English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ შოთა ვეშაპიძე სოფიკო კიტაშვილი
საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივა

ანოტაცია. ამ ნაშრომის კვლევის მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს მრავალწლიანი ეკონომიკური ურთიერთობების გამოკვლევა,  საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის  და იმ პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა, რომელიც ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ამ მიზნით, სტატია აანალიზებს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარსულ გამოცდილებას, კანდიდატობიდან დღემდე. ნაჩვენებია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის სტრატეგიული მიზანი - საქართველოს თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების უზრუნველყოფა,  ადამიანის, ოჯახის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობის, ღირსეული სიბერის, ადამიანის ყველა უფლების დაცვა. ნაშრომში გაანალიზებულია ევროკავშირის რიგი პრიორიტეტული მიმართულებები და გრძელვადიანი პერსპექტივები, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიული ასპექტები და საქართველოს ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირირთან ინტეგრირების გასაღრმავებლად. ასევე გაანალიზებულია საქართველოს გამოწვევები სხვადასხხვა სფეროში, როგორიცაა: ინოვაციური განვითარება და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ფუნქციის განვითარება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, დადგენილია ევროკავშირის დადებითი ჩართულობა მიღწეულ წარმატებებში.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღება, ბუნებრივია, პოზიტიურ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება. საქართველოს ეძლევა დადებითი ცვლილებების, რეფორმების გატარების და ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების მყარი და გაზრდილი შესაძლებლობები. ქვეყანა უფრო  მალე მიაღწევს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ტემპის ამაღლებას - კერძოდ, შეამცირებს უმუშევრობას, სიღარიბეს, გაზრდის საშუალო პენსიას, შემცირდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შემცირდება ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვები, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია; საინტეგრაციო ბლოკი ყოველწლიურად გრანტების სახით გასცემს დიდი რაოდენობით თანხებს რეფორმების მხარდასაჭერად. დახმარების მიზანია განვითარდეს ეკონომიკური მდგომარეობა, ამაღლდეს განათლების ხარისხი, დამკვიდრდეს კარგი, მიუკერძოებელი, სამართლიანი, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფ მმართველობა, დაცული იყოს ადამიანთა უფლებები, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს გარემოს დაცვა.

სტატიაში შედარებულია განვითარების ტემპები და ეკონომიკური მაჩვენებლები ევროკავშირის წევრ და არაწევრ განვითარებად ქვეყნებს შორის. გამოვლენილია  ტენდენცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უფრო ნაკლებ დროში და შედარებით მარტივად აღწევს პროგრესს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში.

საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სატრანზიტო ქვეყანაა - ის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ერთგვარი ხიდის ფუნქციას ითავსებს დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. სწორედ ამგვარი მდებარეობა აძლევს ქვეყანას საშუალებას, რომ დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებში. ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის განვითარება, როგორიცაა ,,ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პროგრამა“, ტრანსკავკასიური ნავთობსადენის-,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და ,,ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენები, შავ ზღვაზე ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტები,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს სატრანსპორტო–ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევა, ასევე საერთო სარგებლობის მომტანი იქნება.

საკვანძო სიტყვები:ევროინტეგრაცია, კანდიდატი ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ქვეყნის სტრატეგიული მიზანი. 

შესავალი

ევროკავშირი 27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი საინტეგრაციო ბლოკია, რომელიც სათავეს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან იღებს და რომელსაც საფუძველი ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ ჩაუყარა.  დღეს გაერთიანების კომპეტენცია ვრცელდება მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მოქალაქეთა უფლებებზე და სხვ. წევრი სახელმწიფოები, როგორც ცალკე, ასევე ერთიანად, დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე, აღნიშნულის გამოა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიანად ითვლება მსოფლიოში, კონკურენტუნარიანს ვუწოდებთ ეკონომიკას, რომელსაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპების სტაბილურად შენარჩუნება შეუძლია.

როგორც განვითარებულ ქვეყნებსა და გაერთიანებებს ახასიათებთ, ევროკავშირიც თავისი კონკურნტუნარიანობის ამაღლებას არა ერთ დარგში სპეციალიზაციით, არამედ მრავალი სექტორის განვითარებით ინარჩუნებს. საინტეგრაციო ბლოკს აქვს მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო სექტორი, საკანონმდებლო ბაზა, ძლიერი პოლიტიკა აქვს შემუშავებული შიდა და საერთაშორისო კონკურენციასთან მიმართებითაც, მუდმივად ისწრაფვის სრულყოფისკენ ინოვაციებისა და კვლევის სფეროში და ამასთან, მის პრიორიტეტულ პერსპექტივას წარმოადგენს მდგრადობა; მდგრადი განვითარება საინტეგრაციო ბლოკის უმთავრესი მიზანი მაასტრიხტისა (1992) [Maastricht Treaty 1992] და ამსტერდამის (1996) ხელშეკრულებების მიხედვით გახდა. გარდა მდგრადობისა, ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითად მიზნებად განისაზღვრა: ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, საერთაშორისო ეკოლოგიური თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებაში გარემოს დაცვის პრობლემებს დიდი ყურადღება ეთმობა. აღნიშნულ ხელშეკრულებაშივეა მითითებული, რომ ევროკავშირი მიისწრაფის ეკონომიკის ჰარმონიული, დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისკენ. გარემოს დაცვის მაღალი დონისაკენ. [2]

  მუდმივი სწრაფვა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური გარემოს სრულყოფისკენ, გაერთიანებას მსოფლიო ეკონომიკის ძლიერ მოთამაშედ აქცევს, ეს კი, რა თქმა უნდა, არაერთი ევროპული სახელმწიფოსთვის ძლიერი მოტივატორია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საინტეგრაციო ბლოკის ღიაობა იმ ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომელთაც გაზიარებული აქვთ ევროკავშირის ფასეულობები, ფუნდამენტური პრინციპები და ღირებულებები, მაღალია, თუმცა გზა სავაჭრო პარტნიორობიდან წევრობამდე მარტივი არაა და მთელ რიგ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ მოთხოვნებს მოიცავს.

   საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 1992 წლიდან იწყება, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თანამშრომლობა საქართველოსთვის დახმარების გაწევით შემოიფარგლებოდა, წლების განმავლობაში აღნიშნული ორმხრივი ვალდებულებების აღებით გამოიხატა. 1996 წელს ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში 10 წლით და საწინააღმდეგო პოზიციის არ არსებობის შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდებოდა. ამ შეთანხმებით ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას, ერთდროულად ემუშავათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად, ეს შეთანხმება გულისხმობდა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოს ევროკავშირთან დაახლოებას. 2007 წელს ევროკავშირს რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა და გაჩნდა საზღვაო საზღვარი საქართველო-ევროკავშირს შორის. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირი-საქართველოს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში, აღნიშნულის მიზანია პოლიტიკური კავშირების გამყარება და ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველომ და ევროკავშირმა ასევე ხელი მოაწერეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებას (DCFTA), რომელიც განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან იგი მოიცავს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციურ ამოცანას, აღსანიშნავია, რომ DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება. ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიენიჭათ.

****

საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის უახლოესი ბოლო წლების ისტორიას თუ გადავხედავთ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, ამავე წლის 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განცხადებების შესახებ. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 2023 წელი საქართველომ კანდიდატის სტატუსით დახურა. ამ წლის მდგომარეობით - ქვეყანაში 3.7 მილიონი მოქალაქეა, მთლიანი სამამულო პროდუქტი 30.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 8 210 აშშ დოლარი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 71.7 წელია, საქართველომ მიაღწია შესამჩნევ შედეგებს შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით. საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 15 880 აშშ დოლარს, ხოლო სიღარიბე 2017 წელთან შედარებით შემცირებულია 70.6 %-დან 47.7 %-მდე, შრომითმა ბაზარმაც განიცადა პოზიტიური ცვლილებები და უმუშევრობა 2021 წლის მაჩვენებელთან(20.6%) შედარებით შემცირებულია 16.4 %-მდე 2023 წელს. მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, იმ სტრუქტურულ გამოწვევებს შორის, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, აღსანიშნავია დაბალი პროდუქტიულობისა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემა. მნიშვნელოვანი გამოწვევად უნდა დავასახელოთ დასაქმებულთა დაახლოებით 1/3-ის ჩართულობა სოფლის მეურნეობაში, ასევე, თვითდასაქმებულთა დიდი წილი ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბრკოლებად რჩება, სამუშაო ძალის ნაწილის კომპეტენცია და ხელმისაწვდომობა უნარ-ჩვევების შესაბამისობასთან კი დღესაც აქტუალური საკითხია. მსოფლიოს ბანკის მოხსენებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველო ტურიზმზე დამოკიდებულების გამო, დაცული არაა ეგზოგენური შოკებისგან. ბოლო წლებში ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ინფლაცია ფიქსირდებოდა და ძირითადად 3%-6% -ს შორის მერყეობდა, თუმცა 2020 – 2022 წლებში ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, კერძოდ 5.2%-დან 11.9 %-მდე 2022 წლის ბოლოსთვის, ლოგიკურია, 2020- 2022 წლებში ინფლაციის ზრდა პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდსა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შენელებას დავუკავშიროთ. 2023 წელს, როდესაც მსოფლიომ და დანარჩენ ქვეყნებთან ერთად საქართველომაც თავი დაააღწია პანდემიის გავლენას, ინფლაცია 2.47 % დაფიქსირდა, თუმცა არსებობს მოლოდინი შემდგომ წლებში მისი გაზრდისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. რაც შეეხება უმუშევრობას, 2023 წელს, შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია- დაფიქსირდა 16.4 %, ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი კერძო სექტორშია, სახელმწიფო დიდ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ფორმირებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. საქართველო სულ უფრო მეტად მიმართავს თავის პოლიტიკას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისკენ, საკუთრების უფლებების დაცვასა და თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნაზე, ასევე, ხდება ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და ჯანსაღი საგადასახადო სისტემის ფორმირება. 2023 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა - 7.5 %-ით და შეადგინა 8210.1 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ს ზრდაში ზოგიერთი სექტორის წვლილი დიდია, აღნიშნულს მიეკუთვნება: მშენებლობა, განათლება, პროფესიული სერვისები. საქართველო დიდწილად ეყრდნობა უცხოურ ინვესტიციებს, ეს არის ორმხრივი შანსი, როგორც ინვესტორებისთის, ასევე საქართველოსთვის, ამ ტენდენციას აშკარად ასახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტენდენცია, კერძოდ, 2023 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება გაიზარდა 30 %-ით და 505 მილიონ აშშ. დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება 2023 წლის პირველ 6 თვეში 1 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი იყო, ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 10%-ით მეტია , ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 88%-ით მეტია.[52]  იმისათვის, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი იყოს მიმზიდველი ინვესტორისთის, ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს საინვესტიციო გარემოს უსაფრთხოდ ფორმირება და ინვესტორების უფლებების დაცვა. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი გადაწყვეტს უცხოელ ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის დავები შეიძლება, გადაწყდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გზით, ნაცვლად ადგილობრივი სასამართლოებისა. დავის გადაწყვეტის ეს მექანიზმი იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერი დავის მოგვარება, მოხდება მესამე, მიუკერძოებელი, ნეიტრალური მხარის მიერ. საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მიიჩნია ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოსა და ისეთი კლიმატის შენარჩუნება, სადაც ინვესტორები დარწმუნებულნი არიან თავიანთი თანხების განთავსებაში სხვადასხვა სექტორში, რადგან იციან, რომ სამართლებრივი გარემო უზრუნველყოფს მათ დაცვას.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ბუნებრივია, პოზიტიურ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას მთელი რიგი დადებითი ცვლილებებისა და რეფორმების გასატარებლად, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ევროკავშირისკენ აღებული გეზი რომ სწორი არჩევანია, ამას ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მოწმობს, კანდიდატის სტატუსის პარალელურად, ევროკავშირი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გრძელვადიანი კონფლიქტების აღმოფხვრის პოლიტიკის მხარდამჭერი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზონის მახლობლად, ამასთან საინტეგრაციო ბლოკი საქართველოს მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია, ევროკავშირი მისი პრინციპებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და რეფორმებს, მხარდაჭერა გამოიხატება ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაში სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის  (NDICI) ფარგლებში მოქმედებით. 2021-2024 წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 304 მილიონ ევროს შეადგენს, პრიორიტეტულ სფეროებად განისაზღვრა ეკონომიკა, ინსტიტუტები, ციფრული სფერო და მწვანე გარდაქმნა. [56]

ყურადსაღებია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა, ეს ნაწილობრივ გატარებული ეკონომიკური რეფორმების დამსახურებაა, აღნიშნული რეფორმები მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურის განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უცხოური ინვესტიციებისა და ვაჭრობისათის ქვეყნის ღიაობის შენარჩუნებას, ბიზნეს-გარემოს გამარტივებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანია, აღნიშნოს საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისკენ გადადგული ნაბიჯები. თუმცა, შეუძლებელია იმ გამოწვევების უგულებელყოფა, რომელიც ქვეყნისთვის ჯერ-ჯერობით გადაუჭრელია, მსგავს გამოწვევებს შესაძლოა, მივაკუთვნოთ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, კერძოდ, დარგში არსებული დაბალი ანაზღაურების გამო სულ უფრო მცირდება სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულთა რიცხვი, ეს კი, რა თქმა უნდა, დიდ დარტყმას აყენებს საგანმანათლებლო სექტორს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში ჯერ თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაც ინოვაციური ეკონომიკის აუცილებელი მოთხოვნაა. ეს მკაფიო გამოწვევა სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის ინტერესებში შედის, ქვეყნის მიზანი გამოწვევებზე მყისიერი და სწორი რეაგირებაა, შესაბამისად, საქართველოს ინოვაციური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებად უნდა განისაზღვროს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც მოხდება მეცნიერთა ხელფასების ზრდა, განმტკიცდება სამეცნიერო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ქმედებები იქნება ერთგვარი მოტივატორი მეცნიერებით დაინტერესებისა და მეცნიერთა პროდუქტიულობის ამაღლებისა, ამასთან მნიშვნელოვანია მეცნიერთა გლობალურ სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, რითიც მოხდება ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება და უკვე ნაცადი, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა ქვეყნის სამეცნიერო სფეროში; ამასთან, ინოვაციური პოლიტიკის განსაზღვრისას ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინოვაციების იმპორტის როლი ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლებაში, თუმცა ახალი, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების იმპორტი, თავისთავად დიდ ფულად საახსრებთან ერთად მოითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები, იყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და არ ჰქონდეს ადგილი პოლიტიკურ თუ სოციალურ დაძაბულობას. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ასევე საჭიროებს მცირე და საშუალო საწარმოები, ვინაიდან აღნიშნული სექტორის განვითარება უმუშევრობის შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამ მიმართულებით ევროკავშირის ჩართულობა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება-გაძლიერებაში მაღალია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მეტად ეფექტიანი მასტიმულირებელი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა: იაფი კრედიტები, რისკების დაზღვევა, სახელმწიფო შესყიდვების გაიოლება, საგადასახადო შეღავათები და სხვ. უფრო სწრაფად არის შესაძლებელი დარგის გამოცოცხლება.

საქართველოში არსებული გამოწვევა ინოვაციებსა და კვლევებთან მიმართებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც ვხედავთ, საკმაოდ კომპლექსურია, ის მოითხოვს ინოვაციური სისტემის ხუთრგოლიანი სისტემის ჩამოყალიბებას: მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-სამოქალაქო სააზოგადოება-გარემო, აღნიშნული მოდელში ინოვაციების ღიაობის პრინციპი დაცულია, რაც გულისხმობს ინოვაციურ პროცესებში სამოქალაქო სააზოგადოების ჩართულობასა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას. [1]

მნიშვნელოვანია, გააზრება იმისა, რომ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პროცესი შეხებაშია ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებთან, ცვლის მიზნების მიღწევის ხერხებსა და მეთოდებს, მაგრამ ეკონომიკის განვითარების პრინციპული ამოცანები იგივე რჩება: მდგრადობა, ეკონომიკური ეფექტურობა, კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ეკონომიკის უნარი თვითგანვითარებისა და პროგრესისკენ, უსაფრთხოება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების ეფექტიანობა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სწორ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. [15] ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რომელიც გამოწვევებთან შეჭიდებისა და მათი გადაჭრის ერთ-ერთი წინაპირობაა,  მიზნად ისახავს ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, რომ ქვეყანამ თავისი ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, დახმარება ხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში.

საინტეგრაციო ბლოკი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

ევროკავშირი საქართველოს კონკრეტული მიმართულებებით განვითარებაშიც უჭერს მხარს. მხარდაჭერა საქართველოს ეხმარება გაძლიერებაში, ეკონომიკის მოდერნიზაციაში, კავშირების გამყარებასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში „ავაშენოთ უკეთესად“ პრინციპის ფარგლებში. გარდა 80 000 მცირე და საშუალო მეწარმის მხარდაჭერისა, მომდევნო წლებში ევროკავშირი საქართველოში ინვესტიციებს შემდეგ ფლაგმანურ პროექტებშიც განახორციელებს: - ელექტრო და მონაცემთა კაბელების გაყვანა შავ ზღვაში ; საბორნე კავშირები შავ ზღვაში - აღნიშნული საინვესტიციო გეგმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1.2 მლრდ ევროს შეადგენს. [56]

სამომავლო გეგმებთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ამჟამინდელი საგარეო სავაჭრო პოზიციის მიმოხილვა- საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან ზრდის ტემპით ხასიათდება და ამ ტენდენციას 2023 წლის ჩათლით ინარჩუნებს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 529 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.5%-ით მეტია, ექსპორტი გაზრდილია 9.1 %-ით და შეადგენს 6090,6 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი გაზრდილია 14%-ით და შეადგენს 15 438.45 მლნ აშშ დოლარს, სავაჭრო სალდო კვლავ უარყოფითია - 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი. პროდუქციის მიხედვით ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც მთლიანი ექპორტის 46 %-ს შეადგენს, ძირითადად შემცირდა შემდეგი პროდუქციის ხარჯზე: ფეროშენადნობი(ექპორტის კლება 60%-ით), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (კლება 54%-ით), ძვირფასი ლითონის მადნები(კლება 23%-ით), აზოტოვანი სასუქები(კლება 44%-ით), თხილი და კაკალი(კლება 13%-ით), განსხვავებით აღნიშნულისგან, ადგილობრივ პროდუქციაში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა ოქრო(ზრდა 8.9%), სპირტიანი სასმელები(ზრდა 11.1%), უალკოჰოლო სასმელები(ზრდა 31.4), მინერალური წყალი (ზრდა 18%), ღვინო (ზრდა 9.2 %), ელექტროენერგია (ზრდა 13.2%), გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდის დიდი წილი მოდის რე-ექსპორტზე, ის გაზრდილია შემდეგ პოზიციებზე: სატვირთო ავტომობილები (ზრდა 45%), მსუბუქი ავტომოვილები( ზრდა 135%), სიგარეტები(ზრდა 24%), სამედიცინო ხელსაწყოები (ზრდა 23%), სამკურნალო საშუალებები (ზრდა 16%), გამომთვლელი მანქანები(ზრდა 50%) და მიკროავტობუსები (ზრდა 104%). მთლიანობაში, 2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექპორტო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა - 2 126.6 მლნ აშშ დოლარი-რაც მთლიანი ექპორტის დაახლოებით 35%-ს შეადგენს, მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონტენტრატები - მთლიანი ექპორტის 8%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნაყურალური ღვინოები, რომლის ექპორტიც მთლიან ექპორტში 4.3%-ითაა გაზრდილი, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 15 %-ით და სამრეწველო პოზიციების ექპორტი 7%-ით, რაც შეეხება იმპორტს 2023 წლის უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები (მთელი იმპორტის 20.5 %), ნავთობი და ნავთობპროდუქტები(მთელი იმპორტის 7.6%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები(იმპორტის 3.5 %), გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი 9 %-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის იმპორტი 15 %-ით, იმპორტი საქართველოში ძირითადად შემდეგ სასაქონლო პოზიციებზეა გაზრდილი: ნაღების კარაქი (10%-ით), გაყინული ღორის ხორცი (42%-ით), შაქარი (11%-ით), მეტალოკონსტრუქციები (იმპორტის ზრდა 56 %-ით), მსუბუქი ავტომობილები (85 %-ით), სატელეფონო აპარატები (16%-ით), სამკურნალო საშუალებები (34 %-ით), იმპორტის კლება დაფიქსირდა: ნავთობის აირებზე (3 %-ით) , ფრინველის ხორცსა და გაყინულ სუბპროდუქტებზე (2 %-ით), მხენარეულ ზეთზე (იმპორტის კლება 4 %-ით), ხორბალზე (11%-ით), ხორბლის ფქვილზე (45 %-ით), მანგანუმის მადნებზე (37 %-ით), ძვირფასი ლითონის მადნებზე (40 %-ით), სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე (69 %-ით), ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე (13%-ით).

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ანალიზი, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2023 წელს საქართველოს ბრუნვა საინტეგრაციო ბლოკთან გაიზარდა 15 %-ით და საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 21 % შეადგინა, იმავე პროცენტული მაჩვენებელი, რაც 2022 წელს იყო, ამასთან ექსპორტი შემცირდა 18 %-ით და 704.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა(საქართველოს მთლიანი ექსპორტის 11.6 %), ხოლო იმპორტი გაიზარდა 24%-ით და 3 795.7 მლინ. აშშ დოლარი შეადგინა(საქართველოს მთლიანი იმპორტის 24.6%).

ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი 22%-ით შემცირდა, 576 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და ევროკავშირში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 81.8% დაიკავა (საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.6%). საქართველოს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექპორტი ევროკავშირში შემცირდა 6%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი შემცირდა 21 %-ით, ამასთან ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პოზიციებზე: სპირტიანი სასმელები (ზრდა 27%-ით), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (46 %-ით), მინერალური წყალი (17 %-ით), საბურავები და რეზინის პნევმატური სალტეები (ზრდა 31 %-ით), გამომთვლელი მანქანები (111%-ით ზრდა), აზოტოვანი სასუქები (94 %-ით), ღვინო(0.3 %-ით). ექსპორტი შემცირებულია შემდეგ პოზიციებზე: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (კლება 32 %-ით), ფეროშენადნობი (კლება 75 %-ით), მსუბუქი ავტომობილები(კლება 19%-ით), თხილი (32%-ით); რაც შეეხება იმპორტს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი ევროკავშირიდან გაიზარდა 29%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის იმპორტი გაიზარდა 23 %-ით, ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა შემდეგ პოზიციებზე: კარაქი(73 %-ით), საკვები ინგრედიენტები (31 %-ით), სამედიცინო ხელსაწყოები (46 %-ით), სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები (27 %-ით), სატვირთო ავტომობილები (55 %-ით), სატელეფონო აპარატები (44%-ით), სამკურნალო საშუალებები (21 %-ით), მსუბუქი ავტომობილები (57 %-ით), ევროკავშირიდან იმპორტი შემცირდა შემდეგ პროდუქციაზე : ფრინველის ხორცი (2%-ით კლება ), შაქარი (კლება 52 %-ით), ლაბორატორიული რეაგენტები (კლება 14 %), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (კლება 22 %-ით).[54]

2020 წლიდან ევროკავშირში ევროკომისიის ჩარევით ამოქმედდა ონლაინ პორტალი Access2Markets, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად, აღნიშნულ პორტალზე ევროკავშირის სხვა საგარეო სავაჭრო პარტნიორებთან ერთად ვნახავთ საქართველოსაც, პორტალზე შესაძლებელია ისეთი ინფორმაციების მოძიება, როგორიცაა ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, ტარიფები, ეროვნული გადასახადები, საქონლის წარმოშობის დადგენის წესები, საბაჟო პროცედურები, იმპორტთან დაკავშირებული ფორმალობები და პროდუქტთან მიმართებაში არსებული მოთხოვნები, სავაჭრო ბარიერები და ნაკადები, აღნიშნული პლატფორმა ეხმარება კომპანიებს, იპოვონ ახალი შესაძლებლობები, გამოავლინონ პოტენციური პარტნიოორები და გაერკვნენ პროცედურულ ნაწილში. ნათელია, რომ მიუხედავად კვლავ არსებული უარყოფითი სავაჭრო სალდოსა,  ქვეყნის მთლიან ექპორტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლების ექპორტის წილის ზრდა (იგულისხმება როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ასევე სხვა სავაჭრო პარტნიორები), პოზიტიური ტენდენციაა, ვინაიდან საქართველოს ხელთ არსებული რესურსებიდან გამომდინარე, ცხადია, აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში შედარებითი უპირატესობით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ქვეყნის უნარი, მოახდინოს იმ პროდუქციის ექსპორტი, რომლის წარმოებაშიც შედარებითი უპირატესობა აქვს, დადებითი მოვლენაა და სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საქართველოს იმ მიმართულებით მხარდაჭერაზე, რაც თავად საინტეგრაციო ბლოკისთვისას პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი საქართველოში მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებების მოგვარების მცდელობებს; EU4Climate პროექტისა და მრავალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის დაფინანსებით, ევროკავშირი ცდილობს ქვეყანას დაეხმაროს სათბურის გაზების ემისიის შემცირებაში. ის ასევე მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების განვითარებასა და წყლის რესურსების დაცვაში წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის სრულყოფით, ამასთან წყლის ხარისხის მონიტორინგისთის აღწურვილობის უზრუნველყოფით. ევროკავშირი ასევე ეხმარება საქართველოს ნარჩენების გაუმჯობესებულ მართვაში, კვების მდგრად სისტემაზე გადასვლაში, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ევროკავშირის აქტიურობა გამოიხატება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის( ENPARD) ფარგლებში საქართველოს მუშაობის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანა სოფლად სიღარიბის შემცირებაა. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

       ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს: 

  1. სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;
  2.             სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
  3. სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით. 2013-2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსთვის ENPARD-ის ფარგლებში გამოიყო შეადგენს 234.5 მილიონ ევროს[53].

პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერასთან ერთად ევროკავშირის ინტერესებში შედის პარტნიორ და მით უფრო კანდიდატ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს მიუკერძოებლობა და გენდერული თანასწორობა. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა პრაქტიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პოზიტიურ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჯანსაღი სამართლებრივი გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, ორივე სფეროში მაინც რჩება გამოწვევები, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ჯანსაღი საკანონმდებლო გარემოს ფორმირებას განსაკუთრების საარჩევნო პროცესისას, აუცილებელია, პროცესი იყოს გამჭირვალე. ამ მიმართულებით საქართველო 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის - ,, პროგრესის სახლი“ - ის მიერ შემოთავაზებულ კვლევაში, რომელიც მომზადდა პროექტ ,, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად“ - ის ფარგლებში (პროქტი დაფინანსებულია NDO(National Endowment for Democracy) - ის მიერ) - გაანალიზებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ინსტიტუტების სტაბილური პროგრესი  საინტეგრაციო ბლოკის წევრობის პირველივე წლებიდან დღემდე და პარალელი გავლებულია საქართველოსთან. 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა ესტონეთი, ლატვია, კვიპროსი, მალტა, ლიეტუვა, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი და უნგრეთი- 2004-2021 წლების პერიოდში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზით, ვლინდება, რომ გაერთიანების წევრობიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა ძალიან მალე მიაღწიეს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ტემპის ამაღლებას - კერძოდ, შეამცირეს უმუშევრობა, სიღარიბე, გაიზარდა საშუალო პენსია, შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შემცირდა ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვები, გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი; მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღინიშნა საქართველოს პროგრესული ნაბიჯები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მიმართებაში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების იმავე ასპექტები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებს, კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მთლიანი სამამულო პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში შეადგენს 37 433.3 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც საქართველოს 2022 წლის მაჩვენებელი 6731.2 აშშ დოლარს შეადგენს; რაც შეეხება უმუშევრობას, 2023 წლის მონაცემებით უმუშევრობა ევროკავშირში აღწევს 6%-ს, მაშინ როდესაც საქართველოს იმავე წლის ანალოგიური მაჩვენებელი 16.4 %-ია; აღსანიშნავია 2020 წლის მონაცემები იმ ახალგაზრდების წილთან დაკავშირებით, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ - გამოიკვეთა, რომ საქართველოში ორჯერ მაღალია, ევროკავშირის იმავე მაჩვენებელთან შედარებით; ამავე, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური პენსია ევროკავშირის ქვეყნებში (1201 ევრო) დაახლოებით 18-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს (64 ევრო). გარდა ამისა, ევროსტატის 2018 წლისა და საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, საგანმანათლებლო სფეროში ევროკავშირში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 11-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, ხოლო ჯანდაცვაში დასაქმებულთა შემოსავალი 9-ჯერ აღემატება, იმავე მაჩვენებელს საქართველოში. უშუალოდ იმ სახელმწიფოებთან თუ გავავლებთ პარალელს, რომლებიც ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდნენ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად 2004 წელს საქართველოსა და აღნიშნული ქვეყნების დაახლოებით ერთნაირი ეკონომიკური პოზიციებისა, ევროკავშირის წევრობამ ზემოთ აღნიშნულ 10 ქვეყანაზე დადებითი გავლენა მოახდინა, კერძოდ, უმუშევრობის მაჩვენებელი აღნიშნულ ქვეყნებში 2021 წლის მონაცემებით განახევრებულია მაშინ, როდესაც საქართველოში ამავე პერიოდის მონაცემებით მხოლოდ 3 %-ითაა შემცირებული; 2014-2020 წლებში 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყანაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსია ევროში საშუალოდ 20 %- მდეა გაზრდილი, საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 34%-ია ლარში, თუმცა ევროში დაანგარიშებით საშუალო პენსიის ზრდა არ ფიქსირდება; კეთილდღეობაზე საუბრისას, აუცილებელია, აღვნიშნოთ შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯები დასვენებასა და კულტურაზე, ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 10 სახელმწიფოში დასვენებასა და კულტურაზე 2021 წელს შინამეურნეობები საშუალოდ თვიური შემოსავლის 8%-ს ხარჯავდნენ, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 %-ია. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაა, გამონაბოლქვთან დაკავშირებით იკვეთება ტენდენცია, რომ მიუხედავად 2004 წელს ევროკავშირის გაფართოების 10 ქვეყანაში არსებული CO2-ის ემისიის 2-ჯერ მაღალი მაჩვენებლისა, ვიდრე ეს საქართველოში იყო, წევრობის შემდეგ, 2019 წლისთვის ქვეყნებმა შეძლეს აღნიშნული მაჩვენებლის 65%-ით შემცირება, როდესაც საქართველოში ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8%-ითაა შემცირებული, უთანაბრობა იკვეთება ჰაერის დაბინძურებისა და ჰაერის დაბინძურების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობებს შორისაც, საქართველოში აღნიშნული მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყანას თუ ცალკე აღებულ 2004 წლის გაფართოების 10 სახელმწიფოს შორის. [57] ამასთან, 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით (GCI) თუ ვიხელმძღვანელებთ, ნათელია, რომ 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყანას შორის ბოლო, 47-ე ადგილს უნგრეთი იკავებს, მაშინ როდესაც საქართველო 74-ე ადგილზეა. [55]

აღნიშნული განვითარების ტემპებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება ევროკავშირის წევრ და არაწევრ განვითარებად ქვეყნებს შორის გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ტენდენცია, რომ საინტეგრაციო ბლოკის წევრი ქვეყანა უფრო ნაკლებ დროში და შედარებით მარტივად აღწევს პროგრესს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში. დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ სამომავლო გაწევრიანებაზე; აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეხეთის, ესტონეთის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, მალტის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის მაგალითიდან გამომდინარე, ევროკავშირში გაწევრიანებას კანდიდატის სტატუსის მიღებიდან საშუალოდ 6 წელი დასჭირდა; ამასთან, ყველაზე დიდი დრო გაწევრიანების მოლაპარაკებებს სჭირდება და ის ეხება თითქმის ყველა ასპექტს, როგორიცაა: ფუნდამენტური საკითხები; ადგილობრივი ბაზარი; კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები; რესურსები, სოფლის მეურნეობა და კოოპერაცია; საგარეო ურთიერთობები.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანდიდატი ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტსა და ევროკავშირის საშუალო მთლიან სამამულო პროდუქტს შორის განსხვავება მცირდება, იზრდება კავშირები საინტეგრაციო ბლოკთან, ეს გამოიხატება სავაჭრო ურთიერთობებითაც, მაგალითად, ბულგარეთის შემთხვევაში 2000-2006 წლებში, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ჰქონდა, ქვეყნის ექსპორტი ევროკავშირში საკმაოდ გაიზარდა და წლიური ზრდის ტემპის 23 % შეადგინა, ასევე გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დაახლოებით 8-ჯერ, 2000-2006 წლებში გაუმჯობესდა ბულგარეთის საკრედიტო რეიტინგი(S&p). აღნიშნული ტენდენცია, ერთი მხრივ, გამომდინარეობს იქიდან, რომ კანდიდატი ქვეყანა ატარებს რეფორმებს, რომელიც ჩვეულებისამებრ კანდიდატი ქვეყნის მოვალეობას წარმოადგენს, რათა მოიპოვოს უფლება, გახდეს საინტეგრაციო ბლოკის წევრი სახელმწიფო და აღნიშნული რეფორმების გატარება, ბუნებრივია, აუმჯობებსებს ქვეყნის მდგომარეობას და უკეთეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კლიმატს ქმნის, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს გაძლიერებასა და ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებაში სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, რაც ასევე კანდიდატი ქვეყნის გაძლიერებაში გამოიხატება; ევროკავშირში  გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთისთვის გამოყოფილი სახსრები იყოფა შემდეგნაირად: გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი - 14 მილიარდი ევრო (კანონის უზენაესობა - 15%, კარგი მმართველობა - 17 %, მწვანე დღის წესრიგი - 42%, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა - 22 %, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - 4 %), ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის - 9 მილიარდი ევრო (ტრასპორტი, ენერგეტიკა, მწვანე და ციფრული გარდაქმნა), ქვეყნების მიხედვით, ბოსნია და ჰერცოგოვინაში ჩაიდო ინვესტიციები სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მეტალურგიასა და ხე-ტყის მრეწველობაში, ჯამური ღირებულებით 30 მილიონი ევრო, ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა განახოციელა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვაში ( 25 მილიონ ევრომდე) და ამასთან დაეხმარა სახელმწიფოს სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში(6.5 მილიონი ევრო), რითაც გამტარუნარიანობა გაიზარდა 30 %-ით, დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო მოდერნიზდა       (400 მილიონ ევრომდე), ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა(51 მილიონი ევრო), აღნიშნული პროექტის შედეგად სოფლები დაუკავშირდა ცენტრალურ მაგისტრალებს , რამაც ხელი შეუწყო ტურიზმს და სოფლის მეურნეობის დარგს, რადგან გზა გაიხსნა გასაღების ბაზრებისკენ. [56]

ევროკავშირი საქართველოსთვისთვისაც მნიშვნელოვან მხარდამჭერს წარმოადგენს, მასწავლებლების დამეგობრების პროგრამა ,, eTwinning Plus” ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლების ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, პროგრამა საშუალებას იძლევა, მასწავლებლები ევროპის მასშტაბით ყველაზე საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთონ, საქართველოში პროგრამის ფარგლებში ონლაინ პლატფორმის დამკვიდრება მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი პედაგოგების დამეგობრებას, აქტიურ კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას, პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო. ევროკავშირის შემდეგი პროგრამა, რომელიც ასევე საქართველოშიც ვრცელდება არის ,,ჰორიზონტი ევროპა“, რომელიც კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, ბიუჯეტით - 95.5 მილიარდი ევრო, თანხა 7 წლის განმავლობაში (2021-2027 წწ.) გრანტების სახით გაიცემა.2021 წლის 7 დეკემბერს ევროკომისარმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ,, ჰორიზონტი ევროპა“-სთან ასოცირების სტატუსს ანიჭებს, შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, ევროპული კვლევითი სივრცის პრინციპების დანერგვასა და დაცვაზე. ქართველ ნოვატორებს, მკვლევრებსა და ქართულ კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან თანაბარი სტატუსით მიიღონ. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით - ,,ERASMUS +”, პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება , ტრენინგების კულტურის დამკვიდრება და ახალგაზრდებთან მუშაობა, 2021-2027 წლის ბიუჯეტი შეადგენს 26 მილიარდ ევროს.,,შემოქმედებითი ევროპა“ ასევე ევროკავშირის ის პროგრამაა, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, ის შეიქმნა ევროპული კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდასაჭერად, მიზნად ისახავს ხელოვანთა როლის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას, 2021-2027 წლებზე გათვლილი ბიუჯეტი შეადგენს 1,85 მილიარდ ევროს, პროგრამა მხარს უჭერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოშიც. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო კუთხითაც, მაგალითად, EU4BUSINESS, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში-პროექტი 2018 წელს ამოქმედდა და 2039 წლამდე გრძელდება. ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის- 2009 წელს ამოქმედებული პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას დამატებითი დაფინანსების მდგრადი უზრუნველყოფით, ეს გამოიხატება მიკრო და მცირე საწარმოებისა და კერძო მეურნეობების მხარდაჭერით. საინტეგრაციო ბლოკს წვლილი შეაქვს ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაში, სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორის მხარდაჭერაში, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის მე-4 ფაზის (2021-2025 წწ.) მიზანს წარმოადგენს; დღემდე გრძელდება ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გარემოს პროექტების მომსახურების ოფისის( UNOPS) საერთო პროგრამა - საქართველოში COVID19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით. საქართველოში ხორციელდება ასევე ,, ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზის“ და ,,ევროკავშირის წყლის ინიციატივა +“, რომლის ფარგლებშიც ხდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზის სისტემის მოდერნიზება, პროექტის მიზანს ძირითადად წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა წარმოადგენს; ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, ევროპული სკოლების დანერგვაზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირებაზე (EU4DIGITAL) და სხვ. [ Projects – EU for Georgia]

როგორც ჩანს, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია; საინტეგრაციო ბლოკი ყოველწლიურად გრანტების სახით გასცემს 120 მილიონ ევროს რეფორმების მხარდასაჭერად, დახმარება გამომდინარეობს მიზნიდან - განვითარდეს ეკონომიკური მდგომარეობა, ამაღლდეს განათლების ხარისხი, ადგილი ჰქონდეს კარგ, მიუკერძოებელ, სამართლიან, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფ მმართველობასთან, დაცული იყოს ადამიანთა უფლებები, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს გარემოს დაცვა. ევროკავშირის მხრიდან დახმარება გამოიხატება როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარებით, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებითა და სამოქალაქო საზოგადოებისათის გამოყოფილი გრანტების სახით.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას, გარდა ზემოთ მოყვანილი ფინანსური დახმარებებისა და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სხვა მეტად მნიშვნელოვანი და პოლიტიკურ-კულტურული დატვირთვაც გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სატრანზიტო ქვეყანაა - ის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ერთგვარი ხიდის ფუნქციას ითავსებს დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. სწორედ ამგვარი მდებარეობა აძლევს ჩვენს ქვეყანას საშუალებას, რომ დაიკავოს დიდი ადგილი მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებში. ამ მიმართულებით რომ ხდება ქვეყნის პოტენციალის განვითარება, მოწმობს ,,ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პროგრამა“, ტრანსკავკასიური ნავთობსადენის-,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და ,,ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენები, შავ ზღვაზე ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტები,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს სატრანსპორტო–ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევა, ასევე საერთო სარგებლობის მომტანი იქნება.

 როგორც უკვე ვნახეთ, ევროკავშირს ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებიც აქვს საქართველოში და ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროკავშირის ინტერესის სფეროცაა, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გამყარება დიდწილად დამოკიდებულიცაა იმაზე, თუ როგორ შეძლებს საქართველო, გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგანაც ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები მას სასურველი რეალობის წინაშე დააყენებს - დაჩქარდება ქვეყნის ტრანსპორტის ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.

დასკვნა

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარებისა და სანდოობის წყაროდ შეიძლება, ჩაითვალოს. საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებით მიზნით. 1992 წლიდან საქართველო ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპზეა და გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სტაბილურობისკენ მიიწევს,  რასაც მოჰყვა  მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი, როგორც შედეგი.   ევროპულ სივრცეში ინტეგრირების გაღრმავება, მკაფიო და მტკიცეა.

2020 წლიდან ევროკავშირში ევროკომისიის ჩარევით ამოქმედდა ონლაინ პორტალის Access2Markets, ამოქმედების შედეგად ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად,ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საქართველოს იმ მიმართულებით მხარდაჭერაზე, რაც თავად საინტეგრაციო ბლოკისთვისას პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი საქართველოში მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებების მოგვარების მცდელობებს; პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერასთან ერთად ევროკავშირის ინტერესებში შედის პარტნიორ და მით უფრო კანდიდატ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს მიუკერძოებლობა და გენდერული თანასწორობა. აღნიშნული განვითარების ტემპებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება ევროკავშირის წევრ და არაწევრ განვითარებად ქვეყნებს შორის გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ტენდენცია, რომ საინტეგრაციო ბლოკის წევრი ქვეყანა უფრო ნაკლებ დროში და შედარებით მარტივად აღწევს პროგრესს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში;

წევრი ქვეყნების წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანდიდატი ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტსა და ევროკავშირის საშუალო მთლიან სამამულო პროდუქტს შორის განსხვავება მცირდება, იზრდება კავშირები საინტეგრაციო ბლოკთან, ეს გამოიხატება სავაჭრო ურთიერთობებითაც,

როგორც ჩანს, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია; საინტეგრაციო ბლოკი ყოველწლიურად გრანტების სახით გასცემს 120 მილიონ ევროს რეფორმების მხარდასაჭერად, დახმარება გამომდინარეობს მიზნიდან - განვითარდეს ეკონომიკური მდგომარეობა, ამაღლდეს განათლების ხარისხი, ადგილი ჰქონდეს კარგ, მიუკერძოებელ, სამართლიან, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფ მმართველობასთან, დაცული იყოს ადამიანთა უფლებები, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს გარემოს დაცვა. ევროკავშირის მხრიდან დახმარება გამოიხატება როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარებით, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებითა და სამოქალაქო საზოგადოებისათის გამოყოფილი გრანტების სახით.

საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სატრანზიტო ქვეყანაა - ის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ერთგვარი ხიდის ფუნქციას ითავსებს დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. სწორედ ამგვარი მდებარეობა აძლევს ჩვენს ქვეყანას საშუალებას, რომ დაიკავოს დიდი ადგილი მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებში. ამ მიმართულებით რომ ხდება ქვეყნის პოტენციალის განვითარება, მოწმობს ,,ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პროგრამა“, ტრანსკავკასიური ნავთობსადენის-,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და ,,ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენები.

 ევროკავშირის გაფართოების ქვეყნების ანალიზითა და, ზოგადად, ევროკავშირის ფასეულობების, ღირებულებების, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოცემულობების გაანალიზებით, ამასთან საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის მიმოხილვით, ნათელია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია დადებითი შედეგების მომტანია. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას ევროპასთან დაახლოება წარმოადგენს, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თავად საინტეგრაციო ბლოკის ინტერესიცაა. სამართლიანია, აღვნიშნოთ, რომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები, ვიზალიბერალიზაცია და ახლა უკვე ახალი მოცემულობა - კანდიდატის სტატუსი, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯებია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა დიდია ვალდებულებებიც და გამოწვევებიც; მნიშვნელოვანია, დროის, რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ევროკავშირთან ინტეგრირების გაღრმავება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საუკეთესო ალტერნატივაა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Abesadze, R. (2022). The main directions of the Innovation Development Strategy of the Georgian Economy. Ekonomisti (2). 22-30. (In Georgian) 

2. Abesadze, R., Bibilashvili, N. (2021). Economic problems of environmental protection. Ekonomisti (1). 25-33. (In Georgian) 

3. Abuselidze, G. (2019). European integration of Georgia and finan¬cial-economic condition: achievements and challenges. European Journal of Sustainable Development, 8(1), 53-53.

4. Abuselidze, G. (2021). Competitiveness analysis of the georgian trans¬port and logistics system in the black sea region: challenges and perspec¬tives. In Computational Science and Its Applications–ICCSA 2021: 21st Inter¬national Conference, Cagliari, Italy, September 13–16, 2021, Proceedings, Part IV 21 (pp. 133-148). Springer International Publishing.

5. Bedianashvili G. (2021). Macroeconomic and cultural determinants of the covid-19 pandemic crisis. Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 15(2):191-197.

6. Bedianashvili, G., & Kokhreidze, G. (2023). Public debt and foreign direct investment in small countries in the context of economic growth. Sociālo Zinātņu Vēstnesis, (1), 7-28.

7. Danelia I. (2021). Impact of COVID-19 on Container Shipping Industry Case of Georgia. DOI:10.13140/RG.2.2.27147.00807 Conference: Container Transporta¬tion in Georgia: market, claims and freight issues. https://www.research-gate.net/publication/354316469_Impact_of_COVID–19_on_Container_Shipping_Industry_Case_of_Georgia

8. Danelia I. (2021). Intercontinental Transportation of Containerized Cargo and The Middle Corridor. DOI: 10.13140/RG.2.2.25469.28640. Con¬ference: “Increasing the competitiveness of international rail transport in the framework of TRACECA”. https://www.researchgate.net/publica-tion/354319821_Intercontinental_Transportation_of_Containerized_Car¬go_and_The_Middle_Corridor

9. Gaganidze G. (2018). Foreign Trade of Georgia, Moldova and the Ukraine with the European Union after Signing the Association Agreement. Ecofo¬rum Journal, Volume 7, Issue 1(14). (In Georgian).

10. Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016). European Values: What Can We Implement from Them and How Can We Implement Them in Georgia. Glo¬balization & Business. (1). 40-46. (In Georgian).

11. Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016). Values: Limits and Contradic¬tions. Globalization & Business, (1). 35-39. (In Georgian).

12. Jamagidze, L. (2019). Institution Importation in Georgia-EU Trade Relations. Journal “Ekonomika da Biznesi, (3), 199-216.

13. Jamagidze, L. (2022). Georgia-Romania Economic Cooperation and the New Regional Challenges. EURINT, 9(1), 133-150.

14. Karchava, L., Veshapidze S., & Ciabrishvili, K. (2023). Economic Perspective Of Establishing Strategic Partnership Between China And Georgia. DOI suffix: 10.36962/NEC18032023-7. The New Economist N 3 (2023), Vol 18, Issue 3 (In Georgian).

15.Lazarashvili, T. (2023). The Role of Innovative Security in the State’s National Security System. 235-241. (In Georgian).  https://doi.org/10.55896/978-9941-8-5764-5/2023-234-241  5

16. Papava V. (2016). Georgia’s choice: the European Union or the Eurasian Economic Union. GFSIS, Expert Opinion, 57, https://gfsis.org.ge/files/li¬brary/opinion-papers/57-expert-opinion-eng.pdf.

17. Papava V. (2018). Assessment of Economic Growth in the Post-Commu¬nist Members of the European Union and the Eastern Partnership States (May 23, 2018). GFSIS Expert Opinion 101.

18. Papava V. (2018). The economics in crisis and the main directions for transformation of economic science. Transformations, 3-4(98-99): 90-108.

19. Papava, V. (2020). Becoming European: Challenges for Georgia in the Twenty-First Century. iUniverse. Bloomington.

20. Papava, V. (2020). Georgia’s European Way During the Period of Pan¬demic Deglobalization. Rondeli Blog, August 6, https://gfsis.org.ge/blog/view/1091.

21. Papava, V. (2022). On Sanctionomics. Eurasia Review, March 14. Available at: https://www.eurasiareview.com/14032022-on-sanctionomics-oped.

22. Papava, V. (2022). Cold War vs. Hot War in 2022. Eurasia Review, Febru¬ary 28. Available at: https://www.eurasiareview.com/28022022-cold-war-vs-hot-war-in-2022-oped

23. Putkaradze R. (2015). Historical Aspects of Trade and Economic Relations between Georgia and the European Union. ZeszytyNaukowe UNIWER¬SYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: Adminis¬tracjaiZarządzanie. Scientific Journal, Nr 107. pp. 97-105

24. Putkaradze R. (2018). TRADE RELATIONS BETWEEN GEORGIA AND THE EUROPEAN UNION AFTER SIGNING THE ASSOCIATION AGREEMENT. South East European University. 2nd International Scientific Conference on Business and Economics. May 25. conf.seeu.edu.mk. CONFERENCE PRO¬CEEDINGS. Tetovo, Republic of Macedonia. p. 183-188.

25.Putkaradze R. (2019). Georgia in the European Union’s Eastern Partner¬ship Countries: Historical Aspects and Challenges. Journal, Ecoforum Jour¬nal. Volume 8, Issue 1(18).

26. Sichinava, A., Chikava, M., Veshapidze, S., Sekhniashvili, D., & Pailodze, N. (2013). Realities of internationalization of higher education in Georgia.

27. Silagadze A. (2018). Gini Index–Wealth Distribution in the Post-Soviet Countries. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENC¬ES, vol. 12, no.3.

28. Silagadze A. (2022). Economics Contemporary Global Economic Trends: Transitional Economies during Covid-Depression. BULLETIN OF THE GEOR¬GIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, vol. 16, no. 3, p. 130–135.

29. Silagadze A., Atanelishvili T., & Silagadze N. (2022). Covid depression and search for a new paradigm. Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 16(1): 121-125.

30. Silagadze, A., Zubiashvili, T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS).

31. Shengelia, T. (2019). Research methodology and the impact of social en¬trepreneurship on the solution of social problems in Georgia.

32. Shengelia, T., Berishvili, K., & Jganjgava, K. (2022). IMPROVING THE METHODOLOGY OF MEASURING SOCIAL CAPITAL IN INTERNATIONAL COMPANIES. Sciences of Europe, (97), 15-18.

33. Veshapidze, S. (2017). THE TRADITIONS ORIENTATED ON EUROPEAN VALUES IN GEORGIA. Sciences of Europe, (13-4), 14-18.

34. Veshapidze, S. (2023). Modern priorities of ensuring foreign economic security of Georgia. EKONOMISTI 19 (3), 85-99 (In Georgian).

35. Veshapidze, S., Babuadze, N., & Beridze, T. (2015). EUROPEAN VALUES AND CHOICE OF GEORGIA (HUMAN DIGNITY, LAWFUL SOVEREIGNTY, DEMOCRACY AND WELLBEING). In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in (p. 79).

36. Veshapidze, S., & Karchava, L. (2022). Contradictions of Globalization under the COVID-19 Pandemic. Bull. Georg. Natl. Acad. Sci16(4), 152-157.

37. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022). On State Intervention in the Econ¬omy through the Budget in Georgia. WORLD ECONOMY AND INTERNATION¬AL ECONOMIC RELATIONS. - International Scientific Collection - Vol. 5. Kyiv – CUL. https://doi.org/10.5281/zenodo.5807500.

38. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022). Value Choices of the Community in the Context of the COVID-19 Pandemic. DOI: https://doi.org/10.5281/zenodo.6373197

39. Veshapidze, S., & Mchedlishvili, Z. (2021). Ilia Chavchavadze about competition. World economy and international economic relations, Vol. 4. Pp. 91-95.

40. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2021). Institutional Evolution of Higher Education in Georgia. The New Economist, 16(2), 1–1. DOI: https://doi.org/10.36962/NEC6102202133 (In Georgian).

41. Veshapidze, S., Zubiashvili, T., & Chiabrishvili, K. (2021). Globalization and New Opportunities for Georgia. Globalization and Business. 12, 32-36. https://doi.org/10.35945/gb.2021.12.003

42. Veshapidze, S., Otinashvili, R., Gvarutsidze, A., Abuselidze, G., Zoidze G. (2022). “Modern technologies to overcome the challenges of globaliza¬tion”. Entrepreneurship. Volume: 10, Number: 2.https://www.ceeol.com/search/article-detail?id=1074987

43. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022). Value choices of the community in the context of the covid-19 pandemic (საზოგადოების ღირებულებითი არჩევანი კოვიდ-19 პანდემიის პირობებში) URI: http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/1405 (In Georgian).

44. Veshapidze, S., Bakhtadze, L., Putkaradze, R., Kharitonashvili, J., Danelia, I., Lominashvili, M., & Chantladze, N. (2024). Modern international economic relations of Georgia. (In Georgian).

45. Zubiashvili T. Contemporary Migratory Situation in Georgia. Refereed International Journal of Multidisciplinary Thought (IJMT), Volume 5, No 4. 2015, USA. pp. 25-32. http://universitypublications.net/ijmt/0504/pdf/B5R172.pdf

46. Zubiashvili, T., Veshapidze, Sh. Labor Emigration and Employment in Georgia. (Co-authorship). Humanities and Social Sciences Review, Volume 09, Number 01, 2019,USA.pp.127-136. http://www.universitypublications.net/hssr/0901/html/E9X94.xml

47. Zoidze, G. (2021). Importance of Euro-Atlantic Integration: Democracy, Security and Economic Development. Three Seas Economic Journal, 2(3), 1-7.

48. Zoidze, G., Abuselidze, G., & Veshapidze, S. (2023). Economic Vulnerability of Small Powers. Journal of Geography, Politics and Society13(3), 1-12.

49. Zoidze, G., & Tkhilaishvili, G. (2021). Prospects of intermodal trans¬portation and logistics channels development for Georgia. In Proceedings of 25th International Scientific Conference. Transport Means.

50.Zoidze, G., & Veshapidze, S. (2022). The Modern Economy and Values. Cambridge Scholars Publishing. P. 125.

51. Adult learning initiatives. An official website of the European Union. Adult learning initiatives - European Education Area (europa.eu)

52.       Abashmadze, R., Muradian, E. (2024). Georgia in 2023. Report on the Country’s Economy. Georgia in 2023: Report on the Country’s Economy - PB Services Georgia 

53.  Agriculture and rural development are important priority areas for EU in Georgia. These are supported through ENPARD. EU IN GEORGIA. ENPARD - EU for Georgia (eu4georgia.eu) 

54. Georgia’s foreign trade in 2023. Ministry of Economic and Sustainable Development. ftt_2023.pdf (economy.ge). (In Georgian).

55. . Global competitiveness report 2019. World Economic Forum. WEF_TheGlobalCompetitivenessReport2019.pdf (weforum.org)  

56. Waiting for the EU candidate country status. Tbc capital. www.tbccapital.ge. (In Georgian)