English / ქართული / русский /







ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის დოქტორანტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტარტეპებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, მოწვეული ლექტორი.

დაიბადა 1982 წლის 24 აგვისტოს. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა და მაგისტრატეგურა, სპეციალობით გლობალიზაციის პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია. აგრეთვე, დაამთავრა კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო მარკეტინგის განხრით.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) მათ შორის, 2 მონოგრაფია.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო მარკეტინგი და ბიზნესის სტრატეგიები.