge, 1995. — ISBN 1-857285-95-6
  11.  Papava G., 2009, Methodology of knowledge of the qualitiies of mixed market economy‘s realities and paralogism, Stockholm, C&ACC
  12. Papava Vl., 2002, Political Economy of the post-communist capitalism and its application for Georgian Economy, Tb., “PDP”.
  13. Papava Vl. 2005, Necroeconomics. Political Economy of Post-Communist Capitalism. New York, Universe.
  14. Papava Vl., 2013, Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. NovaSciencePublisher
  15. Schumpeter J, 1949. Capitalism, socialism and democracy.
  16. ასათიანი რ., 2014, საით მიდის საქართველო? თბ, “სიახლე”;
  17.  ბალცეროვიჩი ლ. 2004. თავისუფლება და განვითარება. თბ., 2004. „სიახლე“, 2005
  18. ბერულავა გ. საქართველოში ბიზნესგარემოს ფორმირების კანონზომიერებები და მისი სრულყოფის პერსპექტივები. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. 4, “თსუ პ. გუგუშვილის ეკონ¬ომიკის ინს¬ტიტუტის გამ-ომცემლობა”, 2011;
  19. მესხია ი., 1996, მურჯიკნელი მ. ეკონომიკური რეფორმები საქართველოში. თბ., “უნივერსიტეტის გამომცემლობა”;
  20. სილაგაძე ა. 2013„პოსტსაბჭოური ეკონომიკის“ განვითარების ზოგადი ასპექტები. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული: “პოსტომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე”. თბ., “თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2013.
  21. ჩიქავა ლ., 2013; დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში. თბ, “უნივერსალი”;
  22. ჭითანავა ნ. 1999. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები (ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება). ნაწილი II. თბილისი, სესპსკი, 1999.
  23. წერეთელი გ. 1992. საქართველო საბაზრო ეკონო¬მიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების გზაზე. “ეკონომიკა”, № 8-9, 1992.