English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი ღაღანიძებადრი რამიშვილი

საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს გამომწვევი მიზეზები და მათი დაძლევის გზები

რეზიუმე ავტორები საქართველოს ეკონომიკური პრობლემებიდან უმთავრესად ანომალიურად უარყოფით სავაჭრო ბალანსს მიიჩნევენ. სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნეს მათ რამდენიმე გამოკვლევა. წინამდებარე სტატიაში საქართველოს სავაჭრო პრობლემები განხილულია ძირითადი სავაჭრო პარტნიორების რელევანტური რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის ფონზე. პრობლემების იდენტეფიცირებისთვის გამოყენებ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ პაატა კოღუაშვილიბადრი რამიშვილი

მიწის სტრატეგიის ფუნდამენტური საკითხები: მიწის სტრატეგია - სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველი

რეზიუმე მიწის საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ხოლო ისეთი მცირე  ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ქვემოთ მოტანილ ნაშრომში ყურადღების კონცეტრაცია ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანის საკითხის გარშემო და  ეს პრობლემა გაანალიზებულია ისეთი კატეგორიების ჭრილით,
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მირიან ტუხაშვილი

დემოგრაფიული ვითარება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში

რეზიუმე სტატიაში შესწავლილია საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებები. გამოვლენილია შექმნილი დეპოპულაციური ვითარების ძირითადი მიზეზები, ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციის ტენდენციები. ნაჩვენებია თურქეთში დემოგრაფიული რეჟიმის სწრაფი ტრანსფორმაცია. როგორც თურქეთის, ისე საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ტომაშ ვოლოვიეციდანიელ შიბოვსკისილვია გვოზდიევიჩი

უძრავი ქონების დაბეგვრის არეალის სისტემები, შერჩევითი პრობლემები და რეფორმირების გზები ევროკავშირის შერჩეულ ქვეყნებში

რეზიუმე უძრავი ქონების დაბეგვრის არეალის სისტემები (რეგიონული, დარგი) პრქატიკულად ქმნიან ფისკალურ ბაზას საკუთრების დაბეგვრის გასაანგარიშებლად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთი სტრუქტურის შედეგები გავლენას ახდენს როგორც აქტიურ, ასევე პასიურ საგადასახადო სუბიექტებზე. ადგილობრივი ხელისუფ­ლებებისა­თვის ძირითადი პრობლემა, რომელიც გამომდინარეობს დაბეგვრის (გადასახად
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარინა მუჩიაშვილიზამირა შონია

საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი (კვლევა)

რეზიუმე 2012 წლის შემდგომი პერიოდი საქართველოში ხასიათდება მთლიანი შიგა პროდუქტის მჩვენებელი  ზრდის დაბალი ტემპებით ხასიათდება. კვლევაში ქვეყნის სახელმწიფო ვალის მდგრადობა  მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკრი ზრდის  ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის სახელმწიფო ვალის მდგრადობის თითქმის ყველა ძირითადი ინდიკატორი
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურთაზ კვირკვაიავასილ კიკუტაძედავით სიხარულიძეშოთა შაბურიშვილივახტანგ ჭარაია

ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო[1]

რეზიუმე დიდი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო პროფესიული ორიენტაციის პრობლემები მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი ზრუნვის საგანია.სტატიაში გაანალიზებულია პროფესიული ორიენტაციის კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომლებიც განსაზღვრავს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ძირითად ჩარჩოებს მთელ მსოფლიოში. გამოვლ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ასლანიშვილიქრისტინე ომაძე

საერთაშორისო დისკუსიები საბანკო კრედიტსა და ეკონომიკურ ზრდის ურთიერთკავშირის შესახებ

შესავალი დღეისათვის ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ განიხილება საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის და საკრედიტო ბაზრების გამართული ფუნქციონირების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. აღნიშნული საკითხი აქტუალურია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის შემდგომი აღმავლობისათვის, რადგან ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნაირა ღვედაშვილი

ორგანიზაციის კულტურის ფორმირების თავისებურებები

რეზიუმე ნაშრომში განხილულია ორგანიზაციული კულტურის საკითხები თავისი მახასიათებლებით, როგორიცაა: ბიზნესპროცესების ორგანიზაცია: პერსონალის დაქირავება, აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი, ხელფასის ორგანიზაცია, სტიმულირება, სანქციები და დათხოვნა. საქმიანი ურთიერთობების სტილი (ორგანიზაციული ქცევა), ხელმძღვანელობის სტილი, მოლაპარაკებების გამართვის სტილი, საქმიანი მიმოწე
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მანანა ხარხელიგიორგი მორჩილაძე

პიროვნული ემოციონალური კომპეტენციის მნიშვნელობა საქმიან ურთიერთობებში

რეზიუმე სტატიაში განხილულია ემოციური ინტელექტის კომპონენტის, პიროვნული ემოციონალური კომპენტეციის რაობა, მისი სტრუქტურა, მნიშვნელობა საქმიან ურთიერთობებში და სირთულეები, რომლებსაც წააწყდება ადამიანი დაბალი პიროვნული ემოციონალური კომპეტენციის შემთხვევაში. საკვანძო სიტყვები: ემოციური ინტელექტი, თვითშემეცნება, თვითრეგულირება, მოტივაცია შესავალი ნებისმიერი კომ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ასლანიშვილი

საქართველოს სახელმწიფო ვალის სექიურიტიზაციის მაგალითი

რეზიუმე კვლევა ეძღვნება საქართველოს მთავრობის დავალიანებას საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე და მისი დაფარვის წესს, რაც სახაზინო ობლიგაციების ემისიასა და ეტაპობრივ დაფარვაში გამოიხატა. სტატიაში აღწერილია ვალის წარმოშობისა და ამ მექანიზმის გამოყენების სქემა და განმარტებულია ის დადებითი ზეგავლენა, რამაც ამ პროცესმა – სექიურიტიზაციამ – მოახდინა საქართველოს ფასი
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარიამ ჯიბუტი

მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა საქართველოში

რეზიუმე სტატიაში გაანალიზებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათები და შეფასებულია მათი პოტენციური როლი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. კვლევის პროცესში გამოყენებულია შემთხვევების შესწავლის მეთოდი. განხილულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მაგალითები, რო
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნიკა ჩიტიშვილი

გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობები ურბანულ გარემოში

რეზიუმე ნაშრომში გადმოცემულია გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობები მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში. საქართველო, როგორც რიოს კონვენციების მხარე და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ქვეყანა, ვალდებულია გაატაროს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს მაქსიმალურ დაცვას და მდგრად გა
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ზურაბ კირკიტაძე

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დეტერმინანტების ანალიზი საქართველოში

რეზიუმე ნაშრომში განხილულია რა შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა სახის რეგრესია და ჩატარებულია პროცედურები, რომელთა საფუძველზე, ცვლადებს შორის კავშირთა მახასიათებლებიდან გამომდინარე არის შერჩეული შესაბამისი რეგრესია. შემდეგ ეტაპზე განიხილება ამ შესაბამისი რეგრესიის თითოეული ვარიანტი და დატესტილია შერჩეული რეგრესიის შესაბამისი ვარიანტის დაშვებები იმისათვის, რ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარიამ ვარდიაშვილი

შემოსავლების აღრიცხვის ძირითადი ასპექტები საჯარო სექტორში

რეზიუმე საჯარო  სექტორის  ერთეულები შემოსავალს  იღებენ  როგორც გაცვლითი, ასევე არაგაცვლითი ოპერაციებიდან. საჯარო სექტორში  შემოსავლების    წარმომქმნელი ოპერაციების აღიცხვის  საკითხებს განიხილავს  სსბასს 9 _ შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან და სსბასს   23 _ შემოსავლები არა გაცვლითი ოპერაციებიდან. სტატიაში განხილულია გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციე
ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარინა მაისურაძე

სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის საკითხები

რეზიუმე სახელმწიფო დახმარების მიღების სწორ აღრიცხვას დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოსათვის ფინანსური ანგარიშგების მომზადების საქმეში. Eეს მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ, როდესაც საწარმოს გადაეცემა რესურსები, მან უნდა შეარჩიოს შესაბამისი სააღრიცხვო მეთოდი. ამასთან, სასურველია, საწარმომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახოს ამ დახმარების შედეგად მიღებული სარგებელი მოცემუ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლევან დგებუაძემიხეილ ჩიკვილაძე

ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის განსაზღვრა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად (საქართველოს მაგალითზე)

რეზიუმე ნაშრომში გაანალიზებულია მთლიანი შიგა პროდუქტისა (შემოკლებით GDP) და საგადასახადო შემოსავლებს შორის კავშირი 2011-2016 წლებში. გაანგარიშების საფუძველზე დადგენილია საგადასახადო ტვირთის ის მაჩვენებელი, რომელიც ხელს შეუწყობს ოპტიმალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. განხილულია ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის განსაზღვრისა
ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი მიქელაძე

ინვესტიციების მოდელების შედარებითი ანალიზი (საქართველოს და აშშ-ს მაგალითზე)

რეზიუმე სტატიაში განხილულია რ.კოპკესმიერ აშშ-ს მაგალითზე ჩატარებული ინვესტიციების ცნობილი ხუთი მოდელის ემპირიული კვლევების შედეგები. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე ემპირიულად შემოწმებულია აღნიშნული მოდელების ვარგისიანობა და შედარებულია რ.კოპკესკვლევის შედეგებთან. ინვესტიციების ემპირიული მოდელების შედეგების შედარებით გამოვლენილია მსგავსება თუ განსხ
ჟურნალი ნომერი 2 ∘ რევაზ გველესიანი

სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის დამოკიდებულება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან

რეზიუმე ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია შეიძლება განისაზღვროს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მოქმედების ზოგადი ჩარჩო-პირობები, მისი საფუძველი და ორიენტირი. როდესაც  ასეთი კონცეფცია რაციონალურობის პრინციპს ემყარება, იგი  წარმოადგენს ზოგად და  მასშტაბურ  მიზანთა კარგად გააზრებულსა და მყარ სისტემას. იგი ასევე მოიცავს წესრიგის პოლიტიკის პრინციპებს, მათთან თავსება