![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ლია თოთლაძე ∘
მამუკა ხუსკივაძე ∘
კლიმატის ცვლილების შედეგების ზეგავლენის შეფასება ეკოინოვაციების კონტექსტში: საქართველოს მაგალითი 10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.TOTLADZE.KHUSKIVADZE ანოტაცია კლიმატის ცვლილება უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის აწმყოსა და მომავალზე, გლობალურ ეკონომიკაზე, მაკროეკონომიკურ გარემოზე, ბიზნესზე, საზოგადოებებსა და ინდივიდებზე. ათწლეულზე მეტია კლიმატის ცვლილება მუდმივად სახელდება გლობალურ საფრთხეთა მთავარ ხუთეულში. იქიდან გამომდინარე რომ კლიმატის ცვლილების პირდაპირი ზეგავლენა ადამიანსა და ეკოსისტემაზე, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე, სამუშაო პირობებზე, უსაფრთხოების სტანდარტებზე, ზემოქმედებს ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროებზე და შესაბამისად, მოითხოვს სათანადო მიდგომასა და ყურადღებას, უაღრესად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და ადაპტაციის ღონისძიებების გატარება. ნაშრომში კლიმატის ცვლილების თეორიულ და ემპირიულ ასპექტებთან ერთად გადმოცემულია საქართველოში საწარმოებშიეკოლოგიურიღირებულებათაჯაჭვისადაეკოლოგიურიინოვაციების გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასება. ამისათვის გაანალიზირებულია საქართველოში მოქმედ საწარმოთა კვლევის შედეგები. არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე კი მიღებულია შესაბამისი დასკვნები. საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება; კლიმატის ცვლილებების შერბილება; ეკოინოვაციები; ეჭვგარეშეა რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევად კლიმატის ცვლილება ითვლება. გაეროს ინფორმაციით სათბურის აირების (GHGs) ემისიები კვლავ გლობალურად იზრდება (UNGA, 2018). კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) განცხადებით, „ადამიანის გავლენა კლიმატზე აშკარაა. ბოლოდროინდელი ანთროპოგენური [სათბურის აირები] ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა“ (IPCC, 2014). ზოგადად კლიმატის ცვლილება გარკვეულწილად გამოწვეულია ადამიანის ეკონომიკური აქტივობებითა და თანმდევი სათბურის აირების ემისიებით. თუმცა, ამავდროულად ამ ეკონომიკურ აქტივობებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ინდუსტრიულმა პროცესებმა, ადამიანის საქმიანობამ, ადრეულ ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის დაახლოებით 1.0°C-ით გაზრდა გამოიწვია. ბუნებრივ და ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისათვის აუცილებელი კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა (IPCC, 2018). კლიმატის ცვლილება უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის აწმყოსა და მომავალზე, გლობალურ ეკონომიკაზე, მაკროეკონომიკურ გარემოზე, ბიზნესზე, საზოგადოებებსა და ინდივიდებზე. 2011 წლიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილება მუდმივად სახელდება გლობალურ საფრთხეთა მთავარ ხუთეულში და თან „მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად მწვავდება“ (WEF, 2020). იქიდან გამომდინარე რომ კლიმატის ცვლილების პირდაპირი ზეგავლენა ადამიანსა და ეკოსისტემაზე, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე, სამუშაო პირობებზე, უსაფრთხოების სტანდარტებზე, ზემოქმედებს ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროებზე და შესაბამისად, მოითხოვს სათანადო მიდგომასა და ყურადღებას, უაღრესად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და ადაპტაციის ღონისძიებების გატარება. 2015 წელს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა კონფერენციამ (COP), მიიღო პარიზის შეთანხმება - კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო მესამე ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდება ყველა სახელმწიფოზე, მათი განვითარების დონის მიუხედავად (UNFCCC, 2015). პარიზის შეთანხმება ადგენს, ერთი მხრივ, ოპერაციულ მიზანს, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით და, მეორე მხრივ, სასურველ მიზანს, ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით (Bodle, Donat, Duwe, 2016). ამ გამოწვევასთან გამკლავება მოითხოვს ცვლილებებს ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, შენობები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვ. პარიზის შეთანხმებისა და სხვა განვითარებების საპასუხოდ, ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისათვის კლიმატ-ნეიტრალური იყოს და ჰქონდეს ისეთი ეკონომიკა, რომელშიც სათბურის აირების ჯამური ემისიების ბალანსი ნულს გაუტოლდება (EC, 2020). ანალოგიურად ცხადად განსაზღვრული მიზნები აქვთ ჩინეთს, აშშ-ს, იაპონიას და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. უმთავრესად მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების ტენდენციაა 2050-2060 წლისათვის მიაღწიონ დეკარბონიზაციასა და ნულოვან ემისიებს. ამავდროულად, მთავრობებთან ერთად კლიმატთან დაკავშირებულ, მათ შორის, სათბურის აირების შემცირების მიმართულებით მზაობაა კერძო სექტორშიც. არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიზნად დაისახა სათბურის აირების ემისიების შემცირება ან დადო ნულოვანი ემისიების პირობა და შეუერთდა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სქემებს. აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ინვესტორთა 78% დაინტერესებული იყო საკუთარი ინვესტიციების გზით ხელი შეეწყო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის (Morgan Stanley, 2019). მსოფლიო ცდილობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული სისტემიდან ისეთ სისტემაზე გადასვლას, რომელიც სუფთა, დაბალნახშირბადიან განახლებად წყაროებსა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ამ ტრანსფორმაციის დროს უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლიანი და ინკლუზიური მიდგომების გამოყენება სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, გარემოსდაცვით, გენდერულ და ეთნიკურ სფეროებში. ადამიანის სიცოცხლის და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებების შემცირების პარალელურად ერთ-ერთ გზად მიჩნეულია მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა, რომლებიც რესურსების მოხმარებასთან და ემისიებთან დაკავშირებული ზრდის შეჩერებას ითვალისწინებს. რესურსებზე დამოკიდებულების ზრდის შეჩერება, ასევე ცენტრალურ იდეად იქცა გაეროს SDGs-ისა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შეთანხმებისათვის. პანდემიამ ნათლად გამოაჩინა საზოგადოების უთანასწორობა და დაუცველობა კრიზისულ სიტუაციებში, განსაკუთრებით დაბალ-ანაზღაურებად და ნაკლებად უსაფრთხო, სექტორებში მომუშავე ადამიანებისათვის, რომელთა საქმიანობის შესრულება სახლიდან შეუძლებელია (WB, 2020). პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში, ემისიების შემცირების გზით უნდა მოხდეს დეკარბონიზაცია და გაძლიერდეს ეკონომიკა დაბალნახშირბადიანი ინვესტიციებით. ყოველივე ზემოთაღნიშნული დღის წესრიგში აყენებს ეკოლოგიური ფაქტორების პრიორიტეტულობას. საქართველო შეუერთდა UNFCCC-ს, კიოტოს პროტოკოლს, კიოტოს პროტოკოლის დოჰას ცვლილებას და დაამტკიცა პარიზის შეთანხმება. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ყველა საერთაშორისო და სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულება, რაც მას შესაბამის ვალდებულებებს აკისრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოამზადა „განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) და კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის (CSAP) პროექტები, როგორც NDC-ის განხორციელების ინსტრუმენტი. უფრო ზუსტად, საქართველომ განსაზღვრა მისი მთავარი და სექტორული სათბურის აირების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები, მიმართულებები და ღონისძიებები 2030 წლისთვის. თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია რომ საქართველოს არ აქვს „მწვანე ზრდის სტრატეგია“, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კლიმატის პოლიტიკასა და ამ სფეროში განხორციელებულ ქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის გზით. შესაბამისად, მოსალოდნელია ევროპის მწვანე შეთანხმების გავლენაც, განსაკუთრებით საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკაზე. გარდა აღნიშნულისა, საქართველომ განახორციელა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაციონალიზაცია, პრიორიტეტად განსაზღვრა 17-ვე მიზანი და დაადგინა ქვეყნისთვის სპეციფიკური კონკრეტული მიზნები და ინდიკატორები (GOG, 2019). მიზნების განხორციელება ცხადია დაკავშირებულია ინოვაციური მიდგომების გამოყენებასთან. ანუ, ტექნოლოგიურ ცვლილებებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება თანამედროვე ეტაპზე: ერთი მხრივ განაპირობებენ (წვლილი შეაქვთ) კლიმატის ცვლილებებს და მეორე მხრივ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გახდეს მთავარი ინსტრუმენტი კლიმატის ცვლილებების შერბილების პოლიტიკისათვის. ტექნოლოგიურ ცვლილებებში ცხადია მოიაზრება ინოვაციები მოწყობილობები, ციფრული ტექნოლოგიები. ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზება თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. ევროკავშირის მიერ ინიცირებული „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითად სფეროებს ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად. ციფრული პროცესების გავლენით მნიშვნელოვნად იცვლება ცხოვრების ყველა ასპექტი და ეკოსისტემის პლატფორმა (თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ., 2021). უნდა აღინიშნოს რომ კლიმატის ცვლილება, შეზღუდული რესურსები, ბიომრავალფეროვნების ცვლილება – თანაბრად აისახება სხვადასხვა სექტორსა და ბიზნეს საქმიანობაზე. არსებითია რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში კომპანიებმა გააცნობიერეს ახალი მიდგომების აუცილებლობა, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნეს პროცესების, წარმოებისა და პროდუქტის მდგრადობას. შესაბამისად, ეკოინოვაცია მთავარი კონცეფციაა ამ კონტექსტში. მას გავლენა აქვს კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ გვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ამცირებს ბიზნეს საქმიანობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ზრდის ბუნების მედეგობას გარემოს გამოწვევების წინაშე. ეკოინოვაციები კომპანიებს ეხმარება არსებულ გამოწვევებს ინოვაციური მიდგომებით გაუმკლავდნენ და ამასთან, მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს უქმნის მათ. ეკოინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ. 2019 წლიდან ევროკავშირი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროგრამას “ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment). პროგრამა აერთიანებს ხუთ ძირითად თემატურ საკითხს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას – ეხმარება პოლიტიკის დაგეგმვასა და უფრო “მწვანე” ინვესტიციების განხორციელებაში, ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობაში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. პროგრამა ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კომპონენტია მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვისა და პროდუქტების ინოვაციების (“ეკოინოვაციების”) ხელშეწყობა, რომელსაც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ხელმძღვანელობს და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკაში, ასევე მნიშვნელოვანია მათი გავლენა გარემოზე, შესაბამისად, ეკოინოვაციების დანერგვა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა, რაც უფრო “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ეკოინოვაციების დანერგვა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარებათ, შეამცირონ გამოყენებული რესურსები, აღადგინონ მასალები და მართონ ნარჩენები. ეკოინოვაციის დანერგვა ერთიანი პროცესია და გულისხმობს ცვლილებებს კომპანიის/საწარმოს სტრატეგიაში. თავის მხრივ, სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები აისახება ბიზნეს მოდელში, საოპერაციო დონეზე და ბიზნეს პრაქტიკაში. ამდენად, ეკოინოვაცია მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებიდან – სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე, მისი რეალიზაციის ჩათვლით. საწარმოებში ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვისა და პროდუქტების ინოვაციების გავრცელების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში საწარმოებში არსებული მდგომარეობისა და დინამიკის შეფასება. ამისათვის საინტერესოა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი. სტატისტიკური მონაცემები ემყარება საქართველოში მოქმედ საწარმოთა კვლევას, რომელიც მოიცავს საქართველოში საწარმოთა კვლევას გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა წარმოებს სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად ასახავს საწარმოებში არსებულ მდგომარეობას. საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ გამოკითხვის შედეგები ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია საწარმოთა ზომის მიხედვით, საქმიანობის სფეროების მიხედვით, რეგიონულ ჭრილში და ა. შ. რაც თავის მხრივ საფუძვლიანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. კლიმატის ცვლილების შედეგების თვალსაზრისით ჩვენ გავაანალიზეთ 2023 წლის კვლევის შედეგები რომლებიც ეხებოდა საწარმოებისათვის მნიშვნელოვნების კატეგორიების განაწილება კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის მიხედვით (რაც შეეხება დინამიკას, რაც შესაძლებელია გარკვეული დასკვნებისათვის განგვეხილა, ამ შემთხვევაში დიდი ცვლილებები არ იყო ოთხწლიან დინამიკაში. შესაბამისად აღებულია კვლევის ბოლო 2023 წელი). ნახაზი #1 საწარმოებისათვის მნიშვნელოვნების კატეგორიების განაწილება კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის მიხედვით
წყარო: www.Geostat.ge გამოკითხვის შედეგების მიხედვით კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკა მხოლოდ საწარმოთა 19,8%-სათვის აღმოჩნდა მაღალი მნიშვნელობის მქონე. ასევე საკმაოდ დაბალია იმ საწარმოთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთათვისაც კლიმატის ცვლილების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება მაღალმნიშვნელოვანია. შედარებით მაღალია იმ საწარმოთა წილი, რომლებსაც გაეზარდათ კლიმატის ცვლილების შედეგად ხარჯები ან ფასები ნედლეულზე და შეადგინა 31%. რაც შეეხება ექსტრემალური კლიმატური პირობების ზემოქმედებას, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საწარმოთა 33,2%-თვის. კლიმატის ცვლილებისასთან დაკავშირებული პოლიტიკა როგორც ვიცით მოიცავს ადაპტაციას და შერბილებას. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია რომ გატარდეს როგორც სახელმწოფო დონეზე ასევე კომპანიების მიერ (ცხადია სახელმწიფოს ხელშეწყობითა და წახალისებით). ამ მიმართულებით ერთ-ერთ არსებითად მნიშვნელოვანს წარმოადგენს ინოვაციები რომლებსაც ნერგავენ კომპანიები: კონკრეტულად კი ეკოლოგიური სარგებლის მქონე ინოვაციები. ეკოლოგიური სარგებლის მქონე ინოვაციები არის ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი/მომსახურება ან პროცესები, რომლებმაც მოიტანეს ეკოლოგიური სარგებელი. ეკოლოგიური სარგებელი შეიძლება იყოს ინოვაციის მთავარი მიზანი. ინოვაციის ეკოლოგიური სარგებელი შეიძლება წარმოიშვას საქონლის ან მომსახურების წარმოების დროს, მისი მოხმარების ან პროდუქტის საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენების დროს. საბოლოო მომხმარებელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, სხვა საწარმო, მთავრობა და ა.შ. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი მოიცავს მონაცემებს საწარმოთა მიერ ეკოლოგიური სარგებლის მქონე ინოვაციების ტიპოლოგიას მნიშვნელოვნების მიხედვით (ნახაზი #2). ნახაზი #2 საწარმოთა განაწილება ეკოლოგიური სარგებლის ტიპების მნიშვნელოვნების კატეგორიების მიხედვით
წყარო: www.Geostat.ge გამოკითხვის შედეგების მიხედვით საწარმოთა მხოლოდ 2,4%-სათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროდუქციის ერთ ერთეულზე გამოყენებული მასალის ან წყლის რაოდენობის შემცირება (ხოლო 92,5%-თვის სარგებლის გარეშე). ასევე საკმაოდ დაბალია ენერგიის მოხმარების შემცირებით და წყლის, ხმაურის, ნიადაგის, ჰაერის დაბინძურების შემცირებით მიღებული ეკოლოგიური სარგებლის მნიშვნელოვნება (შესაბამისად საწარმოთა 2,3% და 2,5%-თვის), მასალების ჩანაცვლება ნაკლებად დამაბინძურებელი ან საშიში ჩამნაცვლებლით მნიშვნელოვანი სარგებელი იყო საწარმოთა 2,6%-თვის, ჭიაღისეული ენერგიის შეცვლა განახლებადი ენერგიის წყაროებით მაღალი მნიშვნელობის აღმოჩნდა მხოლოდ საწარმოთა 1,8%-თვის; რაც შეეხება გადამუშავებული ნარჩენების, წყლისა და მასალების გამოყენებას 1,5% საწარმოებისათვის იყო მხოლოდ მაღალმნიშვნელოვანი. კვლევის შედეგები ადასტურებს კლიმატის ცვლილებების შერბილების ხელისშემწყობი მიზანმიმართული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. საქართველოს აუცილებელია მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხით, რა თავის მხრივ გაზრდის მოთხოვნას დაბალნახშირბადის შემცველ პროდუქტებზე და კლიმატის ცვლილებებზე უკეთესად ადაპტირებულ პროდუქტებზე. ასევე მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესების იმგვარად განხორციელება, რაც შეამცირებს წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურების ხარისხს. ჩვენი აზრით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გვესახება გადამუშავებული ნარჩენების, წყლის, მასალების გამოყენება საკუთარი გამოყენებისთვის ან გასაყიდად. მთავარი აქცენტები ენერგოუზრუნველყოფის მიმართულებით კი უნდა გაკეთდეს განახლებად ენერგიაზე. ზემოთაღნიშნული ღონისძიებების რეალიზაცია წარმოუდგენელია სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე, რომელმაც პრაქტიკულად მაკოორდინირებელი როლი უნდა შეასრულოს. სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კერძო სექტორმა უნდა მიიღოს. აუცილებელია მუდმივი კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||