English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ლაზარაშვილი
„ლურჯი ეკონომიკა“ და მდგრადი განვითარების გამოწვევები

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.LAZARASHVILI

ანოტაცია.  „ლურჯი ეკონომიკა“, ანუ ოკეანის ეკონომიკა სულ მეტ პოპულარობას იძენს მთელს მსოფლიოში. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ „ლურჯი ეკონომიკა“  არის „მწვანე“ მიდგომების განვითარების შემდგომი საფეხური.

2009 წელს ბელგიელმა ეკონომისტმა გიუნტერ პაულიმ რომის კლუბის სხდომაზე (საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია) წარმოადგინა მოხსენება „„ლურჯი ეკონომიკა“: 10 წელი, 100 ინოვაცია, 100 მილიონი სამუშაო ადგილი“. ეს დღე შეიძლება ჩავთვალოთ ათვლის წერტილად, როდესაც „ლურჯი ეკონომიკის“ კონცეფციამ დაიწყო მთელს მსოფლიოში გავრცელება.

გ. პაულის გამოსვლის შემდგომ „ლურჯი ეკონომიკის“ ცნებამ განიცადა ევოლუცია. დღეისათვის ეს არის ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახე, რომელიც დაკავშირებულია ოკეანეებთან, ზღვებთან და სანაპიროებთან, მიუხედავად იმისა ხორციელდება თუ არა ისინი საზღვაო ზონაში (მაგ. ნაოსნობა, თევჭერა, ენერგიის წარმოება),  თუ ხმელეთზე (პორტები, აკვაკულტურა ხელოვნურ საცავებში, სანაპირო ტურიზმი).

 „ლურჯი ეკონომიკა“ გულისხმობს მსოფლიო ოკეანის რესურსების  მდგრად გამოყენებას, რომელიც დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: წყლის რესურსების დაცვასა და შენარჩუნებაზე, ბუნების დაცვის მენეჯმენტზე და კლიმატურ ცვლილებებთან ადაბტაციისთვის გადაწყვეტილებების დანერგვაზე. კლიმატური გადაწყვეტილებები დაფუძნებული ოკეანის რესურსებზე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში: მათი მეშვეობით  შესაძლებელია 21%-ით შემცირდეს ნახშირორჟანგის  გამორტყოცნის მოცულობის შემცირება, რაც თავის მხრივ შეამცირებს ტემპერატურის აწევას 1,5°C-ით 2050 წლისთვის.

საკვანძო სიტყვები: „ლურჯი ეკონომიკა“, მდგრადი განვითარება, ზღვის რესურსები. 

გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი დიდ ცვლილბებს განიცდის და ამიტომ მდგრადობამ, რესურსების რაციონალურმა მართვამ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა შეიძინა. ასეთი ცვლილებების ფონზე მდგრადი „ლურჯი ეკონომიკა“ წარმოადგენს მრავლისმეტყველ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის მქონე ქვეყნებისთვის. „ლურჯი ეკონომიკა“ დღეისათვის ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში და გააჩნია სამი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა: ეკონომიკისთვის ოკეანეების საერთო სარგებელი, მოთხოვნა ოკეანეების ეკოლოგიური და ეკოლოგიური მდგრადობის საკითხების გადასაჭრელად და ოკეანის ეკონომიკა, როგორც მზარდი შესაძლებლობა ორივე მხარისთვის.

დაახლოებით 50 წელია კაცობრიობა ცდილობს გადაჭრას გარემობუნების კლიმატური ცვლილებისა და დეგრადაციის პრობლემები. მაგრამ სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. გრძელდება სასათბურე გაზების გამოფრქვევის ზრდა, იზრდება გლობალური დათბობა, ხშირდება ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, მცირდება ბიომრავალფეროვნება და ა.შ. ყველაფერი ეს წარმოადგენს ანთროპოგენური ეპოქას დადგომის შედეგს, ე.ი. ადამიანის საქმიანობის უპრეცენდენტო აქტივიზაციის ეპოქის, რასაც დიდად ხელი შეუწყო XX საუკუნის ბოლოს ფორმულირებულმა სამომხმარებლო საზოგადოებამ, რომელიც სტიმულირებს კონკურენციას, ჭარბ წარმოებას და შეუზღუდავ ეკონომიკურ ზრდას.  

1970-იანი წლიდან დ3ედამიწის მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ მეტად და უახლოვდება 8 მლრდ ადამიანს. პროგნოზის მიხედვით 2050 წლისთვის იგი მიაღწევს 10 მლრდ, ხოლო 2100 წლისთვის - 11 მლრდ ადამიანს, რაც გამოიწვევს გადაჭარბებულ უსაზღვრო მოხმარებას და უკვე ამოწურული რესურსების შემდგომ დეგრადაციას.  დღეისათვის დედამიწაზე ყოველწლიურად მოიხმარება 3,8 ტრილიონი მტკნარი წყალი, 17 მლრდ. ტ. მინერალური, სამშენებლო და ენერგეტიკული პროდუქტები, 5,8 მლრდ. ტ. ტყის რესურსები და 5 მლრდ. ტ. სასურსათო საქონელი. მხოლოდ გამოყენებული რესურსების მცირე ნაწილი გადამუშავდება და გამოიყენება მეორადი მოხმარებისათვის. წარმოების ნარჩენების საერთო მოცულობა ფასდება 10-11 მლნ ტონად წელიწადში.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამრეწველო თევჭერის შედეგად დაკარგულია თევზის მარაგის 33%. კლიმატზე ადამიანის საქმიანობის პირდაპირი ზემოქმედების შედეგად გარემობუნებაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება ხმელეთის 77%-ის (ანქტარტიდის გამოკლებით) და 87% ოკეანის ფართობის, რომელიც განპირობებული იყო ველური ძუძუმწოვრებისა და მცენარეების ნახევარი ბიომასის დაკარგვით.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ოკეანის ექსტრემალური მოვლენების მასშტაბებისა და სიხშირის  ზრდის გამო უმეტეესობა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი საზღვაო რეგიონების ადგილობრივი კლიმატური პირობები გასცდა ისტორიულ საზღვრებს.  ამას გარდა, 2014 წელს ექსტრემალურმა სიცხემ პირველად მოიცვა 50%-ზე მეტი მსოფლიო ოკეანის ფართობი, რაც, სპეციალისტების აზრით, მოწმობს „ახალ ნორმაზე“ გადასვლაზე. ახალ პირობებში შესაძლებელია ოკეანის ეკოსისტემის სტრუქტურის, ფუნქციის და  მომსახურების ძირეული ცვლილება. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი კერძოდ, თევზის მარაგის განაწილებასა და კვლავწარმოებაში, რასაც მოყვება სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.

მთლიანობაში ახლო მომავალში არსებული მთლიანი რაოდენობის 8 მლნ ცხოველებისა და მცენარეების სახეობებიდან შეიძლება გადაშენდეს დაახლოებით 1 მლნ ცხოველების სახეობა. ამასთან სახეობების გადაშენების დღევანდელი ტემპი მთელს სამყაროში არა ამარტო აჭარბებს საშუალო მაჩვენებლებს ბოლო 10 მლნ წლის განმავლობაში, არამედ ჩქარდება. გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება უფრო მეტი სახეობა, ვიდრე მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

 ჯერ კიდევ 2009 წელს მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. „პლანეტარული საზღვრების“ კონცეფცია. ისინი განსაზღვრავენ უსაფრთხო სამუშაო სივრცეს კაცობრიობისათვის დედამიწა-ადამიანი სისტემის ჩარჩოში და დაკავშირებული არიან პლანეტის ბიოფიზიკურ ქვესისტემებთან. უმეტესობა მათგანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზოგიერთი ცვლადების განსაზღვრული დონეების მიმართ, რომელთა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე და კატასტროფული შედეგი ადამიანებისათვის და პლანეტისთვის.

მეცნიერებმა გამოყვეს კრიტიკული სიდიდეები (საზღვრები) 9 პირობითი მიწის სისტემებისათვის: კლიმატის, ბიომრავალფეროვენების, აზოტისა და ფოსფორის ბიოქიმიური ციკლების, ოკეანეების მჟავიანობის, ადამიანის მიერ მოხმარებული მსოფლიო მტკნარი წლის მო0ცულობის, ხმელეთის ეკოსისტემის ცვლილების, ატმოსფეროში აეროზოლის შემცველობის, გარემობუნების ქიმიური დაბინძურების.

2015 წელს დაფიქსირებული იყო ხმელეთის ეკოსისტემის ცვლილების უსაფრთხო ზღვარის გადაჭარბება და აგრეთვე პლანეტარული საზღვრების დარღვევა, რომლებიც განსაზღვრავენ ბიოქიმიურ ციკლებს, არა მხოლოდ აზოტით, არამედ ფოსფორით.

ამჟამად არსებობს მტკიცებულებები გარემობუნების ქიმიური დაბინძურების დასაშვები საზღვრის გადაჭარბების, ქიმიური წარმოების სწრაფი განვითარების შედეგად. 1950 წლიდან ქიმიური ნივთიერებების წარმოება გაიზარდა 50-ჯერ.  ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ცირკულირებს დაახლოებით 350 ათასი ქიმიური ნივთიერება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში  დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 70 ათასი ე.წ. ახალი ობიექტები, მ.შ. თითქმის 30 ათასი - საბაზრო ეკონომიკის ფორმირებად ქვეყნებში, რომლ;ებიც დემონსტრირებენ ასეთი ობიექტების წარმოების ზრდის მაღალ ტემპებს, მაგრამ ხშირად არ აქვთ მისი აღმოფხვრის ტექნოლოგიები. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ქიმიური პროდუქციის წარმოება 2010 წელთან შედარებით გასამმაგდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია გამოყოფს „ლურჯი ეკონომიკის“ 11 საბაზისო და 6 ფორმირებად დარგს.  ტრადიციულ დარგებს მიეკუთვნება: თევჭერა, ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ნაოსნობა, პორტის ინფრასტრუქტურა, გემთმშენებლობა და გემების შეკეთება, გაზისა და ნავთობის მოპოვება  შელფზე, საზღვაო მშენებლობა, საზღვაო და სანაპირო ტურიზმი, საზღვაო ბიზნესის მომსახურება, საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო  სამუშაოები და განათლება, გათხრითი სამუშაოები ზღვის ფსკერზე. ფორმირებად დარგებს კი – ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სექტორები: ოფშორული ქარის ენერგია, ოკეანის განახლებადი ენერგია, საზღვაო ბიოტექნოლოგიები, მაღალტექნოლოგიური ზღვის პროდუქტები და მომსახურება, ნავთობისა და გაზის მოპოვება ღრმაწყლიან ზონებში, ზღვის აკვაკულტურა.

„ლურჯი ეკონომიკა“ „მწვანე ეკონომიკის“ მომდევნო, შედარებით სრულყოფილი საფეხურია. ნოვატორული „ლურჯი“ მიდგომა შემდგომში ალტერნატივაა „წითელი“ და „მწვანე“  ეკონომიკების და ორიენტირებულია მოცემული მოდელების ნაკლოვანებების აღმოფხვრისაკენ. „მწვანე“ აქტივისტები ფართოდ აკრიტიკებენ თანამედროვე ეკონომიკას მისი დესტრუქციული ხასიათისა და კრიზისებისადმი დაქვემდებარების გამო, თუმცაღა მათ მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები, პირველ რიგში იგნორირებენ მომხმარებელთა ინტერესებს, მეორე მხრივ კი ქმნიან კეთილსასურველ პირობებს სპეკულაციის სხვადასხვა სახეებისთვის. „ლურჯი ეკონომიკა“ ვარაუდობს მოახდინოს სიმბიოზური ურთიერთობების ფორმირება ადამიანსა და ბუნებას შორის, სამომხმარებლოს საპირწონედ და ამით არ დაარღვიოს არსებული საბაზრო მექანიზმები.

„ლურჯი ეკონომიკის“ პრინციპების დანერგვის მნიშვნელობას აღიარებს საერთაშორისო თანასაზოგადოება, დღეისათვის უკვე შემუშავებულია გლობალური სტრატეგიები. ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა გამოქვეყნებული გაეროს მსოფლიო ბანკისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ანგარიში  – „ლურჯი ეკონომიკის“ პოტენციალი. ანგარიშში ხაზგასმულია „ლურჯი ეკონომიკის“ პირობების დაცვის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის და სანაპირო განვითარებული ქვეყნებისათვის, აგრეთვე განისაზღვრება მათი ძირითადი ამოცანები: ზღვის ეკოსისტემების დაცვა; სანაპირო ზონების ინტეგრირებული მართვა; ზომები, რომლებიც ხელს უწყობენ ნახშირბადის შთანთქმას; მასტიმულირებელი ფინანსური მექანიზმების დანერგვა და სხვა.  ოკეანის რესურსების მდგრადი მართვა მოითხოვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და აგრეთვე სახელმწიფოებს  და კერძო სექტორებს შორის, საკმაოდ ფართო მასშტაბებში.

2021 წელს გაეროს გლობალურმა ანგარიშმა გამოუშვა საერთაშორისო კვლევა „ოკეანისა და კლიმატის კავშირი“,  რომელშიც მთავრობებსა და ბიზნესს ეძლევა საკვანძო რეკომენდაციები მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოსაყენებლად ოთხი მიმართულებით: საზღვაო ტრანსპორტი გამონაბოლქვის ნულოვანი დონით, დაბალი ნახშირბადის „ლურჯი“ კვების პროდუქტები, ზღვის განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და ბუნებრივი გადაწყვეტილებები (ზღვის წყალმცენარეების გამოყენებაზე აქცენტით). კვლევაში გამოყოფილია 6 საკვანძო ნაბიჯი, რომლებიც საშუალებას იძლევა მსოფლიო ოკეანეში საქმიანობის ოპტიმიზაციისათვის პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად. დოკუმენტში აგრეთვე განსაზღვრულია  საზღვაო ტრანსპორტისათვის „ტრაექტორია 1,5°C“. ამას გარდა შემუშავებულია „სუფთა“ საზღვაო განახლებადი ენერგიისა და ოკეანის რესურსების გამოყენების ინტეგრაციის საგზაო რუქა.

„ლურჯი ეკონომიკის“ განვითარება ასახულია გაეროს მდგრადი განვითარების მე-14 მიზანში „ოკეანეების, ზღვების და ზღვის რესურსების შენარჩუნება და რაციონალური გამონოყენება“. გაეროს ეგიდის ქვეშ ხორციელდება საზღვაო სფეროს მდგომარეობის გლობალური შეფასება, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების ჩათვლით. გაეროში აგრეთვე მიმდინარეობს ზღვებისა და ოკეანეების მდგრადობის ნებაყოფლობითი ვალდებულებების რეესტრის წარმოება. 2021-2030 წლები გამოცხადებულია გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მეცნიერების საერთაშორისო ათწლეულად ოკეანეების შესახებ მდგრადი განვითარების ინტერესებში.

2023 წლის მარტში - გაეროში მიღებულ იქნა მსოფლიო ოკეანის დაცვის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის ოკეანეების 30% იქნება დაცული ტერიტორიები (ამჟამად მხოლოდ 10%-ია დაცული). ამ ტერიტორიებზე იმოქმედებს შეზღუდვები თევჭერაზე, ნაოსნობაზე და გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემის შემდგომი დეგრადაციის შეწყვეტისათვის და ბიოსფეროს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გამოიმუშავებენ „ლურჯი“ ფინანსირების პრინციპებს - ფართოდ გავრცელებული „მწვანე“ ფინანსების ანალოგიურად. მსოფლიო ბანკმა 2018 წელს შექმნა მულტიდონორული სატრასტო ფონდი Problue, რომელიც შედიოდა პროგრამაში Umbrella 2.0.. Problue ღებულობს დაფინანსებას ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ისლანდიიდან, ევროპული კომისიიდან და აშშ-დან.

2022 წლის იანვარში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (ინსტიტუტი რომელიც შედის მსოფლიო ბანკის სტრუქტურაში) გამოუშვა  „ლურჯი ფინანსირების სახელმძღვანელო“.  „ლურჯი ობლიგაციები“ და „ლურჯი სესხები“  ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებია, რომლებიც გულისხმობენ სახსრების გამოყოფას განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოკეანისა და სხვა წყლის რესურსების დაცვას. ავტორები გვთავაზობენ კრიტერიუმების 3 ძირითად ჯგუფს, რომლის მიხედვითაც პროექტი შეიძლება მივაკუთვნოთ „ლურჯს“.

  1. პროექტი უნდა  შეესაბამებოდეს „მწვანე“  ობლიგაციების და „მწვანე“ კრედიტის პრინციპებს და აგრეთვე  მდგრადი განვითარების მიზნებს №6 („სუფთა წყალი ყველასთვის“)  და №14 („ზღვის ეკოსისტემების შენარჩუნება“).
  2. პროექტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების სხვა მიღწევებს (მ.შ. ისეთის, როგორიცაა „შიმშილის ლიკვიდაცია“, „ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია“, „პასუხსიმგებლიანი (გონივრული)  მოხმარება და წარმოება“, „კლიმატის ცვლილებისადმი წინააღმდეგობა“).
  3. პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს ნანაჩვენები მდგრადი განვითარების რომელ აღიარებულ სტანდარტებს მიჰყვება. მოსალოდნელია, რომ დაცული იქნება საბაზო დარგობრივი კლასიფიკაციის საქმიანობის სტანდარტები და წამყვანი პრინციპები (გაიდლაინები) მსოფლიო ბანკის გარემობუნერბის, ჯანმრთელობისა და შრომის დაცვის შესახებ და ანალოგიური დოკუმენტები.

„ლურჯი“ ფული. 2018 წელს მსოფლიო ბანკმა სეიშელებთან ერთად გამოუშვა პირველად მსოფლიოში „ლურჯი“ ობლიგაციები 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თევჭერის სფეროში მდგრადი პროეტების მხარდასაჭერად.

2019 წელს მსოფლიო ბნაკმა Morgan Stanley-სთან ერთად გამოუშვა „ლურჯი“ ობლიგაციები 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პლასტიკური ნარჩენებით  ოკეანეების დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით; და შვეიცარულ კომპანია Swiss- თან ერთობლივად - 28,6 მლნ აშშ დოლარზე მტკნარი წყლისა და ზღვის ცხოველების საარსებო გარემოს დაცვისა და აღდგენის დაფინანსების მიზნით.

მსოფლიო ბანკის ინიციატივების შემდგომ მთელმა რიგმა ფინანსურმა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა აგრეთვე დაიწყეს ან გეგმავენ „ლურჯი“ ობლიგაციების გამოშვებას.

იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ მდგრადი ლურჯი ეკონომიკის არსს, საჭიროა მისი ძირითადი პრინციპების და ურთიერთკავშირის შესწავლა.

ეკოლოგიური მდგრადობა. მდგრადი ლურჯი ეკონომიკის საფუძველში დევს ზღვის ეკოსისტემების დაცვის ვალდებულება, რაც გულისხმობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შედეგის შესუსტებას. მდგრად მეთოდებს, როგორიცაა ზომიერი თევზჭერა და ზღვის დაცული ტერიტორიების შექმნა თამაშობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს.

ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენება იკავებს საკვანძო  ადგილს „ლურჯ ეკონომიკაში“.  ეს გულისხმობს შეზღუდვების დაწესებას თევზჭერაზე, თევჭერის სელექციური მეთოდების მიღებას და აკვაკულტურის მეთოდების წინ წამოწევას, რომლებსაც მინიმუმამდე დაყავთ გარემობუნების დაბინძურება. მდგრადი ლურჯი ეკონომიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელი ოკეანის შენარჩუნებასა და აღდგენას. ეს გულისხმობს პლასტიკურ დაბინძურებასთან ბრძოლის ძალისხმევას, საკვები ნივთიერებების ჩადინების შემცირებას და სხვა.

ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. „ლურჯი ეკონომიკა“ ხელს უწყობს დივერსიფიკაციას, იყენებს რა ოკეანეების მთლიანი სპექტრის შესაძლებლობებს. ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიის წარმოებას ზღვის ქარის ელექტროსადგურების მეშვეობით, ზღვის ორგანიზმებიდან ღირებული ნაერთების მოპოვებას და მდგრადი ტურიზმის განვითარებას.  ხელს უწყობს რა ოკეანის საქმიანობის ფართო სპექტრს, მდგრად ლურჯ ეკონომიკას შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები და სახსრები სანაპირო ტერიტორიებზე, ამასთან შეამციროს სიღარიბე და გაზარდოს ეკონომიკური მდგრადობა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ათვისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ლურჯი ეკონომიკის“ მდგრადობისა და ზრდისთვის. მოწინავე ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიცაა ავტონომიური წყალქვეშა აპარატები და სატელიტური მონიტორინგის სისტემები, გამოიყენება რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად და გარემობუნებაზე ზემოქმედების მინიმიზაციისათვის.

სოციალური სამართლიანობა და ინკლუზიურობა. მდგრადი „ლურჯი ეკონომიკა“ ხაზს უსვამს საზოგადოების მონაწილეობას და სარგებლის განაწილებას. სანაპირო საზოგადოებებს  უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იღებდნენ საზღვაო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიკური კეთილდღეობის სამართლიან წილს.

ძირძველი თემები ხშირად ფლობენ უნიკალურ ცოდნას რესურსების მდგრადი მართვისა და ოკეანის შენარჩუნების შესახებ. „ლურჯი ეკონომიკა“ აღიარებს ამ სიბრძნის პატივისცემის და ინტეგრაციის მნიშვნელობას თავის პრინციპებსა და პრაქტიკაში. იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობები, „ლურჯი ეკონომიკა“ ინვესტიციებს დებს განათლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამებში.

მდგრადი ლურჯი ეკონომიკის მნიშვნელობის გაგება აუცილებელია მისი როლის შესაფასებლად გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.

  1. გარემობუნების დაცვა. ოკეანეები ფარავენ დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტს და წარმოადგენენ სხვადასხვა ეკოსისტემის სახლს. „ლურჯი ეკონომიკის“ აქცენტი ეკოლოგიურ მდგრადობაზე ეხმარება დაიცვას ეს ეკოსისტემებეი ზედმეტი ექსპლუატაციისგან და დეგრადაციისგან, შეინარჩუნოს რა ამით წყალქვეშა სიცოცხლე და ბიომრავალფეროვნება.
  2. კლიმატის ცვლილების შედეგების შესუსტება. ოკეანეები თამაშობენ საკვანძო როლს დედამიწის კლიმატის რეგულირებაში. „მდგრადი ლურჯი ეკონომიკა“ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შედეგების შესუსტებას, წინ წამოწევს ენერგიის განახლებად წყაროებს: ოფშორული ქარისა და ტალღების ენერგიას, სასათბურე გაზების გამოფრქვევის შემცირებას და იცავენ ნახშირბადის მშთანთქველი სასიცოცხლოდ მნიშვნლოვან მანგროებს და ზღვის ბალახებს.
  3. ეკონომიკური მდგრადობა. სანაპირო ზონები ხშირად დაუცველია ეკონომიკური რყევებისა და სტიქიური უბედურებისაგან. „ლურჯი ეკონომიკა“ ახდენს შემოსავლების დივერსიფიცირებას, უზრუნველყოფს რა მდგრადობას ეკონომიკური შოკების მიმართ და ქმნის სტაბილურ სახსრებს საზოგადოებების არსებობისათვის, რომლებიც დამოკიდებული არიან ოკეანეზე.
  4. საკვების უსაფრთხოება. ზღვის პროდუქტები წარმოადგენს ცილების მნიშვნელოვან წყაროს მილიარდი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. თევჭერის მდგრადი მეთოდები უზრუნველყოფენ ზღვის პროდუქტების სტაბილურ და უხვ მიწოდებას და ხელს უწყობს გლობალურ საკვების უსაფრთხოებას.
  5. ინოვაციები და ტექნოლოგიები. ლურჯი ეკონომიკა ხელს უწყობს ინოვაციების და ტექნოლგიურ პროგრესს, სტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას და წყვეტს მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებს.
  6. საერთაშორისო თანამშრომლობა.   საერთაშორისო თანამშრომლობას, ოკეანეების ურთიერთდაკავშირებული ხასიათის გათვალისწინებით, გააჩნია დიდი მნიშვენლობა „ლურჯი ეკონომიკა“ წარმატებისთვის. ის ხელს უწყობს დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას და ადგილობრივ ძალისხმევას საერთო პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა არაკანონიერი თევჭერა და გარემო ბუნების დაბინძურება.

მართალია მდგრად „ლურჯ ეკონომიკას“ გააჩნია დიდი პერსპექტივები, იგი ასევე ეჯახება რიგ პრობლემებსა და მოსაზრებებს:

                              ·           ბალანსი ეკონომიკურ ზრდასა და გარემო ბუნების შენარჩუნებას შორის. ბალანსის მიღწევა ეკონომიკურ განვითარებასა და გარემო ბუნების დაცვას შორის რჩება რთულ ამოცანად. პირები, რომლებიც ღებულობენ გადწყვეტილებას ზედმიწევნით უნდა ითვალისწი­ნებდ­ნენ თავისი ქმედებების გრძელვადიან შედეგებს.

                              ·           კლიმატის ცვლილების შედეგები. კლიმატის ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან დარტყმას „ლურჯი ეკონომიკისთვის“, რადგანაც ზღვის დონის,  ოკეანის მჟავიანობის აწევა და ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები ზემოქმედებენ სანაპირო რეგიონებზე და მრეწველობაზე. ადაბტაციის სტრატეგიებს და კლიმატის ცვლილების შედეგების შესუსტებას დიდი  მნიშვნელობა ენიჭება.

                              ·           გადაჭარბებული თევზაობა. ჭარბი თევჭერა რჩება სერიოზულ პრობლემად, მიუხედავად იმისა რომ, ინტენსიურად ხდება თევჭერის მდგრადი მეთოდების დანერგვა. თევზის მარაგის ამოწურვის შესაჩერებლად აუცილებელია ეფექტიანი მართვა და სწორედ მოხმარება.

                              ·           დაბინძურება და პლასტიკური ნარჩენები. საზღვაო გარემოს დაბინძურება  მ.შ. პლასტიკური ნარჩენებით ემუქრება ოკეანის და ზღვის სიჯანსაღეს. ამ პრობლემის გადაჭრა მოითხოვს კოორდინირებულ გლობალურ ძალისხმევას პლასტმასების წარმოების შესამცირებლად და ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად.

                              ·           სამართლებრივი და მმართველობითი პრობლემები.   უმრავლესობა დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო წყლებში ცურვის კოორდინაციამ შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული და მმართველობითი პრობლემები. ამიტომ, სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოები და საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია ამ წინააღმდეგობების გადაჭრისათვის.

დასკვნა

მდგრადი ლურჯი ეკონომიკა წარმოადგენს ჰარმონიულ მომავალს, რომელშიც ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკოლოგიური მდგრადობა თანაარსებობენ. მიიღებენ რა პრინციპებს რაციონალურად გამოიყენონ გარემო ბუნება, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, სოციალური სამართლიანობა და კომპლექსური მართვა, სანაპირო ქვეყნებს და საზოგადოებებს შეუძლიათ გამოავლინონ თავისი ოკეანის რესურსების მთელი პოტენციალი, შეინარჩუნონ რა ამით ოკეანეები მომავალი თაობებისათვის.

კაცობრიობა მიისწრაფვის უფრო მდგრადი, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი მომავლისკენ, სადაც ოკეანეები ყველაზე დიდი საგანძური ჩვენი პლანეტის, იქნება დაცული და მათი გამოიყენება მოხდება გონივრულად, რადგანაც ჩვენ შეჯახებას ვაგრძელებთ გლობალურ პრობლემებთან კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული – სასურსათო უსაფრთხოებემდე.  „ლურჯი ეკონომიკა“ დემონისტრირებს რა  მდგრადი მეთოდების შესაძლებლობას გამოიწვიონ პოზიტიური ცვლილებები გლობალური მასშტაბით.

საკვანძო რისკებად კაცობრიობისათვის რჩება კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა. გლობალური დათბობის შეზღუდვა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი კლიმატის შესანარჩუბნებლად და ბიომრავალფეროვენების დაცვა - ურთიერთდაკავშირებული მიზნებია, რომელთა მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია დედამიწის მოსახლეობას შორის ეკონომიკური კეთილდღეობის მდგრადი მიწოდებისა და სამართლიანი გადანაწილებისათვის, როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი თაობებისათვის. ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს „ლურჯი ეკონომიკის“ კონცეფციის პრაქტიკაში რელიზება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. ლაზარაშვილი, ნ. კაკულია. „ლურჯი ეკონომიკის“ პოტენციალი და შესაძლებლობები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”,  თბილისი, 2023, 3 ნოემბერი.
  2. Жилина И.Ю. Как сохранить планету – концепции синей экономики. ж.” Экономические и социальные проблемы России”. 2022. https://cyberleninka.ru/article/n/kak-sohranit-planetu-kontseptsii-siney-ekonomiki
  3. Blue growth: unlocking the potential of the oceans (H2020-BG-2014-2015), Blue Growth: demonstrating an ocean of opportunities (H2020-BG-2016-2017), Blue Growth: sustainably harvest the potential of aquatic and marine resources, while protecting biodiversity and enhancing climate resilience (H2020-BG-2018-2020).
  4. Sumaila, U.R., Walsh, M., Hoareau, K. et al. Financing a sustainable ocean economy. Nat Commun 12, 3259 (2021). https://doi.org/10.1038/s41467-021-23168-y
  5. P. Ramirez-Monsalve, J Van Tatenhove ‘Mechanisms of power in maritime spatial planning processes in Denmark, Ocean & Coastal Management’ (2020).
  6. Taylor S. et al. (2017). Eunomia. Green Jobs in the Blue Economy – A Bottom-up Approach. No 11.066100/2015/716324/SFRA/ENV.C2 . Final Report to DG Environment of the European Commission.
  7. The EU Blue Economy Report 2022. European Union, 2022.
  8. http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=&cat=pers&leng=ge&adgi=1528&title ნესტან ვარშანიძე ∘ლურჯი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები
  9. https://oceanfdn.org/ka მდგრადი ლურჯი ეკონომიკა.