ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘ თამარა ოვაკიმიანი ∘ ჰაიკ მნაცაკანიანი ∘ ფირუზა მაილიანი ∘ სურენ ოვაკიმიანი ∘ მიმდინარე პროცესები და გამოწვევები სამეცნიერო და ეკონომიკურ ურთიერთობებში 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Tamara.Hovakimyan/Hayk.Mnatsakanyan/Firuza.Mayilyan/Suren.Hovakimyan რეზიუმე ისტორიაში პირველად, ადამიანის გონება იქცა უშუალო მწარმოებლურ ძალად, რომელიც ხელს უწყობს „ცოდნის ეკონომიკის“ განვითარებას. თუმცა, მხოლოდ ცოდნის გამოყენება არ ასახავს უახლესი სამეცნიერო და ეკონომიკური რევოლუციის ნამდვილ შინაარსს, რადგან მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული ყველა რევოლუციური ტრანსფორმაცია ხასიათდება ცჟურნალი ნომერი 4 ∘ მარინა ტაბატაძე ∘ მალხაზ ჩიქობავა ∘ ეკონომიკის რეაბილიტაციის სახელმწიფო სტრატეგია პოსტკრიზისულ პერიოდში 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Marina.Tabatadze/Malkhaz.Chikobava რეზიუმე სტატიაში განხილულია თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მმართველობის სტანდარტები და მისი სტაბილური განვითარების სტრატეგიები, შეფასებულია კრიზისულ გარემოში გლობალური ეკონომიკის სწორი კოორდინაციისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ცალკეულ დონეებს შორის ფუნქციების ოპტიმალური განაწილების საკითხები. მიმდინარე ეტაპისათვის ეკონომიჟურნალი ნომერი 4 ∘ ეკატერინე შაინიძე ∘ გადამხდელთა ქცევის თავისებურებები ზოგიერთ საგადასახადო რეგულაციაზე 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.EKATERINE.SHAINIDZE ანოტაცია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონიუნქტურაზე სწორად მორგებული საგადასახადო რეფორმების განხორციელება ჩვენი ქვეყნის მუდმივი გამოწვევაა. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანამ აიღო ვალდებულება მოახდინოს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროპულთან. ერთის მხრიჟურნალი ნომერი 4 ∘ მერაბ ჯულაყიძე ∘ საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ეკონომიკური ასპექტები 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Merab.Julakidze ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს ეროვნული სიმდიდრის შეფასების ძირითადი საკითხები. კერძოდ, გაანალიზებულია ეროვნული სიმდიდრის კომპონენტები: ადამიანური, ბუნებრივი და კვლავწარმოებითი კაპიტალი, შესწავლილია მათი ოპტიმალური თანაფარდობის დადგენის კრიტერიუმები, დასასრულ, დასაბუთებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების წინმსწრები ტემპის აუცჟურნალი ნომერი 4 ∘ ლევან საბაური ∘ მარიამ ვარდიაშვილი ∘ მარინა მაისურაძე ∘ სახელშეკრულებო აქტივის და სახელშეკრულებო ვალდებულების ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების საკითხები 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Levan.Sabauri/Mariam.Vardiashvili/Marina.Maisuradze ანოტაცია. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) 15 „ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან“ გამოქვეყნებით, ფუნდამენტურად შეიცვალა შემოსავლების აღიარების მიდგომები და შეფასების მეთოდები. სტანდარტი სახელშეკრულებო ვალდებულებას განიხილავს, როგორც სააღრიცხვო კოორდინატების ათვლის წერტილს, აქტჟურნალი ნომერი 4 ∘ რევაზ ჯავახიშვილი ∘ ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს გამოცდილება 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Revaz.Javakhishvili ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია, აშშ-ს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცალკეული ეტაპების მიხედვით, ეკონომიკური უსაფრთხოებისადმი ქვეყნის ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომები. მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის, დაბეგვრისა და გადასახადების სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც გამიზნული იყჟურნალი ნომერი 4 ∘ თენგიზ ვერულავა ∘ სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი საქართველოს საავადმყოფოებში 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Tengiz.Verulava ანოტაცია. მუდმივად ცვალებად გლობალურ და ადგილობრივ გარემოში უკეთესად ადაპტაციისთვის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტია სტაბილური ჰოსპიტალური სექტორის ფუნქციონირება, რისთვისაც აუცილებელია ეფექტური სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესების მუდმივი განხორციელება. კვლევის მიზანია საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესჟურნალი ნომერი 4 ∘ აიტკინ გასან ახუნდოვა ∘ ფესტივალები, როგორც ღონისძიების ტურიზმის კატალიზატორები: თეორიული ანალიზი 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Aytkin.Gasan.Akhundova რეზიუმე სტატიაში განხილულია ფესტივალის ტურიზმის, როგორც ივენთ-ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კომპონენტის არსი და ბუნება. კვლევა ითვალისწინებს თეორიული კონცეფციების მიმოხილვას და ანალიზს, რომელიც ხაზს უსვამს ფესტივალების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე კულტურაში, განსაკუთრებით კულტურათაშორისი კომუნიკაციის კონტექსტში. აღნიშნულია, რომ ფესტჟურნალი ნომერი 4 ∘ ავთანდილ სულაბერიძე ∘ იოსებ არჩვაძე ∘ ვლადიმერ სულაბერიძე ∘ ნატალია კოპალეიშვილი ∘ „ბეიბი ბუმიდან“ დეპოპულაციამდე ანოტაცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოში მკვეთრად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდაობა, ემიგრაციის მასშტაბები, თითქმის 7 წლით მოიმატა საქართველოს მოსახლეობის მედიანურმა ასაკმა. განვლილი სამ ათეულზე მეტი წლის მანძილზე ყოველ ხუთიდან ოთხ წელიწადში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საჭიროჟურნალი ნომერი 4 ∘ თინათინი ლოლაძე ∘ ინოვაციის გავლენის მნიშვნელოვანი ასპექტები უმუშევრობაზე რეზიუმე სტატიაში გამოკვლეულია კომპლექსური ურთიერთობები ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და უმუშევრობას შორის, რომელიც ფოკუსირებულია როგორც თეორიულ ასპექტებზე, ასევე ემპირიულ მტკიცებულებებზე ანალიზის სხვადასხვა დონეზე, მათ შორის მიკრო, სექტორულ და მაკრო დონეზე. კვლევა ხაზს უსვამს პროდუქტისა და პროცესის ინოვაციების გამიჯვნის მნიშვნელობას და განიხილავს კომპენსაციის სხვადასჟურნალი ნომერი 4 ∘ ლაშა კელიხაშვილი ∘ მთავრობის ვალის დინამიკა მსოფლიოსა და საქართველოში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში ანოტაცია. მთავრობის ვალი ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს და მეცნიერული განსჯის საგანს წარმოადგენს. ამასთანავე, მზარდი ვალის პოტენციური ეფექტები სოციოეკონომიკურ მდგომარეობაზე მრავალმხრივია. თანამედროვე შეხედულებების მიხედვით, მთავრობის მხრიდან საკრედიტო რესურსის მობილიზება ქვეყნისთვის ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას, თუკი მოზიდული რესურსი ეფექტიანად იხარჯჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით როინიშვილი ∘ განათლების სისტემით გამოწვეული საბაზრო ჩავარდნა: საქართველოსა და რუსეთის შრომის ბაზრები ანოტაცია. კვლევა შეისწავლის ჩავარდნას საქართველოს შრომის ბაზარზე, რომელიც გამოწვეულია ჩავარდნით განათლების სისტემაში. ასევე აანალიზებს რუსეთის შრომის ბაზარს, ახდენს აღნიშნული ორი ქვეყნის შრომის ბაზრების ერთმანეთთან შედარებას. სტატია შეისწავლის მიზეზს, რის გამოც საქართველო ვერ ახერხებს ეკონომიკის სწრაფად განვითარებას და ცხოვრების დონის თაობიდან თაობამდე გაუმჯობჟურნალი ნომერი 4 ∘ ირმა ლენგი ∘ Covid-19-ის პანდემიის შედეგები გლობალურ ეკონომიკაზე და საერთაშორისო სავაჭრო ნაკადები რეზიუმე ნაშრომი აანალიზებს Covid-19-ის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. ეკონომიკა, ფინანსური სისტემები და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები ყველა ზეწოლის ქვეშ მოექცა. Covid-19-ის პანდემიამ დრამატული დანაკარგი გამოიწვია. პანდემიის გავრცელებამ უფრო მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა განვითარებად ეკონომიკებზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანა კვლავ ცდილობს გაუმკლ |