English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლია დვალიშვილი
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

რეზიუმე

ცხოვრების  მაღალი  ხარისხი  დამოკიდებულია  ჰაერის  მაღალ  ხარისხზე.  ატმოსფერული  ჰაერის  დამაბინძურებელი  ემისიების  ზრდა  პირდაპირ  კავშირშია  ჰაერის  ხარისხის  გაუარესებასთან, რის  შედეგადაც   მაღალია სიკვდილიანობით  გამოწვეული   ზარალისა  და   ცხოვრების  ხარისხით  გაუარესებით  მიყენებული  ზიანის  ამსახველი    მონაცემები.

ჰაერის  დაბინძურება  საფრთხეს  წარმოადგენს  მდგრადი  განვითარებისთვის,  რადგან  იგი  ერთდროულად  გავლენას  ახდენს  სხვადასხვა  სოციალურ,  ეკოლოგიურ  და  ეკონომიკურ  კრიტერიუმებზე.

საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე სამყარო, განვითარებისა და ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე  დგას.  ქვეყნის  მასშტაბით ჰაერის  დაბინძურებით   გამოწვეული  საფრთხეების  უმთავრესი   მიზეზი  არის  გამონაბოლქვი.    

პრობლემის     მართვა    მოითხოვს  გარემოს  დაცვის  მართვის  საუკეთესო  უნარებს. საერთაშორისო  ორგანიზაციების  და  ეროვნული  მთავრობის  მიერ  განხორციელებული  პოლიტიკა,  რეფორმები  და მდგრადი  ინიციატივები  წარმოადგენს ქვაკუთხედს, ქვეყანა გახდეს უკეთესი, სუფთა, მწვანე.