![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ანა ჩეჩელი ∘
ნატალია რუდიკი ∘
მდგრადი ადგილობრივი განვითარება უკრაინაში: საზოგადოების მონაწილეობა ომის შემდგომ აღდგენაში 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.CHECHEL.RUDIK რეზიუმე სტატიაში განხილულია კრიტიკული პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას უკრაინის ტერიტორიულ თემებში ომის შემდგომ აღდგენის პერიოდში. ავტორები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური გაზომვების ინტეგრაციას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მომდევნო თაობების ინტერესების დაცვას შორის ბალანსის მისაღწევად. ეს კომპლექსური მიდგომა განიხილება როგორც ფუნდამენტი ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური არასტაბილურობისა და სოციალური დეზორგანიზაციის ფართომასშტაბური განადგურების პრობლემის გადასაწყვეტად, რომლებიც გამოწვეულია გაგრძელებული კონფლიქტებით უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში. კვლევაში ხაზგასმულია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღებისა და რეალიზაციის პროცესებში იმ ძალისხმევის უზრუნველსაყოფად, რომელიც საჭიროა თანასაზოგადოების ფაქტიური მოთხოვნილების აღსადგენად და გრძელვადიანი მდგრადობის ხელშეწყობისათვის. ავტორები შეისწავლიან ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებსა და მოქალაქეების ინიციატივებს შორის თანამშრომლობის ეფექტურ მოდელებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რა თანასაზოგადოების თვითორგანიზაციის როლს ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. თანამედროვე სოციალური ტექნოლოგიები, ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ჩათვლით, გამოირჩევა, როგორც მოქალაქეების ჩართულობის მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გამჭვირვალობას, სოციალურ ერთიანობას და ინოვაციებს. კერძოდ, სოციალური ქსელები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრიობის შეგრძნებას და კოლექტიური ქმედებების ორგანიზებას. სტატიაში აგრეთვე წარმოდგენილია ტერიტორიული განვითარების დაგეგმვის სტრატეგიული მიდგომის გაღრმავებული ანალიზი. გამოვლენილია მისი ძირითადი უპირატესობები, ისეთები როგორიცაა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გაფართოვება, რესურსების ოპტიმალური განაწილება და ნდობის გამყარება თანასაზოგადოებებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის. ავტორები აგრეთვე იხილავენ პრობლემებს, რომლებიც მოიცავენ მომავალი პირობების გაურკვევლობას, კოორდინაციის სირთულეს და შეზღუდულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. ეს ბარიერები განიხილება როგორც წინააღმდეგობები, რომლებიც აუცილებელია აღმოიფხვრას მდგრადი განვითარების ინიციატივების პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის. ავტორები ემხრობიან სისტემურ მიდგომას, რომელიც მხარს უჭერს თვითმართვას, მობილიზებას უკეთებს ადგილობრივ რესურსებს და უზრუნველყოფს სუსტი ჯგუფების ჩართვას განვითარების პროცესებში. კონკრეტული რეკომენდაციები გულისხმობს თანასაზოგადოებების განვითარების ცენტრების შექმნას, სპეციალისტების სწავლებას მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის განხეთქილების დასაძლევად და მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობა. სტატიაში ხაზგასმულია სოციალური კაპიტალის, არაფორმალური ქსელების და ძირითადი ინოვაციების მნიშვნელობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების უზრუნველყოფაში. საბოლოოდ, კვლევა ხაზს უსვავს ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მდგრადი და თვითსაკმარისი თანასაზოგადოების შესაქმნელად. უკრაინის თანასაზოგადოებებს შეუძლიათ ეფექტურად გადალახონ ომისშემდგომი აღდგენის სირთულეები და მდგრადი განვითარების სოციალური ტექნოლოგიების, მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის წახალისების და სისტემური პრობლემების გადაჭრის ინტეგრაციის გზით. ეს მიდგომა არა მხოლოდ ამზადებს თემებს თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად, არამედ საფუძველს უყრის გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს და სტაბილურობას. საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ადგილობრივი საზოგადოება, ომისშემდგომი რეკონსტრუქცია, სოციალური ერთიანობა, თვითორგანიზაცია, სამოქალაქო ჩართულობა, სოციალური კაპიტალი, მონაწილეობითი მმართველობა, უკრაინა. |