ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ნატალია დავლაშერიძე ∘
ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში პოლ მილგრომი და ელინორ ოსტრომი წყლის რესურსების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტის როლზე რეზიუმე ლურჯი ეკონომიკა ეხება ყველა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოკეანეებთან, ზღვებსა და სანაპიროებთან. წყალი ფაქტობრივად „თხევადი ოქროა“ - ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი დედამიწაზე, რომლის გარეშეც ადამიანები ვერც იცხოვრებენ და ვერც მრავალი სახის ბიზნესს განავითარებენ. ბოლო 40 წლის განმავლობაში გლობალური წყლის მოხმარება ყოველწლიურად 1%-ით გაიზარდა და გაგრძელდება 2050 წლამდე. თუმცა, ზოგიერთი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობა უკვე განიცდის წყლის დეფიციტს და წლების განმავლობაში მისი ზრდაა მოსალოდნელი. ნობელის პრემიის ლაურეატებმა ეკონომიკაში პოლ მილგრომმა და ელინორ ოსტრომმა გაანალიზეს და შემოგვთავაზეს წყლის რესურსების შეფასების და ოპტიმალურად განაწილების მექანიზმები, ასევე მათი გამოყენების ეფექტური ვარიანტები. ამ თეორიულ კვლევებს შეუძლია მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი მოუტანოს საქართველოს, რადგან წყალი ჰაერის შემდეგ ადამიანის სიცოცხლის პირველი მოთხოვნილებაა და სწორედ ამიტომ ითვლება უნიკალურ მინერალად, რომლის რაოდენობითაც საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საკვანძო სიტყვები: ლურჯი ეკონომიკა, აუქციონის თეორია, ბაზრის დიზაინი. |