English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნიკოლოზ ოსტაპენკო
შემოსავლების უთანაბრობა და შინამეურნეობების მოხმარება[1]

ანოტაცია. ნაშრომი ხაზს უსვამს ხშირად უგულველყოფილ, შინამეურნეობების სტრუქტურულ ანალიზს სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკის ეფექტურობაში. იგი შეეხება შინამეურნეობების ურთიერთქმედების კომპლექსურობას და მათ გავლენას პოლიტიკის გადაცემის მექანიზმებზე, განსაკუთრებით შემოსავლების გადანაწილების კონტექსტში. შემოსავლის დონეზე მოხმარების ელასტიურობის განსხვავებების შესწავლით, ის ნათელს ჰფენს შინამეურნეობების ქცევის დინამიკას და მათ გავლენას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე. გარდა ამისა, იგი იკვლევს საპროცენტო განაკვეთების და შემოსავლის ცვლილების ცვალებად ეფექტს შინამეურნეობების ქცევაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკის ფორმულირებაში სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების კუთხით.

საკვანძო სიტყვები: პერმანენტული შემოსავალი, მოხმარებისადმი ელასტიკურობა, მოხმარების დროთაშორისი ურთიერთშენაცვლება, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მოხმარების ფუნქცია. 

შესავალი

თანამედროვე პირობებში, ეკონომიკის სტრუქტურული ანალიზის გარეშე, სახელმწიფოს მიერ ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება ეკონომიკის სტიმულირებისათვის, კვლავაც აქტუალურია. სახელმწიფოს პოლიტიკა ხშირად განზოგადებულ მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელიც საშუალო ეკონომიკური აგენტის ქცევაზე ზემოქმედებაზე არის დაფუძნებული. სტიმულირების ან/და შეკავების პოლიტიკა, დაფუძნებულია მულტიპლიკატორული გადაცემის მექანიზმით ეკონომიკის სხვადასხვა ელემენტებზე  გავლენის მოხდენის გზით, საერთო ეკონომიკური აქტივობის განახლებაზე. საშუალო აგენტის ქცევა არ ითვალისწინებს, სხვადასხვა ტიპის შინამეურნეობების ურთიერთქმედების შედეგს. აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგები შესაძლოა განაპირობებდეს განსხვავებულ პროცესებს, ხოლო ეს პროცესები განსხვავებულ გადაცემის მექანიზმებს. შედეგად, ვაკვირდებით, რომ გატარებული პოლიტიკა არაერთგვაროვან გავლენას ახდენს, როგორც ეკონომიკის კონიუნქტურაზე, ისე ისეთ სოციალური-ეკონომიკურ პარამეტრებზე, როგორიც არის შემოსავლების უთანაბრობა, უმუშევრობა და სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რეცესიის შემდგომი აღდგენა, რომელიც, როგორც წესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე საკუთრივ რეცესიის პერიოდი. ეს მოვლენები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ერთი მხრივ, შემოსავლების უთანაბრობის გაღრმავება, სამუშაო ძალის მობილობის შემცირება, სამომხმარებლო ქცევების ცვლილება ხდება რეცესიის შემდგომი აღდგენის შემაფერხებელი გარემოება. მეორე მხრივ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის არაპროგნოზირებადი შედეგები ხდება შემოსავლების უთანაბრობის, სამუშაო ძალის მობილობის და სამომხმარებლო ქცევების ცვლილების მიზეზი.

სხვადასხვა შინამეურნეობები ერთი და იგივე სტიმულებზე განსხვავებულად რეაგირებენ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰეტეროგენური მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებები. სახელმწიფო პოლიტიკა არღვევს  ფასთა საინფორმაციო ფუნქციას და იქმნება ახალი სტიმულები. შედეგად ირღვევა შინამეურნეობებს შორის, შინამეურნეობებსა და საწარმოებს შორის არსებულ ურთიერთქმედების მექანიზმები. ეს, კი ქმნის ბაზარზე გარკვეულ განუსაზღვრელობას და აჩენს რესურსების გადანაწილების საშუალებას. ამრიგად, იქმნება შემოსავლების გადანაწილების მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის წახალისებას თუ შეკავებას.

ის გარემოება, რომ შინამეურნეობების ურთიერთქმედებები ქმნიან დამატებით ელემენტს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მულტიპლიკატორის მექანიზმის არსებობის კლასიკურ[2] წარმოდგენას. ამიტომ მთავარი კითხვა, მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს თუ არა სამომხმარებლო ქცევის „ფსიქოლოგიური კანონი“, რომელიც აღწერდა ქცევის საერთო, ფუნდამენტურ პრინციპს? შეიძლება თუ არა ეს „კანონი“ იყოს საერთო შემოსავლების სხვადასხვა დონის შინამეურნეობისათვის? რა ინდიკატორებით შეიძლება დახასიათდეს ქცევის აღნიშნული  პრინციპი? რამდენად სტაბილურია ეს „კანონი“ და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? თუ ესეთი „კანონი“ არ არსებობს მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება პრობლემატური იქნება, ვინაიდან პოლიტიკის შედეგები იქნება დაკავშირებული მნიშვნელოვან განუსაზღვრელობასთან. 

ლიტერატურის მიმოხილვა

“ძირითადი ფსიქოლოგიური კანონის“ იდეა სათავეს კეინსის (Keynes, 1936) ნაშრომიდან იღებს, რომლის მიხედვითაც არსებობს მიმდინარე განკარგვადი შემოსავლიდან მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილება ( 15 MPC"> ). მიუხედავად იმისა, რომ კეინსის იდეის კრიტიკა და თეორიის შემდგომი განვითარება დაფუძნებულია მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების არასტაბილურობაზე, კეინსი უშვებს, რომ 15MPC">  შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით, შეიცვალოს. კერძოდ, კი გრძელვადიანი წონასწორობის პირობების და ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში. ამასთან, იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შემოსავლების სხვადასხვა დონის მქონე შინამეურნეობებისათვის 15MPC">  განსხვავებული მნიშვნელობის შეიძლება იყოს. ამრიგად, იდეა, განსხვავებული 15MPC"> -ს არსებობის შესახებ, ახალი არ არის.

შინამეურნეობების მოხმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურ თეორიებს წარმოადგენენ ფარდობითი შემოსავლების (Duesenberry, 1949), პერმანენტული შემოსავლის (Friedman, 1957), სასიცოცხლო ციკლის (Modigliani, 1966), შემთხვევითი ხეტიალის (Hall, 1978), ჭარბი მგრძნობელობის (Flavin, 1981), ჭარბი სიგლუვის (Deaton, 1992) ჰიპოთეზები და სხვა თეორიები. კვლევები აჩვენებენ, რომ გადაწყვეტილების ინდიკატორი, გარდა მიმდინარე შემოსავლებისა არის მოსალოდნელი შემოსავლები, არსებული ქონების ღირებულება, შინამეურნეობების ჩამოყალიბებული ქცევები და პერმანენტულ ან/და ტრანზიტულ შოკების მიმართ მგრძნობელობაა.

პერმანენტული და მიმდინარე შემოსავლის და მოხმარების მოდელირების თვალსაზრისით საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზა ევანსმა (Evans, 1967). მან კოიკის გარდაქმნის გამოყენებით, შეცვალა მოხმარების ფუნქციის დიზაინი, შედეგად მივიღეთ ავტორეგრესიული მოხმარების ფუნქცია ლაგის განაწილებით. ფუნქცია საშუალებას იძლევა შეფასდეს, ერთდროულად, დამოკიდებულება მიმდინარე და პერმანენტულ შემოსავალსა და შინამეურნეობების მოხმარებას შორის.

მოხმარებისადმი ჰეტეროგენული MPC საკითხი და მათი როლი შოკზე  ერთობლივი მოხმარების რეაქციის თვალსაზრისით განხილულია კრუსელის და სმიტის (Krusell..., 1998), კრუგერის, მიტმანის და პერის (Krueger..., 2016) და ამრომინის, ნარდის და შულცის (Amromin..., 2018) სტატიებში. ნაშრომები განიხილავენ სიმდიდრის უთანასწორობის გავლენას მოხმარების ფუნქციაზე და დაბალი სიმდიდრის მქონე შინამეურნეობებში სესხის აღების შეზღუდულობა, როგორ გავლენას ახდენს ეკონომიკის კონიუნქტურაზე. მკვლევარები ასკვნიან, რომ შემოსავლების მაღალი უთანაბრობა ასოცირდება საზოგადოებაში დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობების მაღალ წილთან. ხოლო ეს უკანასკნელი კი ასოცირდება მოხმარებისადმი მაღალ მიდრეკილებასთან და მაშასადამე, ეკონომიკის კონიუნქტურის მიმართ მაღალ მგრძნობელობასთან.

ფუნდამენტური კანონის სახით შეგვიძლია გამოვყოთ რამსეი-კეინსის წესი(Ramsey, 1928), რომელიც აჩვენებს კავშირს მიმდინარე და მომავალ მოხმარებას შორის, საპროცენტო განაკვეთის და შინამეურნეობებისათვის მოხმარების დროთაშორისი უპირატესობის თანაფარდობის გათვალისწინებით. აღნიშნულ წესს ჩვენ მოხმარების დროთაშორისი ურთიერთშენაცვლების ელასტიკურობის კოეფიციენტის (EIS) კონცეფციამდე მივყავართ. კოეფიციენტის დაბალი მნიშვნელობა მიუთითებს იმაზე, რომ შინამეურნეობები მნიშვნელოვნად  არ რეაგირებენ საპროცენტო განაკვეთის ან სხვა ფაქტორების ცვლილებაზე და არ ახდენენ მოხმარების მაჩვენებლის მნიშვნელოვან კორექტირებას მომავალი მოხმარების მაჩვენებლების კორექტირების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბალი EIS-ის მქონე შინამეურნეობები, როგორც წესი, შედარებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მიმდინარე მოხმარებას მომავალ მოხმარებასთან შედარებით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზოგავენ ან აიღებენ სესხს მომავალში მოხმარების მაჩვენებლის ზრდის მოტივით. სესხის აღების საკითხი აგრეთვე დაკავშირებულია სესხზე ხელმისაწვდომობის საკითხთან. ამ მაჩვენებლის ერთერთი ყველაზე ადრეული კვლევა ჰოლს (Hall, 1988) ეკუთვნის, რომელმაც გამოიკვლია აშშ  მონაცემები 1924-1983 წლებისათვის და მიიღო, რომ EIS-ის მაჩვენებლები ნულთან ახლლოს იყო. უფრო გვიანი მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ EIS-ის მაჩვენებლები მნიშვნელოვანია. მაგალითად ჯაპელი და პისტაფერი (Jappelli..., 2017) 1970-2012 წლის მონაცემების მიხედვით ადგენენ, რომ EIS=0.31. ათანასიომ და ვებერმა (Attanasio..., 1995) შინამეურნეობების გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ აშშ-სათვის EIS მაჩვენებელი 0.2-0.4 დიაპაზონშია განსაზღვრული. უფრო გვიანი, გოურინჩას და პარკერის (Gourinchas..., 2002) კვლევა აჩენებს, რომ  EIS მაჩვენებელი 0.7-2 დიაპაზონშია განსაზღვრული.

ჩვენი ნაშრომი მიზნად ისახავს, აღნიშნული კონცეფციების სინთეზის გზით და აგრეთვე, საქართველოს და შერჩეული ქვეყნების მონაცემთა ანალიზის გზით პასუხის გასცეს შინამერუნეობების მიერ გადაწყვეტილებების ფორმირების საკითხებს? აღნიშნულ კონტექსტში რა ფაქტორები განაპირობებენ შემოსავლების უთანაბრობას? და ამ პროცესებში რა როლი შეიძლება ითამაშოს მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ?

თეორიული მოდელი

მოხმარების თეორიის კლასიკური მოდელი, ხშირად სიმარტივისათვის განიხილავს მოხმარების ორ პერიოდიან მოდელს. ორ პერიოდიანი მოდელის ერთ ერთი ძირითადი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ მიმდინარე მოხმარება განისაზღვრება არა მარტო მიმდინარე შემოსავლებით, არამედ მომავალი შემოსავლებით.  ამავდროულად, ორპერიოდიანი მოდელი საშუალებას გვაძლევს თვალსაჩინოდ განვმარტოთ რამსეი კეინსის წესიც. თუმცა, ჩვენ შევეცდებით ორპერიოდიანი მოდელის ფარგლებში გავაერთიანოთ ეს საკითხი და ავხსნათ შემოსავლების სხვადასხვა დონის გავლენა მოხმარებაზე და მოქმედების მექანიზმი.

განვიხილოთ, მოხმარების ორპერიოდიანი მოდელი. ნახაზ 1-ზე მოცემულია 15A0B0">  და 15A4B4">  საბიუჯეტო შეზღუდვები. აგრეთვე მოცემულია 15U0"> , 15U1"> , 15U2"> , 15U3"> , 15U4 "> და 15U5">  სარგებლიანობის ფუნქციები. საბიუჯეტო შეზღუდვების შესაბამისი დონე გამოხატავს შინამეურნეობების შემოსავლების დონეს. ნახაზზე, რაც უფრო დაშორებულია საბიუჯეტო შეზღუდვის მრუდი აბსცისა და ორდინატა ღერძების გადაკვეთიდან,  მით მაღალია შემოსავლების დონე. აგრეთვე, რაც უფრო დაშორებულია სარგებლიანობის ფუნქცია აღნიშნული გადაკვეთის წერტილიდან მით მაღალია შინამეურნეობების სარგებლიანობის დონე. ამასთან, რაც უფრო მცირდება გამოზნექილი ხდება სარგებლიანობის მრუდი, მით უფრო ხისტი ხდება მოხმარების დროთაშორისი შენაცვლება.

ნახაზ 1-ზე, 15U0">  საპროცენტო განაკვეთის გავლენა სამომხმარებლო არჩევანზე არის ნული; 15U4">  მდგომარეობაში არსებობს გარკვეული შეზღუდული ალტერნატივები. 15U1">  და 15U5">  მოხმარების დროთაშორისი შენაცვლების უფრო მაღალ ელასტიკურობას გამოხატავენ. 15U2">  და 15U3">  მოხმარების დროთაშორისი შენაცვლების უფრო დაბალ ელასტიკურობას გამოხატავენ. 15U0">  და საბიუჯეტო შეზღუდვის გადაკვეთის წერტის შეიძლება მდგრადი მდგომარეობა ვუწოდოთ.  15U4">  და საბიუჯეტო შეზღუდვის გადაკვეთის წერტის შეიძლება პირობითად მდგრადი მდგომარეობა ვუწოდოთ, რადგან არსებობს ნაკლებად სავარაუდო არჩევანის შესაძლებლობები.

 

ნახაზი 1 მოხმარების ორპერიოდიანი მოდელი 

იმის გამო, რომ შინამეურნეობების მოხმარების საგნები ერთი მხრივ არადანაწევრებადია, ხოლო, მერე მხრივ, არსებობს სესხების ხელმისაწვდომობაში განსხვავებები, შინამეურნეობებისათვის მოხმარების დროთაშორისი უპირატესობი და EIS შესაძლოა ნულის ტოლი იყოს. ასეთ მდგომარეობაში, თუ ჩვენ განვიხილავთ პირობითად დაბალ შემოსავლიან შინამეურნეობებს, შინამეურნეობების მხრიდან პირველ პერიოდში მოხმარების შემცირება ან ზრდა, მეორე პერიოდში მოხმარების ზრდის ან შემცირების სანაცვლოდ, მის მდგომარეობას აუარესებს. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს დანაზოგების ნორმის მდგრადი მაჩვენებელი, რაც შემოსავლების გარკვეული დონის პირობებში სარგებლის მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს. დაბალ შემოსავლიანი შინამეურნეობების ჯგუფში, ამგვარი მაჩვენებელი ძალიან დაბალია და შესაძლოა ნულის ტოლიც იყოს. შემოსავლების უფრო მაღალ დონეზე აგრეთვე ხდება მსგავსი მდგრადი მდგომარეობის მიღწევა. ამის მიზეზი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა შეიძლება იყოს ის, რომ შემოსავლის დონის ზრდასთან ერთად ჯერ EIS იზრდება, ბაზარზე საქონლის და მომსახურების არსებული ნაკრების, შემოსავლების და ფასების დონის გათვალისწინებით, ხოლო, შემდგომ მცირდებოდა. როცა, აღნიშნულ მოდელს განვიხილავთ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ტექნოლოგიის და მოსახლეობის რიცხოვნობის ფაქტორი უცვლელია. აღნიშნული ფაქტორების ცვლილება იწვევს ბაზარზე ახალი საქონლის გამოჩენას ან/და ფარდობითი ფასების ვექტორის ცვლილებას. შესაბამისად, იცვლება სარგებლიანობის მრუდი. ჩვენ, აგრეთვე ვხედავთ, რომ EIS დაბალი მნიშვნელობა საპროცენტო განაკვეთის ცვლილების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის სამომხმარებლო გადაწყვეტილებებს. აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ მდგრად მდგომარეობაში შემოსავლების უფრო მაღალი დონისათვის EIS უფრო მაღალი იქნება, ვიდრე შემოსავლების უფრო დაბალი დონისათვის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შემოსავლების უფრო მაღალი დონისათვის დანაზოგების უფრო მაღალი დონის არსებობა, დროთაშორისი არჩევანის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამრიგად, შესაძლოა არსებობდეს საპროცენტო განაკვეთის იმგვარი მნიშვნელობები, რომლებიც ამგვარ მდგომარეობაში გავლენას მოახდენს სამომხმარებლო გადაწყვეტილებებზე.

ამრიგად, ჩანს რომ მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებები ჰეტეროგენურია და გადაცემის მექანიზმები დიდწილად შინამეურნეობების სტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული. თუ შინამეურნეობების ურთიერთქმედების პროცესი იმგვარად მიმდინარეობს, რომ სწარაფად მიიღწევა შინამეურნეობების ჯგუფთა მდგრადი მდგომარეობები, მაშინ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების მიმართ მთლიანი ეკონომიკის მგრძნობელობაც დაბალი იქნება.

აღნიშნული მოდელიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს:

  1. რაც მაღალია შემოსავლების უთანაბრობა ერთობლივი მოთხოვნის შოკის მიმართ მოხმარების მგრძნობელობა უფრო მაღალი იქნება, რადგან მაღალი იქნება, ეკონომიკაში, ისეთი შინამეურნეობების წილი, რომელთა EIS დაბალია.
  2. ერთობლივი მოთხოვნის შოკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება, შინამეურნეობების, რომელი ჯგუფი იქნება შოკის იმპულსის პირველი გამტარი. დაბალ შემოსავლიან ჯგუფის შემთხვევაში ერთობლივი მოთხოვნის შოკი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მაღალ შემსოავლიანი ჯგუფის შემთხვევაში.
  3. შემოსავლების დაბალი უთანასწორობა მეტად  პროგნოზირებადს ხდის ერთობლივი მოთხოვნის შოკის შედეგებს. ამასთან, მათი სიღრმეც უფრო დაბალია. ამის მიზეზი ის არის, რომ სამომხმარებლო ქცევები უფრო მეტად ერთგვაროვანია, მეტად რეაგირებს დროთაშორისი ურთიერთ ჩანაცვლების ფაქტორზე და შესაბამისად, მეტად არის დამოკიდებული პერმანენტულ შემოსავლებზე.
  4. მოდელი ხსნის უმუშევრობის გამომწვევ გარკვეულ ასპექტებს. კერძოდ, მდგრად მდგომარეობაში თუ ხელფასის ზრდა არ განაპირობებს მოხმარების საერთო დონის ზრდას, დასაქმება შინამეურნეობებისათვის სარგებლიანობის შემცირებასთან იქნება ასოცირებულია და  მაშინ, შინამეურნეობები არ დათანხმდებიან დასაქმებას. ამას, შრომის ბაზარზე, შრომის მიწოდების ელასტიკურობის შემცირებამდე მივყავართ. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულის პროცესის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა უმუშევრობის შემწეობებიც და მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკაც[3].
  5. საპროცენტო განაკვეთის მიმართ განსხვავებული სენსიტიურობა, მაღალ შემოსავლიან შინამეურნეობებს უფრო სენსიტიურ ხდის მონეტარული პოლიტიკის მიმართ. რადგან შემოსავლების სხვადასხვა დონის პრიობებში მყოფ შინამეურნეობებს განსხვავებული წვდომა აქვთ საკრედიტო რესურსებზე. საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად შემოსავლები მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობებს სასარგებლოდ ნაწილდება. ხოლო, საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგად, ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, ერთობლივი მოთხოვნის შოკების მიმართ დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების მაღალი მგრძნობელობის გამო, კვლავ შემოსავლების მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობებს სასარგებლოდ განაწილებას განაპირობებს.

მეთოდოლოგია

აღნიშნული საკითხის გამოსაკვლევად, ჩვენ შევისწავლეთ შერჩეული ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, ავსტრია და შვეიცარია) მაგალითზე და საქართველოს შემოსავლების სხვადასხვა დონისათვის მიმდინარე, პერმანენტული და ქონებიდან შემოსავლიდან მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებები, მიმდინარე შემოსავლების წონა პერმანენტულ შემოსავლებში, დანაზოგების საშუალო მიდრეკილებები და ვარიაციები და მოხმარების დროთაშორისი ურთიერთშენაცვლების ელასტიკურობის კოეფიციენტის. ამ მიზნით ჩვენ გავაანალიზეთ ერთი მხრივ, 2009-2020 წლების საქართველოს შინამეურნეობების  შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის მონაცემები და მეორე მხრივ, შერჩეული ქვეყნების ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგრეგირებული მონაცემები.

იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები წარმოადგენდა დამოუკიდებლად გაერთიანებულ ჯვარედინ მონაცემებს, განხორციელდა მათი პანელურ მონაცემებად გარდაქმნა. მონაცემები წარმოადგენს კვარტალურს, ამიტომ განხორციელდა სეზონურ კომპონენტზე კორექტირება[4]. მონაცემები დაჯგუფდა საქმიანობიდან შემოსავლების დონეების მიხედვით 4 ჯგუფად. საქმიანობიდან შემოსავლის არ მქონე, დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობებად.

პირველი მოდელი წარმოადგენს ევანსის მოდელის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჩვენს მიერ განხილულ იქნა არა წრფივი მოხმარების ფუნქცია, მუდმივი ელასტიკურობის კოეფიციენტებით. მოდელში შინამეურნეობების შემოსავალი გაყოფილია ორ ჯგუფად: საქმიანობიდან და ტრანსფერტებიდან შემოსავლები ( 15Yi,tinc"> ) და ქონებიდან შემოსავლები  ( 15Yi,tas"> ). მოდელში განხორციელებულია დაშვება, რომ ცვლადები ტრენდის მიმართ სტაციონალური, რის გამოც მოდელში ჩართულია სტრუქტურული ძვრის ( 15Strbr"> ) და ტრენდის ფაქტორები ( 15TD)"> . 15λ">  წარმოადგენს პერმანენტულ შემოსავალში მიმდინარე შემოსავლის წონის მახასიათებელ პარამეტრს. 15Ci,t">  - შინამეურნეობების მოხმარების მაჩვენებელი. 15i">  - შემოსავლის ჯგუფი. შედეგად განტოლებას შემდეგი სახე იქნება:

15logCi,t=λk1inclogYi,tinc+λ<w:rfonts" w:ascii=""Cambria" math"="" w:fareast=""Times" new="" roman"="" w:h-ansi=""Cambria" w:cs=""Arial"/">k2aslogYi,tas+1-λlogCi,t-1+α1Strbr+α<w:s2TD">

აღნიშნული მოდელი გამოყენებულ იქნა საქართველო შინამერუნეობების გამოკვლევის მონაცემების მიმართ.

მეორე მოდელი წარმოადგენს ევანსის მოდელის მოდერნიზებულ ვარიანტს მუდმივი ელასტიკურობის კოეფიციენტებისათვის:

15logCj,t=λklogYj,t+1-λ>logCj,t-1">

სადაც, 15j">  - ქვეყნის ინდექსია.

მესამე მოდელი წარმოადგენს ჯაპელის და პისტაფერის მიერ შემოთვაზებულ ფუნქციას, რომელიც შეფასებულია, როგორც საქართველოსათვის შინამეურნეობების სხვადასხვა დონის შემოსავლების მქონე ჯგუფებისათვის ისე შერჩეული ქვეყნებისათვის. მოდელ შემდეგი სახე აქვს:

15Ci,t+1-Ci,tCi,t=γδ+δ<>rt+1+εt+1">

15Cj,t+1-Cj,tCj,t=γδ+δ<>rj,t+1+εj,t+1">

მოდელებიდან მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელებულია შედარებითი ანალიზი, მათ შორის შეფასებულია საპროცენტო განაკვეთების და მოხმარების დროთაშორისი უპირატესობების შედარება რამსეი-კეინსის წესის გამოყენებით.

მოდელის სპეციფიკაცია და ინტერპრეტაცია

პირველი მოდელი - საქართველოს მაგალითზე შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების გამოკვლევის მონაცემების მიხედვით[5]. საანალიზო პერიოდი: 2009Q2-2020Q4[6].

მოდელი საქმიანობიდან შემოასვლების არ მქონე ჯგუფისათვის (მოდელი 1):

15logCi,t=0.67(18.51) logYi,tinc+0.29(5.84)logYi,tas+0.09(2.27)logCi,t-1-0.072.84Strbr-0.003(2.88)TD">

15R2=0.98, DW=1.7, S.E.=0.043">

მოდელი დაბალ შემოსავლიანი ჯგუფისათვის  (მოდელი 2):

15logCi,t=0.55(9.27) logYi,tinc+0.26(5.22)logYi,tas+0.23(5.09)logCi,t-1-0.672.17Strbr-0.001(1.34)TD">

15R2=0.99, DW=1.7, S.E.=0.032">

მოდელი საშუალო შემოსავლიანი ჯგუფისათვის  (მოდელი 3):

15logCi,t=0.83(40.79) logYi,tinc+0.13(4.67)logYi,tas+0.04(2.25)logCi,t-1+0.001(0.059)Strbr-0.002(4.47)TD">

15R2=0.99, DW=2.52, S.E.=0.019">

მოდელი მაღალ შემოსავლიანი ჯგუფისათვის (მოდელი 4):

15logCi,t=0.90(11.64) logYi,tinc+0.04(1.08)logYi,tas+0.01(0.18)logCi,t-1+0.13(2.40)Strbr-0.002(1.62)TD">

15R2=0.91, DW=2.10, S.E.=0.107">

მოდელები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, ძირითადი პარამეტრების t სტატისტიკები მნიშვნელოვანია. მოდელის კოეფიციენტები და სტანდარტული შეცდომები შესწორებულია ჰეტეროსცედასტიურობისთვის. ბრეუშ-გოდფრის ტესტის მიხედვით, მოდელებში ავტოკორელაციას ადგილი არ აქვს.

სტრუქტურული ძვრის და ტრენდის ფაქტორის ჩართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოდელებს. ქონებიდან და საქმიანობიდან მოსალოდნელი და მიმდინარე შემოსავლიდან (პერმანენტული შემოსავლიდან) მოხმარების ზღვრული მიდრეკილებების ჯამი 1-ს უახლოვდება. ამასთან ჯგუფების მიხედვით ეს პარამეტრი სტაბილურია, რაც პერმანენტული შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელესტიკურობის მაჩვენებლების ჰომოგენურობაზე მეტყველებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობები, ისევე როგორც ქონებიდან მიმდინარე შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობები ჰეტეროგენურია. საინტერესოა, რომ მიმდინარე შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობები შემოსავლის  უფრო მაღალ დონეზე გადასვლასთან ერთად იზრდება, რაც, თითქოს, ლიტერატურაში და თეორიაში განხილულ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება. თუმცა თუ სტრუქტურული კონცეფციის ფარგლებში განვიხილავთ აქ პარადოქსული არაფერი არ არის და პირიქით ლოგიკურად აღწერს პროცეს და ეხმიანება ჩვენს თეორიულ მოდელს. როგორც თეორიულ მოდელში განვმარტეთ მდგრად მდგომარეობაში დანაზოგებისადმი მიდრეკილება მცირდება და მათი მაჩვენებელი ყალიბდება იმ დონეზე, რომელიც განაპირობებს არსებული მოხმარების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამგვარი, დანაზოგების დონე უფრო დაბალია ვიდრე არამდგრად მდგომარეობაში არსებული დანაზოგების დონე, როცა შინამეურნეობების ქმედება მიმართულია სარგებლიანობის პოზიციის გაუმჯობესებაზე და უფრო სენსიტიურია საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების მიმართ. ამრიგად, დაბალი მოხმარებისადმი ელასტიკურობები დაბალი შემოსავლის დონის პირობებში მიუთითებს შინამეურნეობების არამდგრად მდგომარეობაში არსებობაზე, რომლებიც ტრანზიტულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ხოლო, მაღალი ელასტიკურობები მიუთითებს შინამეურნეობების მდგრად მდგომარეობაში არსებობაზე.

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ შემოსავლის უფრო მაღალ ჯგუფში გადასვლასთან ერთად პერმანენტული შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობა მცირდება, რაც სწორდე იმაზე მიუთითებს, რომ პერმანენტული შემოსავლიდან დანაზოგებისადმი მიდრეკილებები შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება.

საინტერესოა, რომ ქონებიდან შემოსავლის მოხმარებისადმი ელასტიკურობა მცირდება შემოსავლის ზრდასთან ერთად. ეს ფენომენი შეიძლება აიხსნას ორი გარემოებით. პირველი, ჩვენ შინამეურნეობები გამიჯნული გვყავს ორ ჯგუფად. პირველ მოდელში მოცემულია შინამეურნეობები რომლებსაც არ აქვთ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ამიტომ ამ ჯგუფში მაღალია ქონებიდან შემოსავლის მოხმარებისადმი ელასტიკურობები. მეოთხე მოდელში, თავს იყრიან საქმიანობიდან მიღებული მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები. ამიტომ, ამ ჯგუფში, დაბალია ქონებიდან შემოსავლის მოხმარებისადმი ელასტიკურობები. მეორე, საქმიანობიდან მიღებული მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები, ნიშნავს შინამეურნეობებს, რომლებიც ქონების საოპერაციო საქმიანობაში ჩართვით იღებენ უპირატესად შემოსავლებს და არა იჯარიდან.

ცხრილი 1 მოხმარების ფუნქციის პარამეტრები

პარამეტრები

მოდელი 1

მოდელი 2

მოდელი 3

მოდელი 4

15λ">

0.91

0.77

0.95

0.98

15k1inc">

0.73

0.70

0.87

0.90

15k2as">

0.31

0.33

0.13

0.04

15kp">

1.05

1.03

1.00

0.95

მეორე მოდელი - მოდელი სხვადასხვა ქვეყნებისათვის განსხვავებულ საანალიზო პერიოდებს მოიცავს. მოდელი დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვარტალურ მონაცემებზე. მონაცემები დაკორექტირებულია  სეზონურობაზე.  სხვადასხვა მოდელებში ვაკვირდებით ავტოკორელაციას ან/და ჰეტეროსკედასტურობას. მიმდინარე შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობის ჰეტეროგენურობას აღნიშნული მოდელებიც ადასტურებს. ამასთან, რაიმე პრინციპის გამოკვეთა აღნიშნულ მონაცემებზე დაკვირვებით არ ხერხდება. ამის მიზეზი საკუთრივ ყველა ქვეყნის შიგნით შინამეურნეობების განსხვავებული სტრუქტურა უნდა იყოს, რაც წინა მოდელის ანალიზის დროსაც იყო ნაჩვენები.

ცხრილი 2 მოხმარების ფუნქციი შერჩეული ქვეყნების მიხედვით

ქვეყანა

მოდელი

აზერბაიჯანი

15logCj,t=0.1logYj,t+0.89logCj,t-1R2=0.98, DW=2.26,">

15 JBp=0.01, BGp=0.18, BPGp=0, ARCHp=0 ">

სომხეთი

15logCj,t=0.29logYj,t+0.7logCj,t-1R2=0.94, DW=1.95,">

15 JBp=0.38, BGp=0.96, BPGp=0.59, ARCHp=0.079 ">

საქართველო

15logCj,t=0.44logYj,t+0.55logCj,t-1R2=0.96, DW=2.11,">

15 JBp=0, BGp=0.36, BPGp=0.078, ARCHp=0.12 ">

რუსეთი

15logCj,t=0.12logYj,t+0.88logCj,t-1R2=0.99, DW=1.53,">

15 JBp=0, BGp=0.038, BPGp=0.75, ARCHp=0.5 ">

თურქეთი

15logCj,t=0.18logYj,t+0.81logCj,t-1R2=0.98, DW=1.86,">

15 JBp=0, BGp=0, BPGp=0.47, ARCHp=0 ">

ესტონეთი

15logCj,t=0.3logYj,t+0.67logCj,t-1R2=0.98, DW=1.66,">

15 JBp=0, BGp=0, BPGp=0.03, ARCHp=0.055 ">

ლატვია

15logCj,t=0.56logYj,t+0.4logCj,t-1R2=0.95, DW=1.54,">

15 JBp=0, BGp=0, BPGp=0.8, ARCHp=0 ">

ლიეტუვა

15logCj,t=0.39logYj,t+0.59logCj,t-1R2=0.97, DW=1.57,">

15 JBp=0, BGp=0, BPGp=0, ARCHp=0.71 ">

ნიდერლანდები

15logCj,t=0.14logYj,t+0.85logCj,t-1R2=0.76, DW=2.23,">

15 JBp=0, BGp=0.22, BPGp=0.74, ARCHp=0.02 ">

ავსტრია

15logCj,t=0.46logYj,t+0.51logCj,t-1R2=0.86, DW=1.66,">

15 JBp=0, BGp=0, BPGp=0.79, ARCHp=0 ">

შვეიცარია

15logCj,t=0.22logYj,t+0.77ogCj,t-1R2=0.97, DW=2.24,">

15 JBp=0, BGp=0.2, BPGp=0.4, ARCHp=0 ">

ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ, წინა მოდელის მსგავსად პერმანენტული შემოსავლიდან მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილებები,  პერმანენტულ შემოსავლებში მიმდინარე შემოსავლის წონის, დანაზოგებისადმი საშუალო მიდრეკილების და მისი სტანდარტული გადახრების მაჩვენებლები გამოვთვალოთ და აღნიშნული მონაცემებით განვახორციელოთ შერჩეული ქვეყნების შედარებითი ანალიზი.

ცხრილი 3 მოხმარების ფუნქციის პარამეტრები შერჩეული ქვეყნების მიხედვით 

ქვეყანა

15λ">

15k">

15APS">

St.dev 15APS">

აზერბაიჯანი

0.11

0.93

0.52

0.10

სომხეთი

0.30

0.98

0.21

0.06

საქართველო

0.45

0.97

0.24

0.06

რუსეთი

0.12

0.97

0.48

0.14

თურქეთი

0.19

0.97

0.38

0.04

ესტონეთი

0.33

0.93

0.47

0.02

ლატვია

0.60

0.94

0.38

0.02

ლიეტუვა

0.41

0.95

0.36

0.02

ნიდერლანდები

0.15

0.93

0.55

0.02

ავსტრია

0.49

0.94

0.48

0.01

შვეიცარია

0.23

0.95

0.47

0.02

მოდელებიდან ჩანს (ცხრილი 3), რომ პერმანენტული შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ქვეყნებს შორის და განისაზღვრება 0.93-0.97 დიაპაზონში. ამრიგად, პერმანენტული შემოსავლიდან მოხმარებისადმი ელასტიკურობა ჰემოგენურია.

ნახაზ 2-ის  უკანა სიბრტყეში ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, დანაზოგებისადმი საშუალო მიდრეკილების ნორმის დაბალი სტანდარტული გადახრით; ზედა მხარეს, დანაზოგებისადმი საშუალო მიდრეკილების მაღალი დონის მქონე ქვეყნებს; ხოლო, მარჯვენა მხარეს ქვეყნებს, პერმანენტულ შემოსავლებში მიმდინარე შემოსავლის დაბალი დონით; შესაბამისად, მაღალ განვითარებულ ქვეყნებში შინამეურნეობების დროის ჰორიზონტი მაღალი უნდა იყოს ანუ პერიოდი, რომლისთვისაც შინამეურნეობები გეგმავენ შემოსავლებსა და ხარჯებს და, შესაბამისად, დროთაშორისი ჩანაცვლების ელასტიურობა მაღალი უნდა იყოს.

ნახაზი ქვეყნების შედარებითი ანალიზი

 

საინტერესოა, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი, ისევე როგორც ნიდერლანდები, ხასიათდებიან დაბალი მიმდინარე შემოსავლის წონით და დაზოგვის მაღალი მაჩვენებლებით, თუმცა დაზოგვის მაჩვენებლის მაღალი ვარიაციით. ეს ქვეყნები ძირითადად რესურსების მწარმოებელი ქვეყნებია, რაც განსაზღვრავს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა ეს არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას ეკონომიკური აგენტების ურთიერთქმედებებზე და ამ ქვეყნებში დროთაშორისი ჩანაცვლების ელასტიურობა  დაბალი უნდა იყოს.

მესამე მოდელი იკვლევს მოხმარების დროთაშორის ჩანაცვლების ელასტიკურობას. შერჩეული ქვეყნების ანალიზი აჩვენებს, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც 15λ ">  დაბალია და EIS მაღალია, დანაზოგებისადმი საშუალო მიდრეკილების ვარიაცია დაბალია, რაც ადასტურებს ზემოთ გამოთხმულ მოსაზრებასაც. პერმანენტული შემოსავლების მაღალი დროით ჰორიზონტი შოკების მიმართ სისტემის მდგრადობას განაპირობებს და მოხმარების დროთაშორისი ჩანაცვლების  მაღალი  ელასტიკურობით შინამეურნეობების ქცევის კორექტირების მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამ თვალსაზრისით შემოსავლების უთანასწორობის დაბალი დონე გარკვეულ წილად შეიძლება იყოს სისტემის მდგრადობის ფაქტორი. თუმცა, აღნიშნული ფაქტორის მოქმედება არაერთმნიშვნელოვანია, რადგან მთავარი შემოსავლების უთანაბრობა, არამედ შინამეურნეობების სტრუქტურაა. თუ შინამეურნეობები ნაკლებად იქნებიან მდგრად მდგომარეობაში, ისინი უფრო მობილურები იქნებიან. ამრიგად, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ისეთი ინსტიტუციური ფაქტორები, რომლებიც  უზრუნველყოფენ  შინამეურნეობების შესაძლებლობებს ჰქონდეთ მეტი წვდომა სასესხო კაპიტალის ბაზრებზე.

ცხრილი 4 შერჩეული ქვეყნების მიხედვით EIS შედარება

 

15EIS">

15st.error">

15R2">

აზერბაიჯანი

0.09

0.31

0.09

სომხეთი

0.14

0.26

0.33

საქართველო

-0.82

0.44

0.32

რუსეთი

0.09

0.17

0.54

თურქეთი

0.004

0.13

0.3

ესტონეთი

0.10

0.10

0.22

ლატვია

0.02

0.15

0.15

ლიეტუვა

0.37

0.16

0.24

ნიდერლანდები

0.25

0.08

0.03

ავსტრია

0.15

0.06

0.21

შვეიცარია

0.18

0.05

0.22

საქართველოს მაგალითზე განხილული მოდელი (ცხრილი 5) აჩვენებს, რომ დაბალშემოსავლიან ჯგუფებში EIS დაბალია, საქმიანობიდან შემოსავლის არ მქონე ჯგუფებშიც EIS დაბალია. EIS ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავლიან ჯგუფებშია. ამის მიზეზი, შეიძლება იყოს ის, რომ დაბალ და მაღალ შემოსავლიანი ჯგუფები უფრო ახლოს არიან მდგრად მდგომარეობასთან, ვიდრე საშუალო შემოსავლიანი ჯგუფები. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დაბალ შემოსავლიანი ჯგუფები ახლოს იქნებიან მდგრად მდგომარეობასთან, ეს გავლენას მოახდენს მაღალ შემოსავლიანი ჯგუფების EIS-ზე, რადგან საპროცენტო განაკვეთის არხით მათ ნაკლები შესაძლებლობა, საკუთარ პროექტებში, ჩართონ დაბალ შემოსავლიანი შინამეურნეობები. ეს, კი შეზღუდავს მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობების არჩევანს და მაშასადამე შეამცირებს EIS. მაშასადამე, შინამეურნეობების სხვადასხვა ჯგუფების EIS-ები გარკვეულ წილად ერთმანეთზე დამოკიდებულია.

 ცხრილი 5 საქართველოს მაგალითზე შემოსავლების ჯგუფების მიხედვით მიხედვით EIS შედარება

შინამეურნობების ჯგუფი

15EIS">

15st.error">

15R2">

F(p)

DW

საქმიანობიდან შემოსავლის არ მქონე

0.19

1.14

0.07

0.02

2.02

დაბალ შემოსავლიანი

-0.02

0.65

0.10

0.18

2.03

საშუალო შემოსავლიანი

1.16

0.84

0.30

0.005

2.04

მაღალ შემოსავლიანი

0.49

1.56

0.38

0.005

2.13

ჩვენ განვიხილეთ რემსეი-კეინსის წესის შესაბამისად საპროცენტო განაკვეთებისა და მოხმარების დროთაშორის უპირატესობის ფაქტორების ურთერთდამოკიდებულება, რათა გაგვეგო საშუალოდ სხვადასხვა ქვეყნებში შინამეურნეობები რა მდგომარეობაში იმყოფებიან (იხ. დანართი).

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჰიპოთეზა, რომ რამზი-კეინსის წესი შეიძლება სუსტი იყოს დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში, გარკვეულ გამოხატულებას პოულობს დროთაშორისი ჩანაცვლების ელასტიურობისა და დროთაშორისი პრეფერენციების ანალიზში. ჩვენ ვხედავთ, რომ კრიზისების დროს 15δ">  მეტია 15r"> -ზე და პირიქით, ასევე ვხედავთ, რომ შეიძლება EIS იყოს უარყოფითი. ეს ნიშნავს, რომ მსგავს ქვეყნებში ერთი და იგივე სარგებლობის მისაღწევად, ორ პერიოდს შორის მოხმარება არ არის ერთ-ერთი მათგანის შემცვლელი და სარგებლიანობის ზრდისათვის ის უნდა გაიზარდოს როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო პერიოდში, მაშინ როცა ზოგ შემთხვევაში ისინი ურთიერთშემცვლელი ფაქტორები შეიძლება იყვნენ. უარყოფითი ან დაბალი ელასტიურობის მიზეზი არის ის, რომ ასეთი ქვეყნები ხასიათდებიან წარმოების დაბალი დონით და ძირითადად არიან რესურსების, ტურიზმის და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებლები, ამიტომ მუდმივად განიცდიან მოხმარების დეფიციტს. კაპიტალური ინვესტიციების წილი დაბალია, რაც გავლენას არ ახდენს შინამეურნეობების საშუალო ქცევაზე.

ცხრილი 6. r და δ დამოკიდებულება ქვეყნების მიხედვით

პეროდი

ნიდერლანდები

შვეიცარია

ავსტრია

ესტონეთი

r

δ

r

δ

r

δ

r

δ

2004

2.5%

-0.3%

0.8%

-9.5%

2.1%

-13.2%

2.2%

-79.4%

2005

2.3%

-1.3%

1.1%

-6.3%

1.9%

-13.5%

2.0%

-96.4%

2006

2.3%

2.8%

1.3%

-7.2%

2.0%

-12.2%

2.0%

-128.6%

2007

3.0%

-4.5%

2.1%

-9.6%

2.7%

-4.8%

2.8%

-81.7%

2008

3.9%

0.3%

3.1%

-5.2%

3.9%

-2.6%

3.7%

47.9%

2009

4.4%

11.9%

2.7%

-6.0%

4.3%

-1.0%

4.0%

142.1%

2010

2.6%

2.2%

0.8%

-9.7%

1.6%

-5.2%

1.4%

21.7%

2011

2.3%

2.1%

0.8%

-7.1%

1.1%

-8.3%

1.0%

-31.5%

2012

2.6%

7.2%

0.5%

-11.6%

1.6%

-2.3%

1.3%

-43.5%

2013

2.7%

6.6%

0.3%

-12.4%

1.3%

2.0%

0.8%

-37.2%

2014

2.1%

0.5%

0.3%

-5.3%

0.7%

-1.4%

0.4%

-37.1%

2015

1.9%

-6.1%

0.3%

-13.4%

0.6%

-2.7%

0.4%

-48.5%

2016

1.7%

-2.7%

-0.3%

-9.3%

0.4%

-10.2%

0.3%

-40.4%

2017

1.5%

-7.1%

-0.3%

-6.7%

0.3%

-13.2%

0.2%

-25.0%

2018

1.4%

-7.2%

-0.3%

-3.9%

0.2%

-7.3%

0.3%

-48.9%

2019

1.5%

-2.1%

-0.3%

-7.0%

0.2%

-3.6%

0.4%

-44.2%

2020

1.2%

26.5%

-0.6%

18.4%

0.2%

56.8%

0.7%

13.1%

2021

1.0%

-16.4%

-0.8%

-11.0%

0.1%

-26.8%

0.6%

-92.4%

                 

პეროდი

საქართველო

სომხეთი

ლატვია

ლიეტუვა

r

δ

r

δ

r

δ

r

δ

2004

8.8%

11.6%

6.9%

-54.4%

NA

NA

1.8%

-26.7%

2005

7.1%

11.7%

4.9%

-56.3%

2.2%

-511%

1.5%

-30.5%

2006

7.5%

39.9%

5.8%

-64.5%

2.0%

-916%

2.0%

-22.7%

2007

10.1%

16.4%

5.8%

-84.4%

2.6%

-581%

2.8%

-30.9%

2008

10.2%

22.2%

6.3%

-21.4%

3.8%

416%

4.2%

-5.8%

2009

11.2%

7.8%

6.6%

38.9%

4.3%

791%

4.0%

50.5%

2010

10.8%

24.8%

8.7%

-18.9%

3.0%

-98.0%

2.5%

10.8%

2011

10.1%

22.4%

9.0%

-18.1%

1.8%

-4.5%

1.0%

-10.6%

2012

11.5%

16.7%

9.2%

-57.2%

1.7%

-281%

1.1%

-6.6%

2013

10.7%

13.3%

9.6%

-31.7%

0.8%

-318%

0.8%

-11.5%

2014

9.7%

16.9%

10.2%

0.8%

0.4%

-39.5%

0.4%

-9.1%

2015

8.4%

13.0%

10.4%

66.3%

0.4%

-110%

0.3%

-11.0%

2016

8.9%

2.4%

14.1%

16.3%

0.3%

-171%

0.2%

-11.3%

2017

9.9%

18.3%

11.6%

-84.3%

0.3%

-143%

0.1%

-8.9%

2018

9.7%

17.0%

9.0%

-29.8%

0.4%

-151%

0.2%

-9.7%

2019

8.8%

16.1%

8.7%

-80.5%

0.7%

-0.1%

0.2%

-7.2%

2020

8.7%

21.1%

8.5%

118.2%

0.6%

221%

0.2%

8.7%

2021

10.2%

26.2%

8.1%

14.5%

0.4%

-359%

0.1%

-21.3%

                 

პეროდი

რუსეთი

 

თურქეთი

 

აზერბაიჯანი

   

r

δ

r

δ

r

δ

   

2004

4.5%

-128%

37.7%

-1934%

9.5%

-51.1%

   

2005

3.8%

-125%

24.3%

-1854%

9.2%

-6.3%

   

2006

4.0%

-128%

20.4%

-1052%

8.5%

-208%

   

2007

4.1%

-153%

21.6%

-1393%

10.6%

-191%

   

2008

5.1%

-118%

22.6%

255.7%

11.6%

-175%

   

2009

5.8%

61.5%

22.9%

1505.9%

12.2%

-125%

   

2010

8.6%

-51.1%

17.6%

-2757%

12.2%

-22.4%

   

2011

6.0%

-67.8%

15.3%

-2950%

11.6%

-72.6%

   

2012

4.4%

-77.9%

14.1%

-761.5%

10.9%

-111%

   

2013

5.5%

-50.8%

17.2%

-1944%

10.2%

-96.5%

   

2014

5.6%

-15.6%

15.3%

-740.4%

9.9%

-89.4%

   

2015

6.0%

101%

16.9%

-1270%

9.2%

-92.4%

   

2016

9.2%

41.0%

14.9%

-945.8%

9.0%

-24.4%

   

2017

7.0%

-30.5%

14.6%

-1426%

7.7%

-13.6%

   

2018

5.9%

-40.3%

15.3%

-192.6%

8.4%

-46.7%

   

2019

5.4%

-27.5%

23.3%

-379.7%

10.3%

-52.8%

   

2020

5.4%

90.9%

25.4%

-701.1%

9.7%

106.7%

   

2021

3.8%

211%

13.4%

-3976%

8.7%

-22.4%

   

 დასკვნები

1. შინამეურნეობების ქცევა შემოსავლის სხვადასხვა დონეზე განსხვავებულია, თუმცა შეიძლება მოქმედებდეს გარკვეული საერთო ფსიქოლოგიური კანონები, რომელიც განხილულ უნდა იყოს შინამეურნეობების სტრუქტურის და ურთიერთქმედების კონტექსტში.

2. მნიშვნელოვანი გავლენა შინამეურნეობების ქცევაზე შეიძლება ჰქონდეს ფაქტორებს,  რომელიც ცვლიან შინამეურნეობების გრძელვადიან ბიუჯეტს ანუ გავლენას ახდენენ პერმანენტულ შემოსავლებზე და მოხმარებაზე. მაგალითად, ამგვარი შოკებად შეიძლება განვიხილოთ გადასახადების განაკვეთების ცვლილება, რადგან მათ შინამეურნეობების გრძელვადიან ბიუჯეტზე აქვთ გავლენა.

3. თუ შინამეურნეობები კმაყოფილების ისეთ დონეზეა, რომ შემოსავლის მცირე ზრდა არ აუმჯობესებს მის სასარგებლოობას, მაშინ ასეთი შინამეურნეობები არ პასუხობენ წამახალისებელ პროგრამებს.

4. საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს დაბალ შემოსავლიან ქვეყანაში შინამეურნეობების და დაბალ შემოსავლიან შინამეურნეობის ქცევაზე, ამის მიზეზია საკრედიტო რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა მაღალი შემოსავლის უთანასწორობის, რისკისადმი დაბალი მიდრეკილების და დაბალი ელასტიურობის პირობებში.

 გამოყენებული ლიტერატურა

ანანიაშვილი, ი., 2008, მოხმარების კეინზიანური მოდელის ქართული ვარიანტი. გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პერსპექტივები. თბილისი.

ანანიაშვილი, ი., & ბარდაველიძე, ა., 2018, საქართველოს ეკონომიკაში ერთობლივ მოთხოვნაზე ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების ზემოქმედების თავისებურებების ეკონომეტრიკული ანალიზი. გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში. თბილისი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, გვ. 37-43.

ოსტაპენკო, ნ., & დოღონაძე, ი., 2016, ფულის მიწოდების გავლენა რეალურ გამოშვებაზე. „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, 4(1), 67-83.

ოსტაპენკო, ნ., & ტაბაღუა, ს., 2014, მოხმარების მაკროეკონომიკური ფუნქციის ძირითდი დეტერმინანტების ანალიზი. „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, 2(2), 47-67.

Amromin, G., Nardi, M., & Schulze, K., 2018, Household inequality and the consumption response to aggregate real shocks. Retrieved from www.nber.org: https://www.nber.org/papers/w24073

Ando, A., & Modigliani, F., 1963. The “Life-Cycle” Hypothesis of Saving: Aggregate Implications and Tests. American Economic Review, 53, 55-84.

Attanasio, O.P., and Weber, G., 1995. Is Consumption Growth Consistent with Intertemporal Optimization? Evidence from the Consumer Expenditure Survey. Journal of Political Economy 103, 1121-57.

Campbell, J. Y., & Mankiw, N. G., 1991, The response of Consumption to Income: A Cross-Country Investigation. European Economic Review, 35, 757-764.

Christen, M., & Morgan, R., 2005, Keeping Up with the Joneses: Analyzing the Effect of Income Inequality on Consumer Borrowing. Quantitative Marketing and Economics, 3(2), 145-173.

Deaton, A., 1992, Understanding Consumption. Oxford: Clarendon Press.

Duesenberry, J. S., 1949, Income, Saving and the Theory of Consumer Behavior. London: Geoffrey Cumberlege Oxford University Press.

Evans M., 1967, The Importance of Wealth in the Consumption Function. Journal of Political Economy, 335-351.

Flavin, M. A., 1981, The Adjustment of Consumption to Changing Expectations About Future Income. Journal of Political Economy, 89, 974-1009.

Friedman, M., 1957, A Theory of the Consumption Function. Princeton: Princeton University Press.

Gourinchas, P.O. and Parker J.A., 2002, Consumption Over the Life Cycle. Econometrica 70, 47-89.

Hall, R.E., 1978. Stochastic Implications of the Life Cycle-Permanent Income Hypothesis: Theory and Evidence. Journal of Political Economy, 86, 971-987.

Hall, R.E., 1988. Intertemporal Substitution in Consumption. Journal of Political Economy, 96, 339-357.

Jappelli, T., & Pistaferri, L., 2017, The Economics of Consumption (Theory and Evidence). New York: Oxford University Press.

Keynes, J. M., 1936, The General Theory of Employment, Interest and Money. London: Macmillan.

Krueger, D., Mitman, K., & Perri, F., 2016, Macroeconomics and household heterogeneity. J. Taylor, & H. Uhlig (რედ.)-ში, Macroeconomics and Household Heterogeneity (Vol. 2, გვ. 843–921). Amsterdam: Elsevier B. V. /North-Holland.

Krusell, P., & Smith, A., 1998, Income and Wealth Heterogeneity in the Macroeconomy. Journal of Political Economy, 867–896.

Kumhof, M., Rancière, R., & Winant, P., 2015, Inequality, Leverage, and Crises. The American Economic Review, 1217-124.

Modigliani, F., 1966, The Life Cycle Hypothesis of Saving, the Demand for Wealth, and the Supply of Capital. Social Research, 33, 160-217.

Ramsey, F., 1928, A Mathematical Theory of Saving. Economic Journal, 38(152), 543–559.

Tabagua, S., & Ostapenko, N., 2018, Some Fiscal and Monetary Aspects of Consumption Theory. ECOFORUM, 7(3(16)). მოპოვებული http://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco/article/view/874/522-დან

Ромер, Д., 2015, Высшая макроэкономика. Москва, Издательский дом Высшей школы экономики.

Сакс, Д., & Ларрен, Ф., 1996, Макроэкономика. Глобальный подход. Москва, Дело.



[1] კვლევა N PHDF-22-3443 განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

[2] აქ კლასიკური წარმოდგენის ქვეშ იგულისხმება კეინსიანურ ტრადიციაში არსებულ წარმოდგენა.

[3] მაგალითად საპროცენტო განაკვეთის შემცირება საშუალებას მისცემს მაღალშემოსავლიან ჯგუფებს აიღონ სესხი და ახალი პროექტები დააფინანსო. ეს გარემოება გამოიწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნის ზრდას და ხელფასების ზრდას.

[4] X12 მეთოდის გამოყენებით. X12 მეთოდი წარმოადგენს სეზონურობის ფაქტორზე კორექტირების სისტემას. აღნიშნული სისტემა შექმნილია აშშ მოსახლეობის აღწერის ბიუროს მიერ.

[5] საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები

[6] ჰუბერ-უაიტ-ჰინკლი (HC1) ჰეტეროსკედასტიურობის შესაბამისი სტანდარტული შეცდომები და კოვარიაციები. განტოლების ქვემოთ ფრჩხილებში მოცემულია კოეფიციენტების t სტატისტიკები